xFlash Posted August 16, 2018 Share Posted August 16, 2018 აგართვით სალამი, მოკლედ დაახლოებით 2 წლის წინ გადავწყვიტე პირველი კომპიუტერის აწყობა. სათითაოდ დავიწყე ნაწილების ყიდვა (ერთდროულად ვერ ვიყიდდი), ბიუჯეტურ ვარიანტში მინდოდა ryzen-ზე ამეწყო, ამიტომაც ვიყიდე B350 Tomahawk დაფა, ბოლო ნაწილი შემომრჩა cpu და რახან 2700x-ია გამოსული და თითქმის იგივე ფასი ღირს რაც ადრე მისი წინაპარი ღირდა ბარემ ამის ყიდვა მინდა. როგორც გავიგე b350-ზე "ეგრევე არ წავაო" მეორე თაობის ryzen-ებიო, ჯერ პირველი თაობით უნდა დაააფდეითოვო ბიოსიო. არავის ისეთს არ ვიცნობ რომ პირველი თაობა მათხოვოს და ორი cpu-ს ყიდვას მირჩევნია ეხლა რა დაფაც მაქვს გავყიდო და ბარემ ისეთი ვიყიდო რომ ეგრევე იმუშავოს 2700x-მა. რავიცი იქნებ ram-ზე ინფორმაცია გახდეს საჭირო და ბარემ ამასაც დავწერ: Corsair Vengeance LPX 16gb (2x8gb) ddr4 3000mhz რომელ დაფას მირჩევთ? და ბარემ იქნებ ქეისიც მირჩიოთ აქ რომ ვიყიდო, არ ვარ მაინცდამაინც ქეისის სილამაზით დაინტერესებული მაგრამ უბრალო ყუთის ყიდვაც არ მინდა. სათამაშოდ/სამონტაჟოდ/გასასტრიმად მჭირდება და არ ვიცი რა გავლენა შეიძლება დაფას ჰქონდეს ნაწილების გაერთიანების გარდა ნებისმიერი ინფორმაცია გამომადგება, არ ვარ მაინცდამაინც ჩახედული ამ სფეროში P.S. cpu-ს ან gpu-ს overlock-ს არ ვაპირებ, ჩვეულებრივი მოკვდავი ვარ და მსგავსი შამანობების მეშინია. 2700x-ი იმიტომ გადავწყვიტე, რომ მირჩიეს, თუ ოვერქლოქს არ აპირებ ჩვეულებრივს მაინც ჯობსო. ის 30 თუ რამდენი დოლარიცაა არ მენანება 5-6 fps-ში. გერალტის თმები მინდა რომ შევიგრძნო ბოლო დონეზე. P.S.p.s. არ ვიცი gpu-საც თუ აქვს რამე გავლენა დედა დაფის არჩევანზე და ბარემ ამ ინფოსაც დავტოვებ : GTX1080 G1 8gb მადლობა წინასწარ Link to comment Share on other sites More sharing options...
Gogla1990 Posted August 17, 2018 Share Posted August 17, 2018 სალამი მშვენიერი მაზერი გაქვს, ბიოსის განახლების გამო არ ღირს გამოცვლაზე ფიქრი, უფრო მეტი წვალება და ხარჯია ნახე ვინმე ვისაც ძველი რაიზენი აქვს და 5 წუთის ამბავია ბიოსის ჩაწერა, თუ არა და პროგრამატორით ჩაწერს ხელოსანი ბოლობოლო Link to comment Share on other sites More sharing options...
xFlash Posted August 17, 2018 Author Share Posted August 17, 2018 17 hours ago, Gogla1990 said: თუ არა და პროგრამატორით ჩაწერს ხელოსანი ბოლობოლო სად შეიძლება ამის ხელოსნის ნახვა იქნებ მიმასწავლო? შესაძლებელია "პროგრამატორით" დაფის გაფუჭება? Link to comment Share on other sites More sharing options...
Gogla1990 Posted August 18, 2018 Share Posted August 18, 2018 გაფუჭებით არ გააფუჭებს 598 544 495 გიორგი ქვია, დინამოს მოპირდაპირედ, პანდას ქსელი, 20 ნომერი მაღაზია წინასწარ დაურეკე, იქნებ პეოცესორიც მონახოს და პროგრამატორზე არ მიდგეს საქმე Link to comment Share on other sites More sharing options...
pepsiko Posted August 18, 2018 Share Posted August 18, 2018 9 hours ago, xFlash said: სად შეიძლება ამის ხელოსნის ნახვა იქნებ მიმასწავლო? შესაძლებელია "პროგრამატორით" დაფის გაფუჭება? ვააა ხფლაში :დდ Link to comment Share on other sites More sharing options...
xFlash Posted August 24, 2018 Author Share Posted August 24, 2018 On 8/18/2018 at 9:34 AM, Gogla1990 said: გაფუჭებით არ გააფუჭებს 589 544 495 გიორგი ქვია, დინამოს მოპირდაპირედ, პანდას ქსელი, 20 ნომერი მაღაზია წინასწარ დაურეკე, იქნებ პეოცესორიც მონახოს და პროგრამატორზე არ მიდგეს საქმე ჰეი, ეს ნომერი გათიშულია და სხვა ვინმესთან ხომ არ გაქვს წვდომა? ან სხვა ნომერი ხომ არ აქვს ამას? Link to comment Share on other sites More sharing options...
Gogla1990 Posted August 24, 2018 Share Posted August 24, 2018 სხვა არა ეს აქვს 598544495 ეს მეორე ხელოსანი 555579444 გივი Link to comment Share on other sites More sharing options...
xFlash Posted August 24, 2018 Author Share Posted August 24, 2018 26 minutes ago, Gogla1990 said: სხვა არა ეს აქვს 598544495 ეს მეორე ხელოსანი 555579444 გივი კარგი, მადლობა გაიხარე Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Archived
This topic is now archived and is closed to further replies.