Jump to content

გაზაფხულიდან თბილისში მეოთხე თაობის მობილური ინტერნეტი შემოვა


Recommended Posts

4 ნოემბერს  საქართველოს მარეგულირებელი კომისია აუქციონზე გასაყიდად  800-იან სიხშირეს გაიტანს, რომელიც მეოთხე თაობის ე.წ. LTE ტექნოლოგიების დასანერგად გამოიყენება. ის ოპერატორები კი, რომლებსაც შესაბამისი სიხშირეები უკვე გააჩნიათ (მაგთი, ჯეოსელი) და ახალი ლიცენზიის შესყიდვას არ საჭიროებენ,  რესურსის მოდიფიკაციას განახორციელებენ.

 

LTE ქსელის მოწყობა საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, დაახლოებით 200-250 მილიონი ლარი ღირს. ამას დამატებული ლიცენზიის ღირებულება, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანიებს საკმაოდ დიდი თანხების მობილიზება მოუწევთ.

 

როგორც კომპანია ,,ბილაინში“ აცხადებენ, მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს იმისთვის, რომ მეოთხე თაობის ინტერნეტს მომზადებულები შეხვდნენ. ,,მომსახურების გაშვების ზუსტი თარიღი აუქციონის შემდეგ გვეცოდინება. საფასო პოლიტიკაზე საუბარი ნაადრევია,რადგან არ ვიცით მეოთხე თაობის ინტერნეტის ლიცენზიის ღირებულება’’ - აცხადებს ,,ზეტთან’’ საუბარში ,,ბილაინის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი თეონა ბაღდავაძე.

 

კომპანია ,,მაგთიკომში“ აცხადებენ,  რომ მათ ოფისებში  დღეს უკვე შესაძლებელია Samsung-ის და Huaway-ის 4G სმარტფონების შეძენა.  კომპანიის ოფისებში 4G ქსელის მხარდაჭერით ტელეფონების რიცხვი 2015 წლის მანძილზე  პერმანენტულად გაიზრდება.  

 

აღსანიშნავია, რომ რეგიონში აქამდე მხოლოდ საქართველოში არ იყო 4G ტექნოლოგია დანერგილი.

 

როგორც საქართველოს მარეგულირებელი კომისიის თავჯდომარე, ვახტანგ აბაშიძე ,,ზეტთან“ საუბარში ამბობს, ზაფხულში მიღებულმა კანონმა  მისცათ შესაძლებლობა ეს პროცესი დაწყებულიყო. ამის გარეშე როგორც კომისია, ისე სატელეკომუნიკაციო კომპანიები  საჭირო ცვლილებებს ვერ განახორციელებდნენ. ,,გადამწყვეტ ფაზაში შედის კომპანიების არსებული ლიცენზიების მოდიფიცირება, ეს პროცესი 4 ნოემბერს დასრულდება. სწორედ ამ პერიოდისთვის გამოცხადდება პირველი აუქციონი. დადგინდა ობიექტური ფასი ლიცენზიაზე და სწორედ ამაზე იქნება დამოკიდებული 4G  ტექნოლოგიების ღირებულებაც.“

 

4G - ეს არის მეოთხე თაობის საკომუნიკაცო სისტემა, რომელიც მის წინამორბედ 3G-ზე გაცილებით სწრაფია. მეოთხე თაობის ინტერნეტის დაფარვის პარალელურად მომსახურებები კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდება.

 

წყარო: ZETI.GE

 

პ.ს დრო იყო უკვე ამის გაკეთების. "რეგიონში ერთი ქვეყანა, რომელსაც არ ჰქონდა 4G ტექნოლოგია!" ჯერ-ჯერობით ყველაფერი შეთანხმებული არ არის, რადგან 800 სიხშირიანი კავშირი არის გასაყიდი, მაგრამ ყველაფერს მალე გავიგებთ

 

9fe4b043ad24.jpg

 

Adoption of LTE technology as of May 21, 2014.   Countries and regions with commercial LTE service   Countries and regions with commercial LTE network deployment on-going or planned   Countries and regions with LTE trial systems (pre-commitment)

  • Upvote 2
Link to comment
Share on other sites

  • Barca locked this topic
Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.