Jump to content
david_888

სიახლეები მანქანებზე და მოძრაობის წესებზე

Recommended Posts

1) მარტიდან მარჯვენა საჭიანი ავტომობილი რეგისტრაციას ვეღარ გაივლის (ანუ ახალჩამოყვანილებზეა ლაპარაკი)

2) გადატანილ რულიანებს ტექდათვალიერებაზე პრობლემა ექნებათო

3) ღერძულას გადაკვეთაზე ჯარიმა 300 ლარი ხდება

4) სასწრაფოს, სახანძროსა და პოლიციისთვის გზის არდათმობა 300 ლარით დაჯარიმდება

5) შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, 2016 წლის პირველი იანვრიდან ყველა კატეგორიის მართვის მოწმობას 100 ქულა მიენიჭება და პატრულის მიერ დაჯარიმების შემთხვევაში ქულათა გარკვეული რაოდენობა დააკლდება.

: "2016 წლის პირველ იანვარს ყველა მართვის მოწმობას მიენიჭება 100 ქულა განურჩევლად კატეგორიისა. ამაში არ იგულისხმება ვიდეოჯარიმა, არამედ საუბარია უშუალოდ პატრულის მიერ გამოწერილ ჯარიმაზე, მაგალითად, ტელეფონზე საუბრისთვის, დააკლდებათ ქულები. ქულათა სისტემა გადახედვას საჭიროებს, რის გამოც მის საბოლოო ვარიანტზე დღესდღეობით საუბარი არ შემიძლია. სანამ ქულა ნულამდე ჩამოვა, მანამდე მოგივათ მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომელიც გამცნობთ, რომ თქვენი ქულა მცირდება, ხოლო როდესაც ნულზე ჩამოვა, მოგივათ სმს, რომ მართვის მოწმობა გაგიუქმდებათ"

original.jpg

  • Upvote 4

Share this post


Link to post
Share on other sites

3b79e2775df7868bfde4417530084bbf.jpg?dd=

ესაა ჩემი კომენტარი -_- 

Share this post


Link to post
Share on other sites

მოკლედ ისეთ კანონებს მიიღებენ 2016 წელს რომ ვატყობ ველოსიპედების თემა ასაპინი გახდება ძალიან მალე :lol2:

  • Haha 1
  • Upvote 3

Share this post


Link to post
Share on other sites

3-4 კარგია, დალშე :vis:

ფოტო მომეწონა ბოლოში :D

  • Like 1

Share this post


Link to post
Share on other sites

 

  • Upvote 3

Share this post


Link to post
Share on other sites

1-2 რაღაც შეზღუდვა უნდა ყოფილიყო, ოღონდ არა აკრძალვა

3 ჯარიმის გაზრდა საფასურით რა ხეირი თუ არა ბიუჯეტის შევსება

4 ცოტაა 300 ლარი, საერთოდ ფულადი ჯარიმა, მართვის მოწმობის ადგილზევე ჩამორთმევა უნდა იყოს მინიმუმ 1 წელი

5 პირდაპირ :thumbsup:

Share this post


Link to post
Share on other sites

მოძრაობის წესების დარღვევაზე რაცაა მაგას არაუშავს მაგრამ მარჯვენა საჭიანების შემოყვანაზე აკრძალვა ჩვენს პირობებში სისულელედ მიმაჩნია. თუ ბიუჯეტის შევსებაზე ჩალიჩობენ მემგონი უფრო დააკლდება ვიდრე დაემატება(ფაქტობრივად მოკლავენ მაგ ბიზნესს) ყველას უნდა მარცხენასაჭიანი მაგრამ ამ ქვეყანაში სადაა მაგის საშუალება. ქულების დაკლებაზე ეგ მაგარი იდეა მოსვლიათ. მართლა მეხუთე ელემენტიდანაა გადმოტანილი მგონი )) WTF?

Share this post


Link to post
Share on other sites

არცერთი პუნქტი არ მაღელვებს, მთავარია ღერძულა არ შემომეკვეთოს :)

გადატანილ რულს რაც შეეხება ყოველთვის კატეგორიულად წინააღმდეგი ვიყავი, ვისაც ეგეთი ყჰავს ცოდოა რო გაუჩერონ, თუ ძაან ცუდადაა გადატანილი უნდა გამოასწორებინონ და აწი უნდა აკრძალონ საერთოდ საჭის გადატანა

Share this post


Link to post
Share on other sites

კიდე ერთი პუნქტი დაგვემატა

6)  საქართველოში ფარული პატრულირების შემოღება იგეგმება

საქართველოში ფარული პატრულირების შემოღება იგეგმება, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა შსს-ში განაცხადა, რომელზეც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ახალი პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა. 

"მნიშვნელოვანი სიახლე იქნება ასევე საქართველოსთვის პოლიციის შესაძლებლობის გაძლიერება და ფარული პატრულირების შემოღება, რაც გულისხმობს, რომ პოლიციის მანქანები ამოსაცნობი ნიშნების გარეშე, მაგალითად, მიკროავტობუსის ფორმით, წინასწარ განსაზღვრული მარშრუტით იმოძრავებენ, ავტომატურად რეალურ დროში დააფიქსირებენ დარღვევებს და მძღოლთან კონტაქტის გარეშე მოხდება დამრღვევი პირების გამოვლენა და დაჯარიმება ვიდეოჯარიმების რეჟიმში", - განაცხადა ხუციშვილმა.

მისივე თქმით, ასევე იგეგმება გადასატანი რადარების შემოღება. 

"დღეს წინასწარ ცნობილია, თუ სად დგას რადარი და მძღოლი ცდილობს ფრთხილად იყოს. სხვადასხვა დროს ეს რადარები სხვადასხვა ადგილას იქნება განთავსებული და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ორივე მექანიზმი, რომელიც სიახლეა, გააძლიერებს, ერთი მხრივ, პოლიციის შესაძლებლობებს, რომ გზა გააკონტროლონ და მეორე მხრივ, მძღოლებს გაუჩენს განცდას, რომ რეალურად კონტროლი ხორციელდება იქ, სადაც საპატრულო პოლიციის ციმციმები არ ჩანს", - განაცხადა ხუციშვილმა.

  • Upvote 3

Share this post


Link to post
Share on other sites

ესღა გვეკლდა ამ იდიოტური კანონებისშემოღებას იამკები ამოავსონ ჯობს იმხელებია ზოგგან ფიტი რომ ჩავარდეს ან მსხვა მსგავსი მანქანა ვეღარს ამოვლენ იქედან 

Share this post


Link to post
Share on other sites

ყველაზე მაგრა გოგონებს ეტკინებათ, :) განსაკუთებით ის ფაქტი რო აწი პრავაზე გამოცდა ქალქსი უნდა ჩააბრონ რეალურ მოძრაობაში რასაც 99% ვერ მოახერხებს

მაგათ კი არა მე გამიჭირდა, 6 თვის ნაყიდი მაქ მანქანა და იქამდე კაი 5-6 წელი აღარ დავმჯდარვარ და 1 თვე ბატივით დავდიოდი :) და ახალ ნასწავლი წარმოიდგინე ამ მოძრაობაში, თან 18 წლის გოგოშკა

  • Upvote 2

Share this post


Link to post
Share on other sites

ჩემი აზრით ღერძულაზე ჯარიმა უფრო მაღალიც უნდა იყოს. რამდენი მინახავს, შუქნიშანთან ვდგავართ და გამოხტებიან პროწივზე გადიან და წინ ჩაუხტებიან და დგანან მერე ჯორებივით არც თვითონ გადიან და ვეღარც სხვა გადის, მაგას თავი დავანებოთ, მარცხენა ზოლში სიარულს ვერიდები უკვე, ლამის ამლეწეს პროწივზე გამოსულებმა. 

რაც შეეხება მარჯვენა საჭიანების შემოყვანის აკრძალვას, მე პირადად მივესალმები, ბევრი საგზაო შემთხვევაა მაგის გამო. ძალიან აფერხებენ ტრასაზე სიარულს, ქალაქში არ იგრზნობა, მაგრამ ტრასაზე სახიფათოა. 100-120 კმ/ს-თ მიმავალი ვერ ხედავს რა მოდის და ლამის მთლიანად უწევს გადმოსვლა გასასწრებად რო დაინახოს...

რაც გზებზე სიარულს მოაწესრიგებს ყველაფერს მივესალმები, ქალაქში ძალიან ცუდი მოძრაობაა. კიდევ ზებრაზე რო არ დაუთმობ ქვეითს 20 ლარით დაჯარიმდები

Share this post


Link to post
Share on other sites
4 minutes ago, OpTiMeR said:

ჩემი აზრით ღერძულაზე ჯარიმა უფრო მაღალიც უნდა იყოს. რამდენი მინახავს, შუქნიშანთან ვდგავართ და გამოხტებიან პროწივზე გადიან და წინ ჩაუხტებიან და დგანან მერე ჯორებივით არც თვითონ გადიან და ვეღარც სხვა გადის, მაგას თავი დავანებოთ, მარცხენა ზოლში სიარულს ვერიდები უკვე, ლამის ამლეწეს პროწივზე გამოსულებმა. 

რაც შეეხება მარჯვენა საჭიანების შემოყვანის აკრძალვას, მე პირადად მივესალმები, ბევრი საგზაო შემთხვევაა მაგის გამო. ძალიან აფერხებენ ტრასაზე სიარულს, ქალაქში არ იგრზნობა, მაგრამ ტრასაზე სახიფათოა. 100-120 კმ/ს-თ მიმავალი ვერ ხედავს რა მოდის და ლამის მთლიანად უწევს გადმოსვლა გასასწრებად რო დაინახოს...

რაც გზებზე სიარულს მოაწესრიგებს ყველაფერს მივესალმები, ქალაქში ძალიან ცუდი მოძრაობაა. კიდევ ზებრაზე რო არ დაუთმობ ქვეითს 20 ლარით დაჯარიმდები

ღერძულას რაც შეეხება მარტო 300 ლარამდე გაზრდა არ უშველის, 50 ლარიც ძალიან არასასიამოვნოა მარა ვის აჯარიმებდნენ რო? კონტროლია მთავარი, ყველამ ვიცით ქალაქში ადგილები სადაც მთელი დღე ყველა კვეტს მაგ ღერძულას და გადის პროტივზე  მარა არა? ეგეთ ტოჩკებში ჩაჯდეს პატრული აჯარიმოს ხალხი და 50 ლარზეც აღარ დაარღვევს არავინ

  • Upvote 1

Share this post


Link to post
Share on other sites

ეგ ხო, ვაფშე ღერძულა კიარა ყველაფერი რო კიდია პატრულს ფაქტია, თავისთვის დაბოდიალობენ როცა აუდგებათ მაშინ აჩერებენ...

ეგეც დავალებააო ამბობენ, ლაითად მოექეცით ხალხსო, ისედაც გაბოროტებულებს თქვენ ნუღარ გააბოროტებთო 

Share this post


Link to post
Share on other sites

ღერძულას გადაკვეთაზე კიბატონო იყოს 300 ლარი ჯარიმა რადარებიც დააყენონ კიბატონო ყველაფერი რაც უაფრთხოების მაქსიმალურ გაზრდას უკავშირდება მივესალმები, მაგრამ აქ უფრო ჯიბეების გასქელების ამბავია. რა სისულელეა მარჯვენა საჭიანის აკრძალვა ასეთ იდიოტობას ქართველი თუ მოიფიქრებდა. ვინც მანქანის ტარება არ იცის იმას გინდ მარცხნიბ დაუყენე საჭე გინდ მარჯვნივ. ან ეს პრავაზე 100 ქულა რა უაზრობაა? სირცხვილია ამათ შემყურვალე რა ნატოზე აქვთ პრეტენაია ვინც იქ შეგვიშვას იმის დებილი დედა ვატირე. კანონების გამკაცრების მომხრე ვარ, მაგრამ აი ასეთი დაუნები არ უნდა წერდნენ კანონებს ვინც ეს მოიგონა.

Share this post


Link to post
Share on other sites
32 minutes ago, OpTiMeR said:

ეგ ხო, ვაფშე ღერძულა კიარა ყველაფერი რო კიდია პატრულს ფაქტია, თავისთვის დაბოდიალობენ როცა აუდგებათ მაშინ აჩერებენ...

ეგეც დავალებააო ამბობენ, ლაითად მოექეცით ხალხსო, ისედაც გაბოროტებულებს თქვენ ნუღარ გააბოროტებთო 

ეგრეა ნამდვილად, ეგეთი მითითება აქ პატრულს მარა არ გამოვა ერთროულად წესრიგიც და სიმშვიდეც, ქართველი დეგენეტარი ერია რომელსაც არ აგააჩნია ხათრი ნამუსი თვითშეგნება პატივისცემა, მხოლოდ ძალაზე რეაგირებს ასე იყო ყოველთვის ამიტომაც უნდა მოიჭიმოს ბოლომდე და რო ეტკინება მერე მოვა აზზე

 

24 minutes ago, zaqrinio said:

ღერძულას გადაკვეთაზე კიბატონო იყოს 300 ლარი ჯარიმა რადარებიც დააყენონ კიბატონო ყველაფერი რაც უაფრთხოების მაქსიმალურ გაზრდას უკავშირდება მივესალმები, მაგრამ აქ უფრო ჯიბეების გასქელების ამბავია. რა სისულელეა მარჯვენა საჭიანის აკრძალვა ასეთ იდიოტობას ქართველი თუ მოიფიქრებდა. ვინც მანქანის ტარება არ იცის იმას გინდ მარცხნიბ დაუყენე საჭე გინდ მარჯვნივ. ან ეს პრავაზე 100 ქულა რა უაზრობაა? სირცხვილია ამათ შემყურვალე რა ნატოზე აქვთ პრეტენაია ვინც იქ შეგვიშვას იმის დებილი დედა ვატირე. კანონების გამკაცრების მომხრე ვარ, მაგრამ აი ასეთი დაუნები არ უნდა წერდნენ კანონებს ვინც ეს მოიგონა.

მეც მარჯვენა რულიანი მყავს, მარა პრინციპში ვეთანხმები ამ აკრძალვას, დიდი არაფერი სასწაული მოხდება ამით, ვისაც ყავს პრობლემა არ ექმნება არანარი ასე ჯობია, ჩამოიყავნონ აწი ამერიკიდან, მართლა არაა კაი საქმე ეს მარჯვენა რული იმიტო რო მე შეიძლება ვიარო ფრთილად და გავითვალისწინო ყველა ის გარემოება რაც ახლავს მარჯვენა საჭეს, მარა ჩემს გარდა ატას გამოშტერებულს ყავს რომელიც ამას არ აკეთებს, რისკით და იმედით გადიან აბგონებზე ბევრი მინახავს ეგეთი, ქალებსაც ბევრს ყავთ უკვე ძაან და ვერ უმუღაბენ როგორც საჭიროა, ამიტომ უმჯობესია აღარ შემოვიდეს მარჯვენა რულიანები

ალბათ ჩამქოლავენ მარა მე თუ მკითხავ ,,ჭიჭიკო'' ტაქსაობაც უნდა აიკრძალოს და ტექდათვალიერებაც უნდა შემოიღონ აუცილებლად, დათვალიერების გადასახადი კაპიკები უნდა იყოს მარა აკეთებინო 6 თვეში ერთხელ რო ყველა მანქანა ჯანზე იყოს, ასევე ყველა მძღოლმა წელიწადში ერთხელ მაინც გაიაროს ჯანმრთელობის კომისია, ყველას არ აქვს მანქანის ტარების უფლება, ბევრი ვიცი სანაცნობოში კრუნჩხვიანები და ა.შ რისკ ჯგუფები დადიან მანქანენბით და როდის რამ მოუვა და ვის დაღუპავს კაცმა არ იცის

  • Upvote 2

Share this post


Link to post
Share on other sites

ერთერთი უმნიშვნელოვანესი მინუსი რაც აქვს მარცხენა საჭიანებს ის არის რომ ფარები ჩვენი მორაობის საპირისპიროდ აქვს მიმართული

და ე.წ. ბლიჟნითაც აბრმავებ შემხვედრს... და ქმნიან ხო რეალურად სახიფათო საავარიო სიტუაციას ღამე..

ბევრჯერ მქონია შემთხვევა მინიშნებია და რეალურად მერე აუნთია დალნი: რას მერჩი ბლიჟნი მაქ როგორ წესიაო :)

ამის გასწორება საკმაო ხარჯებთან არის დაკავშირებული როგორც ვიცი და ვინ აკეთებს საერთოდ რო?

 

Share this post


Link to post
Share on other sites
1 hour ago, david_888 said:

მეც მარჯვენა რულიანი მყავს, მარა პრინციპში ვეთანხმები ამ აკრძალვას, დიდი არაფერი სასწაული მოხდება ამით, ვისაც ყავს პრობლემა არ ექმნება არანარი ასე ჯობია, ჩამოიყავნონ აწი ამერიკიდან, მართლა არაა კაი საქმე ეს მარჯვენა რული იმიტო რო მე შეიძლება ვიარო ფრთილად და გავითვალისწინო ყველა ის გარემოება რაც ახლავს მარჯვენა საჭეს, მარა ჩემს გარდა ატას გამოშტერებულს ყავს რომელიც ამას არ აკეთებს, რისკით და იმედით გადიან აბგონებზე ბევრი მინახავს ეგეთი, ქალებსაც ბევრს ყავთ უკვე ძაან და ვერ უმუღაბენ როგორც საჭიროა, ამიტომ უმჯობესია აღარ შემოვიდეს მარჯვენა რულიანები

აი ვინც ვერ დადის მარჯვენა საჭიანით ის მარცხენა საჭიანით რატო ივლის უკედ ? თუ მძღოლი დებილია მარჯვნივ დასვავ თუ მარცხნივ არაქვს ამას აზრი მარტო გადასწრება არაა პრობლემა აქ თვითონ მძღოლები არიან პრობლემა რომლებმაც მანქანის მართვა არ იციან. ავტომატიკაზე ჩაბარება რო მოიგონეს რა სისულელე იყო ეგ ? და გამოცდების ჩაბარება თეორია და პრაქტიკა როგორც ხდება ჩვენს ქვეყანაში მარტო ეგარის ყველაფერი? ესეიგი ზიგზაგში თუ გაიარა აღმართზე არ ჩაუქრა და პარკირება გააკეთა ქალაქშიც შეუძლია სიარული ? რა სისულელეა ! პრაქტიკა უნდა ბარდებოდეს უშუალოდ ქალაქში და არა მხოლოდ ფიშკებით. არ მიმაჩნია სწორად მარჯვენა საჭიანების აკრძალვა თუარადა აგერ ნახავთ მარცხნივ რო დაჯდებიან კაი არაფერი შედეგი იქნება თუ უაერსი არ იყო კიდე. 

1 hour ago, david_888 said:

ალბათ ჩამქოლავენ მარა მე თუ მკითხავ ,,ჭიჭიკო'' ტაქსაობაც უნდა აიკრძალოს და ტექდათვალიერებაც უნდა შემოიღონ აუცილებლად, დათვალიერების გადასახადი კაპიკები უნდა იყოს მარა აკეთებინო 6 თვეში ერთხელ რო ყველა მანქანა ჯანზე იყოს, ასევე ყველა მძღოლმა წელიწადში ერთხელ მაინც გაიაროს ჯანმრთელობის კომისია, ყველას არ აქვს მანქანის ტარების უფლება, ბევრი ვიცი სანაცნობოში კრუნჩხვიანები და ა.შ რისკ ჯგუფები დადიან მანქანენბით და როდის რამ მოუვა და ვის დაღუპავს კაცმა არ იცის

აი ამაში კი გეთანხმები.

მართლაც რომ სასაცილოა 

 

Share this post


Link to post
Share on other sites

მარჯვენა საჭიანი მანქანების აკრძალვა უაზრობაა, რადგან ეს არაფერს ცვლის. ალბათ ბიუჯეტის შევსება ამით უნდათ, აბა სხვა მიზეზს მე ვერ ვხედავ. ის რასაც ამბობენ, რომ მარჯვენა საჭიანი ავტომობილების სიმრავლე განაპირობებს ქალაქში საცობებს ეგ იგივეა რომ ეხლა ვამტკიცო თეთრ ფერზე შავიათქო. მარჯვენა საჭე საცობებთან არაფერ შუაშია. აქ პრობლემა გაუმართავ შუქნიშნებში და დანგრეულ გზებში უფროა. მანქანის რაოდენობა ზოგადად გაიზარდა და ეს პრობლემაც ამიტომ შეიქმნა. შესაბამისად ან გზებია დასამატებელი ან რაღაც სხვა რამის მოფიქრებაა საჭირო, მაგრამ როგორც ჩანს ამ მთავრობას ესეც არ შეუძლია. ზაქრომ კარგად აღნიშნა, რომ იდიოტი გინდა მარცხნივ იჯდეს გინდა მარჯვნივ მაინც იდიოტად დარჩება. იაპონიიდან მარჯვენა საჭიანი მანქანის შემოყვანის აკრძალვა ნიშნავს იმას, რომ მთავრობა ჩვეულებრივ მოქალაქეს უწესებს რომელი მარკის ავტომობილი იყიდოს და სად. რაც მაგათი საქმე საერთოდ არ არის. 

ეხლა რაც შეეხება იმ ადამიანებს ვისაც უკვე ყავთ მარჯვენა საჭიანი მანქანა აიძულებენ რომ საჭე მაცხნივ გადაიტანონ, მაგრამ იმას არავინ ამბობს რა და როგორ. მე რასაც დავაკვირდი ვნახე, რომ არსებობს სამი სახის მარჯვენა საჭიანი ავტომობილი:

1) რომელზეც საჭე შედარებით ადვილად გადადის BMW E34/E36
2) რომელზეც საჭე ძნელად გადადის Mercedes C-Class
3) რომელზეც საჭე საერთოდ არ გადადის - Nissan Skyline

ნუ არის ისეთი რომელსაც შუაში აქვს და ალბათ მაგასაც რამეს მოუფიქრებენ მთავრობაში. მოკლედ რა იგულისხმება მაგათ ნათქვამში "კუსტარულად" გადატანილ საჭეში ეს გაურკვეველია. 100%-ით დარწმუნებული ვარ ეგ თვითონაც არ იციან. მოკლედ თუ ეს საჭის გადატანა "კუსტარულია" ნებისმიერ შემთხვევაში, მაშინ რატომ უნდა გადავიტანო საერთოდ ? როგორც საკუთარი თავი, ასევე სხვაც საფრთხეში რატომ უნდა ჩავაგდო და ჩემი ახალივით მანქანა რატომ უნდა დავჩეხო ტყულად ? რატომ ტყულად ? აბა გადატანილ მარცხენა საჭიან მანქანაზეც 150 ლარიან რაღაცის ყიდვას ითხოვენ. ესე გამოდის რომ ყოველწლიურ გადასახადს დაგაკისრებენ იმიტომ რომ არ გყავს ქარხნულად მარცხენა საჭიანი ავტომობილი. მაშინ მე საჭის გადატანის აზრს საერთოდ ვერ ვხვდები. მარჯვენა საჭიანი რომ არ მინდოდეს თავისთავად არ ვიყიდიდი და არ ვიყოლიებდი. გასაგებია რომ გასწრება გზაზე მოუხერხებელია, მაგრამ ქალაქში მე რაც შემჩნეული მაქვს მარცხენა საჭიანები ბევრად უფრო სწრაფად და სახიფათოდ დადიან ვიდრე მარვენა საჭიანის მძღოლები. კიდევ ძალიან ბერი ნიუანსი და გაუმართაობა აქვს საერთოდ გადატანილ საჭიან მანქანებს, მაგრამ ამაზე საუბარი შორის ყამიყვანს ამიტომ მოკლედ დავწერ, რომ ამ ასჭის გადატან გადმოტანას, იაპნიიდან მანქანის ჩამოყვანის აკრძალვას და ა. შ. სისულელე კანონების მიღებას ჯობია პირდაპი მარჯვენა საჭიან მანქანებზე დააკისრონ გადასახადი. რათქაუნდა ეს თანხა ყველასთვის ერთი არ უნდა იყოს და მანქანის ღირებულებიდან უნდა გამომდინარეობდეს. ჩვენ ქვეყანაში გასწრება მარცხენა მხრიდან ხდება, მაგრამ თუ ვინმეს მარჯვენა საჭიანის ყიდვა უნდა (რაშიც ნამდვილად ვერ გავამტყუნებ), მაშინ კეთილი ინებოს და გადაიხადოს ყოველწლიურად გარკვეული თანხა და მორჩება ყველაფერი. 

100 ქულიან სისტემას რაც შეეხება მე პირადად მომხრე ვარ, მაგრამ ესეც იდიოტურად იქნება მოფიქრებული და არ გაამართლებს. ისევ ნაცნობობა წავა და ამ ქულებზე ჩალიჩი დაიწყება. მე იმის ეს ვარ, მე ამას ვიცნობ, მე თანამდებობის პირი ვარ და ა. შ. შესაბამისად აქაც ჩვეულებრივი მოსახლეობა დაზარალდება. განულების შემთხვევაში თავიდან ჩაბარება ძალიან დიდი უაზრობაა, ჯობიან მძღოლს მინიმუმ 3 თვიანი ლიშენია მისცენ და მართვის მოწმობა საერთოდ ჩამოართვან. ეს დროც დარღვევებიდან უნდა გამომდინარეობდეს, მაგრამ ამასაც არ გააკეთებენ.

მოკლედ მოეშვან ამ მარჯვენა საჭიან კარგ მანქანებს და ევროპული და ამერიკული ნაგავის ყიდვას ნუ გვაიძულებენ, რომელიც იაპონურ მანქანებზე ორჯერ უფრო ძვირი ღირს და მინიმუმ 10-ჯერ უფრო უარეს მდგომარეობაშია. დამპალ ოპელში 2500 ევროს გადახდა ნამდვილად არ მინდა და არც არასდროს არ გადავიხდი. რა კანონიც უნდათ ის მიუღიათ. 

 

Share this post


Link to post
Share on other sites

ზემოთ მარჯვენასაჭიანის მაგივრად პირიქით დამიწერია :)

Share this post


Link to post
Share on other sites
2 minutes ago, STI-228 said:

 

ეხლა რაც შეეხება იმ ადამიანებს ვისაც უკვე ყავთ მარჯვენა საჭიანი მანქანა აიძულებენ რომ საჭე მაცხნივ გადაიტანონ, მაგრამ იმას არავინ ამბობს რა და როგორ.

გადატანას კი არ აიძულებენ პირიქით, დიდი ალბატობით გადატანილები ტექდატვალიერებას ვერ გაივლიან და გაჩერება მოუწევთო

Share this post


Link to post
Share on other sites
32 minutes ago, david_888 said:

გადატანას კი არ აიძულებენ პირიქით, დიდი ალბატობით გადატანილები ტექდატვალიერებას ვერ გაივლიან და გაჩერება მოუწევთო

მე ესე გავიგე რომ გადატანაც არის საჭირო. აბა სულ გამოქლიავებულან ეგენი. თან კრძალავენ მარჯვენების შემოყვანას და რაც უკვე არის აქ ჩამოყვანილი იმას ესე ტოვებენ ? :D თუ საცობები მაგათ გამო იქმნება რო აკრძალავენ მარტიდან შემოყვანას აღარ შეიქმნება ? მე ესე მგონია რომ ავალდებულებენ გადატანას. შეიძლება ვდები, ზუსტად არ ვიცი. მოკლედ მაინც მყავს ერთი გადატანილი მანქანა ოჯახში და დიდი ალბათობით ვერ გაივლის ტექდათვალიერებას ესე გამოდის. ან ეს ტექნიკური დათვალირება რადროსია, როცა რა ბენზის გისხამენ იმას ვერ გებულობ. ყველაფერს უკუღმა როგორ იწყებენ ამ ქვეყანაში. ეხლა წავიკითხე, რომ კატალიზატორების ყიდვაც იქნება საველდებულო ვისაც არ აქვს (ან ამოცლი აქვს) :) არადა მაგის აზრი ? თუ იგივე უხარისხო ბენზინის ჩასხმას გააგრძელებს ყველა მაინც მწყობრიდან გამოვა. ხალხი უნდა გამოვიდეს სხვა გზას მე ვერ ვხედავ.

Share this post


Link to post
Share on other sites

რაც არ უნდა ილაპარაკით მარჯვენა საჭე ბევრად მეთ რისკევს შეიცავს, თუნდაც შენგან დამოუკიდებლად, აი 1 თვის წინ გვერძე პასაჟირი რო არ მყოლოდა შეიძლება ვეღარ დამეპოსტა ეხლა, ჩემ გზაზე ჯიპს მივყვებოდი უკან წინ ვერ ვხედავდი და პროსტა რული ამიკრა გვერზე მჯდომაა წინიდან პროწივზე გადმომხტარმა აწყეტილმა X5-მა ჩამიქროლა 200-ით ალაბთ, რომელსაც მე ვერ ავიცილებდი ვერანაირად, იმისი ბრალი იყო მარა მე რა ხეირი, სანტიმეტრებში ამიარა, რო არ აეკრათ რულზე მორჩენელი ამბავი იყო მე საერთოდ არ დამინახავს ეგ მანქანა

5 minutes ago, STI-228 said:

მე ესე გავიგე რომ გადატანაც არის საჭირო. აბა სულ გამოქლიავებულან ეგენი. თან კრძალავენ მარჯვენების შემოყვანას და რაც უკვე არის აქ ჩამოყვანილი იმას ესე ტოვებენ ? :D თუ საცობები მაგათ გამო იქმნება რო აკრძალავენ მარტიდან შემოყვანას აღარ შეიქმნება ? მე ესე მგონია რომ ავალდებულებენ გადატანას. შეიძლება ვდები, ზუსტად არ ვიცი. მოკლედ მაინც მყავს ერთი გადატანილი მანქანა ოჯახში და დიდი ალბათობით ვერ გაივლის ტექდათვალიერებას ესე გამოდის. ეს ტექნიკური დათვალირება რა მაფიაა, როცა რა ბენზის გისხამენ იმას ვერ გებულობ. ყველაფერს უკუღმა იწყებენ. ეხლა წავიკითხე კატალიზატორების ყიდვაც იქნება საველდებულო ვისაც არ აქვს ან ამოცლილიაქვს :) არადა მაგის აზრი ? თუ იგივე უხარისხო ბენზინის ჩასხმას გააგრძელებს ყველა მაინც მწყობრიდან გამოვა. ხალხი უნდა გამოვიდეს სხვა გზას მე ვერ ვხედავ.

კი ნამდვილად ეგრე თქვეს რო გადატანილებს პრობლემა ექნებათო, კატალიზატორებს რაც შეეხება პარალელურ რეჟიმში დაავალა ღარიბაანთ ბიჭმა ბენზინის ხარისხის მკაცრი და რეგულარული კონროლი

ტექდატვალიერება კი აუცილებელია, ტორმოზის ფარების და ბევრი რამის გარეშე დადის ხალხი, ზოგს გაზი აქ გაუმართავი და საშიშროების შემცველი, ზოგს საბურავები არ უვარგა, მე თუ მკითხავ მკაცრად უნდა მოწმებოდეს საბურავები მათშორის პატრულის მიერაც ტექდატვალიერების გარეშე

  • Upvote 1

Share this post


Link to post
Share on other sites

ევროპაში ნაკლები მოყვარული იქნება ლეგენდარული იაპოშკა მანქანების თქვენი აზრით?

სულელები არიან აკრძალული რომ აქვთ?

პირველ რიგში უსაფრთხოება მეგობრებო! როგორც საკუთარი ისე სხვისი..

ეგრევე ფულს რომ უკავშირებს ხალხი ყველაფერს..

მაგრამ ეგრევე აკრძალვას ვერ დავეთანხმები.. არარაციონალური გადაწზვეტილებაა საერთო მდგომარეობიდან გამომდინარე..

ჩმი აზრით უნდა მოუწესრიგდეთ ფარები მარჯვენასაჭიანებს და გამკაცრდეს კონტროლი უბრალოდ მოძრაობის უსაფრთხოებაზე..~

პროტივებზე გადამსვლელები დაისაჯნონ მწარედ და ა.შ

  • Upvote 1

Share this post


Link to post
Share on other sites

ნუ ეხლა ქალაქში თითო გასვლა რისკის შემცვლელია, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს რომ საერთოდ უნდა აიკრძალოს. ბევრი მარცხენა საჭიანზე მჯდომი იდოტი მინახავს ქალაქში უადგილოდ რომ ეტენება შუქნიშანზე და გადადის გადმოდის ზოლიდან ზოლში ისე თითქოს სოფლის ორღობეში ურმით მიდიოდეს. მოკლედ ისევ იქ მივედი რომ მართვის მოწმობის აღება უნდა გაართულონ და ყველა გამვლელს არ ჩამოურიგონ მართვის მოწმობა. ქალაქში გადაიტანონ პრაქტიკული გამოცდა და სოლიდური ჯარიმებიც დააწესონ ყველაფერზე.

Quote

ევროპაში ნაკლები მოყვარული იქნება ლეგენდარული იაპოშკა მანქანების თქვენი აზრით?

სულელები არიან აკრძალული რომ აქვთ?

პირველ რიგში უსაფრთხოება მეგობრებო! როგორც საკუთარი ისე სხვისი..

ეგრევე ფულს რომ უკავშირებს ხალხი ყველაფერს

 

საქართველო ევროპა არაა და არც მაგათ დონეზე ვართ რამეში განვითარებულები. ვინ გითხრა რომ გერმანიაში აკრძალულია მარჯვენა საჭიანი მანქანები ან ზოგადად ევროპაში ? უბრალოდ ცოტაა. მე არანაირი სურვილი არ მაქვს ევროპული  200SX ან ამერიკული 240SX ვიყიდო, რომელსაც კორზია და 3-ჯერ უფრო მეტი გარბენი აქვს ვიდრე იაპონიაში მყოფ 180SX. აკრძალვით საქმეს არ ეშველება და არც საცობების პრობლემა მოგვარდება. 

უსაფრთხოება კიდევ მარჯვენა საჭიან მანქანებთან არაფერ შუაშია. ეგ გერმანულებს და ამერიკიდან ჩამოყვანილ მანქანებს უფრო მოეკითხება.

Share this post


Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.


×
×
  • Create New...