Jump to content
Power_VANO

Bitcoin (BTC) - მაინინგი

Recommended Posts

დღესდღეობით Bitcoin-ის მაინინგი ხდება სპეციალური მოწყობილობებით, ASIC-ებით, რომლებიც ძალიან ეფექტურია ამ საქმეში.

ერთ-ერთ ყველაზე ეფექტური ASIC Miner არის BITMAIN AntMiner S9, რომლის ჰეშრეიტიც 13.5 TH/s-ია და თუ არ ჩავთვლით ელ. ენერგიის მოხმარებას, დღეში 11-12$-ის ექვივალენტ BTC-ს გამოიმუშავებს.
ამ მაინერს სჭირდება კვების ბლოკიც, რომელიც შეგიძლიათ იყიდოთ მწარმოებლის საიტზევე, ან იყიდოთ სხვაგან.

Bitcoin მაინინგის მოგების გამოსათვლელად შეგიძლიათ გამოიყენოთ კალკულატორები, მაგ: CryptoCompare.

გარდა ამისა, მაინინგის დასაწყებად დაგჭირდებათ ბირკოინის საფულე (ზოგიერთი მათგანის შედარება შეგიძლიათ ნახოთ აქ), მაინინგ პროგრამა და მაინინგის პულში გაწევრიანება.

მაინინგ პულების სია და მათი შედარება შეგიძლიათ ნახოთ Bitcoin Wiki-ზე.

ასევე გირჩევთ გაეცნოთ მაინინგ პულების შესახებ ამ პოსტს, BitcoinTalk ფორუმზე.

 

ბიტკოინის მაინინგისას, მნიშვნელოვანია, რომ გაითვალისწინოთ ალგორითმის სირთულის ზრდის ტემპი და თქვენი შესაძლო მოგება ამის მიხედვით გამოთვალოთ. რეკომენდირებულია, რომ ASIC-ები გამოსვლისთანავე იყიდოთ, რადგან, როგორც წესი, ისინი ძალიან სწრაფად ქრებიან (ძალიან ბევრი ადამიანი და კომპანია ყიდულობს) და ეშვებიან მაინინგში, რასაც სირთულის კიდევ უფრო დიდი ზრდა მოყვება და რეალურად, გარკვეული დროის შემდეგ, ჩვენი ახალი მოდელის მაინერი მომგებიანი აღარაა.

 

აღსანიშნავია ისიც, რომ ბოტკოინის მაინინგი პროფესიონალურ დონეზე საქართველოში უკვე რამდენიმე წელია რაც მიმდინარეობს Bitfury Group-ის მიერ, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი კერძო მაინინგ კომპანიაა. მათ საქართველოში ააშენეს ორი მაინინგ დატაცენტრი, ერთი გორში, ხოლო მეორე - გლდანში.

ქართული დატაცენტრის მშენებლობის თაიმლაპს ვიდეო შეგიძლიათ იხილოთ ამ მისამართზე ნახოთ.

 

დამატებითი განმარტებები ბიტკოინის მაინინგზე და ვიზუალური ინფოგრაფიკა ქვედა პოსტშია მოცემული.

  • Like 1

Share this post


Link to post
Share on other sites

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

btcmining.jpg

 

 

Share this post


Link to post
Share on other sites

დღეს საღამოს Vere Loft-ში იმართება ივენთი "კრიპტოვალუტის მაინინგი და სისტემები".

განრიგი ასეთია:

Quote

მითაფი ტარდება კომპანია OGD-ს მიერ, Blockchain Georgia-ს მხარდაჭერით.

შეხვედრისას ჩვენ განვიხილავთ:

• კრიპტოვალუტა - მისი უშუალო ახსნა, თუ რას წარმოადგენს იგი. კრიპტოვალუტის ეკონომილური ღირებულება და მისი დეცენტრალიზებული არსებობა.

• კრიპტოვალუტის მოპოვება. ძირითადი კონცეპცია, თუ როგორ მოიპოვება კრიპტოვალუტა და რის ხარჯზე ხდება მისი გამომუშავება.

• რამდენიმე მოდელის ვიდეო ბარათის წარდგენა, მათი უშუალო მოგება/წაგება. როგორ იდგმება «რიგი» და რამდენიმე რჩევა ‘’რიგის’’ ადგილმდებარეობის შესახებ.

• რიგის სტილი. როგორ ყენდება გაგრილების სისტემა და რიგის წყობა. საუბარი იქნება უშუალოდ რიგის აწყობის მასალაზე და ძირეულ გეგმაზე.

• სრული პროექტის გეგმიური წარდგენა, პროექტირების ფასი, IT-ს მიერ შესასრულებელი გეგმა და ყოველთვიური მონიტორინგის არსი.

გელოდებით ყველას!

 

UPD

მეგობრებო,

მაღალი ინტერესის გამო, შეხვედრა 2 ნაკადათ იქნება დაყოფილი

პირველი ნაკადის დასაწყისი 18:00
მეორე ნაკადი 18:45-სთვის იგეგმება (სავარაუდო დრო. დამოკიდებულები ვართ პირველი შეხვედრის ხანგრძლივობაზე).

გთხოვთ გაითვალისწინოთ.

 

Share this post


Link to post
Share on other sites

 

 

Share this post


Link to post
Share on other sites
Guest

აქაც ვიკითხავ და იმედია ვინმე მიპასუხებს. ნოემბერში ვაპირებ გამოსვლისთანავე შევიძინო ს9 და სანამ ის ჩამომივა და დავიწყებ მაინინგს მოგება მკვეთრად შემცირდება? სორთულის გაზრდას ვგულისხმობ 

და ასევე რა რისკებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული ეისიკის ყიდვა? მადლობელი დაგრჩებით ვინმე თუ მომაქცევს ყურადღებას მეხუთედ ვკითხულობ უკვე

Share this post


Link to post
Share on other sites

გამარჯობათ . 

მაინტერესებს რა განსხვავება  "Bitmain Antminer D3" და "Antminer D3"   ამ ორ დასახელებას შორის ?    

Share this post


Link to post
Share on other sites
On ‎12‎/‎4‎/‎2017 at 3:01 AM, gigi1900 said:

გამარჯობათ . 

მაინტერესებს რა განსხვავება  "Bitmain Antminer D3" და "Antminer D3"   ამ ორ დასახელებას შორის ?    

Bitmain - მწარმოებელი კომპანიაა

Antminer - მაინერების სერიის სახელია

D3 - მაინერების კონკრეტული მოდელი.

Share this post


Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.


×
×
  • Create New...