Jump to content

Nexus 5 Performance


Blaster

Recommended Posts

გამარჯობათ!

 

მაქვს ნექსუს 5 და მიყენია CyanogenMod 11 M9 ვერსია (კერნელი არ მაქვს შეცვლილი)

გუშინ შევედი Performance განყოფილებაში ეყენა პროფილი Interactive და CPU-ის მაქსიმალური სიხშირე თავისით იცვლება პროფილში. (მინიმუმი 300 სტანდარტულად)

ხან 11xx MHz-ა მაქსიმალური ხან 15xx ხან 19xx თუ დაბალია იმატებს და დაბლა აღარ ჩამოდის რესტარტამდე (მაქსიმალური ქარხნული სიხშირე არის 2265)

ვიფიქრე რომს სჭირდა რაღაც და დაზღვეული რომ ვყოფილიყავი მთლიანად სტოკ 4.4.4 ვერსიაზე დავაბრუნე და ახლიდან დავრუთე/დავფლეშე რიქავერი და სუფთად დავაყენე იგივე ვერსია რაც ზემოთ დავწერე მაგრამ ისევ ისე იყო

რომ ვიყიდე და პირველად დავაყენე (მაშინ M8 ვერსია იყო ბოლო სტაბილური) არაფერი შემიმჩნევია Ondemand პროფილი იყო ავტომატურად და მინიმუმი ეწერა 300 და მაქსიმუმი 2265 (როგორც ქარხნულადაა)

ახლიდან დავაყენე სტოკი და ამჯერად M8 დავაყენე მაგრამ ისევ ისეა პროფილი ისევ Interactive...

ვცადე Ondemand-ზე გადაყვანა და ჩავურთე Set on boot... მაქსიმალური სიხშირეც ხელით მივუთითე... რესტარტის მერე პროფილი შენახული იყო მაგრამ სიხშირე ისევ "ცელქობს" :D

გადმოვწერე PerfMon რომ დავკვირვებოდი პროცესორს და გავატარე AnTuTu ბენჩმარკი პროცესორის ერთი ბირთვი თავიდან ავიდა თავის მაქსიმუმზე მაგრამ როცა დანარჩენი სამი ჩაირთო ყველა 19xx MHz-ზე გაჩერდა არა და დატვირთვა 100%-ზე იყო (21xxx ქულა აიღო რაც დაბალია ვიდრე უნდა იყოს 26000 იღებს სტოკზე დაახლოებით და CyanogenMod-ზე 30000-მდე. 3D ბენჩის დროს FPS დავაკვირდი და 30-ზე მაღლა არ ასულა არა და YouTube-ზე შედარებას რომ ვუყურე იგივე ბენჩზე 50-60 FPS ჰქონდა)

 

სანამ სტოკ სისტემა მეყენა იქაც შევამოწმე SetCPU-თი Stock პარამეტრები არის Ondemand და I/O CFQ... სიხშირე სტოკზეც იგივეს აკეთებდა

 

მაინტერესებს ვისაც Nexus 5 გაქვთ CM-ზე და არაფერი შეგიცვლიათ არც სეთინგებიდან არც რამე Root აპლიკაციიდან თქვენთან როგორაა პროფილი? შეიძლება ესეც უნდა იყოს ამ მოდელზე უბრალოდ არ დავკვირვებივარ კარგად როცა ვიყიდე

Link to comment
Share on other sites

ElementalX კერნელი დავაყენე და მოგვარდა პრობლემა 31xxx ავიღე AnTuTu-ში...

 

Kernel-ის ბრალი ყოფილა :D სპეციალურად შეზღუდეს ალბათ ბატარიის გასაუმჯობესებლად... ჩემი აზრით დღეისთვის არცერთ თამაშს არც სჭირდება ესეთი მონაცემები და მე საერთოდ არ ვთამაშობ ტელეფონში :D უბრალოდ მაინტერესებდა რისი ბრალი იყო მაქსიმალურს ეხლა 1.5-ზე დავაყენებ

 

იმედი მაქვს ვინმეს გამოგადგებათ ეს თემა

Link to comment
Share on other sites

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.