Jump to content

დამეხმარეთ მიზეზის დადგენაში.


Recommended Posts

მაშ ასე, ბევრის წერა მომიწევს რომ გაგიადვილდეთ თქვენც დახმარება. დაახლოებით ათი დღის წინ, კომპიუტერი რომ ჩავრთე სისტემა არ ჩაიტვირთა, Memok ნათურა ანათებდა, გამოვაძრე შტეფსელიდან, ჩავრთე თავიდან და უპრობლემოდ ჩაირთო. კომპიუტერი ძირითადად სულ ჩართულია, დღე და ღამე, მემორი დარაზგონებული მქონდა, დავაყენე თავის სიხშირეებზე და დავიკიდე, მაგრამ ისევ განმეორდა ცოტახანში. გავატარე მემტესტი, არცერთი ერორი, სხვა სლოტებში ვცადე, თითო-თითო ვამუშავე, დაბალ სიხშირეზე დავაყენე, ძაბვა გავუზარდე, არანაირი შედეგი. მერე ბიოსზე გადავედი, ცოტა ძველი ვერსია დავაყენე, არ ეშველა, ისევ ბოლო ბიოსზე გადავფლეშე. ბოლოს რატომღაც ვიდეოკარტას დავუკავშირე, ახლახანს ვიყიდე ჩემი წინა თემიდან ვისაც გახსოვთ, ხოდა ამოვიღე ვიდეოკარტა, ინტეგრირებულზე შევაერთე და ჰოი საოცრებავ, რამდენჯერ ჩავრთე გამოვრთე, ერთი დღე ვამუშავე, მეორე დღესაც უპრობლემოდ ჩაირთო, ვიფიქრე დედაპლატის ბრალი იქნებათქო, მეორე კომპის ვიდეოკარტა ჩავაყენე, GT 220, ამ კარტაზეც უპრობლემოდ ირთვება, ერთი დღე ვამუშავე. ბოლოს ისევ დავაბრუნე 280, ოღონდ ქვედა სლოტში და ისევ ეს ოხერი ნათურა :| 

ასე აკეთებს მხოლოდ მაშინ როცა მთლიანად დენის წყაროდან ვთიშავ კომპიუტერს, და ასეც ყოველთვის არ ურევს, როგორც დავაკვირდი თუ რამოდენიმე წუთში ვრთავ ირთვება.  ვინმეს გქონიათ/გსმენიათ მსგავსი შემთხვევა ან რამე იდეა გააქვთ? :| 

Link to comment
Share on other sites

მე კვების ბრალი მგონია, 220 ცოტა რესურსს მოითხოვს და ძლიერზე სავარაუდოდ ვერ უმკლავდება შენს მხეცს :)

Link to comment
Share on other sites

მე კვების ბრალი მგონია, 220 ცოტა რესურსს მოითხოვს და ძლიერზე სავარაუდოდ ვერ უმკლავდება შენს მხეცს :)

ხო კვებაზე მეც ვიფიქრე.. უბრალოდ მთელი დღე ჩართულია კომპიუტერი და კვება ოდნავადაც არ თბება, ჰაერსა ოტახის ტემპერატურა რაცაა ისეთი გამოაქვს, ცოტ-ცოტა ვარაზგონე კიდეც პროცესორი და კარტაც, საკმაოდ ბევრი სტრესტესტი გავატარე, ბენჩებიც და არცერთხელ ბლუსქრინი ან უბრალოდ რესტარტიც არ ყოფილა.

Link to comment
Share on other sites

კვებას მიხედე და გამოსწორდება,მაგისი ბრალია,დამიჯერე :)

Link to comment
Share on other sites

ესეიგი უეჭველი კვების ბრალია? :( 

Link to comment
Share on other sites

მოკლედ გამოვცვალო კვების ბლოკი? შემოწმების საშუალება სამწუხაროდ არ მაქვს.

Link to comment
Share on other sites


მოკლედ გამოვცვალო კვების ბლოკი? შემოწმების საშუალება სამწუხაროდ არ მაქვს.

დიდი ალბათობით ეგაა მარა შემოწმების გარეშე არ ღირს ლატარიის თამაში :D

Link to comment
Share on other sites

Gogla1990 

შევცვლი კვების ბლოკს, რაც არის არის, თუ კვების ბრალი არ იქნება ახალი კვების ბლოკი არსად არ გაიქცევა. 

ბარემ აქვე მირჩიეთ, ეს რაც ვნახე ქართულ მარაზიებში, საკიტხავია აქვთ თუ არა , მაგრამ მაინც 

http://www.klg.ge/index.php?route=product/product&path=128_170_197&product_id=10336&filter=სიმძლავრე_a-n-154=700+W&C=GEL

 

http://www.klg.ge/index.php?route=product/product&path=128_170_197&product_id=10325&filter=MANUFACTURER_m-n-86=Enermax&C=GEL

ან მიახლოებით ამ ფასში თუ გეგულებათ სადმე, 

Link to comment
Share on other sites

მადლობა აზრის გაზიარებისათვის.. ნამდვილად კვება ყოფილა მიზეზი, შევცვალე კვების ბლოკი და პრობლემაც აღარაა. :)

Link to comment
Share on other sites

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.