Jump to content

AMD RX 4xx & 5xx Series News


Recommended Posts

9 hours ago, mail10 said:

რამდენია სხვაობა ამ 580-სა და 480-ს შორის იცით ვინმემ?

იგივე 480 არის რომელიც დაახლოვებით 100mhz-ით მაღალ სიხშირეზეა

ვისაც ძალიან გაუმართლა, იმათი 480 1500-მდეც კი რაზგონდება

 

ეს ძალიან ცუდი მაჩვენებელია ნამდვილად

power_maximum.png

 

1070  მაგარი სიმპოა

ფური რა ღორი ყოფილა არ ვიცოდი ეს რა არის ლოლ

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

ჰო არც ისე გამართლებულია 500 სერია. რამე იაფიანს ვიყიდი და ვეგას დაველოდები, იმედია კარგი იქნება

Link to comment
Share on other sites

580 - ს ძალიან ცუდი მაჩვენებლები აქ რაამბავია 230 ვატი , მგონი 570 ბევრად ჯობს ფასი წარმადობით რასაც გადავხედე გურუზე 4 გბიანი ვერსია 480ს 8 გბიანის უტოლდება , სავარაუდოდ 8 გბიანი 570 აჯობებს 480ს 8გბიანს და დენის მოხმარებაც ერთი დაიგივე აქვთ , ასევე ფასი დაბალი აქვს 570ს , სავარაუდო 570ებს გამოვწერ ცოტა მოგვიანებით რო დაიყრება ვერსიები .

Link to comment
Share on other sites

http://www.guru3d.com/news-story/wanna-flash-your-rx-470-towards-a-570-it’s-possible.html

გადაფლეშვაც მოსულა 570/580-ად

Link to comment
Share on other sites

ეს რა კუტა-კვერცხობა გამოსვლიათ რა არი.

Link to comment
Share on other sites

Wanna Flash your Radeon RX 470 towards a 570? It’s possible. 480 towards 580 as well. http://www.guru3d.com/news-story/wanna-flash-your-rx-470-towards-a-570-it’s-possible.html

Radeon RX 540 Surfaces on AMD website http://www.guru3d.com/news-story/radeon-rx-540-surfaces-on-amd-website.html

Link to comment
Share on other sites

რატო რას ერჩით მშვენიერი კარტებია მაგ ფასად

Link to comment
Share on other sites

2 hours ago, #Skinhead said:

რატო რას ერჩით მშვენიერი კარტებია მაგ ფასად

ცუდს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ, უბრალოდ 1070-ის ფონზე, რომელიც მაგაზე საგრძნობლად სწრაფია, ძალიან ბევრს "ჭამს"
 

Link to comment
Share on other sites

ბიუჯეტი არააქვთ რომ ყველაფერი ერთბაშად მიაყარონ და გამოუშვან.

როცა პოლარისი გამოუშვეს გასაყიდად, ცოტახანში გვამცნეს რომ VEGA-ს დაპროექტებას მორჩნენ "ფურცელზე", არადა წესით ყველანაირად დატესტილი უნდა ყოფილიყო სანამ პოლარისს გამოუშვებდნენ (მაგრამ ვერ გააკეთეს, ბიუჯეტი ალიმიტებთ)

ეს რაიზენი კიდე არარის მხოლოდ დესკტოპ პროცესორი, ეს იქნება ერთი დიდი "ოჯახი" რომლის სეგმენტები დაიყოფა, დესკტოპებად, მობილურებად, სერვერებად და SoC-ად. თითოეული სეგმენტი რომ განავითარო და ხალხისთვის გასაყიდად გამოუშვა, უზარმაზარი ფინანსები ჭირდება.

წესით რატომ არ უნდა იყოს Zen APU, Zen სერვერი, Zen მობლური და Zen soc აქამდე გამოსული? ან ვეგა? ფაქტიც სახეზეა, ის მცირე ბიუჯეტი რაც აქვთ არ ყოფნის ამ ყველაფერს ერთბაშად, ამიტომ ელოდებიან კვარტლიდან კვარტლამდე დაფინანსებას რათა მიიყვანონ დაწყებული პროექტები დასრულებამდე... NVIDIA-ს და INTEL-ს ფინანსური პრობლემები არ აქვთ, ამიტომ ნებისმიერ დროს შეუძლიათ ახალი ჩიპები გამოუშვან.

აი ერთ-ერთი მაგალითი Intel hastens CPU and platform updates due to AMD pressure ინტელი 3 თვით ადრე აპირებს გამოუშვას ახალი თაობის პროცესორები. როცა ფული გაქვს, არაა პრობლემა ადრე გამოშვება, ისევე როგორც Nvidia-მ, პოლარისის გამოსვლისას მიაყარა GTX 1060, 1070, 1080 და ტიტანი. სად ეჩქარებოდა? იცოდა რომ AMD პოლარისზე ძლიერ ბარათს ვერ გამოუშვებდა კარგა ხანი და ამით კარგადაც გაასაღა თავისი GTX ბარათები. დიდმა ფირმებმა იციან როგორ "ეთამაშონ" ერთმანეთს ბაზარზე, მომხარებლის თვალით ეს ერთი შეხედვით არ ჩანს, სანამ იმათი გადმოსახედიდან არ გადახედავ სიტუაციას.

ამ სიტუაციიდან ასეთი ფილოსოფია გამომდიანრეობს, Nvidia და Intel არ ქმნიან რაიმე ახალს, რაიმე ინოვაციურს, თითოქს ფინანსები ან კრეატივი აკლდეთ.. AMD-ს რაც შეეხება, ფული არააქვთ რომ შექმნან კიდევ უამრავი ახალი ტექნოლოგია და ამიტომ გაუთავებელი რებრენდინგი და "დაგვიანებული" პროდუქცია, უფულობის გამო, აქილევსის ქუსლად იქცა მათთვის, თუმცა სხვა გზა არ დარჩენიათ. როცა ფული არ გაქ და ბაზარს ვერ აკმაყოფილებ დროულად ახალი პროდუქციით, მაშინ რაიმე ახალი ტექნოლოგია უნდა შექმნა რითაც კომპენსირებას მაოხდენ კონკურენტებთან და AMD ამას აკეთებს. თუ პირველი ვერაა პერფორმანსში, მას მოეძებნება რაღაც სხვა ტექნოლოგია რომელიც სხვას არააქვს, ესაა ძირითადი ნიშა რაც ღარიბ AMD-ში უფრო ხშირად გამოირჩევა ვიდრე მდიდარ კონკურენტებში.

ვეგაში ალბათ რაღაც ახალ ტექნოლოგიებს ჩატენიან ან რამე ახალ შესაძლებლობებს, რომელიც ალბათ "ცდად" ღირდა და უკვე მომავალ Volta-საც გაუწევს კონკურენციას. სხვანაირად GTX 1060-ის ზემოთ დაკარგა კონკურენცია და ზოგადად 11 თვე გავიდა რაც GTX 1080 გამოვიდა. სანამ vega გამოვა ალბათ კიდე 2-3 თვე დაჭირდება და მერე ის აღმოჩნდება 1080-ის კონკურენტი? :vis:ერთადერთი ვარიანტია, უფრო იაფად გაყიდონ, თუმცა არაა გამორიცხული vega-ს გარდა რამოდენიმე ვერსია ვიხილოთ მის კონკურენტებზე იაფად, სხვა გზა მგონი AMD-ს არ დარჩენია.

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

მანდ სხვა მომენტიცაა თუ რატომ ვერ გამოუშვეს აქამდე ახალი ჰაი ენდ კარტები, მგონი 14 ნანომეტრზე ქონდათ პრობლემები და მაგანაც იმოქმედა გამოვლის ვადებზე + შეიძლება დიდათ ვერ ჩაგრავენ ამ ეტაპზე 1070 1080 და ეგეთ ვიდში გამოშვება ვერ გარისკეს, დაბალი ფასის დადება კი არ უნდათ ძალზე შეიძლება, ამიტკმ დაგვიანდა ვეგას გამოშვება, ნვიდიაც არ ზის უსაქმოთ ალბათ და უკვე ვოლტას გამოსაშვებათ ემზადება ამ წლის ბოლოს ან უფრო შემდეგი წლის პირველი კვარტალისთვის, მანამდე კი არც ისე ბევრი დროა დარჩენილი, ზაფხულამდე მაინც უნდა გამოუშვან ვეგა თორე მერე ძალიან გაუჭირდება ამდ ბაზრის წილის შემცირება, 1070 კი ნომერ პირველი კარტაა 2K გაფართოვებისთვის ამ ეტაპზე ფასი-წარმადობით თუ ვიმსჯელებთ, 1080 ფასი რომ დაეცემა ეგ კიდე უფრო კარგი იქნება უფრო დიდი ზაპასით მაგ გაფართოვებისთვის, იგივე 580 კი მაქსიმუმ 1080P უჭირავს სოლიდურათ თავი DX12 ბოლო თამაშებში, თუმცა მაგ საქმისთვის GTX970 საკმარისია პრინციპში ან 570, 1060 6გბ დიდი ზაპასი რჩება უკვე 1080P, თუმცა ეგ კარტები 2K მაინც სუსტებია უკვე

Link to comment
Share on other sites

Link to comment
Share on other sites

53 minutes ago, George said:

მანდ სხვა მომენტიცაა თუ რატომ ვერ გამოუშვეს აქამდე ახალი ჰაი ენდ კარტები, მგონი 14 ნანომეტრზე ქონდათ პრობლემები და მაგანაც იმოქმედა გამოვლის ვადებზე + შეიძლება დიდათ ვერ ჩაგრავენ ამ ეტაპზე 1070 1080 და ეგეთ ვიდში გამოშვება ვერ გარისკეს, დაბალი ფასის დადება კი არ უნდათ ძალზე შეიძლება, ამიტკმ დაგვიანდა ვეგას გამოშვება, ნვიდიაც არ ზის უსაქმოთ ალბათ და უკვე ვოლტას გამოსაშვებათ ემზადება ამ წლის ბოლოს ან უფრო შემდეგი წლის პირველი კვარტალისთვის, მანამდე კი არც ისე ბევრი დროა დარჩენილი, ზაფხულამდე მაინც უნდა გამოუშვან ვეგა თორე მერე ძალიან გაუჭირდება ამდ ბაზრის წილის შემცირება, 1070 კი ნომერ პირველი კარტაა 2K გაფართოვებისთვის ამ ეტაპზე ფასი-წარმადობით თუ ვიმსჯელებთ, 1080 ფასი რომ დაეცემა ეგ კიდე უფრო კარგი იქნება უფრო დიდი ზაპასით მაგ გაფართოვებისთვის, იგივე 580 კი მაქსიმუმ 1080P უჭირავს სოლიდურათ თავი DX12 ბოლო თამაშებში, თუმცა მაგ საქმისთვის GTX970 საკმარისია პრინციპში ან 570, 1060 6გბ დიდი ზაპასი რჩება უკვე 1080P, თუმცა ეგ კარტები 2K მაინც სუსტებია უკვე

კი იყო თავიდან 14 nm-ის პრობლემაც, მაგრამ ეგ მაინცადამაინც არ იყო გადაუჭრელი პრობლემა, რამდენადაც თანხები.

პირველი პასკალის ვიდეო ბარათი, GTX 1080-ის გამოსვლიდან ერთ თვეში გამოვიდა პოლარის RX 480 ივნისის თვეში. იდეაში AMD-ს მზად უნდა ჰქონოდა 1080-ის კონკურენტი vega-ს სახით (ან შეიძლებოდა გაკეთებინათ უფრო მეტ ბირთვიანი GPU ჩიპი პოლარისზე 1070-ის კონკურენტად რაც არ გააკეთეს, ან Fury X-ის იმედად დატოვეს ან RX 480 კორსის) მაგრამ ფაქტია, ივნისის თვეში მორჩნენ VEGA-ზე მუშაობას. მერე სანამ სატესტო ბარათებს შექმნიან, სანამ დატესტავენ, სანამ მოარგებენ ახალ ტექნოლოგიებს, სანამ ის, სანამ ეს და კი გავიდა 1 წელი. წესით ეს უფრო ადრეც უნდა გაკეთებინათ მაგრამ ისევ მგონია ფინანსებმა შეუშალათ ხელი. ახლა უკვე პასკალი მორჩა Titan Xp-ს სახით და არამგონია AMD-ში 1 წლის წინანდელ ბარათებს დაუწყონ კონკურენცია. რაღაც ძაან დიდი ნახტომი უნდა გააკეთონ  რომ ვოლტას დაეჭიდნონ ან რამე ისეთი ჩადონ რომ ეს 1 წლიანი ლოდინი აანაზღაურონ. ამ ორი ვარიანტიდან ერთ-ერთი უნდა გააკეთონ ან ორივე ერთად :D

 

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

ვოლტას 2000 სერია თუ წელს გამოუშვა ნვიდიამ ,ამდ ძალიან გაუჭირდება, მაშინ სრაზუ ვეგა კი არა და 600 სერია უნდა გამოუშვან, თუმცა ვეგას ცალკე ამდ უფრო 1070-1080 დასამარცხებლათ უშვებდა, მაგრამ რაღაც ნამეტარი გაიწელა მაგის გამოშვება

Link to comment
Share on other sites

1 hour ago, George said:

ვოლტას 2000 სერია თუ წელს გამოუშვა ნვიდიამ ,ამდ ძალიან გაუჭირდება, მაშინ სრაზუ ვეგა კი არა და 600 სერია უნდა გამოუშვან, თუმცა ვეგას ცალკე ამდ უფრო 1070-1080 დასამარცხებლათ უშვებდა, მაგრამ რაღაც ნამეტარი გაიწელა მაგის გამოშვება

Nvidia-მ უკვე სტანდარტულად ამოყიდა ის ბარათები რაც პასკალში იყო, Titan Xp-ის გამოშვებით დამთავრდა პასკალი, მაგრამ რომც არ გამოეშვა, დიად არაფერი შეიცვლებოდა, გეიმინგისთვის მაგას მაინც არავინ იყიდის, თუმცა Nvidia-ს უპირატესობა ის იქნება რომ, რაც შეიძლება მალე გამოუშვას ვოლტა. რაც უფრო მალე გამოუშვებს უფრო მალე ამოყიდის, რადგან ფაქტია ძაან გაიწელა vega-ს გამოშვება და მაგიტომ ვთქვი, AMD თუკი vega-თი აპირებს 2017 წელს კონკურენცია გაუწიოს 1 წლის წინანდელ ვიდეო ბარათებს მაშინ, ვოლტასთვის როდისღა მოიცლიან?

თუკი დავუშვებთ რომ 1080Ti-ის მაინც აჯობებს ყველაფერში, ეგეც მიზერულად ალბათ +5%-ით და მერე რაცარუნდა იყვიროს AMD-მ პირველი ვარო, ბაზარი უკვე გაჯერებულია პასკალით და ესეთ VEGA-ს ერთეულები თუ იყიდიან რომლებიც, არანაირ მოგებას არ მოუტანს AMD-ს და უზარმაზარ ზარალშიც წავლენ. პროდუქცია თუ არ გაყიდე და ელემენტარულად მოგება არ მოიტანა, მაშინ რაც უმუშავიათ და ფინანსები ჩაუდიათ, უკვე დაკარგულია. სავარაუდოდ ისეთ რამეს ჩადებენ, რაშიც მოგებას ნახავენ.. რამე ტექნოლოგია ალბათ...

ამ გადმოსახეიდან ერთი ვარიანტი ის რჩება რომ, როგორც კი Vega გამოვა, რომც აჯობოს Nvidia-ს, მაინც იაფი უნდა დაადონ, სხვანაირად აბა რითი უნდა გაიყიდოს? 

წინასწარ რაც გავრცელდა ვიდეო რაღაც soul და brain აქვსო, ალბათ ხელოვნური ინტელექტი, რაცარუნდა იმეორონ ეს, მაინც დაგვიანებული პროდუქტია და მოგებას ნაკლეებად მოუტანს. ამას ჯობდა პოლარისის დროს გამოეშვათ და ყოფილიყო თუნდაც სუსტი, ცოტა იაფი, უფრო მეტ მოგებას ნახავდა, თუმცა ვერ გააკეთეს ფაქტია.

Nvidia-მ თუ არ აუჩქარა ცოტა, მაშინ Navi-ს გამოშვება წესით შორს არ უნდა იყოს AMD-სთვის, რადგან ამ სურათის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, პოლარისი-ვეგა-ნავი ახლო-ახლოს დგას და შესაძლებელია Navi იმდენედად რთული არ იყოს გამოსაშვებათ როგორც Vega, რადგან როგორც ამბობენ, Vega არქიტექტურულად ახალი თაობის ვიდეო ბარათია AMD-სგან და შეიძლება კიდე უფრო მეტი დრო და ტესტირება ჭირდებათ.. რაცარუნდა იყოს, ფაქტია რომ, Vega-ს მერე Navi უნდა მიაყოლონ, თუარადა ისევ მოუწევს ჩამორჩენა და გაწელვა როგორც ეხლაა. მე ლოგიკურად სხვა გზას ვერ ვხედავ

5818fa1d3b20.jpg

 

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

Sapphire introduces PULSE graphics card family http://www.guru3d.com/news-story/sapphire-introduces-pulse-graphics-card-family.html

ASUS Radeon RX 560 STRIX Photos and Details Surface http://www.guru3d.com/news-story/asus-radeon-rx-560-strix-photos-and-details-surface.html

PowerColor RX 550 Red Dragon Spotted & Tested http://www.guru3d.com/news-story/powercolor-rx-550-surfaces.html

MSI Radeon RX 580 Gaming X 8G მიმოხილვა რუსულათ https://www.overclockers.ru/lab/83880/obzor-i-testirovanie-videokarty-msi-radeon-rx-580-gaming-x-8g.html

HIS RX 580 და  RX 570 IceQX2 წარადგინა http://www.gamegpu.com/железные-новости/his-predstavila-radeon-rx-580-i-rx-570-iceqx2

XFX და ASL ბიუჯეტური კარტები გამოუშვეს http://www.gamegpu.com/железные-новости/xfx-i-asl-vypustila-po-nizkoprofilnoj-karte ლაპარაკია RX550 და GTX 1050 Ti, ეგ მეორე გაცილებით უფრო ძლიერია მაგ ამდ ანალოგზე, მგონი 460 კი უფრო სუსტია 1050 Ti-ზე, 460 და 470 პერფორმანსში საკმაო სხვაობაა DX11 და DX12-იც, თუმცა 470 ბევრათ ჩემზე ძლიერი მაინც ვერაა DX11 იგრებში, აშკარა სხვაობა უფრო DX12

 

Link to comment
Share on other sites

1 hour ago, david_888 said:

უცხოურ ფორუმბზე 470-ებს და 480-ებს ფლეშავენ აქტიურად 570/580-ზე, აქაც ხო არ ქნა ნეტა უკვე ვინმემ

ჩემი კარტის ჭერი 1400-ია ქორზე

რომ ყოფილიყო ცოტა ნორმალური სარაზგონო, უკვე დაფლფეშილი მექნებოდა :ს

Link to comment
Share on other sites

56 minutes ago, Fatal Fighter said:

ჩემი კარტის ჭერი 1400-ია ქორზე

რომ ყოფილიყო ცოტა ნორმალური სარაზგონო, უკვე დაფლფეშილი მექნებოდა :ს

580-ს იდეაში TDP-ც გაზრდილი ექნება, ასე რომ მაგ ბიოსზე თუ 1400-ა პიკი, არაა გამორიცხული იმაზე მეტი იყოს

პ.ს
ბიოსის რედაქტირება არ გიცდია?

Link to comment
Share on other sites

თვითონ ჩიპი ვერ ქაჩავს 1400-ზე მეტს, ძაბვაც 1.3ვ ყენდება ჩვეულებრივ და პაუერ ლიმიტიც კარგად არის

ბიოსში რა დავარედაქტირო?

მემორის ტაიმინგები დავარედაქტირე და ძალზედ დაბალი მომივიდა, არ ჩაირთო

 

Link to comment
Share on other sites

Just now, Fatal Fighter said:

ბიოსში რა დავარედაქტირო?

TDP გაუზარდე

Link to comment
Share on other sites

Just now, Gogla1990 said:

TDP გაუზარდე

TDP 250-ზე მქონდა დაყენებული buildozoid-ის ბიოსით :დ

იმის XFX ვერსია 1.3ვ-ზე 1500-ს დებდა ჩვეულებრივ, ჩემსას კი 1400-ზე ზევით ალერგია აქვს, ამიტომაც არ ხედავთ ჩემს შედეგებს ფორუმზე 

ვეგამდე მოვიცდი :დ

Link to comment
Share on other sites

დაიკიდე, მთავარია კარტა ჯანზეა და გემსახურება, რეკრდებს თუ ვერ ხსნის არაუშავს :D 

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

AMD ახალი ვიდეო დაანონსა Radeon Pro Duo 32GB http://www.guru3d.com/news-story/amd-adds-new-radeon-pro-duo-with-two-polaris-10-gpus.html

 

Link to comment
Share on other sites

AMD Radeon 520 and 530 Released As Well http://www.guru3d.com/news-story/amd-radeon-520-and-530-released-as-well.html ეგ ბიუჯეტური 520 ალბათ მაქსიმუმ ინტელის ბოლო ინტეგრირებულს თუ აჯობებს კობილეიკის i7-ის

Yeston launches Radeon RX 580 GameAce http://www.guru3d.com/news-story/yeston-launches-radeon-rx-580-gameace.html 580 და განახლებული GTX1060 6gb 11mb VRAM ფაქტიურათ ერთ დონეზე უბერავენ ბოლო იგრებში 1080P რომ მიმოხილვებს რომ გადავხედე

 

Link to comment
Share on other sites

 

RX 580-ზე თითქმის გამოწურულია ოვერქლოქის შესაძლებლობა, ოდნავ მომატება შეიძლება კიდევ, მაგრამ მერე უკვე იქრაშება და ა.შ. ამ ვიდეოში რაც ჩანს GTX 1060-თან სამ თამაშში ჩამორჩა. GPU-ს სიხშირე აღარ მერყეობს განუწყვეტლივ და მუდმივად ერთ სიხშირეზეა დატვირთულ რეჟიმში, რაც ძალიან კარგია. სრულ დატვირთვაზე ფენებმა ყველაზე დაბალი ხმაურის დონე ანახა, რაც სიჩუმის მოყვარულებს მოეწონებათ. გაგრილებაც ეტყობა რომ გაუმჯობესდა სადღაც -7 გრადუსით საშუალოდ.

მოკლედ რეფრეშით გააუმჯობესეს ბარათის ყველანაირი მახასიათებელი, სიგრილე, სიხშირე, ხმაურის დონე, თუმცა GTX 1060-თან მიმართებაში საშუალოთ 70 ვატით მეტს მოიხმარს.

 

 

ეს საფირის მოდელი ვიზუალურად საკმაოდ სოლიდურად გამოიყურება, ხარისხიანი ვიზუალი აქვს. კარგი დიზაინი აქვს. კონკრეტულად ეგ მოდელი limited edition-ია, ანუ უკეთესი ჩიპებითაა GPU +1500-ზე მეტს ადის როგორც ხედავთ. 280$ ღირს, ასევე არის ჩვეულებრივი nitro ვერსიები, სტანდარტული ვარიანტები, ისინი სავარაუდოდ ნაკლებად რაზგონდებიან, შესაბამისად ოდნავ იაფი ღირს.

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.