Xocho

ქსელები [კითხვა,პასუხი]

Recommended Posts

                                                                       -   ქსელი [კითხვა,პასუხი] -
გამარჯობათ, შეიძლება დაგებადოთ კითხვა რა არის :
1. რა არის ip adress-ი
2. რა არის gateway
3. რა არის subnet mask
4. რა არის როუთერი, (სვიჩი) ჰაბი....
5. რა არის tcp/ip
6. რა არის ლოკალური ქსელი
7. რა არის გლობალური ქსელი
8. რა არის DNS SERVER--i
9 რა არის 'ფაირევოლი
10 რა არის პორტები
11 როგორ ხდება გადამისამართება და პორტების გახსნა....
12. რა არის wi fi

და მე ამაზე ძალიან მოკლედ გაგცემთ პასუხს. შეიძლება ბევრმა იცის მაგრამ მაინც, ვინც არ იცის იმას გამოადგება
:D
                                                                                             პასუხი
1.  -ქსელში არსებული კომპიუტერის უნიკალური იდენტიფიკატორი
2. -(როუტერი) მოწყობილობა, რომელიც უზრუნველყობს პაკეტების დანიშნულების ადგილამდე გადაგზავნას
3.  -ის, რაც განსაზღვრავს, ქსელში არსებული კომპიუტერების მაქსიმალურ რაოდენობას (მარტივად ესეა და რთულისათვის ინგლისური და რუსული დაგჭირდება)
4. - ქსელში არსებული კომპიუტერებისათვის პაკეტების გადასაცემ/გასანაწილებელი მოწყობილობები (დაწვრილებით ახსნას გიომაკი შეგპირდა ვიკიპედიაში აბა ისე collission detection ცალკე უნდა ავხსნა კიდე და)
5. -პროტოკოლი, რომლის დროსაც კონტროლდება პაკეტის დანიშნულების ადგილამდე მიტანა/არ მიტანა
6.  - ქსელი, რომელიც, არ არის დაკავშირებული გარე სამყაროსთან
7.  -ქსელი, რომელიც ჩართულია ინტერნეტში და რომლის დროსაც ხდება სხვადახვა კომპიუტერთა შორის კომუნიკაცია
8.  -სერვისი, რომელიც თარგმნის კომპიუტერისათვის გასაგებ IP მისამართებს ადამიანისათვის გასაგებ ენაზე (მაგ.: 209.85.171.99 =
google.com)
9. - სერვისი, რომელიც აკონტორლებს შემომავალ/გამავალ საკომუკაციო არხებს (პორტებს).
10. -კომპიუტერტან საკომუკაციო არხი.
11.  - პროცედურა, რომლის დროს უფლება ეძლევა რომლიმე სერვისს გამოიყენოს ესა თუ ის საკომუნიკაციო არხი (პორტი). სხვადასხვა სისტემაში სხვადასხვანაირად ხდება
12. -უკაბელო ქსელი.

ამას პლიუს ქსელებთან დაკავშირებით თუ რამე კითხვა გაგიჩნდებათ დატოვეთ კომენტარი ! ;)

  • Upvote 3

Share this post

Link to post
Share on other sites

6 პასუხზე დარწმუნებული ხარ >? 

Share this post

Link to post
Share on other sites
32 minutes ago, ottko said:

6 პასუხზე დარწმუნებული ხარ >? 

(LAN - Local Area Network) - მცირე ტერიტორიაზე გავრცობილ კომპიუტერულ ქსელს წარმოადგენს.
.
როდესაც ერთმანეთთან შეერთებული კომპიუტერები განლაგებული არიან ერთმანეთის ახლოს (ერთ ოთახში, ერთ შენობაში), მაშინ მათ გაერთიანებას ლოკალურ ქსელებს (LAN – Local Area Network) უწოდებენ.

Share this post

Link to post
Share on other sites
9 minutes ago, Xocho said:

კორპორატიულ კომპანიებში თითქმის ყველა კომპიუტერი ლოკალურ ქსელშია ჩართული მარა აქვთ გარე ქსელთან კავშირი დომეინის მიერ ნკონტროლირებადი ტრაფიკით 

Share this post

Link to post
Share on other sites
On 4/16/2017 at 7:12 PM, Xocho said:

შეგიძლია subnet mask უფრო განავრცო?

Share this post

Link to post
Share on other sites

ვინმემ თუ იცით ეს ორ სიხშირიანი როუტერი რა პრინციპით მუშაობს?როდის რომელი სიხშირით გადასცემს მონაცემებს,ან იქნებ ორივე ერთდროულად არის ჩართული?

Sent from my SM-A710F using Tapatalk

Share this post

Link to post
Share on other sites

გაუმარჯოს,მოკლედ ჩამომივიდა linksys ea6500,ხოდა ვერაფრით ვერ ვარესეტებ,როგორ არ ვცადე,თითქოს რესეტის კნოპკა არ მუშაობს,სხვა გზა არარის ხომ?ესეც იბეი და მეორადის გამოწერა...

Share this post

Link to post
Share on other sites
On 13.08.2017 at 12:53 AM, KIBORG said:

გაუმარჯოს,მოკლედ ჩამომივიდა linksys ea6500,ხოდა ვერაფრით ვერ ვარესეტებ,როგორ არ ვცადე,თითქოს რესეტის კნოპკა არ მუშაობს,სხვა გზა არარის ხომ?ესეც იბეი და მეორადის გამოწერა...

ადმინ პანელიდან ვერ არესეტებ?

Share this post

Link to post
Share on other sites

რა არის dedicated და non dedicated სერვერი?

Share this post

Link to post
Share on other sites
15 minutes ago, gaige said:

რა არის dedicated და non dedicated სერვერი?

ზოგადად როცა გარკვეული სერვისით გინდა ისარგებლო, შეგიძლია ეს dedicated ან  non dedicated სერვერზე გააკეთო. გააჩნია რა სერვისზეა საუბარი.

მაგალითად თუ გინდა DHCP სერვერი გქონდეს, შეგიძლია ეს ფუნქცია როუტერზე ჩართო ან იყიდო მოწყობილობა რომელსაც მარტო DHCP სერვერად ამუშავებ.

ამ შემთხვევაში, როუტერი გარდა თავისი მოვალეობისა, შეასრულებს DHCP სერვერის ფუნქციას, ამას non dedicated სერვერი ჰქვია.

როცა იყიდი კომპიუტერს, სერვერს ან სხვა სპეციფიკურ მოწყობილობას და ააწყობ როგორც DHCP სერვერს, ამას dedicated სერვერი ჰქვია.

Share this post

Link to post
Share on other sites

lasha1616 მადლობა , უბრალოდ მაინტერესებდა მნიშვნელობა .

Share this post

Link to post
Share on other sites

რა არის პორტი ქსელში და რა დანიშნულება აქვს.ხდება თუ არა მისი გაწერა ?

Share this post

Link to post
Share on other sites
On 2/28/2018 at 4:52 PM, gaige said:

რა არის პორტი ქსელში და რა დანიშნულება აქვს.ხდება თუ არა მისი გაწერა ?

პორტი არსებობს როგორც ფიზიკური ასევე ვირტუალური.

ფიზიკური (და ზოგიერთ მათგანს ასევე აქვს ვირტუალური) პორტები აქვს სვიჩებს, როუტერებს, ნოუთბუქებს, კომპიუტერებს და ა.შ. ყველა სადაც RJ-45 ჯეკი შეეტევა.

ერთი მოწყობილობიდან მეორე მოწყობილობაზე კომუნიკაცია ხდება როგორც კაბელით (სპილენძი ან ოპტიკური) ასევე უკაბელოდ (wireless). ამ კომუნიკაციის უზრუნველსაყოფად შექმნეს პორტები, რომელზეც შეიძლება IP მისამართის გაწერა.

Share this post

Link to post
Share on other sites
On 4/16/2017 at 7:12 PM, Xocho said:

2. რა არის gateway
3. რა არის subnet mask
6. რა არის ლოკალური ქსელი
7. რა არის გლობალური ქსელი

2. Gateway არ არის როუტერი. Gateway შეიძლება იმ კომპიუტერის მისამართიც კი იყოს, რომელიც გარე ქსელთან აკავშირებს ერთი ადმინისტრირების ქვეშ მოქცეულ ქსელს (LAN). Gateway არის ლოგიკური მისამართი იმ მოწყობილობის, რომელიც ლოკალურ ქსელს აკავშირებს გარე ქსელებთან.

3. საბნეტინგი მოიაზრებს ქსელში არსებული კომპიუტერების რაოდენობას, მაგრამ ეს ირიბად. საბნეტინგი იმისთვის მოიგონეს, რომ მოხდეს ერთი ქსელის რამდენიმე ქვექსელად დაყოფა. შესაბამისად, როდესაც რომელიმე პროვაიდერს სურს გლობალური ქსელებიდან გარკვეული რაოდენობის ლოგიკური მისამართები იქირაოს, მას აძლევენ ამ მისამართს და საბნეტს. შეიძლება A კლასის ქსელიდან მინდა მისამართი, მაგრამ 10.0.0.0-ში იმდენი IP არსებობს, რომ ფულიც კი არ გეყოფოდა ყველას საქირაოდ. შეიძლება მე მინდა 8 მოწყობილობის მისამართი ხო, მომცემენ საბნეტს, რომელიც ამ ქსელს დაყოფს  8 ქვე-ქსელად.

6. ლოკალური ქსელი არის ერთი ადმინისტრირების ქვეშ მოქცეული მასივი. გარე სამყაროსთან ბევრი რამე შეიძლება იყოს დაკავშირებული, თუნდაც IoT. 

7. გლობალური ქსელის პრინციპი იგივეა რაც ლოკალურის, ოღონდ საქმე გვაქვს მთლიან დედამიწის მასშტაბზე. ლოკალური ქსელისგან განსხვავებით გლობალური მოიაზრებს გეოგრაფიულ მდგომარეობას. ლოკალური არ გეგონოთ მაინცდამაინც ერთ შენობაში მოქცეული ქსელი. საპლანეტათაშორისო სისტემა რო ავიღოთ ათვლის წერტილად, დედამიწის გლობალური ქსელი ლოკალური ქსელი გახდება და ა.შ. ინტერნეტია თვითონ გლობალური ქსელი...

On 4/16/2017 at 8:14 PM, Xocho said:

(LAN - Local Area Network) - მცირე ტერიტორიაზე გავრცობილ კომპიუტერულ ქსელს წარმოადგენს.
.
როდესაც ერთმანეთთან შეერთებული კომპიუტერები განლაგებული არიან ერთმანეთის ახლოს (ერთ ოთახში, ერთ შენობაში), მაშინ მათ გაერთიანებას ლოკალურ ქსელებს (LAN – Local Area Network) უწოდებენ.

ეს არ არის სწორი. ზემოთაც მიწერია. ლოკალური ქსელი გულისხმობს ერთი ადმინისტრიერბის ქვეშ მოქცეულ კომპიუტერებს. შეიძლება ჩემი ქსელი აერთიანებდეს კილომეტრებით დაშორებულ მოწყობილობებს, აი თუნდაც VPN.

On 4/28/2017 at 8:44 PM, Morty Smith said:

შეგიძლია subnet mask უფრო განავრცო?

C კლასის შიდა ლოკალური ქსელისთვის დარეზერვებული მისამართებია 192.168.0.0-დან 192.168.255.0-მდე.

C კლასის საბნეტი არის 255.255.255.0. ორობითში იქნება 11111111 11111111 11111111 00000000 ხო?

ბოლო ოქტეტი ეკუთვნის ჰოსტს. შესაბამისად, ამ საბნეტით 255.255.255.0-თ მე მაქვს 254 ჰოსტის ჩართვის საშუალება (256-2, იმიტომ რომ პირველი და ბოლო მისამართები შესაბამისად არის ქსელის და ბროდქესთის 192.168.0.0 და 192.168.0.255, რომელსაც ჰოსტისთვის ვერ გამოვიყენებ). მე რო ქსელის ქვექსელებად დაყოფა მინდოდეს სიტყვაზე, საჭიროა საბნეტინგი. ვთქვათ მინდა 192.168.0.0 ქსელი დავყო 16 ქვე-ქსელად, საბნეტი მექნება 255.255.255.240 ორობითში 11111111 11111111 11111111 1111000 (11110000 არის 240). შესაბამისად ქსელი რომელიც იწყებოდა 192.168.0.0-დან და მთავრდებოდა 192.168.0.255-ზე ახლა დაიწყება 192.168.0.0-დან და დამთავრდება 192.168.0.15-ზე. შემდეგი დაიწყება 192.168.0.16-დან და დამთავრდება 192.168.0.31-ზე და ა.შ.

რატო 240? იმიტომ რომ 16 ქვე-ქსელი მინდა. 256 - S/M = Range-ს. (Range არის ჰოსტების რაოდენობა. თუ 16 ჰოსტი ირთვება 1 ქსელში, 256 / 16-ზე მივიღებთ ქვე-ქსელების რაოდენობას და არის 16). არცისე მარტივად ჩანს, მაგრამ რთული არაა ყოველშემთხვევაში.

ipv6 უფრო რთულია. ნუ იმას საბენტი საერთოდ არ აქვს იმ გაგებით როგორიც 4-ს მაგრამ მაინც

Share this post

Link to post
Share on other sites

 შეგიძლიათ ამიხსნათ რა არის Broadcast ? ბროადქასთი

Share this post

Link to post
Share on other sites
32 minutes ago, Xocho said:

 შეგიძლიათ ამიხსნათ რა არის Broadcast ? ბროადქასთი

Broadcast ნიშნავს როდესაც რაიმე ზოგადოდ, ყველასთვისაა განკუთვნილი და არ ეკუთვნის კონკრეტულად რამდენიმეს ან ერთს.

მაგალითად broadcast TV, ნიშნავს იმას რომ, ვისაც ტელევიზორი და ანტენა აქვს, ყველას შეუძლია TV არხების დაჭერა.

რაც შეეხება ქსელებს, Broadcast ნიშნავს

როდესაც ქსელში მონაცემები იგზავნება Broadcast IP მისამართზე, ეს იმას ნიშნავს რომ იმ კონკრეტულ ქსელში ჩართულ ყველა მოწყობილობაზე მივა და მიიღებს ამ ინფორმაციას.

  • Upvote 1

Share this post

Link to post
Share on other sites
On 4/16/2017 at 7:12 PM, Xocho said:

                                                                       -   ქსელი [კითხვა,პასუხი] -
გამარჯობათ, შეიძლება დაგებადოთ კითხვა რა არის :
1. რა არის ip adress-ი
2. რა არის gateway
3. რა არის subnet mask
4. რა არის როუთერი, (სვიჩი) ჰაბი....
5. რა არის tcp/ip
6. რა არის ლოკალური ქსელი
7. რა არის გლობალური ქსელი
 8. რა არის DNS SERVER--i
 9 რა არის 'ფაირევოლი
10 რა არის პორტები
11 როგორ ხდება გადამისამართება და პორტების გახსნა....
 12. რა არის wi fi

და მე ამაზე ძალიან მოკლედ გაგცემთ პასუხს. შეიძლება ბევრმა იცის მაგრამ მაინც, ვინც არ იცის იმას გამოადგება
:D
                                                                                             პასუხი
1.  -ქსელში არსებული კომპიუტერის უნიკალური იდენტიფიკატორი
2. -(როუტერი) მოწყობილობა, რომელიც უზრუნველყობს პაკეტების დანიშნულების ადგილამდე გადაგზავნას
3.  -ის, რაც განსაზღვრავს, ქსელში არსებული კომპიუტერების მაქსიმალურ რაოდენობას (მარტივად ესეა და რთულისათვის ინგლისური და რუსული დაგჭირდება)
4. - ქსელში არსებული კომპიუტერებისათვის პაკეტების გადასაცემ/გასანაწილებელი მოწყობილობები (დაწვრილებით ახსნას გიომაკი შეგპირდა ვიკიპედიაში აბა ისე collission detection ცალკე უნდა ავხსნა კიდე და)
 5. -პროტოკოლი, რომლის დროსაც კონტროლდება პაკეტის დანიშნულების ადგილამდე მიტანა/არ მიტანა
 6.  - ქსელი, რომელიც, არ არის დაკავშირებული გარე სამყაროსთან
 7.  -ქსელი, რომელიც ჩართულია ინტერნეტში და რომლის დროსაც ხდება სხვადახვა კომპიუტერთა შორის კომუნიკაცია
 8.  -სერვისი, რომელიც თარგმნის კომპიუტერისათვის გასაგებ IP მისამართებს ადამიანისათვის გასაგებ ენაზე (მაგ.: 209.85.171.99 =
google.com)
9. - სერვისი, რომელიც აკონტორლებს შემომავალ/გამავალ საკომუკაციო არხებს (პორტებს).
10. -კომპიუტერტან საკომუკაციო არხი.
11.  - პროცედურა, რომლის დროს უფლება ეძლევა რომლიმე სერვისს გამოიყენოს ესა თუ ის საკომუნიკაციო არხი (პორტი). სხვადასხვა სისტემაში სხვადასხვანაირად ხდება
12. -უკაბელო ქსელი.

ამას პლიუს ქსელებთან დაკავშირებით თუ რამე კითხვა გაგიჩნდებათ დატოვეთ კომენტარი ! ;)

6 პასუხი არასწორად არის ფორმულირებული... 
მაგას ინტრანეტი ჰქვია 

Share this post

Link to post
Share on other sites

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now