Jump to content

ყველაფერი ფეხბურთზე...


Recommended Posts

ბაიერნი - ბენფიკა
ვოლფსბურგი - რეალი
ბარსელონა - ატლეტიკო
პსჟ - სიტი

 

ყველაზე რთული მატჩი ბარსა-ატელტიკო იქნება :D 

Link to comment
Share on other sites

ხო ეგრე ჩანს ფურცელზე სიტიმ თუ არ გაიგიჟა თავი ან პსჟ რაღაცის შეეშინდა ბოლო მომენტში და შეცდომების დაშვება დაიწყეს, რეალს და ბავარიას კი არ უნდა გაუჭირდეს ნახევარფინალში გასვლა, დღეს ერთ მიმოხილვას და ორ შეხვედრას ვუყურე კიდე 1080i-ში, ჯერ გერმანიის მიმოხილვა ვნახე, მესამე ადგილს ისევ გერტა ინარჩუნებს, თუმცა გაუჭირდებათ მემგონი მეოთხე ადგილზეც დარჩენაც კი, მაგრამ სხვა გუნდებიც ბევრ ქულებს კარგავენ წელს და ვერ გაიგებ ვინ აღმოჩნდება ამ ეტაპზე ოთხეულში, შალკე,ლევერკუზენს და მიუნხენგლადბახს აქვს კარგი შანსები გერტას გარდა ოთხეულში მოხვედრის, განოვერი კი ფაქტიურათ გავარდა მეორე დივიზიონში, ლევერკუზენის და ვილარეალის ატვეტნის შეხვედრაც ვნახე ევროპალიგის 1/8 ფინალზე, ფაქტიურათ შანსებიც კი არ ქონია გერმანულ კლუბს გოლის გატანის, უფრო ესპანური კლუბი იყო ახლოს მეორე ტაიმში გოლთან მაგრამ 0-0 დასრულდა ეგ შეხვედრა და ვილარეალი მეოთხედფინალში გავიდა, ძალიან სტროგათ ითამაშეს აბარონაში, ფაქტიურათ უშეცდომოთ, ვალენსია-ატლეტიკის თამაში უფრო საინტერესო გამოვიდა, ორივე გუნდი უშვებდა შეცდომებს დაცვაში, ნერვიც იგრძნობოდა და ბოლო წუთამდე რჩებოდა ინტრიგა, ანგარიში 13 წუთზე გახსნა სანტი მინამ, 38 წუთზე კი ადერლანმა მეორე გოლიც შეაგდო და უკვე ვალენსია გადიოდა ეგეთი რეზულტატით მეოთხედფინალში, ატლეტიკს ძალიან ბევრი საგოლე მომენტები არ შეუქმნია მაგ თამასში თუმცა 76 წუთზე მაინც შეძლეს ერთი გოლის გაქვითვა, ადურისმა გაიტანა, მაგრამ მემგონი მანამდე ხელით ითამაშა ატლეტიკის იგროკმა და სუდიას უნდა გაეჩერებინა თამაში სანამ საგოლე მომენტი შეიქმნებოდა, ნევილიც გააძევა სუდიამ მაგ ინციდენტის გამო, მაგის შემდეგ ვალენსიას კიდე ქონდა რამდენიმე პოლუმომენტი მაგრამ ვეღარ მოახერხეს მესამე გოლის გატანა და ატლეტიკი გავიდა მეოთხედფინალში, მანჩესტერი-ლივერპულის და ბრაგა-ფენეხბარჩეს თამაშები მაქვს კიდე გადმოწერილი და ხვალე ჩავუჯდები, ვიკენდის რასპისანიაც ვნახე და ამ 7 შეხვედრას გადმოვწერ ალბათ 1080i-ში თუ დაიდება:

შალკე-მიუნხენგლადბახი, რომა-ინტერი,კრასნოდარი-ლოკომოტივი,რეალი-სევილია,სიტი-მანჩესტერი,პსჟ-მონაკო, ვილარეალი-ბარსა ტენისის მასტერსებიც დაიდოს შეიძლება ამ ვიკენდზე და ფორმულა 1 სეზონიც იწყება კიდე, თუმცა პატარა შესვენებაა ეხლა ამხანაგური თამაშებისთვის და მსოფლიო ჩემპიონატის ატბორისთვის აპრილამდე, მაგარი იგრებია ლათინური ამერიკის ატბორზე, იგივე ბრაზილია-ურუგვაი და ჩილე-არგენტინა, მაგრამ არ ვიცი ინგლისურ ენაზე თუ დაიდება ნორმალურ ხარისხში ეგ თამაშები, მგონი არა

Link to comment
Share on other sites

ხო მართლა ეს ვეროპალიგის წყვილებია:

943826_1021316674580855_9053923604963675

წელს აქაც საინტერესო წყვილებია, მთავარო ფავორიტი დორტმუნდია ჩემი აზრით 

Link to comment
Share on other sites

7 hours ago, FC BARCELONA said:

ხო მართლა ეს ვეროპალიგის წყვილებია:

943826_1021316674580855_9053923604963675

წელს აქაც საინტერესო წყვილებია, მთავარო ფავორიტი დორტმუნდია ჩემი აზრით 

ჩემი აზრით სევილია დადებს ზედიზედ მესამედ. დორტმუნდს კლოპი გაანეიტრალებს :)

Link to comment
Share on other sites

არა მეეჭვება ისევ სევილიამ მოუგოს :D უფრო მგონია რომ დორტმუნდი-ლივერპულის წყვილში გამარჯვებული მოიგებს 

Link to comment
Share on other sites

დღეს ორ მიმოხილვას და ორ შეხვედრას კიდე ვუყურე 1080i-ში, ჯერ საფრანგეთის მიმოხილვა ვნახე, ლოლ პსჟ გაინაღდა ჩემპიონობა ვიეზდზე 9-0 ტრუას განადგურების შემდეგ, ზლატანას პოკერი შუესრულებია მაგ თამასში თუმცა თვითონ იძახის რომ შემდეგ წელიწადს საფრანგეთში აღარ ითამაშებს და სხვა ქვეყნის ჩემპიონატში გადადის ვითომ, მესამეზე კი ისევ კანი გაიჭრა, მანჩესტერი-ლივერპულის თამაშიც ვნახე, ისევ საშვალო დონის თამაში აჩვენა მანჩესტერმა ატაკაში, დაშლილია მოკლეთ გუნდი ფერგუსონის წასვლის შემდეგ, თითქოს არ ყავთ ცუდი იგროკები ნაყიდი მაგრამ ოთხეულში მოხვედრაც კი უჭირთ ბოლო რამდენიმე წელია, მაგ შეხვედრაში ლივერპული უფრო დასტოინათ გამოიყურებოდა და ბოლოს მოგებაც კი შეეძლო, 32 წუთზე სუდიამ პენალტი დანიშნა ლივერპულის კარებში რომელიც მარსიალმა გაიტანა, თუმცა 45 წუთზე გაათანაბრა კაუტინიომ ანგარიში, მეორე ტაიმშიც ქონდა ლივერპულს საგოლე მომენტები, მანჩესტერს კი ისევ უჭირდა რეალური საგოლე მომენტების შექმნა და 1-1 დასრულდა ატვეტნი შეხვედრა და 3-1 გაიმარჯვა ლივერპულმა მაგ პარაში, ბრაგა-ფენეხბარჩეს თამაშიც ვნახე, სუდიამ რაღაც ნამეტარი ბევრი შეცდომები დაუშვა მაგ შეხვედრაში და თურქები ერთ ამბავში იყვნენ ბოლოს, 11 წუთზე გახსნა ანგარიში ეგვიპტელმა ფორვარდმა ახმედ ჰასანმა, თურქებმა გაათანაბრეს ანგარიში უკვე ბოლო დამატებითი წუთი რომ მთავრდებოდა პირველ ტაიმში, ტოპუკმა გაიტანა, თურქებს ისე კარგი 200 მილიონი ევროს იგროკები ყავდა სასტავში თუმცა ყველა მობერდა უკვე ნანის და ვან პერსის ჩათვლით, დიეგომაც არაფერი აჩვენა პოლუზაშიტაში ადრე რომ ბრაზილიელი თამაშობდა ვოლფსბურგში და ატლეტიკოში, მეორე ტაიმში სამი იგროკი გაუგდო სუდიამ თურქებს და თან სპორნი პენალტი დაუნიშნა, 66 წუთზე მეორე ყვითელის გამო ტოპალი გააძევა და პენალტი დანიშნა ხელით თამაშის გამო, 69 წუთზე ჟოსუემ 2-1 გახადა ანგარიში, თუმცა ჯერ კიდევ გადიოდნენ თურქები, მაგრამ გაძევებამ ცუდათ იმოქმედა თურქებზე ფსიხოლოგიურათ და დაცვაში დობრათ შეცდომები დაუშვეს, 74 წუთზე სტოიკოვიჩმა მესამე გოლი გაიტანა, 83 წუთზე კი რაფა სილვამ მეოთხე გოლიც შეაგდო და 4-1 მოიგო ეგ შეხვედრა ბრაგამ, თუმცა 87 წუთზე ტოპუკი გააგდო სუდიამ პირდაპირი წითელით და მერე ვოლკან შენიც რომ აღარ წყანდებოდა თამაშის ბოლო წუთებზე, თუმცა კლუჩევოი მომენტი მაინც პირველი გაგდება და პენალტის დანიშვნა იყო, მანამდე ისე საკმაოთ როვნი თამაში მიდიოდა და არაფერს ისეთს არ ქმნიდა ბრაგა ატაკაში, ისე კი 4-2 მოიგეს კომფორტულათ ბოლოს, მაგ პარებში შახტიორს,ვილარეალს,სევილიას და დორტმუნდს მივცემდი უპირატესობას, თუმცა სხვა გუნდებსაც ექნებათ გარკვეული შანსები, დღეს მანჩესტერული დერბია და ჩავუჯდები ხვალე მაგ შეხვედრას

Link to comment
Share on other sites

დღეს ერთ მიმოხილვას და ერთ შეხვედრას ვუყურე კიდე 1080i-ში, ჯერ რუსეთის მიმოხილვა ვნახე, კარგა ხანია აღარ მიყურებია და მაინტერესებდა რა ხდებოდა, პირველზე წელს ცეესკა მიდიოდა წინა ტურამდე, როსტოვის გამარჯვების შემდეგ გათანაბრდა სიტუაცია, თუმცა 3-7 უკვე 6-7 სხვაობა ჩამოყალიბდა, მემგონი მაინც გაუჭირდება როსტოვს მეორე ადგილის შენარჩუნებაც კი, როსოვოი ისე ამ წლის ლესტერია რუსეთში, პატარა დაფინანსებით მაქსიმუმს აწურინებს ბერდიები მასეთი სასტავით, მანჩესტერის დერბიც ვნახე, სიტიმ მთლათ ჩაისვარა რაღაც, არაფერი ისეთი არ უჩვენებია მანჩესტერს, რამდენჯერმე შეუტია და ეგეც საკმარისი აღმოჩნდა, სიტიმ კი ისეთი არაფერი აჩვენა ატაკაში თუმცა ერთი გოლის გატანა შეეძლოთ მაინც, ერთადერთი გოლი მაგ შეხვედრაში როშფორდმა გაიტანა 16 წუთზე და გაიმარჯვა მძიმე ბრზოლაში მანჩესტერმა 1-0, მაგ მოგების შემდეგ მარტო 1 ქულით აგებს სიტისთან უკვე და ვესტ ჰემიც მანდვეა, ყველა სხვა იგრებიც გადმოვწერე პსვ-აიაქსის ჩათვლით და ხვალიდან ჩავუჯდები, მიდვიკზე მაინც არაფერი ტარდება დიდათ და ვიკენდამდე კი უნდა მეყოს ეგ 7 თამაში

Link to comment
Share on other sites

დღეს ერთ მიმოხილვას და ერთ შეხვედრას ვუყურე კიდე 1080i-ში, ჯერ ინგლისის მიმოხილვა ვნახე, ლესტერი ძალიან ახლოსაა უკვე კაკ მინიმუმ მეორე ადგილი მაინც რომ აიღოს წელს, თუმცა ჯერ კიდევ 5 ქულით უგებს ტოტენჰემს და არ აპირებს ქულების გაფლანგვას, ვილეტზე კი მძიმე ბრძოლა გაიმართება ნიუკასლს,სანდერლენდს და ნორვიჩს შორის, მაგ სამიდან ორი გუნდი გავარდება ალბათ, ბენიტესი დაუნიშნიათ ისე ნიუკასლის ტრენერათ, შალკე-მიუნხენგლადბახის თამაჩიც ვნახე, ხოშიანი თამაში გამოვიდა, მიუნხენგლადბახმა ჯამში მგონი კარგი 10 საგოლე მომენტი მაინც შექმნა მაგ შეხვედრაში მაგრამ მარტო ერთი გოლი შეაგდო და დაისაჯნენ კიდეც ბოლოს, ანგარიში 59 წუთზე გაიხსნა ავტოგოლის შემდეგ, 79 წუთზე კრისტენსენმა როგორც იქნა შეაგდო, თუმცა მაინც გაიმაჯრვა შალკემ, 83 წუთზე გორეცკამ გაიტანა, შალკეს მგონი სულ სამი მომენტი ქონდა და ორი შეაგდეს, გაჭირვებით მოიგეს მაგრამ მაინც გასწორებულში იყვნენ, ბორუსიას იგროკები კი ლამის ტიროდნენ ბოლოს თამაში რომ დასრულდა, 6 შეხვედრა კიდე მაქვს გადმოწერილი და ხვალე რომა-ინტერის და ვილარეალი-ბარსას შეხვედრებს ვნახავ, მასტერის ფინალიც ვნახე დღეს ინგლისურ ენაზე პოლონური კანალის ტრანსიაცია 1080i-ში, ჯოკოვიჩმა 27 მასტერსი მოიგო და დაეწია უკვე მოგებებით ნადალს

Link to comment
Share on other sites

ერთხელ 720i-ში უყურე რა ან აღარ დაწერო რომელში უყურე. ხშირად ვათვალიერებ ხოლმე ამ თემას და ეგ 1080 უკვე ძილში მელანდება )))))

Link to comment
Share on other sites

ეგეთი ფორმატი არაა,  არის 720P რიპები იმიტომ რომ ეგ მარტო ევროპაში აჩვენებენ 720P ფორმატში ზოგიერთი გერმანული და შვეიცარული არხები http://rgfootball.net/viewtopic.php?t=130602, HD ვწერდი ადრე მაგრამ 1080i-ში ყველაზე სწორია, დაჟე HDTV 1080i იქნებოდა ყველაზე სწორი, თუმცა 1080i უკვე ხელუხლებელი ზაპისი იგულისხმება ნტვ+ HD არხების http://www.ntvplus.ru/tv/ ანუ ყველა ეგ კანალი აჩვენებს 1080i-ში 50ფპს GPU აქსელერაციით როცა უშვებ კომპში 8-15მბ.სეკ ბიტრეიტით, კანალს გააჩნია, ისეთი იდეალური ტრანსფერი არა აქვთ ნაყიდი რომ მაგის 720P რიპის გადმოწერა ღირდეს თუნდაც 23 ინჩიან 1080P მონიკზეც კი, ეგეთი 3-4მბ.სეკ რიპები სმარტფონებისთვის თუ გამოდგება ტელეფონში საყურებლათ პატარა ეკრანებზე, ეგ რა თქმა უნდა შედარებით ნორმალურ ხარისხში თუ გსურს უყურო პიქსელაციის გარეშე,  დღეს ერთ მიმოხილვას და ორ შეხვედრას კიდე ვუყურე 1080i-ში, ჯერ გერმანიის მიმოხილვა ვნახე, ბავარიას მოუგია აჩერედნოი შეხვედრა და ისევ 5 ქულით უგებს დორტმუნდს, გერტა კი მემგონი არ აპირებს ოთხეულიდან გამოვარდნას წელს, კალუს მემგონი მეორე ახალგაზრდობა დაეწყო მაგ კლუბში, რომა-ინტერის თამაშიც ვნახე, ინტერი ცოტა მოსულიერდა, თორე ახალი წლის შემდეგ საცოდავ ფეღბურთს თამაშობდენ, მაგარი ინტენსიური თამაში გამოვიდა, ანგარიში 53 გახსნა პერისიჩმა კარგი კომბიანციის შემდეგ, რომამაც შექმნა რამდენიმე აპასნი მომენტი, ანგარიში 84 წუთზე გაათანაბრა ნაინგოლანმა და 1-1 დასრულდა ეგ შეხვედრა, რომა ისევ 5 ქულით უბებს ინტერს და ფიორენტინას, ვილარეალის და ბარსას თამაშიც ვნახე, ეგ კიდე უფრო საინტერესო თამაში გამოვიდა, სუდიამ რამდენიმე შეცდომა დაუშვა თავიდან, ჯერ პიკე არ გააგდო მეორე ყვითელი კარტოჩკა რომ ეკუთვნოდა და მერე ცოტა სპორნი პენალტი დანიჩნა, ანგარიში 20 წუთზე ივან რაკიტიჩმა გახსნა, ისე მაგ თამასში სუდიამ მგონი 13 ყვითელი კარტოჩკა აჩვენა თუმცა არავინ გაუძევებია მოედნიდან ვილარეალის ტრენერის გარდა რომელმაც პიკეს ინციდენტის შემდეგ ვეღარ მოთოკა ნერვები, 41 წუთზე სუდიამ პენალდი დანიშნა რომელიც ნეიმარმა გაიტანა და უკვე 2-0 იგებდა ვიეზდზე ბარსა, თუმცა ვილარეალი არ დანებებულა და მეორე ტაიმში ისარგებლა მატიუს პრომახებით დაცვაში, რომელმაც პიკე შეცვალა 55 წუთზე, 57 წუთზე სედრიკ ბაკამბუმ გაქვითა ერთი გოლი, მერე კი მატიუმ ავტოგოლი შეაგდო 63 წუთზე და გათანაბრდა ანგარიში, მაგის შემდეგ ორივე გუნდს ქონდა რამდენიმე კარგი პადხოდი თუმცა მეტი გოლები აღარ გასულა და 2-2 დასრულდა ეგ შეხვედრა, საკმაოთ მაღალი დონის ინტენსიური ფეღბურთი მიდიოდა ისე, ასენხომაც კარგათ ითამაშა კარებში, რეალი-სევილიას და პსვ-აიაქსის თამაშები მაქვს კიდე გადმოწერილი და ხვალე ჩავუჯდები

Link to comment
Share on other sites

ხო არც ისეთი ბებერი იყო, ლეგენდარული იგროკი იყო ისე, გერმანელებსაც ძალზე ძლიერი სასტავი ყავდათ მაშინ და მაგიტომ ვერაფერი მოიგო დიდათ მაგ პაკალენიამ თუმცა ორჯერ პადრიათ კი გავიდნენ მსოფლიოზე ფინალში რაც საკმაოთ დიდი მიღწევაა მაინც http://www.uefa.com/memberassociations/news/newsid=2346234.html#remembering+johan+cruyff+peoples+player , დღეს ერთ მიმოხილვას და ორ შეხვედრას ვუყურე კიდე HDTV 1080i-ში, მეგონა რომ 2020 წლამდე ვერ ვიხილავდით 4K სპორტულ ტრანსლიაციებს რუსეთში თუმცა მგონი დაიძრა საქმე უკვე:

http://www.telerus.ru/tricolor-first-4k.html

http://realnoevremya.ru/news/25941

მემგონი როგორც კი სპროსი გაიზრდება 4K ტელევიზორებზე და ფასები დაეცემა ეგრევე მატჩ ტვ გაუშვებს უკვე პირველ სპორტულ კანალს 4K, თუმცა მგონი მაგას ზაშიტაც უფრო მძლავრი ქონია და ეგრე ადვილათ არ გამოვა მემგონი ჩაწერა როგორც ეხლა 1080i იწერენ ხოლმე და მერე არელიზებენ რუსულ ტორენტებზე, UHD-BD ლიცენზიები უკვე გამოვიდა მაგრამ ჯერ არც დადებულა სანამ ზაშიტა არ შეტყდება

იტალიის მიმოხილვა ვნახე ჯერ, უვეს 4-1 მოუგია ტორინოსთან და ბუფონმა ახალი რეკორდი დაამყარა იტალიის ჩემპიონატის სუხოი სერიის, ეგ რეკორდი მემგონი ძალზე დიდხანს გაძლებს საერთოდ თუ ვინმემ შეძლო მაგის გამეორება შემდგომში, მილანს კარგი შანსები აქვს წელს ევროპალიგაზე გამოსვლის, ლიგაზე კი კიდე კარგა ხანს მოუწიოთ შეიძლება ლოდინი სანამ დაფინანსება არ გაიზრდება, პირველათ 15 წლის მანძილზე არცერთი იტალიული კლუბი არ მოხვდა ევროტურნირების 1/4 ფინალში რაც იტალიური კლუბების არასტაბილურობაზე მეტყველებს იგივე წინა სეზონს თუ შევადარებთ, რეალი-სევილიას თამაშიც ვნახე, ამჯერათ საკმაოთ კომფორტულათ გაიმარჯვა რეალმა დიდი ანგარიშით, თუმცა თავიდან დობრათ მომენტები მაზეს, ანგარიში 6 წუთზე გახსნა უკვე ბენზემამ, მაგის შემდეგ დობრათ მომენტები გამაზა რეალმა, 27 წუთზე სუდიამ პენალტი დანიშნა რეალის კარებში რომელიც გამეირომ გამაზა, თუმცა 58 წუთზე რონალდომაც გამაზა პენალტი, მაგრამ უკვე 64 წუთზე შეძლო შეგდება უკვე და 2-0 გახდა ანგარიში, ბეილი თამაშობდა კარგათ მაგ თამასში და 66 წუთზე მესამე გოლიც გაიტანა, მერე გადავახვიე და ხესეს გოლიც ვნახე 86 წუთზე და 4-0 გაიმარჯვა რეალმა, რეალიც უშვებდა შეცდომებს დაცვაში, თუმცა სევილია კიდე უფრო მეტ შეცდომებს უშვებდა და დასაჯა რეალის ატაკამ, პსვ-აიქსის ჯახიც ვნახე, საკმაოთ ვაჟნი თამაში იყო პირველი ადგილისთვის, პსვ რაღაც ვერ აჩვენა კარგი შემტევი ფეღბურთი, აიქსმა კი შეცდომების გარეშე ითამაშა დაცვაში, ანგარიში უკვე მეორე წუთზე გახსნა მილიკმა, 76 წუთზე კი ალ გაზიმ მეორე გოლიც შეაგდო და 2-0 გაიმარჯვა აიაქსმა და გადაუსწრო 2 ქულით პსვ, პსჟ-მონაკოს და ლოკომოტივი-კრასნოდარის თამაშები მაქვს კიდე გადმოწერილი და ხვალე ჩავუჯდები კაკრაზ, მგონი სამ თამაშს აჩვენებენ რუსები მსოფლიო ატბორზე, ბრაზილია-ურუგვაი,ჩილე-არგენტინა და ბრაზილია-პარაგვაი + რამდენიმე ცენტრალური ფრენდლი ტარდება და მაგეებსაც გადმოცემს მატჩის ჰოლდინგი, რატომღაც მგონია რომ კოპა ამერიკა სენტენარიოს რომელიც ივნისში უნდა გაიმართოს შტატებში და 16 გუნდი მიიღებს პირველათ მონაწილეობას რუსები წელს არ გადმოცემენ და მარტო ევროს აჩვენებენ, თუმცა ვნახოთ http://www.ca2016.com/teams შეიძლება ინგლისური ფიდები დაიდოს რახან შტატებში ტარდება და მაგას მაინც ვნახავდი რუსებმა თუ დაიკიდეს

Link to comment
Share on other sites

მეეჭვება რაღაც თუმცა ვნახოთ, ჯერ ფიდებიც არ ყოფილა 4K, თან რაც დაიდო რეალურათ 4K გაფართოვებაში (დემო ვიდეოებს და კლიპებს არ ვგულისხმობ) ყველაფერი პირდაპირ მონიტორიდან იყო დარენდერებული, იგივე WebRip 2160P ფილმები და სერიალები და The Martian UHD-BDRip, გუშინ და დღეს კიდე 2 მიმოხილვას და 4 შეხვედრას ვუყურე HDTV 1080i (მემგონი კიდე 2-3 წელი მაინც დატოვებენ მაგ ფორმატს რუსეთში 4K გადასავლამდე), ესპანეთის მიმოხილვას ვუყურე გუშინ, მაგარი ბრძოლა მიდის ადგილის შენარჩუნებაზე წელს, დაჟე ბოლო ადგილზე მყოფ ლევანტეს რჩება გარკვეული შანსები გადარჩენაზე, ისეთი დიდი ატრივით აღარ უკავია უკვე ვილარეალს ბოლო ჩემპიონთა ლიგის საგზური, თუმცა 5 ქულით უგებს ჯერ კიდევ სელტას და ატლეტიკს, რეალი კი წამოეწია ატლეტიკოს და 1 ქულით აგებს უკვე, პსჟ-მონაკოს თამაშიც ვნახე გუშინ, ეგრე ადრე ჩემპიონატი არავის მოუგია აქამდე საფრანგეთში თუმცა ეგ შეხვედრა ცუდათ დასრულდა პარიზელებისთვის, საკმაოთ სტროგათ ითამაშა მონაკომ დაცვაში, მეორე ტაიმში კი შეცდომებით თამაშობდა პსჟ დაცვა რითიც ისარგებლა მონაკომ, ანგარიში ვაგნერ ლავმა გახსნა 65 წუთზე, 68 წუთზე კი დევიდ ლუისი გრუბათ შეცდა დაცვაში და პენალტი აიკიდა, რომელიც ფაბინიომ გაიტანა და 2-0 მოიგო ეგ თამაში მონაკომ, თუმცა 22 ქულიანი ატრივით ლიდერობს პარიზი მაინც, მონაკო კი მეორე ადგილზე გავა წელს ალბათ, კრასნოდარი-ლოკომოტივის თამაშიც ვნახე, საკმაოთ ვაჟნი შეხვედრა იყო ევროკუპკების საგზურისთვის, ანგარიში დურიცამ გახსნა 39 წუთზე, 58 წუთზე ურუგვაელმა ლეგიონერმა პერეირამ გაათანაბრა ანგარიში, 67 წუთზე სამედოვმა მეორე გოლიც შეაგდო კარგი დარტყმულის შემდეგ და 2-1 მოიგო ვიეზდზე ლოკომოტივმა და დაიბრუნა ისევ მესამე ადგილი, როსტოვთან იბრძოლებენ ალბათ მეორე ადგილისთვის, თუმცა ზენიტიც მანდვეა, დღეს საფრანგეთის მიმოხილვაც ვნახე, ნიცა ინარჩუნებს მესამე ადგილს აჩერედნოი მოგების შემდეგ, ბენზემა უბერავს მაგ გუნდში კარგათ წელს და მაგიტომაც გაიქაჩნენ ეგრე ძალიან, თუმცა ლიონიც მოსულიერდა ბოლო ტურებში და იბრძოლებს მესამე ადგილისთვის, ჩილე-არგენტინის თამაშიც ვნახე დღეს მსოფლიო ატბორზე, საკმაოთ საინტერესო თამაში გამოვიდა თუმცა ჩილემ ვერ აჩვენა თავისი მაქსიმუმი ატაკაში და დაცვაშიც უშვებდენ პირველ ტაიმში გრუბი შეცდომებს, ანგარიში ფელიპე გუტიერესმა გახსნა 10 წუთზე, სწრაფმა გატანილმა გოლმა ცოტა ნეგატიურათ იმოქმედა ჩილეს ნაკრებზე და ისე აქტიურათ აღარ შეუტევიათ, რითიც ნელ-ნელა ისარგებლა არგენტინის ატაკამ, ანგარიში დი მარიამ გაათანაბრა 20 წუთზე, 25 წუთზე კი მესის პასის შემდეგ მარკადომ მეორე გოლიც შეაგდო და უკვე არგენტინელები იგებდენ 2-1, დაჟე არგენტინას უფრო კარგი საგოლე მომენტები ქონდა მაგის შემდეგ ვიდრე ჩილეს, ალექსის სანჩესმა ბევრი არაფერი აჩვენა ატაკაში, ვიდალი კი არ თამაშობდა, იგუაინი ზამენაზე გამოვიდა მარტო აგიროს მაგივრათ, ცოტა გამოასწორა სიტუაცია არგენტინამ, თორე მაგ შეხვედრამდე 7 ადგილზე იმყოფებოდნენ მარტო, მსოფლიოზე კი მარტო პირველი ოთხი გუნდი გადის და მეხუთე ადგილზე გასული აზიის გუნდს უნდა შეხვდეს, ბრაზილია-ურუგვაის ჯახიც ვნახე, მანდ უფრო შემტევი ფეღბურთი იყო, თუმცა ორივე გუნდი უშვებდა გრუბი შეცდომებს დაცვაში, ბრაზილიელებმა კარგათ დაიწყეს ეგ შეხვედრა, უკვე პირველივე წუთზე შეაგდო დუგლას კოსტამ, 26 წუთზე კი 2-0 იგებდა უკვე ბრაზილია რენატო ავგუსტოს გოლის შემდეგ, სუარესიც დაბრუნდა 9 თამაშიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ და საკმაოთ კარგათ ითამაშა ატაკაში, 31 წუთზე კავანიმ გაქვითა ერთი გოლი, 48 წუთზე კი სუარესმა გაათანაბრა ანგარიში, სუარესს მესამე გოლის გატანაც შეეძლო ბოლოს თუმცა კარგი მომენტი გამაზა და მეკარემ იხსნა ბრაზილია, ვიღაც ახალი 23 წლის თეთრკანიანი ახალგაზრდა მეკარე ყავთ, პირველათ ვნახე საერთოდ, ისე კი ურუგვაის სრაზუ რამდენიმე ასნავნოი მცველი ყავდათ ტრამვირებული და უჭირდათ თავიდან დაცვაში თამაში, თუმცა ბოლოს უკვე ბრაზილიელები თამაშობდენ ცუდათ მეორე ტაიმში, 1970 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ მგონი ურუგვაი პირველათ მოხვდება მსოფლიოზე ფლეიოფის გარეშე, ხანდახან კი ხუთეულშიც ვერ გადიოდნენ მაგ პერიოდში, ეხლა მეორე ადგილს ინარჩუნებენ მგონი ატბორში, ანუ კარგი სტარტი აქვთ ნამდვილათ, პერუ-ვენეცუელის თამაში მაქვს კიდე გადმოწერილი ინგლისური კომენტარით და ჰოლანდია-საფრანგეთის ამხანაგური თამაში და ხვალე ჩავუჯდები მაგ ორ შეხვედრას

Link to comment
Share on other sites

დღეს კიდე ერთ მიმოხილვას და ორ შეხვედრას ვუყურე HDTV 1080i-ში, რუსეთის მიმოხილვა ვნახე ჯერ, ანჟის ისევ გავარდა ემუქრება და რობერტო კარლოსების და სხვა ძლიერი ლეგიონერების დრო უკვე წარსულს ჩაბარდა, თუმცა ფლობელი მგონი იგივე დარჩა, წელსაც მაგარი ბრძოლა იქნება ადგილის შენარჩუნებაზე, ევროკუბკებზეც 5-6 გუნდი აგრძელებს ბრძოლას აქტიურათ, პერუ-ვენეცუაელას თამაშიც ვნახე, ისე საკმაოთ საინტერესო თამაში გამოვიდა აუტსაიდერებს შორის, ვენესუელას სულ ცოტა დააკლდა ისტორიული გამარჯვება რომ მოეპოვებინა პერუს მოედანზე, აქამდე ატბორებზე არცერთხელ არ ქონიათ მოგებული პერუში, სუდიამ 32 წუთზე პერუს კარებში პენალტი დანიშნა რომელიც ოტერომ გაიტანა, 58 წუთზე მეორე გოლიც შეაგდო მიკელ ვილანუევამ და უკვე 2-0 იგებდა ვენესუელის ნაკრები, პერუს არ ყავდა ცუდი შემადგენლობა, თუმცა დაცვაში საშინლათ თამაშობდენ და დობრათ ვეტერანი იგროკები ყავდათ თან, 61 წუთზე გირერომ გაქვითა ერთი ბურთი, უკვე ბოლო დამატებულ წუთზე კი რუიდიასმა გაათანაბრა ანგარიში და გადაარჩინა პერუ წაგებას, ვენესუელა კი შემეცოდა, ისე ეგ პირველი ქულა იყო მაგ გუნდისთვის 5 შეხვედრაში, ანუ ბოლო ადგილზე მიდიან, პერუმაც ცუდათ დაიწყო ატბორი 4 ქულით, ისე კი 5 ტურის შემდეგ ასეთი სიტუაციაა http://www.fifa.com/worldcup/preliminaries/southamerica/index.html#2000062539 ეკვადორი და პარაგვაი კარგათ უბერავენ სტარტზე, თუმცა მემგონი გაუჭირდებათ ჩილესთან და კოლუმბიასთან ჭიდილი ან მაშინ მაგ გუნდებიდან რომელიმე ვეღარ გავა მსოფლიოზე და ხუთეულშიც ვერ მოხვდება, ამჯერათ ურუგვაელები ნორმალურათ უბერავენ სტარტზე, ჰოლანდიის და საფრანგეთის ამხანაგურსაც ვუყურე, ფრანგებმა მოშნათ დაიწყეს ეგ თამაში, მეექვსე წუთზე გრიზმანმა გახსნა ანგარიში, 12 წუთზე კი ჟირუმ მეორე გოლიც გაიტანა, თუმცა მერე ნელ-ნელა ჰოლანდიელებმაც შეუბერეს ატაკაში, 47 წუთზე დე იონგმა გაქვითა ერთი გოლი, 86 წუთზე კი აფელაიმ გაათანაბრა ანგარიში, თუმცა მაინც თოხლეს ბოლოს დაცვაში და მატიუიდიმ შეაგდო 88 წუთზე და 3-2 დამარცხდა ჰოლანდია, ხვალე საინტერესო ამხანაგური შეხვედრები ტარდება და ორ თამაშს გადმოვწერ კიდე საყურებლათ

Link to comment
Share on other sites

გუშინ და დღეს კიდე ოთხ შეხვედრას ვუყურე 1080i-ში, ჯერ პორტუგალია-ბელგიის ამხანაგური ვნახე, ბრუსელში უნდა ჩატარებულიყო ეგ შეხვედრა და პორტუგალიაში მოუწიათ თამაში, ანგარიში 20 წუთზე ნანიმ გახსნა, 40 წუთზე რონალდომ მეორე გოლიც შეაგდო, მეორე ტაიმში ცოტა გამოცოცხლდა პორტუგალია ატაკაში და ლუკაკომ ოღონდ რომელოს ძმამ შეაგდო ჯორდანმა და 2-1 დამარცხდენ ბელგიელები, რაღაც ბევრი შეცდომები დაუშვეს დაცვაში, ინგლისი-ჰოლანსიის თამაშიც ვნახე გუშინ, არ ყოფილა ცუდი შეხვედრა, ჰოლანდიამ საკმაოთ კარგათ ითამაშა ჯამში, 40 წუთზე ვარდიმ გახსნა ანგარიში, 50 წუთზე იანსენმა გაათანაბრა ანგარიში 76 წუთზე კი ნარსინგმა მეორე გოლიც შეაგდო და დამარცხდენ ინგლისელები გერმანიასთან გამარჯვების შემდეგ საკუთარ მოედანზე 2-1, დღეს საფრანგეთი-რუსეთის ამხანაგურიც ვნახე, ფრანგებმა საკმაოთ კარგათ ითამაშეს ისევ ატაკაში, თუმცა დაცვაში ისევ ქონდათ გარკვეული პრობლემები, უკვე მერვე წუთზე გახსნა ანგარიში ლესტერში მოთამაშე კოლო კანტემ, 38 წუთზე ჟინიაკმა მეორე გოლიც შეაგდო, რუსები ბავშურ შეცდომებს უშვებდენ ისე დაცვაში, მეკარემაც თოხლა ბოლოს, კოკორინმა გაქვითა ერთი გოლი 56 წუთზე, დმიტრი პაიეტმა 64 წუთზე შტრაფნოიდან შეაგდო, მანდაც რაღაც ვერ გათვალა მემგონი ლოდიგინმა, 68 წუთზე ჟირკოვმა ისევ მინიმუმამდე დაიყვანა სხვაობა, თუმცა 76 წუთზე ისევ თოხლა ლოდიგინმა ვიხოდზე და კომანმა მეოთხე გოლიც შეაგდო და 4-2 გაიმარჯვეს ფრანგებმა, პარაგვაი-ბრაზილიის ჯახიც ვნახე მსოფლიო ატბორზე, საკმაოთ დაძაბული შეხვედრა გამოვიდა და ძლივს გადარჩა წაგებას ბრაზილიის ნაკრები, ანგარიში 40 წუთზე დარიო ლესკანომ გახსნა, 49 წუთზე ედგარ ბენიტესმა მეორე გოლიც შეაგდო და უკვე 2-0 მარცხებოდა ბრაზილია, თუმცა მერე ნელ-ნელა ბრაზილიამაც შეუტია ზამენების შემდეგ, 79 წუთზე რიკარდო ოლივეირამ გაქვითა ერთი გოლი, უკვე ბოლო დამატებული დრო რომ მიდიოდა დანი ალვესმა გაათანაბრა ანგარიში და გადაარჩინა ბრაზილიელები, თუმცა ორივე გუნდი გამოვარდა ხუთეულიდან დროებით, აი 6 თამაშის შემდეგ ასეთი სიტუაციაა გრუპაში http://www.fifa.com/worldcup/preliminaries/southamerica/index.html#2000062539 ეკვადორი-ურუგვაი და არგენტინა კარგათ უბერავენ სტარტზე, ბრაზილიელებს კი ცოტათი უჭირთ, თუმცა კოლუმბიელები და ჩილეს ნაკრებიც საკმაოთ ფლანგავენ სტარტზე ქულებს, პერუ,ვენესუელა და ბოლივია იავნი აუტსაიდერის როლში იქნება მაგ ატბორში დანარჩენი 7 გუნდი კი ალბათ ბოლო ტურებამდე იბრძოლებს პირველი ოთხი ადგილისთვის, მეხუთე ადგილიდანაც რეალური შანსები ექნებათ გასვლის რომელი გუნდიც არ უნდა მოხვდეს მეხუთეზე მაგ შვიდეულიდან

Link to comment
Share on other sites

ვიკენდის რასპისანიას გადავხედე და ალბათ ამ ოთხ შეხვედრას გადმოვწერ 1080i-ში თუ დაიდება: როსტოვი-სპარტაკი,ბარსა-რეალი,ზენიტი-ცეესკა,მიუნხენგლადბახი-გერტა, მასტერსის ფინალებიც იქნება მაიამიში ტენისში და F1 გრანპრიც ტარდება ამ ვიკენდზე

Link to comment
Share on other sites

დღეს ორ შეხვედრას ვუყურე 1080i-ში, ჯერ ელ კლასიკო ვნახე ბარსა-რეალის ჯახი, საკმაოთ საინტერესო თამაში გამოვიდა ცოტა მოულოდნელი კანცოვკით, სუდიამ სრაზუ რამდენიმე პრომახი დაუშვა მაგ შეხვედრაში, პირველ ტაიმში პენალტს გავდა მესი რომ წააქციეს და მაგ შემთხვევაში რამოსი უნდა გაეგდო მოედნიდან და მთლათ გაუჭირდებოდა მაშინ რეალს, მეორე ტაიმში კი 1-1 რომ იყო ბეილის ბურთი არ ჩათვალა, თუმცა მემგონი არ გავდა ფოლს ალბაზე, ანგარიში 56 წუთზე პიკემ გახსნა თავური დარტყმის შემდეგ, 62 წუთზე ბენზემამ ხოშიანი გოლი გაიტანა, 83 წუთზე რამოსი მაინც გააგდო სუდიამ მეორე ყვითელის შემდეგ, თუმცა 85 წუთზე რონალდომ მეორე გოლიც გაიტანა და მოიგო ეგ თამაში რეალმა მძიმე ბრძოლაში, ისე არ უთამაშიათ ცუდათ მლიან ჯამში, თავიდან საკმაოთ ფრთხილი თამაში მიდიოდა და პირველმა გოლმა გახსნა უკვე შეხვედრა და უფრო შემტევი ფეღბურთი წავიდა მერე, რეალი ცოტა უფრო დიდი მოტივაციით თამაშობდა, ბარსას ატაკას ძალზე ბევრი მომენტები არ შეუქმნია თუმცა რეალი უშვებდა მაინც დაცვაში შეცდომებს, 7 ქულით იგებს მაინც ბარსა და ეგ საკმარისი სხვაობაა რომ შეინარჩუნონ პირველი ადგილი, როსტოვი-სპარტაკის თამაშიც ვნახე, როსტოვმა საკმაოთ კარგათ ითამაშა, სპარტაკმა კი ისევ ჩაისვარა დაცვაში და ატაკაშიც ბევრი მომენტები არ ქონია, ანგარიში ჯასინტო კისანგამ გახსნა უკვე მეორე წუთზე, 20 წუთზე კი ნობოამ მეორე გოლიც შეაგდო, მანამდე კარგი მომენტი გამაზა ისე სპარტაკმა, მეორე ტაიმში კომბაროვი გააძევა სუდიამ 80 წუთზე მეორე ყვითელის შემდეგ და ადვილათ გაიმარჯვა როსტოვმა 2-0 დიდი პრობლემების გარეშე, დაცვაში ძალიან სუფთათ ითამაშეს და ისევ პირველ ადგილზე მიდიან ზენიტი-ცეესკას შეხვედრამდე

Link to comment
Share on other sites

ზენიტი-ცეესკათ თამაში ვნახე დღეს 1080i-ში, ნაშ ფუტბოლის მატჩ-ჰოლდინგის ტრანსლიაცია, საკმაოთ კარგი თამაში აჩვენა ზენიტმა და დაჯაბნა მთლიან ჯამში ცეესკა ყველა კომპონენტში, ანგარიში ჰალკმა გახსნა 54 წუთზე, თუმცა მანამდე ქონდათ რამდენიმე კარგი საგოლე მომენტი, 79 წუთზე კი ჰალკმა დუბლი შეასრულა შტრაფნოიდან რიკოშეტის შემდეგ და 2-0 გაიმარჯვა ცეესკამ, მაგ გამარჯვების შემდეგ კიდე უფრო გამწვავდა ჩემპიონობაზე ბრძოლა

Link to comment
Share on other sites

დღეს ორ მიმოხილვას ვუყურე 1080i-ში, ჯერ იტალიის მიმოხილვა ვნახე, რომამ უკვე ფაქტიურათ გაინაღდა მესამე ადგილი და არც ისე შორსაა ნაპილისთან უკვე, მილანს კი მეექვსე ადგილის შენარჩუნებაც უჭირს უკვე, მეეჭვება უვესთან რამე ქნან იტალიის კუბოკის ფინალში ეგეტი თამაშით, ესპანეთის მიმოხილვაც ვნახე, ბარსა 6 ქულით უგებს ატლეტიკოს, მეოთხე ადგილს კი კომფორტულათ ვილარეალი იკავებს წელს, სევილია,ატლეტიკი და სელტან კი ევროკალიგაზე უნდა გამოვიდნენ შემდეგ სეზონში, დღეს უკვე ევროკუბკების მეოთხენდფინალები იწყება და ჩავუჯდები კაკრაზ დილისკენ

Link to comment
Share on other sites

დღეს ერთ მიმოხილვა და ორ შეხვედრას ვუყურე 1080i-ში, ჯერ ინგლისის მიმოხილვა ვნახე, ფაქტიურათ ლესტერმა გაინაღდა უკვე ჩემპიონობა, ძალიან დიდი ატრივით ლიდერობს ეგრე უცბათ რომ დაკარგოს მაგხელა უპირატესობა, ფაქტიურათ დარჩენილი იგრებიდან სულ მცირე ნახევარი მაინც უნდა წააგოს რომ პირველი ადგილი დათმოს და ეგ მინიმუმ, მეორე-მეხუთე ადგილისთვის ბრძოლა კი გრძელდება ჯერ კიდევ, რანიერიმ ააყვავა რასაც ქვია ლესტერი, ძეგლი უნდა დაუდგან მაგ კაცს, ბარსა-ატლეტიკოს ჯახიც ვნახე ლიგის მეოთხედფინალზე, ინტენსიური თამაში მიდიოდა, ანგარიში ტორესმა გახსნა 25 წუთზე, თუმცა 35 წუთზე ვერ მოთოკა ნერვები და მოედნის ცენტრში გრუბი პადკატის შემდეგ სუდიამ პირდაპირი წითელი კარტოჩა აჯახა, მემგონი უფრო იმსახურებდა გაგდებას ვიდრე არა, თუმცა ტორესის გაგდებამ მარტო ნაწილობრივ გამოასწორა ბარსას მდგომარეობა, ნამდვილი ავტობუსი ყავდა დაყენებული ატლეტიკოს და არ ახარებდენ ბარსას ვედუში იგროკებს ატაკაში, ამიტომ აპასნი მომენტების ფეირვორკი ნამდვილათ არ ქონიათ, იგივე სუარესმა ფაქტიურათ რა მომენტებიც ქონდა საგოლე ყველა გამოიყენა, ანგარიში 63 წუთზე გაათანაბრა სუარესმა, 74 წუთზე კი მეორე გოლიც შეაგდო და დიდი გაჭირვებით მოიგო ბარსამ 2-1, ისე ერთი კარგი მომენტი კიდე ქონდა ატლეტიკოს 1-0 რომ იგებდა მაგის შემდეგ, ტერშტეგენმა რომ მოიგერია გრიზმანის ეშმაკური დარტყმული კუთხეში, ისე კი მაგ პარაში ყველაფერი მეორე თამასში გადაწყდება, ლუბოი გატანილ გოლს შეიძლება ძალზე დიდი მნიშველობა ქონდეს, ბავარია-ბენფიკას თამაშიც ვნახე, ბავარია რაღაც არ მომეწონა მაგ თამასში საერთოდ, ძალზე სკრომნათ ითამაშეს ატაკაში, ერთადერთი გოლი 2 წუთზე არტურო ვიდალმა შეაგდო, მაგის შემდეგ ძალზე ბევრი მომენტები არც შეუქმნიათ, ბენფიკასაც ორი მომენტი ქონდა სულ მეორე ტაიმში და 1-0 დასრულდა ეგ შეხვედრა, ბენფიკას რჩება გარკვეული შანსები მაინც თუმცა ბავარია უნდა გავიდეს წესით მაინც, დაცვაში კარგათ თამაშობს წელს ბენფიკა ისე, ჩემპიონატშიც პირველ ადგილზე მიდიან უკვე, დღეს კიდე ორი შეხვედრა ტარდება ლიგაზე და ჩავუჯდები ხვალ დილისკენ 

Link to comment
Share on other sites

დღეს ერთ მიმოხილვას და ორ შეხვედრას ვუყურე კიდე 1080i-ში, ჯერ გერმანიის მიმოხილვა ვნახე, გერტამ მურტლათ გაასხა მიუნხენგლადბახთან თუმცა მესამე ადგილზე მიდის სამ ქულიანი ატრივით, ჰანოვერი კი ფაქტიურათ უკვე გავარდა, აღარაფერი უშველის მაგ გუნდს როგორც ინგლისში ასტონ ვილას წელს, პსჟ-სიტის ჯახიც ვნახე, ხოშიანი თამაში გამოვიდა, ორივე გუნდი უშვებდა შეცდომებს დაცვაში, პსჟ უფრო მეტი საგოლე მომენტები შექმნა თუმცა ცუდი რეალიზაციის გამო ვერ მოიგო ეგ თამაში, 14 წუთზე პენალტი დანიშნა სუდიამ დევიდ ლუიზი რომ წააქციეს შტრაფნოიში, თუმცა იბრაგიმოვიჩის დარტყმული მოიგერია ჰარტმა, მაგის შემდეგ ერთი ერთზე გავიდა იბრაგიმოვიჩი და ეგ მომენტიც გამაზა და დაისაჯა კიდეც პსჟ, ნელ-ნელა სიტიც ათამაშდა ატაკაში, ანგარიში 38 წუთზე გახსნა დე ბრუინემ, 41 წუთზე მაგარი დურაკული გოლი თოხლა სიტიმ და იბრაგიმოვიჩმა გაათანაბრა ანგარიში, ეგეთი შეცდომა ერთი ოთხჯერ დაუშვეს მაგ თამასში დაცვაში თუმცა პსჟ ვერ გამოიყენა ბოლომდე ეგ შეცდომები,59 წუთზე რაბიომ მეორე გოლიც გაიტანა, მაგის შემდეგ ისეც დაწყნარდა გარკვეული აქტიორუბის შემდეგ პსჟ და ისევ დაისაჯა მაგის გამო, 72 წუთზე ფერნანდინიომ გაათანაბრა ანგარიში, მაგ ორი გოლის გარდა კიდე ქონდა რამდენიმე მომენტი სიტის თუმცა მეტი გოლები აღარ გასულა და 2-2 დასრულდა ეგ შეხვედრა, სიტის საკმაოთ კარგი შანსები აქვს ისე ნახევარფინალში გასვლის თუ ატაკაში კარგათ ითამაშებენ და ძალზე ბევრ შეცდომებს არ დაუშვებენ დაცვაში, პსჟ კი ვერ ითამაშა მთლათ დამაჯერებლათ, ვოლფსბურგი-რეალის თამაში ყველაზე მოულოდნელი რეზულტატით დასრულდა, არ მეგონა ეგრე უმწეოთ თუ ითამაშებდა რეალი ელ კლასიკოს მოგების შემდეგ, ფაქტიურათ უშანსოთ დამარცხდენ, სუდიამ 18 წუთზე პენალტი დანიშნა რომელიც როდრიგესმა გაიტანა, 25 წუთზე კი არნოლდმა მეორე გოლიც შეაგდო, ბენზემას ტრამვას სანამ მიიღებდა საკმაოთ კარგი საგოლე მომენტი ქონდა თუმცა ვერ მოახერხა გატანა, ვოლფსბურგს ისე მესამე გოლის გატანაც შეეძლო და მთლიან ჯამში მაქსიმალურათ სტროგათ ითამაშეს დაცვაში, ატაკაშიც საკმარისი მომენტები ქონდათ და 2-0 გაიმარჯვეს, რეალმა კი ვერ გააძლიერა როცა საჭირო იყო ატაკა, რონალდო და ბეილი საერთოდ არ მომეწონა მაგ თამასში, ძალიან ინერტულები იყვნენ, ვოლფსბურგს არაფერი ისეთი არ უჩვენებია მაგ თამასში, უბრალოთ რეალი გამოიყურებოდა ცუდათ და გაუჭირდებათ ეგეთი თამაშით ნახევაფრინალში გასვა, თუმცა რჩებათ კიდე გარკვეული შანსები მადრიდში თამაშის შემოტრიალების, დღეს ევროპალიგის მეოთხეფინალებიც ტარდება და ორ შეხვედრას ჩავუჯდები ხვალ დილისთვის

Link to comment
Share on other sites

დორტმუნდი - ლივერპული კარგი თამაში იყო, ყველაზე მეტად რაც მომეწონა ერთად შესრულებული YANWA > http://www.liverpoolfc.com/news/first-team/215100-free-watch-incredible-ynwa-at-signal-iduna-park 

:thumbsup:

Link to comment
Share on other sites

დღეს ერთ მიმოხილვას და ორ შეხვედრას ვუყურე კიდე 1080i-ში, ჯერ საფრანგეთის მიმოხილვა ვნახე, მაგარი ბოი მიდის მესამე ადგილისთვის და მონაკო რაღაც ნამეტარი ბევრ ქულებს კარგავს და წამოეწია უკვე ლიონი, ტრუა კი გავარდა მეორე დივიზიონში ოფიციალურათ, დორტმუნდი-ლივერპულის თამაშიც ვნახე ევროპალიგის მეოთხედფინალზე, ხოშიანი თამაში გამოვიდა, ლივერპულმა ლამის საუკეთესო თამაში აჩვენა წელს, საკმაოთ კარგათ ითამაშეს დაცვაშიც და ატაკაშიც შექმნეს რამდენიმე მომენტი, 36 წუთზე ორიჯიმ გახსნა ანგარიში, 48 წუთზე კი ჰუმელსმა გაათანაბრა ანგარიში, მაგის გარდა ქონდათ კიდე ორივე გუნდს რამდენიმე მომენტი თუმცა მეკარეები თამაშობდენ კარგათ, დაჟე მემგონი ლივერპული უფრო ახლოს იყო მეორე გატანილ გოლთან და მთლიან ჯამში დიდათ არ იმსახურებდენ წაგებას მაგ თამასში, ორივე გუნდს რჩება შანსები ნახევარფინალში გასვლის 1-1-ის შემდეგ, ატლეტიკი-სევილიას თამაშიც ვნახე, ამჯერათ საკმაოთ კარგათ ითამაშა სევილიამ ვიეზდზეც, თუმცა მანამდე არცერთი გამარჯვება არ ქონიათ სხვის მოედანზე წელს, ანგარიში ადურისმა გახსნა 47 წუთზე, 56 წუთზე კოლოჯაიჩეკმა გაათანაბრა ანგარიში, 83 წუთზე კი იბორამ მეორე გოლიც გაიტანა და 2-1 მოიგო სევილიამ ვიეზდზე, ეგ ისეთი საინტერესო თამაში არ ყოფილა, საკმაოთ მძიმე თამაში მიდიოდა, მეორე ტაიმში რამდენიმე შეცდომა დაუშვა ატლეტიკმა დაცვაში რაც გამოიყენა სევილიამ და ფაქტიურათ კლასზე გაიმარჯვეს, ატლეტიკს მემგონი საკმაოთ ცოტა შანსები აქვს ატვეტნი შეხვედრაში დარჩენილი, სულ მცირე 2 გოლის გატანა დაჭირდებათ, ბრაგა-შახტიორის და ვილარეალი-სპარტას შეხვედრებიც გადმოწერილი მაქვს და ხვალე ჩავუჯდები, ვიკენდის რასპისანიაც ვნახე და ამ ოთხ შეხვედრას ვუყურებ სამშაბათამდე 1080i-ში თუ დაიდება: ვესტ-ჰემი-არსენალი, მილანი-უვე, ტოტენჰემი-მანჩესტერი, შალკე-დორტმუნდი

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.