Jump to content

დამეხმარეთ დაფის არჩევაში ryzen 2700x-ისთვის


Recommended Posts

აგართვით სალამი,
 მოკლედ დაახლოებით 2 წლის წინ გადავწყვიტე პირველი კომპიუტერის აწყობა. სათითაოდ დავიწყე ნაწილების ყიდვა (ერთდროულად ვერ ვიყიდდი), ბიუჯეტურ ვარიანტში მინდოდა ryzen-ზე ამეწყო, ამიტომაც ვიყიდე B350 Tomahawk დაფა, ბოლო ნაწილი შემომრჩა cpu და რახან 2700x-ია გამოსული და თითქმის იგივე ფასი ღირს რაც ადრე მისი წინაპარი ღირდა ბარემ ამის ყიდვა მინდა. როგორც გავიგე b350-ზე "ეგრევე არ წავაო" მეორე თაობის ryzen-ებიო, ჯერ პირველი თაობით უნდა დაააფდეითოვო ბიოსიო. არავის ისეთს არ ვიცნობ რომ პირველი თაობა მათხოვოს და  ორი cpu-ს ყიდვას მირჩევნია ეხლა რა დაფაც მაქვს გავყიდო და ბარემ ისეთი ვიყიდო რომ ეგრევე იმუშავოს 2700x-მა.
რავიცი იქნებ ram-ზე ინფორმაცია გახდეს საჭირო და ბარემ ამასაც დავწერ: Corsair Vengeance LPX 16gb (2x8gb) ddr4 3000mhz
რომელ დაფას მირჩევთ?
და ბარემ იქნებ ქეისიც მირჩიოთ აქ რომ ვიყიდო, არ ვარ მაინცდამაინც ქეისის სილამაზით დაინტერესებული მაგრამ უბრალო ყუთის ყიდვაც არ მინდა.
სათამაშოდ/სამონტაჟოდ/გასასტრიმად მჭირდება და არ ვიცი რა გავლენა შეიძლება დაფას ჰქონდეს ნაწილების გაერთიანების გარდა ?
ნებისმიერი ინფორმაცია გამომადგება, არ ვარ მაინცდამაინც ჩახედული ამ სფეროში ?
P.S. cpu-ს ან gpu-ს overlock-ს არ ვაპირებ, ჩვეულებრივი მოკვდავი ვარ და მსგავსი შამანობების მეშინია. 2700x-ი იმიტომ გადავწყვიტე, რომ მირჩიეს, თუ ოვერქლოქს არ აპირებ ჩვეულებრივს მაინც ჯობსო. ის 30 თუ რამდენი დოლარიცაა არ მენანება 5-6 fps-ში. გერალტის თმები მინდა რომ შევიგრძნო ბოლო დონეზე.
P.S.p.s. არ ვიცი gpu-საც თუ აქვს რამე გავლენა დედა დაფის არჩევანზე და ბარემ ამ ინფოსაც დავტოვებ : GTX1080 G1 8gb
მადლობა წინასწარ :s050:

Link to post
Share on other sites

სალამი

მშვენიერი მაზერი გაქვს, ბიოსის განახლების გამო არ ღირს გამოცვლაზე ფიქრი, უფრო მეტი წვალება და ხარჯია

ნახე ვინმე ვისაც ძველი რაიზენი აქვს და 5 წუთის ამბავია ბიოსის ჩაწერა, თუ არა და პროგრამატორით ჩაწერს ხელოსანი ბოლობოლო

Link to post
Share on other sites
17 hours ago, Gogla1990 said:

თუ არა და პროგრამატორით ჩაწერს ხელოსანი ბოლობოლო

სად შეიძლება ამის ხელოსნის ნახვა იქნებ მიმასწავლო? 
შესაძლებელია "პროგრამატორით" დაფის გაფუჭება?

Link to post
Share on other sites

გაფუჭებით არ გააფუჭებს

598 544 495 გიორგი ქვია, დინამოს მოპირდაპირედ, პანდას ქსელი, 20 ნომერი მაღაზია

წინასწარ დაურეკე, იქნებ პეოცესორიც მონახოს და პროგრამატორზე არ მიდგეს საქმე

Link to post
Share on other sites
9 hours ago, xFlash said:

სად შეიძლება ამის ხელოსნის ნახვა იქნებ მიმასწავლო? 
შესაძლებელია "პროგრამატორით" დაფის გაფუჭება?

ვააა ხფლაში :დდ 

Link to post
Share on other sites
On 8/18/2018 at 9:34 AM, Gogla1990 said:

გაფუჭებით არ გააფუჭებს

589 544 495 გიორგი ქვია, დინამოს მოპირდაპირედ, პანდას ქსელი, 20 ნომერი მაღაზია

წინასწარ დაურეკე, იქნებ პეოცესორიც მონახოს და პროგრამატორზე არ მიდგეს საქმე

ჰეი, ეს ნომერი გათიშულია და სხვა ვინმესთან ხომ არ გაქვს წვდომა? ან სხვა ნომერი ხომ არ აქვს ამას?

Link to post
Share on other sites

სხვა არა ეს აქვს 598544495

 

ეს მეორე ხელოსანი 555579444 გივი

Link to post
Share on other sites
26 minutes ago, Gogla1990 said:

სხვა არა ეს აქვს 598544495

 

ეს მეორე ხელოსანი 555579444 გივი

კარგი, მადლობა გაიხარე 

Link to post
Share on other sites
  • Barca locked this topic

Archived

This topic is now archived and is closed to further replies.

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...