kloud Posted April 17, 2015 Share Posted April 17, 2015 მოკლედ მაქვს ეს ლეპტოპი Lenovo G585 პროცესორი AMD E300 ოეპრატიული 2გბ DDR3 ვიდეოაკრტა ინტეგრირებული RADEON HD 6310M მყარი დისკი 320გბ ეკრანი 15.6" 1376*768 LED ბიუჯეტური მოდელისთვის საკმაოდ კარგი დინამიკები აქვს, 2*USB 3.0 პორტი 1*USB 2.0 პორტი VGA და LAN პორტები DVD წამკითხავი. ამის მთავარი ღირსება ელემენტია, პროცეროსი ძალიან ცოტა ენერგიას მოიხმარს რის ხარჯზეც ელემენტი ძლებს საშუალოდ 5 საათამდე. ამასწინათ თბილისი-ზუგდიდის დილის ჩქაროსნულით მივდიოდი რომელიც 08:00-ზე გადის და 13:30ზე ჩადის და ზუსტად ზუგდიში რო შევდიოდი მაშინ დამიჯდა, ამასთან 1 ფილმს ვუყურე ბოლომდე, ასევე დაახლოებით 1 საათის განმავლობაში ვუყურებდი სხვადასხვა ვიდეოკლიპებს, ვაკოპირებდი ფაილებს, ცოტახნით ლოკალური სერვერიც ჩავრთე და ვიმუშავე და ბოლოს უკვე ნახევარი საათი მუსიკას ვუსმენდი გამორთული ეკრანით. ასევე არის საკმაოდ მსუბუქი. ინტერნეტისთვის და მარტივი დავალებებისთვის მშვენიერი მოდელია, ფოტოშოპშიც კი მიკეთებს რაღაც რაღაცებს ნაყიდი მაქვს ნოემბრის ბოლოს. მაქვს ყუთიც და მგონი რაღაც საბუთებიც. დამტენს აქვს ერთადერთი პრობლემა ერთ ადგილას იზოლენტითაა გადაბმული, თუმცა მუშაობს იდეალურად. ლეპტოპიც როგორც ვიზუალურად ასევე ფუნქციონალურად იდეალურ მდგომარეობაშია. შესაძლებელია ასევე გაცვლა მყარი დისკების დატოვებით, თანხის დამატება თუ იქნა საჭირო მოვრიგდებით. მსურს გაცვლა დაახლოებით იგივე დონის ლეპტოპში, რომელსაც ექნება 1 მაინც USB 3.0 პორტი და პროცესორი იქნება ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი: ასევე მაწყობს გაცვლა ლეპტოპში რომელსაც არ ექნება ოპერატიული მეხსიერება ან მყარი დისკი მაგრამ ზემოთ ნახსენებ სხვა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს. ასევე არ იქნება პრობლემა თუ მუშაა მაგრამ ვიზუალურად ცოტა შელახულია. Link to comment Share on other sites More sharing options...
david_888 Posted April 17, 2015 Share Posted April 17, 2015 ბიუჯეტური მოდელისთვის საკმაოდ კარგი დინამიკები აქვს ახასიათებს მაგ ბრენდს მაღალი ხმა და ნორმალური ჟღერადობა Lenovo G50-30 მაქვს და დინამიკებით გაკვირვებული დამტოვა, გვერძე ოთახში ისმის ხმა კინოს რო ვრთავ, 2 ასუსი და ეისერი მქონდა და მტანჯავდა მაგ ამბავში სამივე, არაფერი არ ისმოდა ყური თუ არ მქონდა მიდებული შენ ჩამონათვალს რაც შეეხება პენტიუმები ხო, მარა ძველი სელერონები ძაან სუსტებია, სელერონზე თუ იყიდი ბოლო თაობა უნდა დაითრიო N სერია, ეგენი შედარებით ნორმალურია ბრაუზინგზე და კინოს ყურებაზე არ ჭედავენ და თან ძაან ეკონომიურებია Link to comment Share on other sites More sharing options...
kloud Posted April 17, 2015 Author Share Posted April 17, 2015 ხო მაგრამ აპგრეიდის საშუალებას არ მაძლევს ეს ჩაპაიანიკებული პროცი აქვს. PS. გაყიდვაზეც თანახმა ვარ თუ მსურველი გამოჩნდება, ერთი ორი საინტერესო მოდელი ვნახე და მაგაზე დავამატებ თანხას და იმას ვიყი თუ ამის მყიდველი გამოჩნდა. Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Archived
This topic is now archived and is closed to further replies.