Jump to content

opensource საქართველოში


Recommended Posts

ეს თემა forum.ge-ზე და conference.ge-ზეც გავხსენი და მინდა აქაც გავხსნა რადგანაც opensource-ს აზრი იმაშია რომ რაც მეტი ჩართულობა იქნება, მით უფრო განვითარდება და დახვეწება პროგრამა.

მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში opensource პროექტებს დიდ ყურადღებას აქცევენ და დიდ თანხებს დებენ მათ ფონდებში, რომ შემდეგ ეს პროგრამები განახლებული და გაუმჯობესებული სახით ისევ მათ გამოადგეთ. ამის დეტალურად ჩამოთვლა შეიძლება ეხლა მიმოხილვით და მოკლე ინფორმაციით ავხსნი.

ამდენი წლებია თვალყურს ვადევნებ და სურვილი მაქვს რომ ეს სფერო განვითარდეს პირველ რიგში თვითონ დეველოპერემბა უნდა მოვახერხოთ შეკრება და ამ თემების განხილვა შემდეგ პროექტის დაწყება რომელიც თავის მხრივ დააინტერესებს ბიზნესსაც და სახელმწიფოსაც. ამ დრომდე არ მინახავს რომ ბიზნესმენები ან სახელმწიფო ყოფილიყო დაინტერესებული.
წარმოვიდგინოთ ერთ მშვენიერ დღეს მოთხოვნა სწორედ opensourc-ზე გაჩნდეს ამ დროს საერთოდ არ ვართ მზად ცალკეულ პროგრამისტებს თუ არ ჩავთვლით.

2004-2005 წლებში იყო გნათლების სამინისტროს მიერ დაწყებული პროექტი სახელად ირმის ნახტომი და ძალიან მალევე გაურკვეველი მიზეზების გამო აღარ გაგრძელდა. თუმცა სულ რამოდენიმე ადამიანს მთელი საქართველოს მაშტაბით უდნა ესწავლებინათ პედაგოგებისთვის ლინუქსი და შესაბამისად უკვე არალოგიკური ჩანდა თავიდანვე.
ისეთი შდაბეჭდილება მრჩება რომ ჩვენს ქვეყანაშI საერთოდ არც იციან რა არის ღია კოდის პრინციპი, მაშინ როდესაც მსოფლიოს დიდი ნაწილი სწორედ ამაში ხარჯავს დიდ თანხებს.

მაგალითისათვის გერმანიის ქალაქ მიუნხენის საბიუჯეტო ორგანიზაციები შარშან მთლიანად ლინუქსზე გადავიდნენ. დაზოგეს 18,000,000 ევრო. სხვა მიზეზებიც არის რომელსაც არ ჩამოვთვლი ეხლა. იმაზე აღარ ვამბოგ გერმანიის საელჩოებში ამ სისტემაზე არიან გადასულები რამდენიმე წელია. ამას გარდა გერმანიას თავისი ლინუქსზე დაფუძნებული ოპერაციული სისტემა აქვთ სახელწოდებით Suse და მუდმივად ანვითარებენ მას.

კითხვა მაქვს, ასეთი რა არის ამის მიზეზი თქვენი აზრით რომ არადა არ ვითარდება ჩვენთან ეს სფერო და როგორ შეიძლება დაინტერესდნენ ბიზნესმენები. თუ იქნება დაინტერესება შემიძლია გაცილებით ვრცლად გავშალო თემა და მეტი დეტალები განვიხილო.
ამ დღეებში ვიფიქრე არასამთავრობოს გავხსნი ამ კონკრეტული მიმართულებით და როგორც იურიდიული პირი, ჩამოვწერე მიზნები რომლებსაც ვაპირებ რომ დაისახოს ორგანიზაციამ და იქნებ შემდეგ დაველაპარაკო სპონსორებს. ფორუმებზე შევდიოდი და ვაკვირდებოდი რამდენად არის ინტერესი ან რომელ ამ სფეროს რომელ კატეგორიაში რა მოთხოვნებია, მაგრამ იმდენად არეულია თემები რომ ვერ გავერკვიე ამ ორგანიზაციაში ვის წევრობაზე შეიძლება ფიქრი და ამიტომ ვიფიქრე მარტო დავაფუძნებ ორგანიზაციას ხოლო დაინტერესებულ პროგრამისტებთან კი ვითანამშრომლებდი პროექტების მოთხოვნილებებიდან და მათი შესალებლობებიდან გამომდინარე.

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.