Jump to content

Old school PC build


Recommended Posts

მოგესალმებით ყველას.

რამდენიმე თვის წინ შევამჩნიე რომ ჩემს პრეისტორიულ კომპს (8 წელი შეუსრულდა ახლახანს ^_^) უკვე უჭირს იმ მინიმალური მოთხოვნების შესრულება, რაც მის მიმართ მაქვს  და გადავწყვიტე ახალი სიცოცხლე შთავბერო მის ჟანგიან ქეისში. ჯერ ვიფიქრე რომ მთლიანად ახალ კომპს ვიყიდდი, მაგრამ ვფიქრობ, ამ ძველ ნაწილებს კიდევ დარჩათ სიცოცხლე და არ მიდა სიბერის გამო მივაგდო, გადავწყვიტე ძველ ნაწილებზე ავაწყო PC რომელიც ჩემ მოთხოვნებს კიდევ 2-3 წელი დააკმაყოფილებს.

ჩემი ახლანდელი კომპის მონაცემები ასეთია:
MoBo: Asus P5K-E/WiFi-AP
CPU: Core 2 Duo E7300
GPU: Geforce GT 9600 1GB
RAM: 4GB 800mhz (Dual channel)
PSU: 20 lariani nagavi.

მოთხოვნები "ახალი" კომის მიმართ :D :
1. არ უნდა გამიჭედოს ბრაუზერში(Opera) 20+ ტაბის შემთხვევაში.
2. უნდა შემეძლოს Dota 2 -ს ულტრაზე თამაში 35FPS+
3. Shadow of Mordor Medium 30+ FPS
4. ძალიან მინდა შევძლო Witcher 3-ის Medium-ზე თამაში 30+ FPS.
5. ასევე სასურველია Fallout 4-ის Medium ზე თამაში :P

ჩემი ჩაფიქრებული Old school ბილდი:
მაზერი, ქეისი, HDD, იგივე დარჩება. ოპერატიულს დავამატებ კიდ 4 ს, მეტს უკვე მაზერი აღარ გამიშვებს და არც დამჭირდება.

(მითითებულია Ebay-ს მიახლოებითი ფასები +-2$)
CPU: Xeon E5450 (20$)  ან Xeon X5450 (15$) 
GPU: GTX 660Ti (65$)
RAM: +4 GB (2 x 2gb)   20-28$
PSU: EVGA 500 W1 80+   37$  (Amazon ის ფასი)
LGA771 To LGA775 Adapter (2$) http://www.ebay.com/itm/5x-LGA-771-to-775-MOD-Adapter-Sticker-Intel-XEON-2-Core-2-Quad-cpu-Patch-/222264154963?hash=item33bff9db53:g:BWMAAOSwzaJX6575
Total cost: 139 - 152$
P.S. ვაპირებდი ზეონის ტიპის უკეთეს პროცესორს, თუმდა ფასი 40-50 დოლარამდე ადის და არაფერი იცვლება მცირედი ქლოქ სპიდის გარდა.
საბოლოოდ კი ოვერქლოქს ვაპირებ ამ პროცესორზე 3.5 ზე მაინც მინდა ავიყვანო ამიტომ ჩემი აზრით დამატებითი 20-30$ ის გადახდა არანაირად არ ღირს.

გთხოვთ რომელ კითხვაზეც ზუსტი პასუხი იცით, მხოლოდ იმაზე გამომეხმაუროთ.
კითხვები:
1. რომელ პროცესორს მირჩევდით ამ 2 ვარიანტიდან? მონაცემები ორივეს იდენტური აქვს, გარდა ენერგო მოხმარებისა (E5450-ს ნაკლები აქვს) სამაგიეროდ ფასი 5 $ ით მიძვირდება. ან ხომ არ მირჩევდით ზეონის ტიპის უკეთეს პროცესორს ფასის დრამატულად ცვლილების გარეშე.
2. საბოლოოდ ამ ვიდეო კარტაზე შევჩერდი, ჩემი აზრით ფასთან შეფარდებით ერთერთი საუკეთესოა,
მაგრამ მაინტერესებს პროცესორი ხომ არ იქნება აქილევსის ქუსლი (Bottle neck) ამ ვიდეო კარტისთვის? 
3. კვებას რაც შეეხება, ბევრი არაფერი გამეგება მაგის და იქნებ მითხვათ ჩემი შერჩეული კვების ბლოკი საკმარისია ამ სისტემისთვის, თუ პირიქით, 400 ვატიანიც მეყოფოდა?
ან ხომ არ მირჩევთ უკეთეს კვებას ამ სისტემისთვის უკეთეს ფასში.
4. რას ფიქრობთ საერთოდ ამ ბილდზე, ღირს თუ არა 150$+ შიპინგის გადახდას და დააკმაყოფილებს თუ არა ჩემს მოთხოვნებს მომავალი 2-3 წლის მანძილზე?

ბოდიშს გიხდით შედარებით გრძელი თემისთვის და მადლობელი ვიქნები თუ ვინმე დახარჯავს ცოტაოდენ დროს და მომცემს გამოსადეგ რჩევას. 
მადლობა წინასწარ ^_^ 

Link to comment
Share on other sites

პირველ რიგში კარგი იქნება თუ 775 სოკეტს საერთოდ მოიშორებ და Adapter ით 771 ის პროცესორის ჩასმას გამორიცხავ.

კარგი იქნებოდა თუ დაწერდი მაქსიმალურ თანხას რამდენის დახარჯვას აპირებ ახალი PC ის ასაწყობად.

Amazon ის ფასებს თუ შეეშვები და ფორუმზე იყიდი გაგიმარტივდება ბევრი რამ პირველ რიგში ლოდინი არ მოგიწევს ადგილზე ნახავ ნაწილს რამდენად კარგი და ვარგისია და რაც მთავარია ბევრად იაფად იყიდი ასე რომ რამდენის დახარჯვასაც აპირებ იმ თანხაში შესაძლებელია 2 ჯერ უკეთესი ააწყო ვიდრე გეგმავდი.

ტყუილად რომ არ გირჩიო რამე ჯობს ჯერ დაწერო მაქსიმუმ რამდენის დახარჯვას აპირებ ახალ PC ზე.

Link to comment
Share on other sites

ეს ბილდი როგორც ნახე სადღაც 150$ ჯდება + შიპინგი ანუ სადღაც 400 -500 ლარი და თან ის მუღამი მაქ რო 8 წლის კომპს კიდე ვაქაჩინებ რაღაცებს :D 
მოკლედ მაქს ბიუჯეტი 500 ლარია. მეტის გადახდა არ მიღირს, მირჩევნია ვაფშე დავიკიდო კომპი, რაცაა მუშაობს ეგაც ჯერ და დიდი გეიმერი კიდე მე არ ვარ :P

Link to comment
Share on other sites

Just now, MIRDAT said:

ეს ბილდი როგორც ნახე სადღაც 150$ ჯდება + შიპინგი ანუ სადღაც 400 -500 ლარი და თან სადღაც ის მუღამი მაქ რო 8 წლის კომპს კიდე ვაქაჩინებ რაღაცებს :D 
მოკლედ მაქს ბიუჯეტი 500 ლარია. მეტის გადახდა არ მიღირს, მირჩევნია ვაფშე დავიკიდო კომპი, რაცაა მუშაობს ეგაც ჯერ და დიდი გეიმერი კიდე მე არ ვარ :P

გასაგებია 500 ლარად ჯობს აქ ააწყო რამე კაი კომპი i5 ზე ვიდრე  775 Socket ხელოვნური სუნთქვებით აცოცხლო

მეორე თაობის i5 და შესაძლებელია უკეთესსაც გამოკრა ხელი მაგ ფასად თავისი პლატა და ოპერატიულიანად + მაგ 500 ლარს რაც გაქვს ეგ რომ გაყიდო ერთი 200 ლარად ხო უნდა წავიდეს თუ არა და 150 ად მაინც მოდი დავთვალოთ.


CPU: Core 2 Duo     ეს დააზუსტე რომელია მარა 20 ლარზე მეტი არამგონია ღირდეს.
MoBo: EP35-DS3L      30 ლარი
GPU: Nvidia GT 9600   30 ლარი
RAM: 2 GB DDR2    10 ლარი
HDD: 320 GB    30 ლარი
PSU: 250W   10 ლარი

+ კეისიც ხოა მოკლედ 150 ლარადაც თუ ჩაიბარეს კაია... 100 ლარი ეგ თქვი მოკლედ და უცებ გაყიდი

600 ლარად მოგივა ნორმალური კომპი 1155 ზე ააწყე.

თუ ბიუჯეტურ პლატას იყიდი H61 ზე პლატას კი იყიდი 60 ან 70 ლარად

პროცესორში შენს ადგილას ყველაზე დიდ თანხას გადავიხდიდი 300 ლარს მინიმუმ და მესამე თაობის ი5 ს მაინც ვიყიდდი 3570 კი უნდა მოგივიდეს Non K ვერსია იყიდე ერთი 50 ლარს დაზოგავ თან H61 ზე K ს აზრიც არ აქვს.

თუ კაი ვიდეოკარტა გინდა კვებაც კარგი გინდა თავისთავად ასე რომ ჯერ კვება იყიდე რომელსაც 40 + ამპერი ექნება ოღონდ ყველა ბრენდს ნუ ენდობი ენდე Seasonic ს EnermaX ს Cooler master ს  Rosewill ს და ასე შემდეგ ყიდვის წინ მაინც დაწერე რას ყიდულობ. 120 ლარი მაინც გინდა ნორმალურ კვებაზე თუმცა ზემოთ ჩამოთვლილი ბრენდები არამგონია იყოს მაგ ფასად მაგრამ რაიცი რახდება შეიძლება გამოჩნდეს კიდეც.

ოპერატიული 4GB მინიმუმ ხო გინდა 40 ლარად იყიდი.

დანარჩენი ფული რაც იქნება შეგიძლია ვიდეოს დაახარჯო... დავთვალოთ. პლატა 70 ლარი + პროცესორი 300 ლარი + კვება 120 ლარი + ოპერატიული 40 ლარი = 530 ლარი

70 ლარი გრჩება თუმცა ერთი 130 ლარიც რომ დაამატო 200 ლარად კი იყიდი 660 ს.

Link to comment
Share on other sites

გასაგებია, რაც მაინტერესებდა უკვე მივიღე ამ თემიდან, დიდი მადლობა ბიჭებო, 500 ლარის დაკარგვას გადამარჩინეთ :D

დახურეთ თემა.

Link to comment
Share on other sites

კვებაზე ფულის დაზოგვა არ ღირს დამიჯერე თორე შესაძლებელია უბრალო კვებითაც ამუშაო ეგ სისტემა GTX 660 ის ნაცვლად იყიდდი  ნაკლები ენერგომოხმარების ვიდეოს თუმდაც GTX 750 ს რომელსაც არ ჭირდება დამატებითი კვების კაბელი ეგ უკვე შენ უნდა გადაწყვიტო.

Link to comment
Share on other sites

სწორი გირჩია ზაქრომ, ჯობია ცოტაც გაიჭირვო და ახალი სოკეტი აიღო i5-თ, თუნდაც ყველაზე სუსტი მეორე თაობის i5 და იაფიანი პლატა

თუ მაინც 775-ს მიაწვები მაგ ზიონებიდან E სერია აიღე, ნაკლები ენერგომოხმარება აქვს, უკეთ რაზგონდება და გაგრილებაც ადვილია X-თან შედარებით

პ.ს
660Ti თუ მოგინდება კი მაქვს :) 

 

Link to comment
Share on other sites

ვხურავ

Link to comment
Share on other sites

  • George locked this topic

Archived

This topic is now archived and is closed to further replies.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.