Jump to content

მონიტორი მირჩიეთ (ბიუჯეტი 2500 ლარი)


Recommended Posts

გამარჯობათ მეგობრებო.

მოკლედ მინდა კარგი მონიტორი თანხა 1500-2500 ლარი.
მაგრამ სანამ მოდელებს შემომთავაზებთ მინდა ერთი შეკითხვა დავსვა, იმედი მაქვს ვინმე იქნება ისეთი, რომელმაც გამოიწერა ამერიკიდან მონიტორი.
არის თუ არა სანდო იქიდან გამოწერა და 1-2 წლის მერე თუ რამე პობლემა შეექმნა შესაძლებელია თუ არა აქ შეკეთება?
ამაზონზე მე თვითონ მოვძებნე Dell Dell U3417W FR3PK 34-Inch Screen Led-Lit Monitor ეს მოდელი ძალიან მომწონს ყველანაირად. (თუმცა დიდად არ ვერკვევი მონიტორებში)

ესეიგი თქვენი რჩევა მჭირდება კარგი მონიტორი რომ ვიყიდო, თუ გამოწერით არის სანდო, გამოვიწერ თუ არადა აქვე ვიყიდი.(თუ იშოვება :) )

P. S. ვარ ვიდეოგრაფი და Adobe Premiere Pro-ზე სამუშაოდ მჭირდება და დიდი მნიშნელობა აქვს ჩემთვის რეალურ ფერებს. (სათამაშოდ არ მინდა).

წინასწარ მადლობა ყველას ვინც ეცდება ჩემს დახმარებას.

Link to comment
Share on other sites

ჩვენთან საკმაოთ სკრომნი არჩევანია ეგეთი ტიპის მონიტორების, ეგ მონიტორი საკმაოთ კარგი ჩანს მაგრამ რამე დეფექტი თუ აღმოაჩნდა უკან უნდა გაუშვა ისევ, იგივე დედ პიქსელები ან რამე ქარხნული ბრაკი რაც ძვირიან მონიტორებშიც გვხვდება ხოლმე, თბილისში მარტო ეს 2K დელი ვნახე 27 ინჩიანი ჩესნი 8 ბიტიან IPS-ზე ზავაცკოი კალიბრაციით: http://allmarket.ge/Details.aspx?PID=20000&მონიტორი Dell U2715H 68.58 cm (27 ეგ მოდელი ყველაფრისთვის გამოდგება, მაინდამაინც 4K აღება თუ გსურს კაკ მინიმუმ ფსევდო 10 ბიტიანი მატრიცით და მილიარდი ფერის დამუშავებით, მაშინ ამაზონიდან უნდა შეუკვეთო რახან აქ ასტრონომიული ფასი ადევს ეგეთ მოდელებს რომც იპოვო სადმე თბილისში, ნუ შეკვეთით 2500 ლარი რომ დაგიჯდეს აქ შეიძლება ეგეთში 4000-მდე მოგთხოვონ, რავი მე ვერაფერი ვიპოვე მაღაზიებში მაგდაგვარი, აი აქ ქონდათ ადრე პროფესიონალური დელის და HP მონიტორები http://www.orient-logic.ge/ შეიძლება ეხლაც ქონდეთ რამე ძვირიანი მონოტორი , დარეკვა უნდა და გაგება, 3 წლიან დელის ოფიციალურ გარანტიას იძლევიან ისე თუ აქ იყიდი

აი აქ აქვთ კიდე 2013 წლის 27 ინჩიანი HP 2K მოდელი ფსევდო 10 ბიტიან მატრიცაზე მილიარდი ფერის დამუშავებით 2500 ლარათ http://gigant.ge/en/hp/11747--hp-xw476a4.html მაგრამ მანდ მარტო 1 წლიან გარანტიას იძლევიან, აი შენ რა დელიც დამიდე დაახლოებით მაგდაგვარი ტიპის LG აქაც არის 2500 ლარათ ფაქტიურათ ანალოგიური პარამეტრებით: http://gigant.ge/en/lg-/42996--lg-34uc98-w.html უბრალოთ მაგას ასე თუ ისე ადეკვატური ფასი ადევს რახან ოფიციალურათ აქვთ ალბათ შემოტანილი, აი ამაზონზე ესე ჯდება https://www.amazon.co.uk/LG-34UC98-Adjustable-DisplayPort-Thunderbolt/dp/B01BFH1AIM/ref=sr_1_1?s=computers&ie=UTF8&qid=1511564732&sr=1-1&keywords=LG+34UC98-W მემგონი შენი საქმისთვის ეგ იქნება ყველაზე კარგი რახან უფრო უდობნია 21:9 ასპექტის ეგეთი დიდი მონიტორები ფოტოების დასამუშავებლათ და გრაფიკული სამუშაოებისთვის, თუმცა ფილმებისთვისაც იდეალური ვარიანტია ეგეთი და ბევრი გეიმინგშიც იყენებს

 

 

Link to comment
Share on other sites

@George მადლობა რჩევებისთვის. 
ეგ LG მომწონს კარგი ვარიანტია. მაგრამ ეს არის "ფსევდო 10 ბიტიანი მატრიცით და მილიარდი ფერის დამუშავებით" ?
ანუ რეალური ფერები ექნება?? 
ამას იმიტომ ვკითხულობ 2 მონიტორი მაქვს და 2ივე სხვადასხვა ფერებს აჩვენებს :) ერთი რაღაც ზედმეტად ცისფერია მეორე მწვანე და დავიტანჯე :) 

Link to comment
Share on other sites

ეგ დელიც ეგეთივე მატრიცაზეა მგონი ზუსტათ რაც ეგ lg, ნუ ჩესნი 8 ბიტიან მატრიცას კი აჯობებს რომელსაც საკმაოთ სასიამოვნო ცვეტოპერედაჩა აქვს, არ ვიცი მაღაზიაში თუ აქვთ სადმე რომ დატესტვა შეგეძლოს ადგილზე, ზავაცკოი კალიბრაცია რომელსაც აქვს მაგეებზე უფრო კარგი ცვეტოპერედაჩა აქვს ხოლმე ანალოგიურ მატრიცაზე, პროფესიონალურ მონიტორებს გრაფიკული სამუშაოებისთვის აქვთ კიდე 14ბიტიანი ცვეტავოი პროფილის ემულაციაც, თუმცა ეგეთი კიდე უფრო ძვირი ჯდება და ჩვენთან ვერც იშოვი ალბათ, ჩესნი 12 ბიტიანი მატრიცა არ ვიცი მაგრამ ფსევდო 12 ბიტიან მატრიცებზე მინახია ნიუეგზე რომ იყიდებოდა იაპონური ნეკები და ეიზოები, ფასი მგონი 2500$+ ადევს ეგეთებზე ზომით კი სადღაც 30 ინჩიანებია, ნუ მაგ კონკრეტულ lg რამდენათ კარგი ჩვენება ექნება არ ვიცი, თუმცა ვინც იყიდა საკმაოთ აქებენ

Link to comment
Share on other sites

16 hours ago, valera said:

დიდი მადლობა @George 

https://www.amazon.com/Dell-UltraSharp-34-Inch-LED-Lit-Monitor/dp/B00PXYRMPE/ref=sr_1_2?ie=UTF8&qid=1511775569&sr=8-2&keywords=dell+34+inch

იჩქარე სანამ არის ამ ფასად 499 დოლარადააა

Link to comment
Share on other sites

ხო მაგას მართლა მაგარი ფასი ადევს და 20 საათში სრულდება ეგ შემოთავაზება და მერე ისევ გაეზრდება ალბათ ფასი, ისე კი ამ მოდელებს ვგულისხმობდი დაახლოებით:

https://www.newegg.com/Product/Product.aspx?Item=9SIA25V5XZ6804

https://www.newegg.com/Product/Product.aspx?Item=9SIA25V5ZA8182

ნეკს კალიბრატორიც მოყვება საკმაოთ კარგი, ეგ ორივე პროფესიონალური მონიტორებია მაქსიმალურათ დახვეწილი ფერების რეპროდუქციით, ამიტომ საკმაოთ ნელ მატრიცაზეა და გეიმინგისთვის დიდათ არ გამოდგება, მაგრამ შენ რისთვისაც გჭირდება მაგ საქმეში იდეალური უნდა იყოს 

Link to comment
Share on other sites

On 27.11.2017 at 1:40 PM, nseries430 said:

https://www.amazon.com/Dell-UltraSharp-34-Inch-LED-Lit-Monitor/dp/B00PXYRMPE/ref=sr_1_2?ie=UTF8&qid=1511775569&sr=8-2&keywords=dell+34+inch

იჩქარე სანამ არის ამ ფასად 499 დოლარადააა

იანვარ-თებერვლისთვის ვაპრებ ყიდვას ჯერ ვერ ვიყიდდი მაინც, მაგრამ ეს ამერიკულები 110ვოლტზე როა გადამყვანი უნდა ვიყიდო?

On 27.11.2017 at 3:59 PM, George said:

ხო მაგას მართლა მაგარი ფასი ადევს და 20 საათში სრულდება ეგ შემოთავაზება და მერე ისევ გაეზრდება ალბათ ფასი, ისე კი ამ მოდელებს ვგულისხმობდი დაახლოებით:

https://www.newegg.com/Product/Product.aspx?Item=9SIA25V5XZ6804

https://www.newegg.com/Product/Product.aspx?Item=9SIA25V5ZA8182

ნეკს კალიბრატორიც მოყვება საკმაოთ კარგი, ეგ ორივე პროფესიონალური მონიტორებია მაქსიმალურათ დახვეწილი ფერების რეპროდუქციით, ამიტომ საკმაოთ ნელ მატრიცაზეა და გეიმინგისთვის დიდათ არ გამოდგება, მაგრამ შენ რისთვისაც გჭირდება მაგ საქმეში იდეალური უნდა იყოს 

ხო ეგენი კარგი იქნება :):wub: მაგრამ მთლად მაგდენს ვერ ჩავყრი მონიტორში. 2000-3000 ლარი ესეც დიდი თანხაა უბრალოდ მე მაქვს მაგის შესაძლებლობა და მუღამიც და მიტომ მინდა ვიყიდო ამ ფასებში.

Link to comment
Share on other sites

მაგდენი არ ვიცი წესით უნდა იმუშაოს 110-240 ვოლტზე

Link to comment
Share on other sites

Archived

This topic is now archived and is closed to further replies.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.