Jump to content

Recommended Posts

მოგესალმებით ფორუმელებო!

აი დადგა ის მომენტი როცა ამდენი ხნის მანძილზე პირველად მონიტორის პრობლემა შემექმნა )) მოკლედ გუშინ ფილმს ვუყურებდი და ოდნავ დავხარე მონიტორი რომ ხედვის კუთხე გამესწორებინა. აი მომენტალურად გაუჩნდა ვერტიკალური იისფერი ხაზი მთელ სიმაღლეზე მარცხენა კიდიდამ ასე 4-5 სმ-ზე. მოკლედ დავიწყე უკვე სხვა მონიტორზე ფიქრი და ყოველი შემთხვევისთვის შემოვსცხე მაინც. და გაუქრა ის ხაზი. დღეს დილით რომ ჩავრთე ისევ ქონდა. კიდევ შემოვკარი და გასწორდა და იმის მერე არაფერი შემინიშნავს. ხოდა რა მაინტერესებს. გავაქანო ექიმთან თუ დავიკიდო? ვერ შლის პიქსელებსს იმ ადგილზე როგორც ჩანს და რაიმე კონტაქტის ბრალი მგონია რომელიც ვიბრაციის მერე იკვრება. 

ისე რომ გადავხედე ფასებს კატასტროფაა. ყველაფერს ეშველა და მონიტორებს მაინც ცეცხლის ფასი ადევს. თან დიდი მოთხოვნები არ მაქვს და ჩემი მონიტორი ამ ეტაპზე სავსებით მისაღებია. არც მინდა გამოცვლა. philips 227E LPH-ია. 

Link to comment
Share on other sites

ნუ ამერიკის ფასებთან ყველაზე ახლოს 23 ინჩიანი დელები დგანან რატომღაც ჩვენთან, კაკრაზ მეც ეგ დავითრიე თავის დროზე P2314H 420 ლარათ 2013 წლის ბოლოს, ეხლა ეგეთი ლამის 510 ლარი ღირს http://www.ultra.ge/product/2276.html რაც 240$ გამოდის ნიუეგზე ეგეთს კი 187$ ადევს, ანუ არც ეგეთი ვებერთელა სხვაობაა + 3 წლიანი გარანტიაც ბონუსია, სხვა უფრო დიდ ან ძვირიან მოდელებზე სხვაობა 100$+ ზევითაა უკვე, შენი კი ალბათ მოძველდა და მატრიცამ დაიწყო გახურება, შეიძლება მოგვიანებით გასწორდეს თავისით ან საერთოდ გაძვრეს სული

Link to comment
Share on other sites

კი კარგია ეგ დელები მაგრამ აზრს ვერ ვხედავ ძვირი რატო უნდა გადავიხადო ჩვეულებრივ 1080პ 60 ჰერციან მონიტორში. 500+ ლარი ბარემ ცოტასაც წავამატებ და რაიმე მაღალ რეფრეშიანს ვიყიდი.  ჩვეულებრივ მონიტორში 300-350 ლარზე მეტის გადახდა არ მიღირს. 2011ში ეს მონიტორი რომ ვიყიდე 309 ლარი მივეცი და ახლა ამ ფასში ვერაფერი ვნახე მაღაზიებს რომ გადავავლე თვალი. იმედია ერთი 2 წელიწადი კიდევ გავაზლებინებ რომ მერე ბარემ 2კ-4კ მონიტორზე გადავიდე. ახლა ძლიან ცუდი პერიოდია. გარდამავალი ასე ვთქვათ. ახალი სტანდარტები იკიდებს ფეხს და ჯერ ძვირია. არაადეკვატურად ძვირი. თუ ხარისხიანს იყიდი რათქმაუნდა თორე უბრალოები კი შეიძლება იშოვო შედარებით იაფად მაგრამ გეიმინგისთვის არ ვარგა. იმხელა ლაგი აქვს მეორე დღეს გაიგებ ლამის რა მოხდა.

Link to comment
Share on other sites

2K მაგ დელის დონის მაინც 1200 ლარზე ნაკლებში ჩვენთან ვერ ნახავ 27 ინჩიანს და 300 ლარიანები 1080P სუყველა სხვერხბიუჯეტური მოდელებია ყანყალა დასადგომებით, ეგენი თან უფრო ადვილათ ფუჭდებიან, ისე კი მგონი სტანდარტული ვადა 5 წელია ლედ ბაკლაითიანი მონიკის დანარჩენი უკვე სბორკის და მოდელის ხარისხზეა დამოკიდებული, ეგ დელი კი სადღაც შვაში დგას, ანუ არც ძვირიანს უწოდებ და არც ბანძურ ბიუჯეტურ მოდელს

Link to comment
Share on other sites

  • Barca locked this topic
Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.