NEIRON Posted November 2, 2010 Share Posted November 2, 2010 ავტორი - მიშა აქ უკვე ყველას ყველაფერი ჰკიდიან, პრინციპში "იქაც" (უცხოეთს ვგულისხმობ), კარგ სიახლეებს აღარავინ დებს თითქმის, მაგრამ დღეს ძია ტომთან წავაწყდი ერთ ფრიად საინტერესო სათაურს - "BIOS-ის დღეები დათვლილია! მიესალმეთ UEFI"-ს. ჰოდა ახლა ამ სტატიას გითარგმნით და მოგართმევთ შემწვარს და პირში ბოლოკგაჩრილს ---------------------------------------------------------------------------------------------- "ბებერი კეთილი" ბიოსის დღეები დათვლილია. მას სიცოცხლეს უნიფიცირებული გაფართოებადი მიკროპროგრამული ინტერფეისი, ანუ ინგლისურად "Unified Extensible Firmware Interface", შემოკლებით UEFI (ბურთის მადევრებს UEFA-ში არ აგერიოთ). ეს გახლავთ ინტერფეისი, რომელიც პასუხს აგებს კომპიუტერზე მანამ, სანამ ოპერაციული სისტემა ჩაიტვირთება. ო არა მეგობრებო, არ გეგონოთ, რომ UEFI მზაკვრულად მიეპარა BIOS-ს და უთხრა "წადი ბაბაია პენსიაზეო". ასე სულაც არ ყოფილა. UEFI-ს "მამა", "EFI", ჯერ კიდევ 2003 წელს წარუდგინა პუბლიკას ყოვლისშემძლე Intel-მა Itanium IA64 არქიტექტურასთან ერთად. თუმცა მაშინ EFI-ს "Boot Initiative" ერქვა. მას შემდეგ შეიქმა EFI-ს "ფორუმი" და ახლა EFI-ს მიმდევრები გახლავთ AMD, AMI, Apple, Dell, HP, IBM, Insyde, Intel, Lenovo, Microsoft და Phoenix (ანბანური თანიმიდევრობით ). შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ UEFI-ს 100%-იანი აპატარული უზრუნველყოფა კომპიუტერებს უკვე 2007 წელს მიეცათ, მაგრამ მწარმოებლები რატომღაც არ ჩქარობენ ახალ სტანდარტზე გადასვლას... უი სულ დამავიწყდა, Windows Vista-ს (ალბათ 7-საც) და Windows Server 2008-ს აქვთ UEFI-ს მხარდაჭერა, მაგრამ რატომღაც მხოლოდ 64-ბიტიან ვერსიებს. ახლა მოდით ვნახოთ რას შვრება UEFI ჩატვირთვისას. EFI არის პროგრამა, რომელიც მუშაობს ოპერაციული სისტემის ჩატვირთვამდე და აქვს BIOS-ის ჩანაცვლების საშუალება. იგი განვითარების დონით BIOS-სა და OS-ს შორისაა გაჩხერილი და შეიცავს ინფორმაციას სისტემის შესახებ. რათქმაუნდა ინფორმაცია მოწესრიგებულადაა ჩაწიკწიკებული რეგისტრში და თქვენ ცხრილების სახით მოგეწოდებათ. UEFI-ს გამოყენებით კომპიუტერის ჩართვა და OS-ის ჩატვირთვა შემდეგნაირ სახეს იღებს: ალბათ მიხვდებოდით, რომ თუკი კომპიუტერზე 2, ან მეტი განსხვავებული ოპ. სისტემა გიწერიათ, აღარ არის საჭირო მათთან ხლაფორთი და ნორმალურ "boot manager"-ზე წვალება, UEFI დაინახავს ყველა OS-ს და თქვენ თავად აირჩევთ სასურველს. სხვათაშორის ეს არამხოლოდ Windows-ის სხვადასხვა ვერსიებს ეხება, არამედ სრულიად განსხვავებულ ოპ. სისტემებსაც - UEFI-ს გამოყენებით ერთმანეთის გვერდიგვერდ შეიძლება გქონდეთ Windows და Mac OS. ჰაა, როგორია? მწარმოებლებისგან მხარდაჭერა - ნული. 2008 წელს EFI-ს "ჩაეხუტა" კომპანია IBM, HP და HP-Compaq, 2009 წელს - Dell. მაგრამ სამწუხაროდ დედაპლატების რეალურად დიდი მწარმოებლები უარს აცხადებენ UEFI-ს მიღებაზე... აი რამდენიმე მათგანის რეპლიკა (ისევ ანბანურად, რომ გული არავის დაწყდეს): Asus - "დღესდღეობით EFI-ს მხოლოდ P5Q Deluxe დედაპლატაზე ვთავაზობთ მომხმარებლებს. ისიც ბეტა ვერსიას და EFI-ს სხვა დედაპლატებზე გადასვლა და ვერსიის განახლება იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ მიიღებს მას მომხმარებელი". Foxconn - "დღეისათვის ჩვენი დედაპლატები არ იყენებენ UEFI-ს და არც დამუშავებაში გვაქვს ამ ინტერფეისის მხარდაჭერის მქონე დედაპლატა". Gigabyte - "გვაცადეთ ბატონო, გვაცადეთ ( ), დამუშავებაში გვაქვს ეგეთი დედაპლატა, მაგრამ როდისთვის იქნება მზად არ ვიცით". Intel - "ჩვენ მხარს ვუჭერთ UEFI-ს და დარწუნებული ვართ, რომ დროთა განმავლობაში იგი მეტ გავრცელებას ჰპოვებს ბაზარზე". თუმცა როგორც გაირკვა, UEFI-ს არ შეუძლია OS-ის ჩატვირთვა, თუ იგი 2TB-ზე დიდ ინფორმაციის მატარებელზეა ჩაწერილი და რაც მთავარია, ეს ეხება RAID-საც. MSI - “ჩვენმა კომპანიამ უკვე გამოუშვა UEFI-ს მხარდაჭერის მქონე დედაპლატა "ClickBIOS"-ით P45 ჩიპსეტზე, მაგრამ მან პოპულარობა ვერ მოიპოვა". რათქმაუნდა UEFI-ს შესაძლებლობების, კონკრეტულად კი 2TB-ზე დიდ HDD-სთან შექმნილი პრობლემების სანახავად და შესასწავლად საუკეთესო გზა მისი დატესტვაა. საამისოდ ძია ტომის დამქაშებმა აიღეს Intel DP55KG დედაპლატა და შეუდგნენ მის წვალებას დედაპლატას მიუერთეს LaCie 4big Quadra, რომელშიც 4TB საერთო ტევადობის მყარი დისკების ჩადება შეიძლება: ჩართეს სისტემა, ჩატვირთეს BIOS-ი: და ჩართეს UEFI-ს ჩატვირთვის ფუნქცია... შემდეგ სქრინზე კი ვხედავთ, რომ 2.6TB სიდიდის RAID სისტემას არ აქვს OS-ის ჩატვირთვის ფუნქცია: და მასზე ვერანაირად დააყენებთ Windows-ს (და ალბათ Mac OS-საც): ხოლო 1.9TB სიდიდის RAID-ს აქვს ეს ფუნქცია: Windows Setup-ი ავტომატურად იყენებს GPT (GUID Partition Table)-ს 2TB-ზე დიდი HDD-ებისათვის, ხოლო 2TB-ზე პატარა HDD-ებისთვის მომხმარებელი თავად ირჩევს GPT-ს, ან MBR (Master Boot Record)-ს. რათქმაუნდა UEFI-ს არ მქონე (ან ფუნქციის გათიშული) სისტემისთვის არც 2 და არც 10TB-იანი HDD-დან სისტემის ჩატვირთვა პრობლემას არ წარმოადგენს... არ დაგავიწყდეთ ის, რომ GPT-ს გამოყენებისთვის 64-ბიტიანი ოპერაციული სისტემა დაგჭირდებათ. თუ უკვე გაქვთ ასეთი OS, მაშინ თქვენთვის სასარგებლო იქნებოდა იცოდეტ, რომ GPT-ს აქვს: 18 ექსაბაიტი (ანუ 18000000 ტერაბაიტი) ტევადობის აღქმის საშუალება; მაქს. 128 "partition"-ის მხარდაჭერა თითო დისკზე; "Primary" და "Backup" ფართიშენები RAID-ისთვის. GPT ავტომატურად დააყენებს EFI System Partition (ESP) პროგრამას, რომელიც ავტომატურად დააყენებს Boot Loader-ს, EFI-ს დრაივერებს და ა.შ. HDD-ზე იგი მინიმუმ 100, ხოლო მაქსიმუმ 1000MB-ს იკავებს. GPT-სთან ერთად თქვენ "მიიღებთ" MSR (Microsoft Reserved) "ფართიშენსაც" 128MB ზომით. აი, მაგალითად ასეთ რამეს მიიღებთ: სადაც პირველი ფართიშენი გახლავთ ESP, მეორე ფართიშენი - MSR, ხოლო მესამე - დანარჩენი HDD. ეს ყველაფერი იმისთვის გაკეთდა, რომ თქვენ დაინახოთ, UEFI ალბათ მალე მოიკიდებს ბაზარზე ფეხს, ალბათ ოდესმე ამოიღებს ხმარებიდან BIOS-ს და როდესაც ეს მოხდება, ან გამოვა UEFI 2TB-ზე დიდი ფართიშენების მხარდაჭერით, ან მოგიწევთ ზემოთ აღწერილი სქემით HDD-ს დაყოფა. თუ ყველამ ყველაფერი გაიგო, მადლობა ღმერთს! გმადლობთ ყურადღებისთვის :) 6 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
donkosta Posted November 16, 2010 Share Posted November 16, 2010 მე მაქ ლეპზე ეუფი ბუთი მაგრამ მეზარება ეხლა ამის ჩხიკინი )) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
T.J. Posted August 18, 2011 Share Posted August 18, 2011 ყველაფერი გასაგებია, მაგრამ პრაქტიკაში მქონდა ერთი ესეთი შემთხვევა... ახლობელმა იყიდა MSI big bang x-power დედაპლატა ავიღეთ 2 x 1.5TB HDD, მაგრამ Raid 0 (stripe)_ში 3TB ბუთეიბლი არ გვიჩვენა, შესაბამისად არც სისტემა დაყენდა და იძულებულები ვიყავით 2 x 1TB HDD_ზე გადაგვეცვალა და საბოლოო ჯამში 2TB აღიქვა ჩამტვირთველად.სავარაუდოდ UEFI ან EFI იყო გააქტიურებული BIOS_ში და აქედან გამომდინარე იყო პრობლემა? ეხლა user manual_ში ვნახავ საერთოდ აქვს თუ არა ეგ პუნქტი... 2TB_ზე მეტი მოცულობის Raid-0, გაქვთ ვინმეს გაკეთებული სტანდარტულ BIOS_ში და დაიბუთა ჩვეულებრივად? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
T.J. Posted August 18, 2011 Share Posted August 18, 2011 2 x 1.8TB Raid 0 = 1.9TB_ს, რაღაც ვერ გავიგე... :( Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted October 11, 2011 Share Posted October 11, 2011 ახალი ინფო კიდე UEFI-ზე http://www.3dnews.ru/offsyanka/618151 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Grichika Posted April 13, 2014 Share Posted April 13, 2014 აუ ხო ისე რა უნდა გკითხოთ ტვინი წაიღო მაგ guide partition teiblma და მოგვარება არ მოსულა მასტერ ბუთ რეკორდი რომ ჩტვირთოს და არა ეგ GPT windows 7-ზე ლიცენზიაზე მაქ პრობლემა და მაგიტომ? მოგვარება არ არსებობს ისე რომ არაფერი ჭამეშალოს?? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.