Jump to content

დამეხმარეთ კომპიუტერის აწყობაში


Recommended Posts

სალამი მეგობრებო, 

აქ რაც მიწერია ეს კომპიუტერი მაქვს შვიდი-რვა წელია და ძალიან დამტანჯა უკვე. ამიტომ გადავწყვიტე ახალი ავაწყო. მონიტორი და კლავიატურა/მაუსი არაა საჭირო.

გამოყენება: 2-3 წელი რომ არაფრის გამოცვლა დამჭირდეს და მაგალითად ჯტა 5 საშუალო გრაფიკაზე სლაიდშოუს გარეშე ჩამირთოს.

ბიუჯეტი დაახლოებით 1500 ლარი და გამოვა რამე თქვენი აზრით? 

სამწუხაროდ განვადების გაკეთება მიწევს და მომიწევს ქართულ მაღაზიებს დავჯერდე. 

ხოდა რამდენიმე დღეა ვცდილობ შესანიშნავი შუალედი ვიპოვო ფასსა და წარმადობას შორის. თუმცა ქართულ საიტებზე უმეტესი ნივთების არ ქონა პრობლემებს მიქმნის ყველაფრის კარგად დაანგარიშებაში.

ახლა დაახლოებით ასეთ სიტუაციში ვარ:

პროცესორის სამი ვარიანტი მაქვს: i3-6100, i5-6400, i7-3770. მგონი 6400-ია ყველაზე კარგი ვარიანტი, მაგრამ ქართული ფასი ვერ ვნახე.

ოპერატიულს რამე უბრალოს ვიყიდი 8გბ-ს დდრ3-ს.

ვიდეოკარტა ვერსად ვნახე ქართულ ინტერნეტ-მაღაზიებში რადეონი, რომ ფასი შემედარებინა, ამიტომ ისევ ნვიდიას ვფიქრობ. გტხ 950 ალბათ.

ვინაიდან კომპიუტერში სივრცეს თითქმის არ ვხმარობ და ფინანსებში შეზღუდული ვარ გადავწყვიტე ახლა მხოლოდ ერთი 250-იანი სდდ ჩავდგა და თუ რამე მერე დავამატო ჰდდ.

დედა დაფაზე არც მიფიქრია ჯერ.

ქეისი თერმალლეიქის სნოუ ედიშენი მომეწონა 150 ლარიანი.

რას ფიქრობთ, გამომივა რამე? სამწუხაროდ ძალიან არ მიყვარს ნახმარი ნივთების ყიდვა და ამიტომ ძალიან რთულ სიტუაში ვარ :D

Link to comment
Share on other sites

ახალი 1500-ად თან განვადებით გაჭირდება კარგის აწყობა.

ახალი ი5-ის აღებას ჯობია ძველი ი7 აიღო, ნუ ფაზეცაა ეგ დამოკიდებული,  დედაპლატაზე შეგიძლია თანხა დაზოგო მაგრამ მთლად ნაგავსაც ნუ იყიდი.

ივერსიში დავთვალე ახლა და მე-4 თაობის ი5-ით და GTX950-ით DVD-ის და კეისის გარეშე 1700-ამდე გამოვიდა კეისი მინიმუმ 100 ლარი დაუმატე.

Link to comment
Share on other sites

  • Barca locked this topic

Archived

This topic is now archived and is closed to further replies.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.