Jump to content

Recommended Posts

მოგესალმებით ფორუმელებო. დიდი ხანია აღარ შემოვსულვარ მაგრამ რაღაც პატარა პრობლემა გაჩნდა უკეთეს ადგილს სად ვიპოვიდი დასაპოსტად..

მოკლედ საქმე იმაშია (მთლად ამაშიც არა )) რომ ჩემი აწ უკვე ყოფილი amd-ის მშვენიალური კარტა r9 280 ასე უაზროდ მივაყიდე. რაღაც სიახლეების შემოტანა მინდოდა ცხოვრებაში )) ნუ 970-ზე ვაპირებსავით გადასვლას. ბოლო 2 წელი ამდ-ზე ვიყავი. მოკლედ არანაირი პრობლემა არ მქონია. სულ ახალი ვიყიდე თავის დროზე მემსახურა ერთგულად. იდეალური იყო რა. black ops 3ს ვთამაშობ აქტიურად ონლაინ და იქ ბუკვალურად ყველაზე მაღალ პარამეტრებზე რაზეც დგება თამაში 60 ფპს უპრობლემოდ ეჭირა(ერთადერთ უდებილეს რუკას თუ არ ჩავთვლით nuketown ქვია). მოკლედ AA-ს მაქსიმალური პარამეტრით და ა.შ. ხოდა როგორც უკვე ავღნიშნე მივაყიდე ერთ მშვენიერ დღეს და დროებით მინდოდა ჩამესვა gtx 960. gigabyte-ის OC ვერსიაა საყვარელი დიზაინით :wub: (ესაა მოკლედ) ხოდა მეგობართან მშვენივრად მუშაობს სტანდარტულ ვერსიებს 1-2 ფპს-თაც აჯობა. არ ხმაურობს ძალიან პატარაა და ცოტა კვება ჭირდება. 

პრობლემა იმაშია რომ ჩემს კომპში ცოცხალი ტრანზისტორით არ ჩაირთო. პოსტის გავლის სიგნალია სპიკერში და მერე ეგრევე ერთი ხანგრძლივი და სამი მოკლე სიგნალი. ნუ გუგულის დახმარებით შესაბამისად მივადგინე რომ ან მეხსიერებაა ან ვიდეო. მეხსიერება მეგონა და სახე მოვაძრე. ხან რომელი ჩავსვი ხან რომელი. ჩემის სხვისი მოკლედ ვარიაციები ბლომად. მაინც იგივე. არც კი ფიქრობს ეგრევე ეგ სიგნალია. რათქმაუნდა ბიოსის განულება გაფაჩაკება არ დამვიწყებია მაგრამ შედეგი "0".. ჩემს კომპის მაზერს ინტეგრირებულის გამოსასვლელი არ აქვს და შესაბამისად ვერ გავტესტავდი ვიდეოს გარეშე თუმცა ამოვიღე და მერე საერთოდ აღარაფერი სიგნალი მოუცია. ანუ შევიწროვდა წრე და ვიდეოზე გადავედი. ბიოსი განახლებული აქვს როგორც კარტას ასევე დედადაფას. მოკლედ ბოლო მომენტში როცა იმედი აღარ იყო და დედადაფას დავყურებდი ოდნავ გაბრაზებული რადგანაც ამოღებული მქონდა ქეისიდან მაზერი საშუალება მქონდა მეორე PCI სლოტზე დამეერთებინა კარტა და ჰოი საოცრებავ. ჩაირთო! უბრალოდ ცოტა "პატარა" პრობლემებია. ერთი ის რომ ჩემს ქეისს მაგ კარტის გამო მეორე ადგილზე ვერ/არ ამოვატეხავ პლანკებს რომ მეორე სლოტზე დაჯდეს. 2. ეს მეორე სლოტი აშკარად სილამაზისთვის აქვს ამ მაზერს და არა საქმისთვის. მოკლედ მაქსიმუმ რამდენი არხის ჩართვაც მოხერხდა არის 4. 16-ს ვინ ჩივის 8-ზედაც არ დგება. ან 2 ან 4. მოკლედ ავაწყე ქეისი და PCI express დამაგრძელებლით დავაერთე კარტა და წუხელ ეგრე ვამუშავე. გავტესტე თამაშებში და ეს სხვა თემაა საერთოდ. რამდენიმე წუთიანი თამაშის მერე ახლოსაც ვერ მივა ეგ კარტა r9 280-თან იმ თამაშებში რასაც ვთამაშობ. ერთადერთი ახალ tomb raider-ში გადაახია ჰაი პრესეტზე თავზე ყველაფერი ჩემს კარტას. black ops 3-ში გასასვენებელი გახდა. FXAA-ზედაც კი და medium ტექსტურებზე (მეტი არ ერთვება 2გბ ვიდეომეხსიერების გამო) შეუძ₾ებელი იყო თამაში. witcher 3-ში თუ ერთ მომენტზე კონცენტრირდები და არ გაინძრვი ფპს-ს ამდ-ზე მაღალს დებს მაგრამ საკმარისია გამოძრავდე სახე ეხევა. მოკლედ სხვა თამაშებშიდაც ლაგები აქვს მეხსიერების გამო სავარაუდოდ. რაც 2 წლის მანძილზე თითქმის ამდ-ზე არასდროს შემიმჩნევია ეგეთი ფპს დროფები. ბეტმენშიდაც 10 ფპს-ით ჩამორჩა ამდ-ს და მოკლეეედ რა. ბუნების შეცდომაა ეგ კარტა.

ახლა მივუბრუნდეთ პრობლემას. დღეს სხვა კარტა ჩავაყენე რომ დამედგინა MB-ის ბრალი იყო თუ ვიდეოსი. ამ საქმისთვის მოვიშველია gtx 770 (ეგეც საკმაოდ მოისუსტებს ჩემს ყოფილ კარტასთან შედარებით იმ თამაშებში რასაც ვთამაშობ და პრიორიტეტულია ჩემთვის არადა ერთი 6პინიანი და ერთიც 8პინიანი კვება ჭირდება როცა ამდ-ს 2x6პინი ჭირდებოდა. . black ops-ში საერთოდ მოკვდა, witcher-შიც ფპს დროფები აქვს. ამდ-ზე მაქსიმალური ფპს კი დაბალი იყო მაგრამ სამაგიეროდ ვარდნები ქონდა მცირე 5-6 ფპს მაქს. როცა ამ კარტაზე 60-დან 38მდე ჩამოსვლას არ ერიდებოდა და მაგარი უსიამოვნო საყურებელი იყო. მოკლედ ამ კარტის სიმძლავრეც ცალკე თემა )) 

განვაგრძე.. მოკლედ ჩავაყენე ეს ზემოთხსენებული 770 და ეგრევე ჩაირთო. ანუ სლოტის პრობლემაც გამოირიცხა. უბრალოდ დედადაფას და ვიდეოს ერთმანეთი არ მოუვიდათ თვალში. თან გამოსავალსაც ვერ ვხედავ (კიდევ კარგი არ ვაპირებ მაგ კარტაზე დარჩენას). ბიოსი როგორც ავღნიშნე ორივე მოწყობილობას განახლებული აქვს. უბრალოდ მაგათი თანაცხოვრება არ გამოდის.

საინტერესო შემთხვევაა და მაინტერესებს მიზეზი. ჯერ აქ დავპოსტე თუ ვინმეს მსგავსი შემთხვევა გქონიათ ან გაგიგიათ ყურადღებით გისმენთ.. მოგვიანებით უცხოურ ფორუმებზეც დავპოსტავ თუ არ დამეზარა.

ჰო მართლა ამდენი ხნის ამდ-ს ერთგულების შემდეგ Nvidia-ზე რომ გადავედი საკმაო დისკომფორტი ვიგრძენი. ზემოთხსენებულ პრობლემებს თუ არ ჩავთვლით ფერები არ მომწონს ნვიდიასი. აი საოცრად ლამაზი იყო ამდ და საოცრად ულამაზო ნვიდია მასთან შედარებით. ახლა ისეთ აზრს ვერ გავიზიარებ რომ ხელის შევლება და "დატვიქვა" უნდა და მოვა ჯანზეო. მომხმარებელლს არამგონია ბედნიერებას ანიჭებდეს დრაივერში, ინი ფაილებსა და ნვიდია ინსპექტორში ძრომიალი. რატო არ შეიძლება თავიდანვე ისეთივე ხასხასა და მკვეთრი ლამაზი ფერები ქონდეს როგორც ამდ?! მოკლედ რა..

წინასწარ მადლობა თუ არ დაგეზარებათ და წაიკითხავთ ამ პოსტს )) ველი გამოხმაურებებს.

Link to comment
Share on other sites

გაგიმარჯოს

პირველ რიგში გეტყვი რომ P67 ცოტა არ იყოს და უაზროდ პრეტენზიული ჩიფსეტია, არაერთი შეუთავსებლობის პრობლემა წამიკითხავს როგორც ვიდეოებთან ისე ოპერატიულებთან დაკავშირებით

ყოფილი 280 თუ გაქვს შემოწმებული X16 რეჟიმში მუშაობდა? ან ეგ 960 ვისგანაც იყიდე იქ თუ მუშაობდა X16 რეჟიმში?
შეიძლება პროცესორის ანაც მაზერის ბრალი იყოს და X16-ში ვერ აღიქვავდეს კარტას, ანაც ვიდეო არ მუშაობს X16-ში და მაზერი ვერ ხედავხ X16-ში ჩასმულ X8-ზე მომუშავეს

ფერებს რაც შეეხება პარამეტრებიდან RGB გადაიყვანე FULL-ზე და ეშველება, მთლად ამდ-ს ფერებს არ დაემგვანება, მაგრამ განსხვავება უკვე მცირეა(ბოლო დროს გამოასწორეს)

Link to comment
Share on other sites

კი ძველი კარტა შემოწმებული მაქვს და x16-ზე მუშაობდა. ეს 960 არ მიყიდია , მეგობრისაა და დროებით ვითხოვე. ისიც არ ამუშავებდა ამ ბარათს მაგრამ შედარებისთვის სხვა კარტებთან რომ ტესტავდა მემგონი კი x16 ზე მუშაობდა, თუმცა დაზუსტებით ვერ ვიტყვი. გავარკვევ მაგას. ნუ ბევრი არა მაგრამ 6-7 სხვადასხვა ფირმის და სიხშირის ოპერატიულები მიმუშავებია ამ მაზერზე და მარტო ერთ ფირმას ქონდა პრობლემა. super talent-ების ჩინეთში დამზადებულ ვერსიას. ჩემი სუპერ ტალენტები ამერიკული ვერსია იყო (ყოველშემთხვევაში made in usa ეწერა). ის ოპერატიულები 1333 სიხშირიანი იყო და მომენტებში შტერდებოდა. ვოლტი, ტაიმინგები და სხვა ყველა პარამეტრი მსგავსი ქონდათ მაგრამ მაინც პრობლემური იყო. სხვა მხრივ სხვადასხვა ვოლტიანი და სხვადასხვა სიხშირიანი ოპერატიულები ერთად ჩამიყენებია და უმუშავნია რავი.. ახლანდელი ოპერატიულები 2133ზე მიყენია და პრობლემა არ ქონია. პროცესორი 4.5ზე რაზგონზე იყო მაგრამ იმ კარტის ჩადგმის მომენტში ყველაფერი განულებული მქონდა ასე რომ მაგის ბრალიც ვერ იქნებოდა. აი უბრალოდ არ მოუნდა ჩართვა. ნუ სხვა გზას ვერ ვხედავ. სხვა ცპუ რომ ჩავდგა ამ მაზერში და მერე ვცადო რას იზავს. სხვა რამდენიმე მაზერზე ეს კარტა უპრობლემოდ ირთვება და მუშაობს და არამარტო 1155 სოკეტზე.  მოკლედ ამ მომენტამდე ამ მაზერზე მსგავსი და არც სხვა სახის შეუთავსებლობა არ მინახავს. სხვადასხვა ფირმის რამდენიმე სსდ მაქვს და კიდევ სხვადასხვა დივაისები. ქსელის კარტების და ხმის კარტების ჩათვლით. როცა 960ის ამუშავებას ვცდილობდი ყველა ზედმეტი მოწყობილობა ჩახსნილი მქონდა რაიმე კონფლიქტი რომ გამომერიცხა სსდ-ების ჩათვლით. აი პროსტა არ უნდოდა და არ ჩაირთო. მოკლედ თუ რამეს გავარკვევ საგულისხმოს დავწერ.

მადლობა გამოხმაურებისთვის.

Link to comment
Share on other sites

ბოლო ცოტა ისეთი თემაა.. ბოლო კი წერია მაგრამ ეს ბოლო ბიოსი 2013 წელსაა გამოსული.

იმედი მაქვს 970-ზე არ გაგიჟდება და არ იუცხოებს :)  

Link to comment
Share on other sites

1 minute ago, MaKaSaRa said:

იმედი მაქვს 970-ზე არ გაგიჟდება და არ იუცხოებს :)  

სანამ იყიდი ითხოვე და გატესტე :) 

Link to comment
Share on other sites

1 minute ago, Gogla1990 said:

სანამ იყიდი ითხოვე და გატესტე :) 

ნაყიდია უკვე და ჩამოსვლას ველოდები. zotac-ის 970

Link to comment
Share on other sites

On 11/11/2016 at 9:00 PM, MaKaSaRa said:

ჰო მართლა ამდენი ხნის ამდ-ს ერთგულების შემდეგ Nvidia-ზე რომ გადავედი საკმაო დისკომფორტი ვიგრძენი. ზემოთხსენებულ პრობლემებს თუ არ ჩავთვლით ფერები არ მომწონს ნვიდიასი. აი საოცრად ლამაზი იყო ამდ და საოცრად ულამაზო ნვიდია მასთან შედარებით. ახლა ისეთ აზრს ვერ გავიზიარებ რომ ხელის შევლება და "დატვიქვა" უნდა და მოვა ჯანზეო. მომხმარებელლს არამგონია ბედნიერებას ანიჭებდეს დრაივერში, ინი ფაილებსა და ნვიდია ინსპექტორში ძრომიალი. რატო არ შეიძლება თავიდანვე ისეთივე ხასხასა და მკვეთრი ლამაზი ფერები ქონდეს როგორც ამდ?! მოკლედ რა..

პრიმერნა ამდ-ს ვიდზე მოვა

9e5253aca4ae62e590d0125217b6c1cb.png

Link to comment
Share on other sites

8 hours ago, david_888 said:

პრიმერნა ამდ-ს ვიდზე მოვა

მადლობა. დავაყენე მაგ პარამეტრებზე და ბევრად კარგია.

Link to comment
Share on other sites

970 ჩავაყენე და უპრობლემოდ ჩაირთო. 960ს არ მოეწონა ეგ ჩიფსეტი რა..

970 კი ჩავაყენე მაგრამ საქვეყნოდ ცნობილი საყოველთაო coil whine აქვს. მე კიდე სიმშვიდე მიყვარს. ცოტა ნაწყენი ვარ ამის გამო. vsync-ის ჩართვა ნაწილობრივ შველის გლობალ პარამეტრებში თუ დატოვებ ეგრე. ან თამაშში ეგრევე სინქი გექნება რომ 60 ფპს-ს არ გაექცეს თუმცა ჩემი სათუთი სმენის აპარატისთვის მაინც "პრობლემაა". ხალხი წერს ზოგგან დარაზგონებამ უშველა ზოგგან პირიქით ჩამორაზგონებამო. დარაზგონებით ალბათ ვერ დავარაზგონებ. არც ისე გრილი კარტაა. თამაშებში 75 გრადსუზე ჩვეულებრივ ადის და პიკი იმ დღეს 79 დააფიქსირა. ამიტომ ჩამორაზგონებას ვცდი. თუ არადა მივაყიდი მერე ისეთზე ვისაც ეს არ შეაწუხებს (ოდნავ ფხრიწინებს). წარმადობაში კი საგრძნობი სხვაობა მომცა. კმაყოფილი ვარ. ბეტმენში არ მეგონა და  ჩართული ნვიდიას მაიმუნობებით საშუალოდ თამაშის პროცესში 60 ფპს უჭირავს. რათქმაუნდა ვარდნებიც აქვს მაგრამ იშვიათად. witcher 3-შიდაც არაუშავს. ხელის შევლებით პარამეტრებზე 50+ ფპს დაიჭერს. მერე ვიჩალიჩებ. BO3-ში ულტრა პარამეტრებზე 60 ფპს მაქვს ვარდნების გარეშე. მოკლედ არაა ცუდი კარტა თუმცა rx 480-ის მუღამი მაქვს და შემდეგს ალბათ მაგას დავითრევ თუმცა საგრძნობი უფგრეიდი ერთი შეხედვით არაა. ზოგგან ჯობია კიდევაც 970

Link to comment
Share on other sites

2 minutes ago, MaKaSaRa said:

ჰო ეგ ქოილ ვაინი მაგრა ტეხავს მეც აცრილი ვარ ხმებზე თუმცა საბედნიეროდ მიუხედავად იმისა რო ოხრად კარტები გამოვიცვალე ყველაზე გამიმართლა, 480-ს რაც შეეხება 8გბ ვერსია ღირს რო იყიდო 4-ზე გადასვლას არ აქვს აზრი

ისე ტემპერატურას რაც შეეხება 75 ნორმალურია 970-ითვის და არც 79-ია ბევრი, ნორმაა რა, მეტზე არც ავა

Link to comment
Share on other sites

ეგ ის არაა ნაგრუზკაზე რომ წუილის ხმა აქვს, ჩემს დიდათ არა აქვს ეგ პრობლემა, მარტო რაზგონზე იჩენს ხოლმე თავს მაღალ ფპს უფრო Vsync გარეშე ბენჩებში, ბევრ ორ ბირთვიან ვერსიებზე ერთ ფანზე შჩხრიალი ეწყება ხოლმე, ან ფანის დაზეთვით ან გამოცვლით სწორდება ეგ პრობლემა, ეგეთი ტიპის ფანები საკმაოთ იაფი ჯდება ჩინეთიდან რომ გამოიწერო, ჩემი კარტის ფანში (სხვა მსი მოდელებზეც მიდის, იგივე 750Ti,760-770-780Ti,amd 280-280x-290-290X) 26 ლარი დამიჯდა ახალი ჩამოტანიანათ, რა თქმა უნდა არანაირი შხრიალი აღარა აქვს ლუბოი ფანის აბაროტზე და იმედია დიდხანს აღარ ექნება, სადღაც 1 წლის შემდეგ იკიდებსო ცალ ფანზე ვითომ წერდენ

Link to comment
Share on other sites

ჰო მაგრა ტეხავს. idle-ზე არ აქვს კიდევ კარგი და კადრების სინქრონიზაციაც საგრძნობლად შველის. სულ ოდნავ ეტყობა. თუმცა მე ხო ვიცი რომ რეალურად აქვს ეგ პრობლემა. ვისგანაც ვიყიდე იმან ჩემთან არ ქონდა მსგავსი ხმაო. ტრანსპორტირებისას აიკიდა მაშინ თუ არ იტყუება. რაც დრო გადის და ვამუშავებ არ ვიცი მე ვეჩვევი თუ რა ხდება თითქოს ხმა კლებულობს. 

კი ჯორჯ რაღაც პასიური ნაწილები გამოსცემენ მაგ ხმას. კონდესატორები მგონი.

Link to comment
Share on other sites

8 minutes ago, George said:

ეგ ის არაა ნაგრუზკაზე რომ წუილის ხმა აქვს, ჩემს დიდათ არა აქვს ეგ პრობლემა, მარტო რაზგონზე იჩენს ხოლმე თავს მაღალ ფპს უფრო Vsync გარეშე ბენჩებში, ბევრ ორ ბირთვიან ვერსიებზე ერთ ფანზე შჩხრიალი ეწყება ხოლმე, ან ფანის დაზეთვით ან გამოცვლით სწორდება ეგ პრობლემა, ეგეთი ტიპის ფანები საკმაოთ იაფი ჯდება ჩინეთიდან რომ გამოიწერო, ჩემი კარტის ფანში (სხვა მსი მოდელებზეც მიდის, იგივე 750Ti,760-770-780Ti,amd 280-280x-290-290X) 26 ლარი დამიჯდა ახალი ჩამოტანიანათ, რა თქმა უნდა არანაირი შხრიალი აღარა აქვს ლუბოი ფანის აბაროტზე და იმედია დიდხანს აღარ ექნება, სადღაც 1 წლის შემდეგ იკიდებსო ცალ ფანზე ვითომ წერდენ

msi-ს ფანებს ძაან მალე ერხევა ეგ ცნობილი ფაქტია თუმცა სხვებისგან განსხვავებით იაფიც ჯდება შეცვლა, მარა კატუშკის ხმას ვერაფერს ვერ უშველი, ხან წებო ცაასხეს ხან რა მარა თუ აქვს აქვს, თუმცა ხარისხიან კარტებს არასოდეს არ აქვს ქოილ ვაინი იმიტო რო ძვირიან კატუშკებს იყენებენ, აი მაგალითად XFX, ხოლო powercolor ყოველთვის წუის, ბოლო 2-3 წელია საშინლად დააგდო ხარისხი msi-მ, აი იმენნა ძეშოვი ბრენდი გახდა ახლოს არ ვეკარები

2 minutes ago, MaKaSaRa said:

ტრანსპორტირებისას აიკიდა მაშინ თუ არ იტყუება

კატუშკა ხმას არ იკიდებს, ან თავიდანვე აქვს ან არა

Link to comment
Share on other sites

1 minute ago, david_888 said:

თუმცა ხარისხიან კარტებს არასოდეს არ აქვს ქოილ ვაინი იმიტო რო ძვირიან კატუშკებს იყენებენ

ასუსს ერთერთი ყველაზე ხარისხიანი საფირმო დროსელები აქვს, მაგრამ ბევრ კარტაზე ეგენიც წუიან, ასე რომ მარტო ხარისხი ვერ შველის

Link to comment
Share on other sites

4 minutes ago, Gogla1990 said:

ასუსს ერთერთი ყველაზე ხარისხიანი საფირმო დროსელები აქვს, მაგრამ ბევრ კარტაზე ეგენიც წუიან, ასე რომ მარტო ხარისხი ვერ შველის

ესეიგი რაღაცას არ აკეთებენ სწორად, ვის რა ჯანდაბად უნდა წუილიანი კარტა

მე მაგას ბრაკს ვეძახი

Link to comment
Share on other sites

1 minute ago, david_888 said:

ესეიგი რაღაცას არ აკეთებენ სწორა, ვის რა ჯანდაბად უნდა წუილიანი კარტა

მე მაგას ბრაკს ვეძახი

კაი ეხლა რა :D

20 კარტიდან შენ არცერთი ეგეთი არ შეგხვდა, მე კიდევ თითქმის იგივე 20 კარტიდან 15 ეგეთი შემხვდა, ხოდა ცოტა არ იყოს და დაუჯერებელია ეგ ამბავი :D 

Link to comment
Share on other sites

21 minutes ago, Gogla1990 said:

კაი ეხლა რა :D

20 კარტიდან შენ არცერთი ეგეთი არ შეგხვდა, მე კიდევ თითქმის იგივე 20 კარტიდან 15 ეგეთი შემხვდა, ხოდა ცოტა არ იყოს და დაუჯერებელია ეგ ამბავი :D 

ვახ რა ვქნა ეგრეა რა, არცერთ ჩემ კარტას არ ქონია ქოილ ვაინი, დაჟე პოვერქოლორსაც :givi: ეხლა ატიტულში თუ დაიწრიპინა ეგ რაში მაინტერესებს, თამაშებში არ ქონიათ წუილი

gts 450, gtx 550ti, gtx 460 se, gtx 460, gtx 560, gtx 560ti X2, gtx 650, gtx 660, gtx 660ti, gtx 960 X2, gtx 970

hd 4890, hd5870, hd 7790 X2, r9 270 X3, r9 270x, r7 260x, r9 280 x2, r9 280X X3, r9 290 x2

ესაა ჩემი კარტების ჩამონათვალი, 29 გამოვიდა და ყველა ჩუმი იყო ძმაო

p.s  gs 8400, gt 9500, gt 530, gt630, gt 730, hd 5670 და  r7 240  არ მივათვალე

Link to comment
Share on other sites

Just now, david_888 said:

ვახ რა ვქნა ეგრეა რა, არცერთ ჩემ კარტას არ ქონია ცოილ ვაინი, დაჯე პოწერქორსაც :givi: ეხლა ატიტულში თუ დაიწრიპოინა ეგ რაში მაინტერესებს, თამაშებში არ ქონიათ წუილი

არ ქონია ერთია და არ ისმის დისტანციიდან მეორე, ზოგს ისე მცირე ხმა აქვს თუ ყური არ მიადე ვერ გაიგებ, ზოგსაც ისეთი აქვს 2 მეტრიდან შეგაწუხებს
PowerColor-ს კარტას ხმა არ ქონდეს ეგ თითქმის წარმოუდგენელია, რამდენი მქონია და ყველას ქონდა, ზოგი გესმოდა ზოგზეც უნდა მოგესმინა, მაგრამ ყველას ქონდა, სტოკზე თუ არა მცირე რაზგონზე ან გაზრდილ პოვერ ლიმიტზე მაინც :) 

Link to comment
Share on other sites

2 minutes ago, Gogla1990 said:

ეხლა ინტრიგნობა თუ გინდა ყველაფერს გაიგებ, ფონეიდოსკოპით ხო არ მოუსმენ, კომპთან რო ზიხარ  50 სანტიმეტრში და არ გესმის მაგას ქვია რო არ აქვს ხმა

Link to comment
Share on other sites

Just now, david_888 said:

კომპთან რო ზიხარ და 50 სანტიმეტრში არ გესმის მაგას ქვია რო არ აქვს ხმა

მაგას ქვია რომ არ ისმის, ის კი არა რომ არ აქვს :givi: 

Link to comment
Share on other sites

1 minute ago, Gogla1990 said:

მაგას ქვია რომ არ ისმის, ის კი არა რომ არ აქვს :givi: 

შარზე ხარ შენ, თუ არ ისმის ესეიგი არ აქვს, ჩემთვის ეგრეა, ამირან გულში მღეროდაო მე რაში მაინტერსებს, მთავარია როგორც მომხმარებელი არ უნდა შევწუხდე კომპთან ჯდომისას და გულში რაც უნდა ის იღიღინოს :lol2:

Link to comment
Share on other sites

18 minutes ago, david_888 said:

შარზე ხარ შენ, თუ არ ისმის ესეიგი არ აქვს, ჩემთვის ეგრეა, ამირან გულში მღეროდაო მე რაში მაინტერსებს, მთავარია როგორც მომხმარებელი არ უნდა შევწუხდე კომპთან ჯდომისას და გულში რაც უნდა ის იღიღინოს :lol2:

ხოდა ზოგისთვის ეგ შენი "არ ისმის" ხმა 5 დეციბალია და ზოგისთვის 50, არც ერთს აქვს ხმა ესეიგი და არც მეორეს? :D 

Link to comment
Share on other sites

4 minutes ago, Gogla1990 said:

ხოდა ზოგისთვის ეგ შენი "არ ისმის" ხმა 5 დეციბალია და ზოგისთვის 50, არც ერთს აქვს ხმა ესეიგი და არც მეორეს? :D 

მე ხო იცი რო ძაან მგრძნობიარე ვარ ხმებზე, მე თუ არ მაწუხებს არავის არ შეაწუხებს

ეხლა 18 წლის ბავშვივით კამათობ კამათის გამო

Link to comment
Share on other sites

6 minutes ago, david_888 said:

მე ხო იცი რო ძაან მგრძნობიარე ვარ ხმებზე, მე თუ არ მაწუხებს არავის არ შეაწუხებს

ეხლა 18 წლის ბავშვივით კამათობ კამათის გამო

კარგი :givi: 

Link to comment
Share on other sites

  • Barca locked this topic
Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.