Barca Posted September 2, 2015 Share Posted September 2, 2015 ქალაქ ბერლინში მიმდინარე ღონისძიება IFA 2015 ის ფარგლებში კომპანია Sony-მ 3 სხვადასხვა ფლაგმანური Xperia სერიის სმარტფონი წარმოადგინა: Xperia Z5 Compact, Z5 და მსოფლიოში პირველი 4K ეკრანის მქონე Z5 Premium.როგორც წინა თაობები ასევე Z5 სერიის სამივე მოდელი ხასიათდება მთელი რიგი უპირატესობებით, რომელთა შორის აღსანიშავია უპირველესად მათი წყალ და მტვერგამძლე კორპუსები, რაც IP68 სტანდარტითაა უზურნველყოფილი. ახალ თაობაში გაუმჯობესდა ორივე კამერა, მთავარი კამერის სენსორი განახლდა და ახლა უკვე ის გახლავთ კომპანიის საფირმო Exmor RS 23MP (IMX300) იანი 1/2.3" შეფარდების მქონე სენსორი, 24mm f/2.0 ფართეკუთხოვანი ლინზის ექვივალენტი, ანუ თქვენ შეგიძლიათ გადაიღოთ ფოტო 4:3 შეფარდებით მაქსიმალური 23MP გაფართოებით 5520x4140 ან 16:9 შეფარდებით 20MP 5984x3366 გაფართოებით, ვიდეოს გააღება კი შესაძლებელია 4K 30@fps ან Full HD 60@fps ით, ასევე სამივე მოდელს ექნება 5.1 MP 1080P ფრონტალური კამერა. გარდა ზემოთ აღნიშნულისა ამ 3 სმარტფონის ტექნიკურ მხარეში კიდევ არის მნიშვნელოვანი მსგავსებები, კერძოდ: სამივე მათგანში მოთავსებულია მძლავრი Qualcomm MSM8997 Snapdragon 810 ჩიპსეტი, რომელიც მოიცავს 8 ბირთვიან ( 4x 1.5GHz Cortex A53 და 4x 2.0Ghz Cortex-A57) პროცესორს ასევე გრაფიკულ ადაპტერს Adreno 430 ს. სამივე მათგანს აქვს 32GB შიდა მეხსიერება და Micro SD სლოტი 200GB მდე მოცულობის მხარდაჭერით, თუმცა განსხვავებულია ოპერატიული მეხსიერების მოცულობა, რომელიც Z5 Compact ისთვის შეადგენს 2GB-ს, ხოლო Z5 და Z5 Premium ისთვის 3GB-ს. კიდევ ერთი უმთავრესი კომპონენტი ამ სმარტფონებისთვის მათი ეკრანებია, რომელთა გაფართოება და ზომა სამივე მოდელისთვის სხვადასხვაა, თუმცა სამივე აღჭურვილია კომპანიის საფირმო Triluminos და X-Reality Engine ტექნოლოგიებით. Xperia Z5 Compact-ს მსგავსად წინა თაობისა აქვს 4.6 ინჩიანი 720P ეკრანი, Xperia Z5 ს ასევე წინა თაობის მსგავსად 5.2 ინჩიანი 1080P ეკრანი, ხოლო რევოლუციურ 5.5 ინჩიანი Xperia Z5 Premium არის პირველი სმარტფონი მსოფლიოში, რომელსაც აქვს 4K (806 ppi) გაფართოება. გარდა ამისა სამივე მოდელს გააჩნია Fingerprint სენსორი. ზომების შესაბამისად ამ სმარტფონების ბატარეის ტიპი და მოცულობა შეადგენს: Li-ion 2700, 2900 და 3430 mah-ს, კომპანიის გაცხდებით კი მათი გამძლეობის დრო აქტიური მოხმარების რეჟიმშიც კი 2 დღემზე იქნება.რაც შეეხება სმარტფონის წონას და სისქეს: Z5 Compact ისთვის ეს მაჩვენებლებია 138 გრამი და 8.9მმ, Z5 ისთვის 154 გრამი და 7.3მმ, ხოლო Z5 Premium ისთვის 180 გრამი და 7.8მმ.სამივე მათგანი იმუშავებს Android 5.1 Lolipop ოპერაციული სისტემის ქვეშ. 7 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
CHampioNNN* Posted September 2, 2015 Share Posted September 2, 2015 მევასება რა ეს კომპანია ყოველთვის რაღაც ინოვაციას ნერგავს პირველი წყალგაუმტარი სმარტფონი ეხლა პირველი 4k ეკრანი ფასი არ არის ჯერჯერობით ცნობილი ??? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Barca Posted September 2, 2015 Author Share Posted September 2, 2015 მეც მაგრად დამევასა ეს მოდელებიარა ჯერ ზუსტი ფასები არაა მგონი, დავწერე მერე როცა იქნება ზუსტი ინფო, ყოველ შემთხვევაში დოლარის კურსის გამო აქ ძალიან ძვირი იქნება Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
სოსო Posted September 2, 2015 Share Posted September 2, 2015 ეხლა მაქვს სონის ზ2 პირველი სონი მქონდა ზ ჩვეულებრივი და იმის მერე მაგრა დამევასაიდეაში ყველაზე მეტად რაც მომწონს დიზაინი და გამძლეობაა თორემ ფუნქციონალურად რამე განსაკუთრებული არ არის და არც კამერა აქვს "ვაი დამაკავე არ გამიშვა ეს რა მაგარია"ჩვეულებრივი მაღალი დონის სმარტფონია რომელიც ჩემს გემოვნებაში კარგად ჩაჯდა ადრე აიფონიც მქონდა და სამსუნგიც მქონდა მაგრამ ამის დიზანი ყველაზე მეტად მომწონსშუშის "შიმპანზე" გარსი ლამაზიც არის და მაგარი გამძლეც 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Barca Posted September 2, 2015 Author Share Posted September 2, 2015 კამერა ეხლა შეიძლება აღარავის უკვირს მაგრამ თავის დროზე ძალიან მაგარი იყო 20მპ რომ ჩადეს, მაგრამ ეხლაც უმაგრესი იქნება ამის 23მპ, ძალიან კარგი სენსორი აქვს, მოკლედ ყველაფერი აქვს ამ სარტს რაც უნდა ქონდეს Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
სოსო Posted September 2, 2015 Share Posted September 2, 2015 ახალი ტელევიზორიც გამოუშვიათ თხელი ეკრანითთხელი ეკრანი გინახავთ?..ხოდა ეგ არ არის თხელი ეკრანი თხელი ეკრანი არის ეს http://www.sony.com/electronics/televisions/xbr-x910c-x900c-series Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Barca Posted September 2, 2015 Author Share Posted September 2, 2015 ახალი ტელევიზორიც გამოუშვიათ თხელი ეკრანითთხელი ეკრანი გინახავთ?..ხოდა ეგ არ არის თხელი ეკრანი თხელი ეკრანი არის ეს http://www.sony.com/electronics/televisions/xbr-x910c-x900c-series შით ზეთს ასამ აქაც დაპოსტე ჩაკვდა ეს თემა > http://www.overclockers.ge/index.php?/topic/29784-სიახლეები-ტელევიზორების-სამყაროდან/&do=getNewComment Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
CHampioNNN* Posted September 2, 2015 Share Posted September 2, 2015 აგარი დეზლი ტელევიზორია ჩამოკიდე სურათივით (სურათი თავისი ჩარჩოთ უბრო სქელია :)) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
სოსო Posted September 2, 2015 Share Posted September 2, 2015 (edited) იდეაში მე მობილურმა უფრო დამაინტერესა ტელევიზორი ამ ეტაპზე მეორე ხარისხოვანია თან იდეაში ტელევიზორს გვერდიდან არ უყურებ და წინიდან არ ჩანს რამდენად თხელია მობილურს რაც შეეხება საინტერესოა ახალი power ღილაკი ჰქონია და battery life როგორი აქვსყველაზე კარგი ბატარეიის პონტში Z3 იყო ყველა წინა მოდელს ჯობდა და Z3+ საც ჯობია Z3+ კარგი პრინციპში ის აქვს რომ სატენის დამცავის გარეშე აქვს ქვევიდან იდეაში ვითომ არაფერი მაგრამ ბოლოს გბეზრდება დასატენად თავსახურის მძრობა და მერე ესეთი რამე ვიყიდე და კაი რაღაცაა დასატენად არ მჭირდება საფარის მოხსნა მაგრამ კომპიუტერთან დასაკავშირებლად მაინც მიწევს მოხსნამაგ პონტში კარგი ვარიანტები დაიწყო სონიმ Z3+ და M5 მობილუირებს ქვევიდან უერთდება პირდაპირ სატენი ამა ახალ ზ5-საც ეგრე ექნება სატენი მაგრამ ბატარეა ალბათ პრემიუმს ექნება კარგი ხანგრძლივობის მარტო დიდია და დიდი ელემენტი დაეტევა წესით Edited September 2, 2015 by სოსო Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Barca Posted September 3, 2015 Author Share Posted September 3, 2015 ევროპული ფასები ვისაც აინტრსებს > http://www.gsmarena.com/european_prices_for_the_xperia_z5_z5_premium_z5_compact_revealed-news-13836.php Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
სოსო Posted September 4, 2015 Share Posted September 4, 2015 აუ პრემიუმი 800 ევრო ღირს რა ამბავია Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Barca Posted September 4, 2015 Author Share Posted September 4, 2015 აქ რა ეღირება დაანგარიშებაც არ მინდა Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
lasha1616 Posted September 4, 2015 Share Posted September 4, 2015 ახალ თაობაში გაუმჯობესდა ორივე კამერა, მთავარი კამერის სენსორი განახლდა და ახლა უკვე ის გახლავთ კომპანიის საფირმო Exmor RS 23MP (IMX300) იანი 1/2.3" შეფარდების მქონე სენსორი, 24mm f/2.0 ფართეკუთხოვანი ლინზის ექვივალენტი, ანუ თქვენ შეგიძლიათ გადაიღოთ ფოტო 4:3 შეფარდებით მაქსიმალური 23MP გაფართოებით 5520x4140 ან 16:9 შეფარდებით 20MP 5984x3366 გაფართოებით, ვიდეოს გააღება კი შესაძლებელია 4K 30@fps ან Full HD 60@fps ით მერამდენედ ანვითარაბენ ამ კამერას... რით ვერ დაასრულეს რით ვერ მიაღწიეს საბოლოო სრულყოფილებას...ყოველ თაობაში ახალი კამერის სენსორი აქვს, კი კაია მაგრამ იმდენს აქებენ რომ რეალურად შეიძლება ვერც კი იგრძნო სხვაობა მის წინა მოდელებისგან განსხვავებით.თან ეს 4:3 რა შეფარდებაა საშინელებაა მეზიზღება...FHD მონიტორს რომ არ ავსებს სურათი, ძალიან მაღიზიანებს. ვიღას უდგია 4:3 მონიტორი... გააკეთონ ისეთი კამერის სენსორი რომელიც 16:9–ს გადაიღებს, პიქსლების მოცილების გარეშე...4K 30@fps – ამ დროს 1 წუთიანი ასეთი ვიდეო ალბათ 1 GB–ს ცდება დანარჩენი ყველაფერი კაია და მომწონს. ერთ–ერთი გამორჩეული, დახვეწილი და ლამაზი სმარტფონია Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Barca Posted September 4, 2015 Author Share Posted September 4, 2015 ხო ეგ 4:3 ის თემა მეც არ მომწონსახალი კამერის სხვაობას ვერ დაინახავს ყველა, რა თქმა უნდა Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Barca Posted September 5, 2015 Author Share Posted September 5, 2015 დაუდასტურებელი ინფორმაციით, მხოლოდ იაპონიისთვის გამოვა Z5 Compact Premium - FHD ეკრანით და 4GB რამ-ით, ძალიან უყვართ ამათ თავიანთი ქვეყანა Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
chinchara Posted November 11, 2015 Share Posted November 11, 2015 სალამი მეგობრებო ვერ გადამიწყვეტია z5 კომპაქტი ვიყიდო თუ აიფონი 6ს თქვენ რას მირჩევთ? რა პლიუს-მინუსები აქვთ ერთმანეთთან მიმართებაში? ღირს თუ არა 6ს-ში 400 ლარით მეტის გადახდა? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Flatliners Posted November 12, 2015 Share Posted November 12, 2015 10 hours ago, chinchara said: სალამი მეგობრებო ვერ გადამიწყვეტია z5 კომპაქტი ვიყიდო თუ აიფონი 6ს თქვენ რას მირჩევთ? რა პლიუს-მინუსები აქვთ ერთმანეთთან მიმართებაში? ღირს თუ არა 6ს-ში 400 ლარით მეტის გადახდა? სალამი მე z5 ავიღებდი დაუფიქრებლად, ჯერ მარტო მაგიტომ რომ z5 8 ბირთვიანი პროცესორი აქვს და 6s 2 ბირთვიანი, z2 მაქ და ძალიან კმაყოფილი ვარ მოკლედ მე შენს ადგილას z5 ავიღებდი 2 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
dete Posted December 2, 2015 Share Posted December 2, 2015 On 11/12/2015, 12:50:02, Flatliners said: სალამი მე z5 ავიღებდი დაუფიქრებლად, ჯერ მარტო მაგიტომ რომ z5 8 ბირთვიანი პროცესორი აქვს და 6s 2 ბირთვიანი, z2 მაქ და ძალიან კმაყოფილი ვარ მოკლედ მე შენს ადგილას z5 ავიღებდი ერთადერთი რაშეიც ვერ დაგეტანხმები ეს პროცესორია. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, სინგლ ქორეში გაცილებით მეტს იღებს ეგ 2 ბირთვიანი ვიდრე ეგ 8 ბირთვიანი, ზოგადად დღეს-დღეისობით ეფლის პროციკი ერთ-ერთი ყველაზე მძლავრია OS-ის წყალობით. ამის გამო ნაღდად არ ღირს რჩევის მიცემა Z5 გამო. მეც ზ5 ავარჩევდი მაგრამ უფრო 5,1 იანას ან პრემიუმს, Z სერიაში ეგ კომპაკები არ მევასება. დიზაინის და ანდროიდის გამო. ბევრი მუსკია მაქვს ნაყიდი და უფრო "family member" არის ჩემთვის ანროიდი ზოგადად. ეფლი კიდე user friendly არის :) და ხო ყველაზე მთავარის თქმა დამავიწყდა , IP68. 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Flatliners Posted December 4, 2015 Share Posted December 4, 2015 On 12/2/2015, 5:46:44, dete said: ერთადერთი რაშეიც ვერ დაგეტანხმები ეს პროცესორია. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, სინგლ ქორეში გაცილებით მეტს იღებს ეგ 2 ბირთვიანი ვიდრე ეგ 8 ბირთვიანი, ზოგადად დღეს-დღეისობით ეფლის პროციკი ერთ-ერთი ყველაზე მძლავრია OS-ის წყალობით. ამის გამო ნაღდად არ ღირს რჩევის მიცემა Z5 გამო. მეც ზ5 ავარჩევდი მაგრამ უფრო 5,1 იანას ან პრემიუმს, Z სერიაში ეგ კომპაკები არ მევასება. დიზაინის და ანდროიდის გამო. ბევრი მუსკია მაქვს ნაყიდი და უფრო "family member" არის ჩემთვის ანროიდი ზოგადად. ეფლი კიდე user friendly არის :) და ხო ყველაზე მთავარის თქმა დამავიწყდა , IP68. არავისთვის არაფერი არ მირჩევია, სად ნახე რომ z5 აღება ვურჩიე? მე უბრალოდ ჩემი აზრი გამოვხატე ამ საკითხთან დაკავშირებით, მე მაინც sony-ს ავიღებდი მიუხედავად იმისა რომ iphones 2 ბირთვიანი პროცესორი უკეთეს შედეგებს დებს ბენჩებში და მიუხედავად იმისა რომ FullHD ეკრანი არ აქვს განსხვავებით iphone 6s-სგან, თან 400 ლარის დამატებაც აღარ მომიწევდა და 400 ლარსაც თუ დავამატებდი z5 პრემიუმს ავიღებდი რათქმაუნდა Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
dete Posted December 4, 2015 Share Posted December 4, 2015 39 minutes ago, Flatliners said: არავისთვის არაფერი არ მირჩევია, სად ნახე რომ z5 აღება ვურჩიე? მე უბრალოდ ჩემი აზრი გამოვხატე ამ საკითხთან დაკავშირებით, მე მაინც sony-ს ავიღებდი მიუხედავად იმისა რომ iphones 2 ბირთვიანი პროცესორი უკეთეს შედეგებს დებს ბენჩებში და მიუხედავად იმისა რომ FullHD ეკრანი არ აქვს განსხვავებით iphone 6s-სგან, თან 400 ლარის დამატებაც აღარ მომიწევდა და 400 ლარსაც თუ დავამატებდი z5 პრემიუმს ავიღებდი რათქმაუნდა მეგობარო ადამიანს რო ეუბნები მე ამას ავიღებდი იმიტომ რო ესა და ეს ეგ არის რჩევა. მეორე გარკვევით გიწერია და შენ ტექსტს ვაკოპირებ " მოკლედ მე შენს ადგილას z5 ავიღებდი ", მე შენზე არ მითქვამს ეგ რატო ურჩიეთქო მე ვინ მეკითხება და არც მიფიქრია. მაგარი გამიკვირდა ეგეთი კომენტარი რო დამხვდა ერთადერთი ის აღვნიშნე რო ბირთვების გამო ნაღდად არ ღირს ტელეფონის შერჩევათქო. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
chinchara Posted December 5, 2015 Share Posted December 5, 2015 სონის თუ ავიღებ აუცილებლად კომპაქტს, დიდი ტელეფონები არ მომწონს, ხოდა კარგად ვერ ჩამოვყალიბდი. ზოგი ზ5 კომპაქტს მირჩევს ზოგი 6ს-ს. ზ5 ჯობია, მაგრამ ზ5 კომპაქტი შეკვეცილი ვერსიაა და ძირითადად ამის გამო იყოფა აზრები ორად Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Beka_Tchighladze Posted December 7, 2015 Share Posted December 7, 2015 z5 ცომპაკის აღებას ბევრად ჯობია ს6 აიღო მეტად ფუნქციონალურია და დახვეწილი მაგთი შედარებაც არ შეიძლება სისულელეა. მაგრამ პრემიუმი უკვე სხვა საქმეა და რათქმაუნდა ს6 თან შედარებით მე პირადად მირჩევნია იმიტომ რომ სიმძლავრით დიზაინით ეკრანით მე მაგრად მომწონს ახალი პრემიუმი. ასე რომ თუ კომპაქტს და ს6 შორის არჩევან აკეთებ დაფიქრებაც არუნდა ს6 უნდა აიღო თუ არადა პრემიუმი ძაან მაგარია. 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
dete Posted December 7, 2015 Share Posted December 7, 2015 მე პირადად 550$ ფარგლებში ვაპირებ გამოწერას და გალაქსი ს6 edge ვფიქრობ 925F, მერე ფული თუ დამიგროვდა და ავედი 700$ ამდე სონი პრემიუმი ან 6ს მინ 64GB, ეფლი იმიტომ რომ ადვილად გავყიდი რო რამე(გაყიდვაში უკონკურენტოა ), თუმცა პრემიუმს ძაან დიდი ეკრანი აქვს, 5,5 ინჩიანები არ მევასება. 2 თვეში აანონსებენ ს7 და ვფიქრობ ხო არ დაველოდოთქო, ზუსტად როდის გამოვა არ ვიცი ისე მე პირადად კომპაკი არ მევასება, თუმცა ერთადერთი რაც აკლია ეგ ეკრანის გაფართოებაა თორე ნაწილები იგივეა სხვა ყველაფერი როგორც მე მახსოვს და წესით უფრო მეტ შედეგს უნდა დებდეს ვიდრე ზ5 სტანდარტი ან პრემიუმი. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Beka_Tchighladze Posted December 7, 2015 Share Posted December 7, 2015 არააა 5.5 დიდი ეკრანი ძაან მშვენივრად მერგება ჩემი G3 ხელში არაა დიდი ზომა პირიქით კარგიცააა მე დიდი ხელები მაქ თან და ცალი ხელით მშვენივრად ვხმარობ მაგ ზომას. ნუ ახლა ძაან პატარა ხელები თუ გაქ რავი არვარგა მაშინ მოუხერხებელია თან ეკრანი ცოტას არ ნიშნავს მაგხელა გაფართოებააა ძაან მაგარია პრემიუმიი თან ბევრად თხელია კომპაკზე და ბევრად ძლიერი ბატარეა აქ. რავი ჩემი აზრით სონი მაგარია ძაან ყველაფერს აერთიანებს თავის თავში რაც სრულყოფლებისთვის ჭირდება სამსუნგი პლასმასაა და თან ჭყალგამძლე არაა ეს კიდე ყველაფერია თან კამერაც ძაან მაგარი აქ თავიდან არ მევასებოდა სონის დიზაინი ახლა კიდე ძაან მევასება რაღაც კაცურია და კარგია ისეთი ნაზი და ის არაა რაა როგორც სამსუნგი ან ლგ რავი მაგარია დანარჩენი შენზეა და ვაოფებთ და მორჩეს მაინც აქ ამაზე ლაპარაკი თუ ზუსტად გაინტერესებს გახსენი რჩვა კონსულტაციაში. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
OgaiB Posted December 7, 2015 Share Posted December 7, 2015 On 12/5/2015, 1:08:19, chinchara said: სონის თუ ავიღებ აუცილებლად კომპაქტს, დიდი ტელეფონები არ მომწონს, ხოდა კარგად ვერ ჩამოვყალიბდი. ზოგი ზ5 კომპაქტს მირჩევს ზოგი 6ს-ს. ზ5 ჯობია, მაგრამ ზ5 კომპაქტი შეკვეცილი ვერსიაა და ძირითადად ამის გამო იყოფა აზრები ორად ჰარდი ერთიდაიგივე აქვთ, არ არის შეკვეცილი ვერსია. ეკრანი აქვს კომპაქტს HD. Full HD მაგივრად და ცოტა აკუმულტორი ნაკლები ტევადობის, ზომიდან გამომდინარე 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.