Jump to content
სისტემაში შესვლისთვის, გთხოვთ, გამოიყენოთ ელ. ფოსტა (Display Name-ის ნაცვლად) ×

სერვერული კვების (HP DPS-1200FB) გადაკეთება მაინინგისათვის

Recommended Posts

მოგესალმებით მეგობრებო. დღეს დავდებ პატარა ტუტორიალს როგორ გადავაკეთოთ სერვერის კვება მაინინგისთვის.

საუბარია 1200 ვატიან კვებაზე HP DPS-1200FB. იდეაში 800 ვატიან კვების ბლოკებზეც გამოდგება ეს ტუტორიალი მთავარია სერვერს ქონდეს ამ კვების მსგავსი "პინაუთი".

c44e2f507055.jpg

საჭირო ნივთები:

კვების ბლოკი

ვიდეო კარტის 8 პინიანი კაბელები. აუცილებლად დააკვირდით +12 ვოლტის და მინუსის კაბელებს. ამ შემთხვევაში ყვითელი კაბელები იყო +12V-ის თუმცა არაა გამორიცხული შეცდომაში შეგიყვანოთ ფერმა. ასე რომ სანამ დააპაიკებთ ერ დარწმუნდით, რომ ვიდეო კარტის 8 კაბელები სწორად გაქვთ დაწყვილებული +12V -ად და მინუსად.

სპილენძის მრავალწვერიანი კაბელი. ამ შემთვევაში კვეთი იყო 2.5 და სასურველია არც იყოს ამაზე ნაკლები კვეთის კაბელი გამოყენებული. კაბელის სიგრძეზე დაჭრა ხდება თქვენი კარტების განლაგების მიხედვით.

თერმო კუმშვადი მილი (კემბრიკი)

კალა, კანიფოლი და პაიანიკი

b4406bbd0486.jpg

პირველ რიგში ხდება კაბელების გამზადე და წვერების კალით დაფარვა რომელიც დამაგრდება კვების ბლოკზე:

56e99fbc9c2b.jpg

cf560b620fad.jpg

42496ea7edcd.jpg

2bcddde33c53.jpg

ამ ყველაფრის მომზადების შემდეგ საჭიროა კვების ბლოკზე დავაპაიკოთ კაბელი რომელიც შეკრავს წრედს და კვების ბლოკი დაიწყებს მუშაობას. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მივიღებთ 12 ვოლტს. ამ წვერების დამოკლებით (ერთამენთზე დადებით) მოგვყავს კვების ბლოკი მუშა მდგომარეობაში. უკეთესია თუ კაბელების პირდაპირ დამოკლების (ერთამენთზე დადებით) მაგივრად გამოვიყენოთ წინაღობა 300 ომიდან 800 ომამდე. მე გამოვიყენე 460 ომიანი წინაღობა.

2b03ab620e05.jpg

შემდეგ უკვე გამზადებულ კაბელებს ვაპაიკებთ სერვერზე და ასე გამოიყურება სერვერის კვება საბოლოო სახით:

674118bb1c33.jpg

1b3789db4e26.jpg

ამ ყველაფრის უპირატესობა და დადებით მხარე არის პირველ რიგში სიიაფე და მერე ხარისხი. ამ შემთხვევაში კვების ბლოკი აეწყო 5 ცალი RX 480-ისათვის და რელურად პრაქტიკიდან გამომდინარე სრულიად საიმედოა ეს ვარიანტი. კვების ბლოკის ფასები ამაზონზე და იბეიზე მერყეობს 35$-დან 45$-მდე პლიუს ადგილზე გამოტანის თანხა რომელიც 25-26 ლარი ჯდება წონიდან გამომდინარე. ასე რომ მარჯვე ხელების და ნაწილების ქონის შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს ტუტორიალი და თქვენ თვითონ აასწყოთ კვების ბლოკი.

მადლობა გაწეული დახმარებისათვის ჩემ მეგობრებს გუჯას და ლევანს რომელბმაც ღამის 2 საათამდე მეხმარებოდნენ ამ ყველაფერში :))))))

P.S თუ მიიპინება კარგი იქნება. ბევრს გამოადგება

  • Upvote 7
Link to comment
Share on other sites

კარგი გაიდია ზვიო, გამოადგება ხალხს :)

ბრეიკაუტებზე რა აზრის ხარ? უსაფრთხოებისთვის ამათი გამოყენება გამართლებულია იდეაში უფრო.

და კიდევ ერთი კითხვა, სინქრონში როგორ რთავ/თიშავ ამ კვების ბლოკს მეორე კვების ბლოკთან ერთად, რომელიც მაზერს, დისკს, რაიზერებს კვებავს?

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

3 hours ago, Power_VANO said:

კარგი გაიდია ზვიო, გამოადგება ხალხს :)

ბრეიკაუტებზე რა აზრის ხარ? უსაფრთხოებისთვის ამათი გამოყენება გამართლებულია იდეაში უფრო.

და კიდევ ერთი კითხვა, სინქრონში როგორ რთავ/თიშავ ამ კვების ბლოკს მეორე კვების ბლოკთან ერთად, რომელიც მაზერს, დისკს, რაიზერებს კვებავს?

ბრეიკაუტზე კარგი აზრის ვარ ვანო ოღონდ ხარისხიანის რომელიც დაახლოებით 40$ ღირს იბეიზე. არის ნაკლებად მაგრამ აშკარად ვერ ტოვებს კარგ შთაბეჭდილებას. როგორც ვიცი აუფეთქდა ერთს იფიანი ვარიანტი და რას წაიყოლებს კაცმა  არ იცის მერე. ამ შემთხვევაში ჯერ ერთი რომ მინიმუმ 100 ლარს ზოგავ და ყველა მასალა გინდა რაც აქ წერია ისეც და ასეც. გადავახვიე იზოლენტა და არც უნდა იყოს არანაირი პრობლემა.

აი ეს ვიცი რომ კარგია და რამდენიმე თვიანი გამოცდილებაც აქვს რასაც ვხედავ აქ. http://www.ebay.com/itm/Breakout-Board-Adapter-for-HP-750w-DPS-750U-Power-Supply-Bitcoin-Antminer-/371631001633?_trksid=p2047675.l2557&ssPageName=STRK%3AMEBIDX%3AIT&nma=true&si=d2Jjf%2ByAhHZPs%2FhboLNnc1YYagk%3D&orig_cvip=true&rt=nc

რაც შეეხება სინქრონს ის კაბელი რომელის დამოკლებითაც ირთვება კვება ტუმბლერზე ზის. ჯერ რტავ სერვერის კვებას და შემდეგ ეგრევე დეკსტოპის კვებას. როგორც წესი არაინაირი პრობლემა არაა. მსგავს ვარიანტს ჯიტეკში ხშირად ვიყენებდი ისეც მაინინგამდე

Link to comment
Share on other sites

3 hours ago, Inferno said:

რაც შეეხება სინქრონს ის კაბელი რომელის დამოკლებითაც ირთვება კვება ტუმბლერზე ზის. ჯერ რტავ სერვერის კვებას და შემდეგ ეგრევე დეკსტოპის კვებას. როგორც წესი არაინაირი პრობლემა არაა. მსგავს ვარიანტს ჯიტეკში ხშირად ვიყენებდი ისეც მაინინგამდე

გათიშვის შემთხვევაში? წარმოიდგინე, სისტემას დაემართა რაღაც და გაითიშა ან უბრალოდ მთავარი კვება დაიწვა. ამ დროს მეორე კვება (სერვერის) რჩება ჩართული და დენს აწვდის ვიდეოებს :)

Link to comment
Share on other sites

7 hours ago, Inferno said:

ადგილზე გამოტანის თანხა რომელიც 25-26 ლარი ჯდება წონიდან გამომდინარე

ხარისხიანი 1200 ვატიანი ეგრე ცოტა როგორ ჯდება, 3 კილო მაინც აღარ უნდა იყოს?

Link to comment
Share on other sites

@Inferno  ჩვეულებრივი დესკტოპ კვების ბლოკის დაკაბელება თუ შეგიძლია ?  ეს კვება მაქ Cooler Master Silent Pro Hybrid 1300W არ ჩამოყვა 24 პინიანი კაბელი დედაპლატის და 2 ცალი 6+2 პინიანი კაბელი აკლია , თუ შეგიძლია გაკეთება მაგ კაბელების 24 პინიანის მაინც?  ან სხვა კვების კაბელი რო ვიყიდო და გადააკეთო .?

მაგალითად ეს   http://www.ebay.com/itm/EVGA-1000W-G1-80-Gold-MB-24-Pin-Power-Supply-Cable-24-pin-to-24-pin-4-Pin/322513344542?ssPageName=STRK%3AMEBIDX%3AIT&_trksid=p2055119.m1438.l2649  ამ ქულერ მასტერის კაბელი არ იშოვება არსად და მაგიტო . 

Link to comment
Share on other sites

არავინ იცით სად შეიძლება კვების ბლოკის დაკაბელება ? 

Link to comment
Share on other sites

On 10.7.2017 at 9:45 PM, Power_VANO said:

გათიშვის შემთხვევაში? წარმოიდგინე, სისტემას დაემართა რაღაც და გაითიშა ან უბრალოდ მთავარი კვება დაიწვა. ამ დროს მეორე კვება (სერვერის) რჩება ჩართული და დენს აწვდის ვიდეოებს :)

ხო ეგ ტეხავს და დასარეგულერებელია

On 11.7.2017 at 11:24 AM, DZENA said:

@Inferno  ჩვეულებრივი დესკტოპ კვების ბლოკის დაკაბელება თუ შეგიძლია ?  ეს კვება მაქ Cooler Master Silent Pro Hybrid 1300W არ ჩამოყვა 24 პინიანი კაბელი დედაპლატის და 2 ცალი 6+2 პინიანი კაბელი აკლია , თუ შეგიძლია გაკეთება მაგ კაბელების 24 პინიანის მაინც?  ან სხვა კვების კაბელი რო ვიყიდო და გადააკეთო .?

მაგალითად ეს   http://www.ebay.com/itm/EVGA-1000W-G1-80-Gold-MB-24-Pin-Power-Supply-Cable-24-pin-to-24-pin-4-Pin/322513344542?ssPageName=STRK%3AMEBIDX%3AIT&_trksid=p2055119.m1438.l2649  ამ ქულერ მასტერის კაბელი არ იშოვება არსად და მაგიტო . 

არა მაგაზე არ ვიცი

Link to comment
Share on other sites

  • 1 month later...

http://m.ebay.com/itm/DPS-1200FB-Power-Supply-Breakout-Adapter-Board-with-8Pin-PCI-E-Cables-ETH-Mining-/232452077753?nav=WATCHING_ACTIVE

ამაზე რას ფიქრობთ?

სარჩილავი არ მაქვს და სანდო იქნება ეს ადაპტერი და კაბელები?

იუთუბზე ვნახე საკმაოდ არის გამოყენებაში

Link to comment
Share on other sites

16 hours ago, it19 said:

ეგ ბრეიკაუტ ბორდი უნდა იყიდო ხარისხიანი აუცილებლად თორემ დაწვა და ჩადნობა გადანტირებულია.

ხარისხიანები კარგ ფასში აქვს ამ კაცს: https://www.facebook.com/razz1el?ref=br_rs

დაუკავშირდი და მაგისგან იყიდე.

Link to comment
Share on other sites

კარგი და კაბელებთან ერთად რომ ვიყიდო ბარემ? რა დამიჯდება იბეიზე?

Link to comment
Share on other sites

On ‎31‎/‎08‎/‎2017 at 0:41 PM, it19 said:

კარგი და კაბელებთან ერთად რომ ვიყიდო ბარემ? რა დამიჯდება იბეიზე?

შენითაც ნახავ იბეიზე, რომ 20$-იც ღირს და 100$-იც. ესეთ ხელნაკეთ რამეზე ხარისხში დარწმუნებული უნდა იყო, თორემ 100-ობით ფაქტია დამწვარი და დამდნარი ბრეიკაუტების და კაბელების.

Link to comment
Share on other sites

მაგას მირჩევნია 130 დოლარად ჩვეულებრივი 1600ანი კვება ვიყიდო. ეისიკთან ერთადაც შეიძლება 105დოლარი ღირს ბითმაინერის საიტზე. მაგრამ 60 დოლარი შიპინგი ემატება სამწუხაროდ

Link to comment
Share on other sites

On ‎01‎/‎09‎/‎2017 at 11:20 PM, it19 said:

მაგას მირჩევნია 130 დოლარად ჩვეულებრივი 1600ანი კვება ვიყიდო. ეისიკთან ერთადაც შეიძლება 105დოლარი ღირს ბითმაინერის საიტზე. მაგრამ 60 დოლარი შიპინგი ემატება სამწუხაროდ

და 18% განბაჟებაც დაგემატება.

Link to comment
Share on other sites

  • 4 weeks later...

dps 800gb a ვიყიდე 2 ცალი.. 220 ზე 1000 ვატს იძლევა კაი კვების ბლოკია აქებენ... და ერთნაირი პინაუთი აქვთ რომ დავაკვირდი... 
კაბელებიც მაქ კარგები... 6 / 4  ზე გადავანაწილებ კაბელებს. 1200 ვატს მოიხმარს ჩემი დ3 ები და ყელში ამომივა. 
პირდაპირ წვრილი კაბელით რომ დავამოკლო და ისე ჩავრთო რა რისკია ? 

Link to comment
Share on other sites

  • 3 weeks later...

https://www.ebay.com/itm/50pcs-Female-Reed-Terminal-Pin-Strip-Mount-Connector-4P-ATX-IDE-Power-Supply/252781484144?epid=881785565&hash=item3adaf35870:g:1eUAAOSw8UZaBUyS

ესეთები გამომადგება? თუ სპილენძის კონტაქტები ვეძიო?

Link to comment
Share on other sites

2 hours ago, Opteron said:

https://www.ebay.com/itm/50pcs-Female-Reed-Terminal-Pin-Strip-Mount-Connector-4P-ATX-IDE-Power-Supply/252781484144?epid=881785565&hash=item3adaf35870:g:1eUAAOSw8UZaBUyS

ესეთები გამომადგება? თუ სპილენძის კონტაქტები ვეძიო?

გამოდგება კი, მაგრამ რომ მოძებნო გამზადებული კაბელებიც იქნება გასაყიდად აუცილებლად.

Link to comment
Share on other sites

7 hours ago, it19 said:

d3 სთვის სერვერის კვება მირჩიეთ

HP-ს კვებები ნახე იბეიზე, სანდოა ყველაზე და გამართლებული.

Link to comment
Share on other sites

On ‎1‎/‎15‎/‎2018 at 1:31 AM, it19 said:

არ თქვათ ეგ. გამოვწერე არ ივარგა.

1) მეორადს იწერ, შესაბამისად, გამართლებაზეა. ეცადე გამოწერო ისეთი სელერისგან, რომელსაც ბევრი კარგი რევიუ აქვს და რაღაც მინიმალურ გარანტიას მაინც იძლევა.

2) ახალი ეგ კვება რამდენიმე ასეული $ ღირს.

3) პირველი პუნქტი :) 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...