Jump to content

ყველაფერი ფეხბურთზე...


Recommended Posts

დღეს ორ მიმოხივლას და ორ შეხვედრას კიდე ვუყურე 1080i-ში, ჯერ ინგლისის მიმოხილვა ვნახე, ჩელსის ისევ გაუსხია ევერტონთან 3-1, ეგ მგონი მაგ კლუბის ყველაზე ცუდი სტარტია 1988 წლიდან მოყოლებული, მემგონი წელს ძალზე ცუდი სელექცია ქონდა ჩელსის თან წინა წლის იგროკები ყველა ცუდ ფორმაშია სეზონის სტარტზე, მასე თუ გააგრძელებენ ალბათ დაითხოვენ მაურინიოს, დორტმუნდი-კრასნოდარის შეხვედრას ვუყურე დღეს, საკმაოთ დასტოინათ გამოიყურებოდა კრასნოდარი ვიეზდზე და მაგარი გაუჭირდა დორტმუნდს მაგ თამაშის მოგება, 12 წუთზე გახსნა ანგარიში მამაევმა, 45 წუთზე გინტერმა გაათანაბრა ანგარიში, უკვე დამატებითი დრო რომ მიდიოდა მარტო მაშინ გაიტანა დორტმუნდმა მეორე გოლი, პარკმა შეაგდო ლევერკუზენში რომ თამაშობდა წინა წელიწადს და 2-1 მოიგო გაჭირვებით ეგ შეხვედრა დორტმუნდმა, რამდენიმე დარტყმული დიკანმაც მოიგერია კრასნოდარის მეკარემ, თუმცა უჭირდა მაინც დორტმუნდს აპასნი მომენტების შექმნა, ბორდო-ლივერპულის თამაშიც ვნახე, მანდაც საკმაოთ უპორნი ბრძოლა მიდიოდა, ბევრი მომენტები არც მანდ შეუქმნიათ, ანგარიში ლალანამ გახსნა 65 წუთზე, ლივერპული პოლუასნავნოი სასტავით თამაშობდა ისე მაგ შეხვედრაში, მაგრამ მაინც არ გამოიყურებოდა ცუდათ ბორდოს ფონზე, 81 წუთზე ჯუსიმ გაათანაბრა ანგარიში და 1-1 დასრულდა ეგ შეხვედრა, მიმოხილვასაც ვუყურე, აი ასეთი რეზულტატები დაფიქსირდა პირველ ტურში http://www.uefa.com/uefaeuropaleague/season=2016/matches/day=1/index.html ვიკენდის რასპისანიაც ვნახე და ალბათ ამ 6 შეხვედრას გადმოვწერ HD თუ დადებენ: სიტი-ვესტ ჰემი, რეიმს-პსჟ, ეიბარი-ატლეტიკო, კიევო-ინტერი, რომა-სასუოლო, ლოკომოტივი-კრილია სოვეტოვი, მიდვიკზეც გაიმართება ისე ტურები იტალიაში,საფრანგეთში და ესპანეთში, ფორმულა ერთიც ტარდება ამ ვიკენდზე

Edited by George
Link to comment
Share on other sites

დღეს ორ შეხვედრას და ერთ მიმოხილვას ვუყურე კიდე 1080i-ში, ჯერ რუსეთის პრემიერლიგის მიმოხილვა ვნახე, ზენიტი 6 ქულით აგებს ისევ ცეესკასთან, თუმცა ბოლო წუთებზე რომ არ გაეთანაბრებინათ ანგარიში უკვე 9 ქულა იქნებოდა სხვაობა, კრილია სოვეტოვი რას უბერავს ისე წელს ეგეთი სკრომნი შემადგენლობით მეხუთე ადგილზე მიდიან სტარტზე, სიტი-ვესტ ჰემის თამაშიც ვნახე, ისევ დამარცხდა სიტი 2-1 მეორე თამაში პადრიად, თუმცა ამჯერათ 2-0 აგებდენ თავიდან, ანგარიში მოსესმა გახსან 6 წუთზე ადრე რომ ჩელსიში თამაშობდა ნიგერიელი, 31 წუთზე კი საჰომ მეორე გოლიც შეაგდო, პირველ ტაიმში კარგათ უბერავდა ვესტ ჰემი კონტრ ატაკებზე, 45 წუთზე დე ბრუინემ ერთი გოლი გაქვითა თუმცა მეორე ტაიმში ვერ შეძლეს ანგარიშის გათანაბრება, ძალზე ბევრი მომენტები არც ქონიათ პრინციპში და საკმაოთ კარგათ იცავდა თავს ვესტ ჰემი და არ დაუშვიათ გრუბი შეცდომები დაცვაში, სიტის კი ფიზიკა არ ეყო და გადაღლილი გუნდის შტაბეჭდილებას ტოვებდა, შეთამაშებაც აკლიათ ახალი შემადგენლობით, თუმცა ვესტ ჰემს მაინც უგებენ 3 ქულით, ლესტერიც მანდვეა, ვოლფსბურგი-ჰერტას თამაშიც ვნახე ევროსპორტის ტრანსლიაცია, საკმაოთ გაუჭირდა ვოლფსბურგს მაგ თამაშის მოგება, 76 წუთზე ზამენაზე გამოსულმა ბასმა დოსტმა გახსნა ანგარიში, 88 წუთზე კი პენალტი დანიშნა სუდიამ და დოსტმა მეორე გოლიც გაიტანა, ეიბარი-ატლეტიკოს თამაში გადმოვწერე კიდე და ხვალე ჩავუჯდები, კიევო-ინტერის შეხვედრასაც ვიწერ ეხლა და მაგას უვკე ზეგისთვის ვუყურებ, რომა-სასუოლოსთან ერთად, ჩელსის მოუგია როგორც იქნა არსენალისთვის 2-0 თორე ძალზე ცუდ დღეში იყვნენ, მაინც 14 ადგილზე იმყოფებიან მაგ მოგების შემდეგაც ისეთი სუსტი სტარტი ქონდათ, მილანმაც მოუგო წელს მეორე შეხვედრა, ისევ გაუჭირდათ დაცვაში და 3-2 მოიგეს პალერმოსთან, ბაკას დუბლი შეუსრულებია

Edited by George
Link to comment
Share on other sites

ეიბარის და ატლეტიკოს შეხვედრას ვუყურე დღეს 1080i-ში, პირველ ტაიმში საკმაოთ მოსაწყენი ფეღბურთი მიდიოდა მომენტების გარეშე, მეორე ტაიმში კი დაიწყეს უკვე მომენტების შექმნა, ანგარიში 62 წუთზე კორეამ გახსნა, 77 წუთზე კი ფერნანდო ტორესმა ძველი დრო გაიხსენა და 2008 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალის სტილის გოლი შეაგდო და 2-0 მოიგო ეგ შეხვედრა ატლეტიკომ, საფრანგეთის მიმოხილვაც დაიდება ცოტა მოგვიანებით და გადმოვწერ 

Link to comment
Share on other sites

ორ მიმოხილვას და ორ შეხვედრას ვუყურე გუშინწინ და გუშინ 1080i-ში, ორშაბათ საღამოს გერმანიის მიმოხილვა ვნახე, ნტვ+ წელს ვეღარ იყიდა ბუნდერსლიგა და ეხლა ევროსპორტი HD ტრანსლიაციებს ვუყურებ, მოშნათ დაიწყო წელს დორტმუნდმა ჩემპიონატი და ეგრე ადვილათ შეიძლება ვეღარ მოიგოს ბავარიამ წელს ბუნდესლიგა, ვოლფსბურგიც არ უბერავს ცუდათ, ესპანეთის მიმოხილვაც ვნახე გუშინ, ბარსა ლიდერობს ისევ, თუმცა რეალი მანდვეა, ვალენსია და სევილია კი მოშნათ ბუქსაობენ სეზონის სტარტზე, ატლეტიკომაც კარგათ დაიწყო სეზონი, კიევო-ინტერის თამაშიც ვნახე, ინტერმა ისევ სუხოი პრაგმატიკული თამაში აჩვენა, ერთადერთი გოლი 42 წუთზე მაურო იკარდიმ გაიტანა, თვითონ კიევოსაც არ შეუქმნია ბევრი სახიფათო მომენტები, თუმცა არც ინტერს ქონდა მეორე გოლის გატანის კარგი შანსები და 1-0 მოიგო ეგ თამაში, რომა-სასუოლოს თამაშიც ვნახე, მანდ უფრო გახსნილი თამაში მიდიოდა და ორივე გუნდი უშვებდა დაცვაში შეცდომებს, ანგარიში დეფრეიმ გახსნა 22 წუთზე, 36 წუთზე ტოტიმ გაათანაბრა ანგარიში მეკარე რომ შეცდა ბურთის გამოტანის დროს, 44 წუთზე პილიტანომ მეორე გოლიც გაიტანა კონტრ ატაკაზე რომას ზაშიტა რომ შეცდა, 49 წუთზე სალახმა გაათანაბრა ანგარიში კარგი დარტყმულის შემდეგ, თუმცა მანდაც ჭამა სასუოლოს დაცვამ, ორივე გუნდს ქონდა მაგის გარდა მესამე გოლის გატანის შანსები მაგრამ მეტი გოლები აღარ გასულა და 2-2 დამთავრდა ეგ შეხვედრა, ბავარია-ვოლფსბურგის თამაშიც გადმოვწერე და ხვალე ჩავუჯდები, ლოკომოტივის და კრილია სოვეტოვის თამაშიც მიგდია საყურებლათ, სელტა-ბარსელონას და სამპდორია-რომას შეხვედრებს გადმოვწერ ალბათ კიდე ხუთშაბათისთვის

Edited by George
Link to comment
Share on other sites

მართლა შეასრულა, ჩავრთე თამაში თუ არა სანამ ყურსასმენი გავიკეთე და მოვეწყვე კომპთან ამოტენა ვოლფები :D 

Link to comment
Share on other sites

დღეს ერთ მიმოხილვას და ორ შეხვედრას ვუყურე კიდე 1080i-ში, კარგია ისე რომ ევროსპორტზე აჩვენებენ ბუნდერსლიგას რუსული კომენტარით თორე ჰდ-ში მარტო გერმანული ვერსიები თუ იდება ხოლმე და ეგეც ხანდახან, ჯერ იტალიის მიმოხილვა ვნახე, ნაპოლის 5-0 გაუნადგურებია ლაციო, ეგ ლაციოს ყველაზე დიდი მარცხი ყოფილა 1993 წლიდან მოყოლებული, უვემაც მოიგო პირველი შეხვედრა და სკრომნი 4 ქულა აქვს 4 ტურში, თუმცა ამოქაჩავენ ნელ-ნელა ალბათ, ლოკომოტივის და კრილია სოვეტოვის თამაშიც ვნახე, რაღაც წელს კარგათ დაიწყო ჩემპიონატი ლოკომ, სპორტინგიც დაამარცხეს პორტუგალიაში 3-1 ევოპალიგაზე წინა ხუთშაბათს და მაგ მოგების შემდეგ მეორე ადგილზე მიდიან, პირველ ტაიმში არ გასულა გოლები, მეორეში კი 54 წუთზე გახსნა ანგარიში ჩორლუკამ, 87 წუთზე კი ნიასემ მეორე გოლიც გაიტანა და 2-0 მოიგო ეგ შეხვედრა ლოკომოტივმა, ცეესკას 5 ქულით ჩამორჩება და ვიკენდზე კაკრაზ მაგ გუნდს უნდა შეხვდენ, ბავარია-ვოლფსბურგის შეხვედრაც ვნახე, პირველ ტაიმში საკმაოთ ცუდათ გამოიყურებოდა ბავარია, 26 წუთზე ანგარიში კალიჯურიმ გახსნა, მერე მეორე გოლის გატანაც შეეძლოთ ცენტრიდან ნოიერი რომ გამოვიდა კარებიდან, მეორე ტაიმში კი ზამენაზე გამოსულმა ლევანდოვსკიმ 9 წუთის მანძილზე 5 გოლის გატანა შეძლო, ანგარიში 51 წუთზე გაათანაბრა, 52 დუბლი შეასრულა უკვე და დააწინაურა ბავარიელები, 55 ჰეტ ტრიკი გააკეთა სულ რაღაც 4 წუთში, 57 წუთზე კი პოკერი, დანტე თამაშობდა საშინლათ ისე მაგ ეპიზოდებში, ნახევარი გაშვებული გოლები მაგ ფეღუბრთელის კისერზეა მაგ პერიოდში, 60 წუთზე კი მეხუთე გოლიც გაიტანა ლევანდოვსკიმ, შეიძლება რაღაც რეკორდიც მოხსნა, არ ვიცი აქამდე ვის ქონდა 9 წუთში ოფიციალურ თამაშებში 5 გოლი გატანილი, მე არ მახსენდება 25 წლის მანძილზე რაღაც ეგეტი ეპიზოდი, ისე კი ექვსიდან ექვსი თამაში მოიგო ბავარიამ სტარტზე და ძალზე მოშნათ გამოიყურება, დორტმუნდის კარგი სტარტი რომ არა უკვე დიდი ატრივით იქნებოდნენ ალბათ წინ, სელტა-ბარსას და რომა-სამპდორიას თამაშებიც დაიდება მოგვიანებით და გავუშვებ გადმოსაწერათ ხვალისთვის

Edited by George
Link to comment
Share on other sites

დღეს ორ შეხვედრას და ერთ მიმოხილვას ვუყურე კიდე 1080i-ში, ჯერ ინგლისის მიმოხილვა ვნახე, სიტის მარცხის შემდეგ მანჩესტერი მიუხლოვდა პირველ ადგილს, ლესტერი უბერავს კიდე კარგათ სტარტზე, სამპდორია-როამს თამაშიც ვნახე, საკმაოთ მძიმე თამაში იყო, თავიდან რომა უტევდა ძირითადათ, თუმცა ანგარიში ედერმა გახსნა 50 წუთზე, 69 წუთზე სალახმა გაათანაბრა ანგარიში აჩერედნოი ატაკის შემდეგ, თუმცა 85 წუთზე მანოლასმა დურაკული ავტოგოლი გაიტანა ბურთს რომ ააცილა ფეხი და 2-1 დამარცხდა რომა მაგ შეხვედრაში, მაგ წაგების შემდეგ დაჟე მილანმაც გადაუსწრო 1 ქულით, წელს რაღაც ინტერი უბერავს სტარტზე მოშნათ, ჯერ არცერთი ქულა არ დაუკარგია 5 თამასში, სელტა-ბარსას თამაშიც ვნახე, მწარეთ დამარცხდა ბარსა მაგ შეხვედრაში, პიკემ ითამაშა ძალიან სუსტათ აბარონაში და ბევრი შეცდომები დაუშვა, თუმცა თვითონ სელტაც საკმაოთ კარგათ უტევდა, ანგარიში ნოლიტომ გახსნა 26 წუთზე, 30 წუთზე კი ასპასმა მეორე გოლიც შეაგდო, ბარსასაც ქონდა რაღაც მომენტები მაგრამ ვერ გამოიყენეს მესიმ და კომპანიამ, 56 წუთზე ასპასმა დუბლი შეასრულა აჩერედნოი პრავალის შემდეგ დაცვაში, ფაქტიურათ ორჯერ ცენტრიდან მირბოდენ სელტას იგროკები ერთი ერთზე და გაქონდათ გოლები, მერე ცოტა გადავახვიე და ნეიმარის გოლიც ვნახე 80 წუთზე, მაგრამ უკვე 83 წუთზე გუიდეტიმ მეოთხე გოლიც შეაგდო და 4-1 დამარცხდა კრუპნი ანგარიშით ბარსა, 3 ბურთიანი სხვაობით მგონი უკვე კარგა ხანია აღარ ქონდათ წაგებული, სელტან კი დროებით პირველ ადგილს იყოფს რეალთან მეხუთე ტურის შემდეგ, ტოტენჰემი-არსენალის თამაშიც გადმოვწერე სეტანტას ტრანსლიაცია ინგლისის კუბოკზე და ხვალე ჩავუჯდები, ვიკენდის რასპისანიაც ვნახე და კარგი 9 საინტერესო შეხვედრაა რომლიდანაც 6 თამაშს გადმოვწერ ალბათ საყურებლათ: კიოლნი-ინგოლშტადი, ჰამბურგი-შალკე,ცეესკა-ლოკომოტივი, სპარტაკი-ზენიტი, ტოტენჰემი-სიტი, ლესტერი-არსენალი, ვილარეალი-ატლეტიკო,ინტერი-ფიორენტინა,უოტფორდი-კრისტალ პალასი, კაკრაზ დღეს საღამოს კილნი-ინგოლშტადი თამაშობს და თუ დაიდება კარგ ხარისხში გადმოვწერ მაგ შეხვედრას, საქართველო-არგენტინაც არის დღეს რეგბიში მაუწყებელზე 19.15-ზე, ვიკენდზე კი ფორმულა 1 გრანპრია ისევ

Edited by George
Link to comment
Share on other sites

გუშინ და დღეს კიდე ორ მიმოხილვას და ოთხ შეხვედრას ვუყურე 1080i-ში, სხვა ფორმატში უკვე აღარაფერს აღარ ვუყურებ, ისედაც ვერ ვიტყოდი რომ ზე ხარისხში გადმოცემენ ეხლანდელი HDTV 1080i კანალები, მაგისთვის უკვე 4K გაფართოვებაა საჭირო და მაგაზე ჯერ არ გადადიან ევროპაშიც კი ვედუში სპორტული კანალები, იტალიის მიმოხილვა ვნახე ჯერ გუშინ მიდვიკის, უვეს დაჟე ფროზინონესთან ვერ გაუმაჯვია და სკომნი 5 ქულია აქვს 5 შეხვედრაში მოგროვებული, მაგ მხრივ დაჟე მილანი ჯაბნის ჯერ-ჯერობით წელს, ორი თამაში მოიგეს პადრიათ და უკვე 7-8 ადგილს იყოფენ ლაციოასთან, რომა ისევ ბუქსაობს, ნაპოლიც ვერ გამოიყურება ჯერ დამაჯერებლათ ბენიტესის რეალში გადასვლის შემდეგ, თორე სასტავი ფაქტიურათ იგივე დარჩათ რაც წინა წელიწადს, ფიორენტინა უბერავს კარგათ სეზონის სტარტზე, თუმცა აშკარა პრობლემები აქვთ ატაკაში, ინტერიც დანაკარგების გარეშე მიდის ჯერ-ჯერობით თუმცა დაუმარცხებელ გუნდათ ნამდვილათ არ გამოიყურება, ტოტენჰემი-არსენალის თამაშიც ვნახე ინგლისის ლიგის თასის მესამე რაუნდში შეხვდენ უკვე ერთმანეთს ეგ ლონდონური კლუბები, საკმაოთ მძიმე კუბკოვი თამაში გამოვიდა, არცერთი გუნდი არ ფლობდა დიდ უპირატესობას, ანგარიში 26 წუთზე მატიო ფლამინიმ გახსნა, 56 წუთზე გათანაბრდა ანგარიში ჩეიმბერსის ავტოგოლის შემდეგ, თუმცა მერე ისევ შეცდა ტოტენჰემი დაცვაში და ფლამინიმ დუბლი შეასრულა 78 წუთზე და 2-1 გაიმარჯვა არსენალმა მაგ თამასში, კიოლნის და ინგოშტადის შეხვედრაც ვნახე, მეტი თამაში მაინც არ იყო გუშინ დილით ჩატარებული, თან ორივე გუნდი 5-9 ადგილს იყოფდა მაგ ტურის წინ, საკმაოთ უპორნი შეხვედრა გამოვიდა პირველ ტაიმში კარგი ფეღბურთი მიდიოდა ბუნდესლიგის დონის, ანგარიში 10 წუთზე გახსნა უკვე ფრანგმა ფორვარდმა მოდესტმა, 21 წუთზე კი მატიპმა გაათანაბრა ანგარიში, ეგ შალკეში მოთამაშე კამერუნელი ლეგიონერის ჟოელ მატიპის უფროსი ძმა ყოფილა, მეორე ტაიმში ფაქტიურათ არცერთ გუნდს აღარ შეუქმნია აპასნი მომენტები და 1-1 დასრულდა ეგ შეხვედრა, გერმანიის მიდვიკის მიმოხილვას ვუყურე დღეს დილით, დორტმუნდმა პირველი ნიჩია ითამაშა წელს და 2 ქულით გაუსწრო ბავარიამ ამ ტურის შემდეგ, მესამე ადგილზე კი შალკე გავიდა, გლადბახს მოუგია პირველი შეხვედრა როგორც იქნა ტრენერის გაშვების შემდეგ, ცეესკა-ლოკომოტივის შეხვედრაც ვნახე დღეს, საკმაოთ მძიმე დერბი გამოვიდა, პირველ ტაიმში ლოკომოტივი გამოიყურებოდა უფრო კარგათ, მეორეში კი უკვე ცეესკა ჯაბნიდა, 16 წუთზე პენალტი დანიშნა სუდიამ ლოკომოტივის კარებში რომელიც დუბმიამ შეაგდო, თუმცა 21 წუთზე უკვე ცეესკას კარებში დაინიშნა პენალტი, ეგ უფრო სპორნი პენალტი იყი ვიდრე პირველი, ნიასმა გაათანაბრა ანგარიში, მაგის შემდეგ ლოკომოტივს ქონდა კიდე რამდენიმე მომენტი მაგრამ აკინფეევმა ითამაშა კარგათ, მეორე ტაიმში უკვე ცეესკამ შეუტია, 81 წუთზე ჩორლუკა გააძევა სუდიამ მოედნიდან და ბოლოს კაცნაკლული თამაშობდა ლოკომოტივი მაგრამ გაუძლეს და 1-1 დასრულდა ეგ შეხვედრა, ტოტენჰემი-სიტის თამაშიც ვნახე, გააძრო სული ტოტენჰემმა მაგ შეხვედრაში სიტის რომელსაც რამდენიმე ვედუში იგროკი ყავდა ტრამვირებული, ჰარტსაც ტრამვა ქონდა და კაბალიერო თამაშობდ მაგის მაგივრათ კარებში, ანგარიში 25 წუთზე დე ბრუინემ გახსნა, 45 წუთზე დაიერმა გაათანაბრა ანგარიში, მეორე ტაიმში კი ტოტენჰემის დიდი უპირატესობით მიდიოდა უკვე თამაში, 50 წუთზე ანდერვეირელდმა მეორე გოლი გაიტანა, 61 წუთზე კეინმა შეადგო როგორც იქნა წელს პირველი გოლი, 79 წუთზე კი ლამელამ მეოთხე გოლიც თხარა და 4-1 გადანგურდა სიტი უშანსოთ, თუმცა პირველი ტაიმის შემდეგ მასეთი რეზულტატი ცოტა რთული დასაჯერებელი იყო, აბარონაში დაუშვეს მეორე ტაიმში ბლომათ შეცდომები და ატაკაც არ გამოიყურებოდა ისე დამაჯერებლათ, ტოტენჰემმა კი კურაჟი დაიჭირა და დასაჯა სიტი, სპარტაკი-ზენიტის და ვილარეალი-ატლეტიკოს შეხვედრებიც გადმოვწერე და ხვალ-ზეგ ვუყურებ, დღეს კიდე ინტერი-ფიორენტინა იქნება და მაგ თამასშაც გადმოვწერ 

Edited by George
Link to comment
Share on other sites

ხო ნაპოლისთან წაუგიათ, პოგბაც თუ დაკარგეს მერე მთლათ გაძვრებათ სული

Edited by George
Link to comment
Share on other sites

გუშინ და დღეს კიდე 2 მიმოხილვას და 3 შეხვედრას ვუყურე 1080i-ში, ესპანეთის მიდვიკის მიმოხილვა ვნახე გუშინ, საინტერესო ჩემპიონატი მიდის სტარტზე წელს, საკმაოთ უპორნი ბრძოლაა პირველ ექვსეულში და ბევრი საშვალო დონის გუნდები კარგათ უბერავენ წელს და ლიდერებსაც კი უწევენ კონკურენციას, ვილარეალი ლიდერობს ისე, მეორეზე კი ბარსაა, მანდვეა ახლოს სელტა და რეალიც, დეპორიც ისე ცუდათ აღარ გამოიყურება, თუმცა სევილია და ვალენსია ორივე ბუქსაობს სტარტზე და ატლეტიკიც ცუდათ თამაშობს, სპარტაკი-ზენიტის თამაშიც ვნახე გუშინ, საკმაოთ დაძაბული ბრძოლა გამოვიდა, არ ყოფილა ნამდვილათ ცუდი თამაში, ლოდიგინი საშინლათ თამაშობს ისე ზენიტის კარებში ბოლო შეხვედრებია, სულ ეშლება ვიხოდებზე გამოსვლა და მერე კიდე უფრო ნერვიულობს ხოლმე რითიც სარგებლობენ ფორვარდები, ანგარიში ზე ლუისმა გახსნა აჩერედნოი ლოდიგინის ცუდი ვიხოდის შემდეგ, ფაქტიურათ ცენტრიდან გადაუგდო ბურთი თავზე კარებში, 27 წუთზე შტაფროდიან გაათანაბრა ჰალკმა ანგარიში პუშკა დარტყმულის შემდეგ ცხრიანში, 70 წუთზე ისევ შეცდა ლოდიგინი და ბულგარელმა პაპოვმა ათოხლა გამოსულზე და გადაუგდო ოსტატურათ ბურთი თავზე, თუმცა ბოლოს 87 წუთზე დძიუბამ შეძლო ანგარიშის გათანაბრება, ატაკაში ზენიტიც კარგათ გამოიყურებოდა, მაგრამ მეკარის შეცდომებმა ისევ დააკარგინეს ქულები, ისე ხოშიანი ახალი სტადიონი აქვს სპარტაკს, გერმანიის მიმოხილვას ვუყურე დღეს, დორტმუნდმა ისევ ნიჩია ითამაშა და უკვე 4 ქულით აგებს ბავარიასთან, შემდეგ ტურში კაკრაზ ბავარიის მოედანზე ხვდება ეგ ორი გუნდი ერთმანეთს, შალკეც არ თამაშობს ცუდათ წელს და მესამე ადგილზეა სეზონის სტარტზე, ვილარეალი-ატლეტიკოს თამაშიც ვნახე დღეს, საკმაოთ მძიმე თამაში გამოვიდა მინიმალური აპასნი მომენტებით, ერთადერთი გოლი 14 წუთზე ლეო ბაპტისტაომ გაიტანა და 1-0 მოიგო ვილარეალმა, ატლეტიკოს ფაქტიურათ ერთი რეალური მომენტიც კი არ ქონია მაგ შეხვედრაში გოლის გასატანი, ვილარალი კი ლიდერობს მაგ ტურის შემდეგ და 1 ქულით უსწრებს ბარსას, ინტელი-ფიორენტინას თამაშიც ვნახე დღეს, გააძრო სული ფლორენციულმა კლუბმა მილანში ინტერს, უშანსოთ დაამარცხა, ანგარიში 4 წუთზე ილიჩიჩმა გაიტანა პენალტიდან, მაგ დანიშნული დურაკული პენალტის შემდეგ მთლათ გატყდა ინტერი, ძალიან უმწეოთ გამოიყურებოდნენ დაცვაში, 18 წუთზე კალინიჩმა მეორე გოლიც შეაგდო, 23 კი დუბლი შეასრულა, მერე გადავახვიე და 60 წუთზე იკარდის ერთი გაქვეთილი გოლიც ვნახე, ეცადა ინტერი მეორე გოლის შეგდებასაც მაგრამ ბოლოს კალინიჩმა ჰეტ ტრიკი შეასრულა 76 წუთზე და დაეწია ფიორენტინა ინტერს, მილანს ისევ გაუსხია და გამოვარდა ისევ ათეულიდან, თუმცა უვე კიდე უფრო ცუდ დღეშია, დღეს ორ ლიგის შეხვედრას გადმოვწერ და დილისთვის ვუყურებ კაკრაზ, ხვალე უფრო საინტერესო თამაშებია და სრაზუ 4 შეხვედრას გადმოვწერ, პარასკევამდე მეყოფა ეგ 6 თამაში

Edited by George
Link to comment
Share on other sites

ორ მიმოხილვას და ორ შეხვედრას ვუყურე გუშინ კიდე 1080i-ში, ჯერ იტალიის მიმოხილვა ვნახე, ფიორენტინა დაეწია ინტერს, თუმცა წელს სტარტზე წინა წლების აუტსაიდერებიც ათეულში იმყოფებიან, იგივე კიევო და სასუოლო, ბარსა-ლევერკუზენის თამაშიც ვნახე, საკმაოთ გაუჭირდა ბარსას მესის გარეშე გერმანული კლუბის დამარცხება, დაცვაშიც ეპარებოდათ შეცდომები, ანგარიში 22 წუთზე პაპადოპულოსმა გახსნა, ისეც შეცდა ცოტატი ვიხოდზე ტერშტეგენი, მეორე გოლის გატანაც შეეძლოთ გერმანელებს ჯერ კიდევ პირველ ტაიმში, მეორე ტაიმში კი გატყდენ ფსიხოლოგიურათ ბარსამ რომ გათანაბრა ანგარიში 80 რობერტოს გოლის შემდეგ, 82 წუთზე კი სუარესმაც მაგარი გოლი შეაგდო და 2-1 გაიმარჯვა ბარსამ მძიმე ბრძოლაში, პორტოს და ჩელსის შეხვედრაც ვნახე, მანდაც საკმაოთ დაძაბული და საინტერესო მძიმე ბრძოლა იყო, 39 წუთზე გაიხსნა ანგარიში ანდრეს გოლის შემდეგ, მაგრამ პირველი ტაიმის ბოლო წამებზე ვილიამმა მოახერხა ანგარიშის გათანაბრება შტრაფნოიდან, 52 წუთზე მაიკონმა მეორე გოლიც გაიტანა, პორტო საკმაოთ კარგათ თამაშობდა თითქმის მთელი თამაშის მანძილზე, ატაკაშიც უკეთ გამოყურებოდნენ, თუმცა ქონდა ჩელსისას მეორე გოლის გატანანის შანსები როგორც პორტის ანგარიშის გაზრდის, მაგრამ მეტი გოლები აღარ გასულა მაგ შეხვედრაში და 2-1 დამარცხდენ ლონდონელები, სამშაბათის შეხვედრების მიმოხილვაც ვნახე, არსენალს წაუგია ისევ ოლიმპიაკოსთან თავის მოედანზე, ზენიტმა 2-1 დაამარცხა გენტი და 6 ქულით ლიდერობს თავის გრუპაში, ვალენსიასაც მოუგია ლიონის მოედანზე 1-0, ცეესკა-პსვ შეხვედრას ვიწერ ეხლა და ხვალ შვადღისთვის ჩავუჯდები, მანჩესტერ უნაიტედი-ვოლფსბურგის,შახტიორი-პსჟ და მიუნხედგლადბახი-სიტის თამაშებს გადმოვწერ ალბათ კიდე, უვე-სევილიაც არ უნდა იყოს ცუდი თამაში

Link to comment
Share on other sites

დღეს ერთ მიმოხილვას და ორ შეხვედრას კიდე ვუყურე 1080i-ში, ჯერ ესპანეთის მიმოხილვა ვნახე, პირველათ ისტორიაში პირველ ადგილზე ვილარეალი იმყოფება, მანდვეა ახლოს ბარსა და რეალი, ცელტაც კარგათ უბერავს სტარტზე, ცეესკა-პსვ თამაშიც ვნახე ლიგაზე, პირველ ტაიმში აშკარათ დაჯაბნა ჰონანდიელები ცეესკამ, ანგარიში მუსამ გახსნა 8 წუთზე, 21 წუთზე დუმბიამ მეორე გოლიც გაიტანა, 36 წუთზე კი პენალტიდან დუბლი შეასრულა, თუმცა მეორე ტაიმში მოეშვნენ რუსები და დასაჯა პსვ, 60 წუთზე ერთი გოლი გაქვითა ლესტიანმა, 68 წუთზე კი დუბლი შეასრულა, 80 წუთზე კაცნაკლული დარჩა პსვ თორე შეეძლოთ ანგარიშის გათანაბრება, ისე კი მოსკოველებმა მოიგეს და გამწვავდა მაგ გრუპაში სიტუაცია ორი ტურის შემდეგ, მანჩესტერი-ვოლფსბურგის თამაშიც ვნახე, საკმაოთ მძიმე თამაში გამოვიდა, ანგარიში უკვე მეოთხე წუთზე გახსნა გალიჯურიმ, მაგრამ მეორე გოლი ვეღარ გაიტანეს და 34 წუთზე სუდიამ პენალტი დანიშნა რომელიც მატამ გაიტანა, 53 წუთზე კი სმოლინგმა მეორე გოლიც შეაგდო მატას იმპროვიზაციის შემდეგ პიატკით რომ გადაუგდო ბურთი, თუმცა ვოლსფურგსაც ქონდა მეორე გოლის გატანის შანსები მაგრამ შეძლო მანჩესტერმა მინიმალური ანგარიშით გამარჯვება და ოთხივე გუნდს 3 ქულა აქვს მაგ გრუპაში და კარგი შანსები ფლეიოფში გასასვლელათ, შახტიორი-პსჟ და მინხენგლადბახი-სიტის თამაშიც გადმოვწერე და ხვალე ჩავუჯდები, უვე-სევილია აღარ გამდმომიწერია, მიმოხილვასაც ვნახავ მერე დარჩენილი იგრების ევროპალიგის მიმოხილვასთან ერთად

Link to comment
Share on other sites

დღეს სამ მიმოხილვას და ორ შეხვედრას ვუყურე კიდე 1080i-ში, ჯერ ინგლისის მიმოხილვა ვნახე სანამ რაგბი დაიწყებოდა, მანჩესტერი გავიდა პირველ ადგილზე სიტის ორი ზედიზედ წაგების შემდეგ, შახტიორი-პსჟ შეხვედრაც ვნახე, პსჟ კლასზე მოიგო ფაქტიურათ, ანგარიში უკვე 7 წუთზე გახსნა ორიემ, 23 წუთზე დავიდ ლუიზმა მეორე გოლიც შეაგდო, შახტიორსაც ქონდა ბლომათ მომენტები მაგრამ ყველა პადხოდები გამაზეს და ბოლო წუთზე სერნამ ავტოგოლიც შეაგდო და გაიმარჯვა პსჟ, მაგ გრუპიდან პსჟ და რეალი გასულია უკვე ფაქტიურათ ფლეიოფში, მიუნხენგლადბახის და სიტის შეხვედრაც ვნახე, საკმაოთ დაძაბული თამაში გამოვიდა, ანგარიში სტინდლმა გახსნა 54 წუთზე, 65 წუთზე დემიჩელისმა გაათანაბრა ანგარიში, ქონდათ გერმანელებს პირველ ტაიმშიც გოლის გატანის შანსები, ჰარტმა 20 წუთზე პენალტი მოიგერია და კიდე რამდენიმე დარტყმულიც, უკვე ბოლო წუთზე კი უკვე გერმანელების კარებში დაინიშნა პენალტი რომელიც აგირომ გაიტანა და 2-1 მოუგო სიტიმ მძიმე ბრზოლაში, მინი მიმოხილვაც ვნახე ნტვ+, კიდე რამდნეიმე საინტერესო რეზულტატი დაფიქსირდა http://www.uefa.com/uefachampionsleague/season=2016/standings/index.html ბატეს 3-2 დაუმარცხებია რომა, ატლეტიკოს კი ბენფიკასთან წაუგია 2-1 ესპანეთში, ევროპალიგის მიმოხილვასაც ვუყურე, მანდაც საინტერესო რეზულტატები დაფიქსირდა მეორე ტურში http://www.uefa.com/uefaeuropaleague/season=2016/standings/index.html ლივერპულს მაგ ტურნირშიც უჭირს და გააგდებენ ალბათ მალე ტრენერს ეგრე თუ გააგრძელეს თამაში, ვიკენდის რასპისანიაც ვნახე და ამ 7 შეხვედრას გადმოვწერ ალბათ: ზენიტი-როსტოვი, შალკე-კიოლნი,ბავარია-დორტმუნდი, ევერტონი-ლივერპული, არსენალი-მანჩესტერი, ატლეტიკო-რეალი,ფიორენტინა-ატალანტა, დღეს ორი რეგბის შეხვედრაცაა და ვნახავ მერე გადახვევით IPTV-ზე

Link to comment
Share on other sites

პირველივე ტაიმში მოვჭიმეთ მანჩე :D
სანჩომ დონე ბურთები შეაგდო,განსაკუთრებით მესამე :D

Link to comment
Share on other sites

გუშინ და დღეს კიდე ორ მიმოხილვას და ორ შეხვედრას ვუყურე 1080i-ში, გუშინ ორი რეგბის თამაში ვნახე კიდე მაუწყებელის HD კანალზე, ინგლისი გამოეთიშა ასპარეზობას ავსტრალიასთან მარცხის შემდეგ, დაჟე მეოთხედფინალამდეც კი ვერ გავიდნენ, საფრანგეთის მიმოხილვა ვნახე კიდე გუშინ, პსჟ წელსაც ლიდერობს და არ აპირებს ჩემპიონობის დათმობას, თუმცა დიდი ატრივი ჯერ არაა ნამდვილათ და სხვა გუნდებიც ებღაუჭებიან, რენი მომწონს წელს და ცოტათი ნიცაც ათამაშდა, ბენზემა გამოიყურება სტარტზე კარგათ მაგ კლუბში, დღეს გერმანიის მიმოხილვაც ვნახე, ბოლო ორი თამაში გამოვტოვე, შალკე-კიოლნი და ბავარია-დორტმუნდი სანახავი მაქვს კიდე, წელს რაღაც აუტსაიდერები თამაშობენ კარგათ სეზონის სტარტზე, გლადბახიც ათამაშდა ტრენერის გამოცვლის შემდეგ პადრიათ სამი თამაში მოუგეს, მერსესაიდური დერბიც ვნახე, მაგარი მძიმე თამაში გამოვიდა, ანგარიში ინგსმა გახსნა 41 წუთზე, თუმცა პირველი ტაიმის მიწურულს ლუკაკომ გაათანაბრა ანგარიში, მაგის გარდა ფაქტიურათ რეალური საგოლე მომენტები აღარც შეუქმნიათ დიდათ, მალე მემგონი ლივერპულის ტრენერს დაითხოვენ და კლოპი მოდისო იძახიან, არსენალი-მანჩესტერის თამაშიც ვნახე, არსენალმა მოშნათ დაიწყო თამაში და მანჩესტერის დაცვა უძლური იყო არსენალის ატაკის წინააღმდეგ პირველ წუთებზე, ანგარიში სანჩესმა გახსნა 6 წუთზე უკვე, ფაქტიურათ შემდეგივე ატაკაზე ოზილმა მეორე გოლიც გაიტანა, 19 წუთზე კი სანჩესმა დუბლი შეასრულა და უკვე 3-0 იგებდა არსენალი, მერე გადავახვიე და მეტი გოლები აღარც გასულა, როცა დიდი ანგარიშით ამარცხებს ხოლმე ერთი გუნდი მეორეს სპორტული ინტერესი იკარგება და ვახვევ ხოლმე ეგეთ თამაშებს, ბოლო სტრანნი რეზულტატების ფონზე მაგ თამასში საკმაოთ კარგათ გამოიყურებოდა არსენალი ატაკაშიც და დაცვაშიც, თუმცა თვითონ მანჩესტერი არ მომეწონა, ეგეთი თამაშიც ოთხეულში შესვლის ღირსებიც არ არიან, ძალიან უსუსურათ გამოიყურებოდნენ ეგეთი სასტავით

Edited by George
Link to comment
Share on other sites

დღეს ორ შეხვედრას ვუყურე კიდე 1080i-ში, ჯერ შალკე-კიოლნის თამაში ვნახე, განადგურდა მწარეთ შალკე თავის მოედანზე, თუმცა თავიდან არ თამაშობდენ ცუდათ სანამ პირველ გოლს გაუშვებდენ, ანგარიში 45 წუთზე მოდესტმა გახსნა, მეორე ტაიმში ბევრი ეცადა შალკემ ანგარიშის გათანაბრებას, მაგრამ არაფერი გამოუვიდა დიდათ ატაკაში ბოლოს კი კონტრ ატაკაზე კიდე ორი გოლი შეაგდო კიოლნმა, ჯერ გერჰარტმა გაიტანა 79 წუთზე და ბოლო ზამენაზე გამოსულმა ცოლერმა 84 წუთზე მესამე გოლიც შეაგდო, მაგ მოგების შემდეგ კიოლნი გერტასთან ერთად 4-6 ადგილს იყოფს ამ ტურის შემდეგ, ბავარია-დორტმუნდის თამაშიც ვნახე, მწარეთ დამარცხდა დორტმუნდი მაგ შეხვედრაში, ძალიან სუსტათ ითამაშეს დაცვაში და ატაკაშიც არ ბრწყინავდენ დიდათ, ანგარიში მიულერმა გახსნა 26 წუთზე, 35 წუთზე კი დურაკული პენალტი აიკიდა დორტმუნდმა და მიულერმა მეორე გოლიც შეაგდო, მერე ცოტა გაბრაზდა დორტმუნდი და 36 წუთზე აბამიანგმა ერთი გოლი გაქვითა, მაგის შემდეგ კი ვეღარაფერი ქნეს უკვე, 46 წუთზე ლევანდოვსკიმ 3-1 გახადა ანგარიში, 58 წუთზე კი უკვე დუბლი შეასრულა გიოტცეს პასის შემდეგ, მერე გადავახვიე და თვითონ გიოტცეს გოლიც ვნახე 66 წუთზე და 5-1 დამარცხდა დორტმუნდი და უკვე 7 ქულით აგებს ბავარიასთან, მიმოხილვები ჯერ არ დადებულა და გადმოვწერ მოგვიანებით მაგეებსაც

Link to comment
Share on other sites

გუშინ და დღეს ორ მიმოხილვა და ორ შეხვედრას ვუყურე კიდე 1080i-ში, რუსეთის მიმოხილვა ვნახე გუშინ, არ დაიდო ნორმალურ ხარისხში მოკლე ვერსია და გრძელი გადმოვწერე 2 საათიანი გარჩევებიც რომ მიდის, ცეესკას კარგი შანსები აქვს ჩემპიონობაზე წელს, ზენიტი კი ისევ ბუქსაობს და მაქსიმუმ მეორე ადგილისთვის იბძოლებს ალბათ, ინგლისის მიმოხილვა ვნახე დღეს, ისევ სიტი გავიდა პირველზე, მეორე ადგილს კი მანჩესტერი და არსენალი იყოფენ, ლესტერიც მანდვეა, ზენიტი-როსტოვის თამაშიც ვნახე, საკმაოთ მძიმე თამაში გამოვიდა თუმცა დიდი ანგარიშით მოიგო ზენიტმა, ანგარიში სმოლნიკოვმა გახსნა 26 წუთზე, 34 წუთზე კი დძიუბამ მეორე გოლიც შეაგდო, 89 წუთზე დანიმ მესამე გოლიც გაიტანა და 3-0 მოიგო ზენიტმა, თუმცა აბარონაში ქონდათ გარკვეული პრობლემები მაგ შეხვედრაშიც, მეკარე გამოცვალეს და აღარ უშვებენ უკვე სირულ გოლებს ბოლო თამაშებში, მადრიდული დერბიც ვნახე, საკმაოთ მძიმე თამაში იყო, წელს ატლეტიკო ვერაა ისეთ კარგ ფორმაში, სასტავიც შეიცვალა და ბუქსაობენ სტარტზე, მაგ თამასშიც კარგა ხანს უჭირდათ აპასნი მომენტების შექმნა, ანგარიში 9 წუთზე ბენზემამ გახსნა, 22 წუთზე პენალტი ვერ გაიტანა გრიზმანმა, მარტო 83 წუთზე შეძლეს ანგარიშის გათანაბრება ვიეტოს გოლის შემდეგ, მაგ ფრეს შემდეგ პირველზე ისევ ვილარეალია და მანდვეა ახლოს ბარსა-სელტა და რეალი, ლიდერები საკმაოთ სკრომნათ გამოიყურებიან სტარტზე და დიდი ატრივები ჯერ არაა მაგიტომ, ფიორენტინა-ატალანტას თამაშიც გადმოწერილი მაქვს და დღეს საღამოს ჩავუჯდები, ევროს საკვალიფიკაციო შეხვედრებიც იწყება ხვალე, ლათინურ ამერიკაშიც იწყება მგონი გრძელი საკვალიფიკაციო ეტაპი მსოფლიოზე, 18 შეხვედრა უნდა ჩაატარონ გუნდებმა

Link to comment
Share on other sites

დღეს ერთ მიმოხილვას და შეხვედრას კიდე ვუყურე 1080i-ში, ჯერ ესპანეთის მიმოხილვა ვნახე, სტარტზე ვერ გაიგებ ჯერ ვინაა რეალურათ აუტსაიდერი და ვინ ლიდერი, თუმცა ნელ-ნელა დასტაბილურედება ზამთრისკენ ალბათ სიტუაცია როცა გრანდები ათამაშდებიან, ეხლა კი ვილარეალი ლიდერობს ერთი ქულით, 2-4 ადგილზე კი სელტა-ბარსა და რეალი იმყოფებიან, მანდვეა 3 ქულის მოშორებით ატლეტიკოც, ფიორენტინა-ატალანტას თამაშიც ვნახე, უპრობლემოთ შეძლო ფიორენტინამ მაგ თამაშის მოგება, უკვე 6 წუთზე პანალტი დანიშნა სუდიამ რომელიც ილიჩიჩმა გაიტანა, თან კაცნაკლული დარჩა ატალანტა და მაგარიც გაუჭირდა, მეორე გოლი 34 წუთზე ბორხა ვალერომ შეაგდო კარგი პასის შემდეგ, მერე დიდათ აღარ მოუკლიათ თავი ატაკაში თამაშით, თუმცა 90 წუთზე ზემანაზე გამოსულმა ვერდუმ მესამე გოლიც გაიტანა და 3-0 მოიგო ეგ შეხვედრა ფიორენტინამ და პირველ ადგილზე იმყოფება მაგ ტურის შემდეგ, უვეს ჯერ სულ რაღაც 8 ქულა აქვს და დაჟე მილანზე უკანაა 1 ქულით რომელმაც უსახელოთ გაასხა ნაპოლისთან 4-0 სან სიროზე, ირლანდია-გერმანიის შეხვედრას ვიწერ ეხლა და ჩავუჯდები მალე, ხო ჩვენებს მოუგიათ გიბრალტართან 4-0 თბილისში, თუმცა ეგ დიდათ არაფერში დაეხმარებათ, მეხუთე ადგილზე დაამთავრებენ ასპარეზობას, მსოფლიოზეც კარგი მძიმე გრუპა აქვთ ისე

Link to comment
Share on other sites

ირლანდია-გერმანიის თამაშიც ვნახე ევროს შესარჩევზე 1080i-ში, ნტვ+ უყიდია ისევ ევროს შესარჩევი მატჩების ჩვენება, საღო ისე ირლანდიას, მაქსიმალურათ მაგრა დაუდგა გერმანიის ნაკრებს დაცვაში, საკმაო უპირატესობას ფლობდა გერმანია, რამდენიმე კარგი მომენტიც შექმნა მაგრამ მაგ თამასში ისევ იჩინა ცენტრფორვარდის დეფიციტმა ნაკრებში და ვერაფრით ვერ შეაგდეს ერთი გოლი მაინც, ირლანდიამ კი თავისი ერთი მომენტი კარგათ გამოიყენა მეორე ტაიმში, 71 წუთზე ზამენაზე გამოსულმა ჯასტინ ლონგმა გაიტანა და ეგეც საკმარისი აღმოჩნდა რომ მოეგოთ გერმანიისთვის, მაგ გრუპაში მაგრათ დაიძაბა სიტუაცია, შოტლანდიელები ვეღარსაც ვეღარ გადიან მაგრამ პოლონეთმა ფრე ითამაშა და ბოლო ტურში გაირკვევა მარტო ვინ გადის პირდაპირ და ვინ ითამაშებს ფლეოფში მაგ გრუპიდან, პორტუგალია-დანიის შეხვედრაც გადმოვწერე და საღამოს ჩავუჯდები მაგ თამასშაც, ალბათ დღევანდელი თამაშებიდან ჩერნოგორია-ავსტირას გადმოვწერ კიდე, დღეს რაღაც არაა საინტერესო იგრები დიდათ, კონმებოლის მსოფლიო ჩემპიონატის ატბორს კი არავინ გადმოცემს რუსული კანალებიდან

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.