Jump to content

Archived

This topic is now archived and is closed to further replies.

EXCESS

შსს-მ კიბერდანაშაული გახსნა, დაკავებულია 28 წლის

Recommended Posts

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის და პლასტიკური ბარათიდან ფულადი თანხის ფარულად დაუფლების ბრალდებით, 1986 წელს დაბადებული, საქართველოს მოქალაქე ელენე გ. და 1990 წელს დაბადებული, რუსეთის მოქალაქე გიორგი მ. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ელენე გ. გიორგი მ-ს კუთვნილ კაფე-ბარში მიმტანად მუშაობდა, მასთან შეთანხმებით, სპეციალური მოწყობილობის – ე.წ. „რიდერი“-ს საშუალებით, 2014 წლის მარტიდან მაისამდე უკანონოდ აგროვებდა ბარის სხვადასხვა კლიენტის საბარათე მონაცემებს და კლიენტების მიერ თანხის გადახდის დროს ტერმინალებზე დაფიქსირებულ პინ-კოდებს იმახსოვრებდა.

ბრალდებულებმა აღნიშნული მეთოდით 300 მოქალაქის პლასტიკური ბარათის მონაცემები მართლსაწინააღმდეგოდ მოიპოვეს. უკანონოდ მოპოვებული მონაცემების გამოყენებით, გიორგი მ. სპეციალური მოწყობილობის – ე.წ. „რაითერი“-ს საშუალებით ყალბ პლასტიკურ ბარათებს ამზადებდა და აღნიშნული ბარათების გამოყენებით ელენე გ-სთან ერთად სხვადასხვა ბანკომატიდან თანხებს მართლსაწინააღმდეგოდ ანაღდებდა. აღნიშნული სქემით, 2014 წლის მაისში ელენე გ. და გიორგი მ. ფარულად დაეუფლნენ სხვადასხვა მოქალაქის კუთვნილ 1400 ლარს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას უკანონოდ მითვისებული თანხები, 47 ცალი პლასტიკური ბარათი, ტექნიკური მოწყობილობები – ე.წ. „რიდერი“ და „რაითერი“, კომპიუტერული ტექნიკა და მეხსიერების ფლეშ-ბარათები ნივთმტკიცებად ამოიღეს. ბრალდებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.

გამოძიება მიმდინარეობს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით კომპიუტერულ სისტემაში შეღწევისთვის საჭირო დაშვების კოდის უნებართვო შენახვის, ყალბი საანგარიშსწორებო ბარათის დამზადება-გამოყენების და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ქურდობის ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 285-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 210-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

 

საინტერესო სქემაა ) მაგრამ საქართველოა :დ

Share this post


Link to post
Share on other sites
Guest
This topic is now closed to further replies.

×
×
  • Create New...