Jump to content

Recommended Posts

ავტორი - მიშა

აქ უკვე ყველას ყველაფერი ჰკიდიან, პრინციპში "იქაც" (უცხოეთს ვგულისხმობ), კარგ სიახლეებს აღარავინ დებს თითქმის, მაგრამ დღეს ძია ტომთან წავაწყდი ერთ ფრიად საინტერესო სათაურს - "BIOS-ის დღეები დათვლილია! მიესალმეთ UEFI"-ს. ჰოდა ახლა ამ სტატიას გითარგმნით და მოგართმევთ შემწვარს და პირში ბოლოკგაჩრილს :rolleyes:

----------------------------------------------------------------------------------------------

4kgncbt6zxuhalco6v6d.jpg

"ბებერი კეთილი" ბიოსის დღეები დათვლილია. მას სიცოცხლეს უნიფიცირებული გაფართოებადი მიკროპროგრამული ინტერფეისი, ანუ ინგლისურად "Unified Extensible Firmware Interface", შემოკლებით UEFI (ბურთის მადევრებს UEFA-ში არ აგერიოთ). ეს გახლავთ ინტერფეისი, რომელიც პასუხს აგებს კომპიუტერზე მანამ, სანამ ოპერაციული სისტემა ჩაიტვირთება. ო არა მეგობრებო, არ გეგონოთ, რომ UEFI მზაკვრულად მიეპარა BIOS-ს და უთხრა "წადი ბაბაია პენსიაზეო". ასე სულაც არ ყოფილა. UEFI-ს "მამა", "EFI", ჯერ კიდევ 2003 წელს წარუდგინა პუბლიკას ყოვლისშემძლე Intel-მა Itanium IA64 არქიტექტურასთან ერთად. თუმცა მაშინ EFI-ს "Boot Initiative" ერქვა. მას შემდეგ შეიქმა EFI-ს "ფორუმი" და ახლა EFI-ს მიმდევრები გახლავთ AMD, AMI, Apple, Dell, HP, IBM, Insyde, Intel, Lenovo, Microsoft და Phoenix (ანბანური თანიმიდევრობით hmm2.gif). შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ UEFI-ს 100%-იანი აპატარული უზრუნველყოფა კომპიუტერებს უკვე 2007 წელს მიეცათ, მაგრამ მწარმოებლები რატომღაც არ ჩქარობენ ახალ სტანდარტზე გადასვლას... უი სულ დამავიწყდა, Windows Vista-ს (ალბათ 7-საც) და Windows Server 2008-ს აქვთ UEFI-ს მხარდაჭერა, მაგრამ რატომღაც მხოლოდ 64-ბიტიან ვერსიებს.

ახლა მოდით ვნახოთ რას შვრება UEFI ჩატვირთვისას.

EFI არის პროგრამა, რომელიც მუშაობს ოპერაციული სისტემის ჩატვირთვამდე და აქვს BIOS-ის ჩანაცვლების საშუალება. იგი განვითარების დონით BIOS-სა და OS-ს შორისაა გაჩხერილი და შეიცავს ინფორმაციას სისტემის შესახებ. რათქმაუნდა ინფორმაცია მოწესრიგებულადაა ჩაწიკწიკებული რეგისტრში და თქვენ ცხრილების სახით მოგეწოდებათ. UEFI-ს გამოყენებით კომპიუტერის ჩართვა და OS-ის ჩატვირთვა შემდეგნაირ სახეს იღებს:

zgx5q47gomqo2aqokz7w.jpg

ალბათ მიხვდებოდით, რომ თუკი კომპიუტერზე 2, ან მეტი განსხვავებული ოპ. სისტემა გიწერიათ, აღარ არის საჭირო მათთან ხლაფორთი და ნორმალურ "boot manager"-ზე წვალება, UEFI დაინახავს ყველა OS-ს და თქვენ თავად აირჩევთ სასურველს. სხვათაშორის ეს არამხოლოდ Windows-ის სხვადასხვა ვერსიებს ეხება, არამედ სრულიად განსხვავებულ ოპ. სისტემებსაც - UEFI-ს გამოყენებით ერთმანეთის გვერდიგვერდ შეიძლება გქონდეთ Windows და Mac OS. ჰაა, როგორია? 126fs4054730.gif

მწარმოებლებისგან მხარდაჭერა - ნული.

2008 წელს EFI-ს "ჩაეხუტა" კომპანია IBM, HP და HP-Compaq, 2009 წელს - Dell. მაგრამ სამწუხაროდ დედაპლატების რეალურად დიდი მწარმოებლები უარს აცხადებენ UEFI-ს მიღებაზე... აი რამდენიმე მათგანის რეპლიკა (ისევ ანბანურად, რომ გული არავის დაწყდეს):

Asus - "დღესდღეობით EFI-ს მხოლოდ P5Q Deluxe დედაპლატაზე ვთავაზობთ მომხმარებლებს. ისიც ბეტა ვერსიას და EFI-ს სხვა დედაპლატებზე გადასვლა და ვერსიის განახლება იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ მიიღებს მას მომხმარებელი".

Foxconn - "დღეისათვის ჩვენი დედაპლატები არ იყენებენ UEFI-ს და არც დამუშავებაში გვაქვს ამ ინტერფეისის მხარდაჭერის მქონე დედაპლატა".

Gigabyte - "გვაცადეთ ბატონო, გვაცადეთ ( :D ), დამუშავებაში გვაქვს ეგეთი დედაპლატა, მაგრამ როდისთვის იქნება მზად არ ვიცით".

Intel - "ჩვენ მხარს ვუჭერთ UEFI-ს და დარწუნებული ვართ, რომ დროთა განმავლობაში იგი მეტ გავრცელებას ჰპოვებს ბაზარზე". თუმცა როგორც გაირკვა, UEFI-ს არ შეუძლია OS-ის ჩატვირთვა, თუ იგი 2TB-ზე დიდ ინფორმაციის მატარებელზეა ჩაწერილი და რაც მთავარია, ეს ეხება RAID-საც.

MSI - “ჩვენმა კომპანიამ უკვე გამოუშვა UEFI-ს მხარდაჭერის მქონე დედაპლატა "ClickBIOS"-ით P45 ჩიპსეტზე, მაგრამ მან პოპულარობა ვერ მოიპოვა".

რათქმაუნდა UEFI-ს შესაძლებლობების, კონკრეტულად კი 2TB-ზე დიდ HDD-სთან შექმნილი პრობლემების სანახავად და შესასწავლად საუკეთესო გზა მისი დატესტვაა. საამისოდ ძია ტომის დამქაშებმა აიღეს Intel DP55KG დედაპლატა და შეუდგნენ მის წვალებას hmm2.gif

nn96efmgote17me1g8d.jpg

დედაპლატას მიუერთეს LaCie 4big Quadra, რომელშიც 4TB საერთო ტევადობის მყარი დისკების ჩადება შეიძლება:

8s9ve0l2izk1bg0qdh9.jpg

ჩართეს სისტემა, ჩატვირთეს BIOS-ი:

iybzrtjnrvln4z9njrb8.jpg

და ჩართეს UEFI-ს ჩატვირთვის ფუნქცია... შემდეგ სქრინზე კი ვხედავთ, რომ 2.6TB სიდიდის RAID სისტემას არ აქვს OS-ის ჩატვირთვის ფუნქცია:

yazok0hyvfmbo8xz3id1.jpg

და მასზე ვერანაირად დააყენებთ Windows-ს (და ალბათ Mac OS-საც):

54ak0ry1b42shc5hazay.jpg

ხოლო 1.9TB სიდიდის RAID-ს აქვს ეს ფუნქცია:

xjyuswumtlsz7s4gob.jpg

Windows Setup-ი ავტომატურად იყენებს GPT (GUID Partition Table)-ს 2TB-ზე დიდი HDD-ებისათვის, ხოლო 2TB-ზე პატარა HDD-ებისთვის მომხმარებელი თავად ირჩევს GPT-ს, ან MBR (Master Boot Record)-ს. რათქმაუნდა UEFI-ს არ მქონე (ან ფუნქციის გათიშული) სისტემისთვის არც 2 და არც 10TB-იანი HDD-დან სისტემის ჩატვირთვა პრობლემას არ წარმოადგენს... არ დაგავიწყდეთ ის, რომ GPT-ს გამოყენებისთვის 64-ბიტიანი ოპერაციული სისტემა დაგჭირდებათ. თუ უკვე გაქვთ ასეთი OS, მაშინ თქვენთვის სასარგებლო იქნებოდა იცოდეტ, რომ GPT-ს აქვს:

18 ექსაბაიტი (ანუ 18000000 ტერაბაიტი) ტევადობის აღქმის საშუალება;

მაქს. 128 "partition"-ის მხარდაჭერა თითო დისკზე;

"Primary" და "Backup" ფართიშენები RAID-ისთვის.

GPT ავტომატურად დააყენებს EFI System Partition (ESP) პროგრამას, რომელიც ავტომატურად დააყენებს Boot Loader-ს, EFI-ს დრაივერებს და ა.შ. HDD-ზე იგი მინიმუმ 100, ხოლო მაქსიმუმ 1000MB-ს იკავებს.

GPT-სთან ერთად თქვენ "მიიღებთ" MSR (Microsoft Reserved) "ფართიშენსაც" 128MB ზომით. აი, მაგალითად ასეთ რამეს მიიღებთ:

d1uw51txcm73s5nj5p9.jpg

სადაც პირველი ფართიშენი გახლავთ ESP, მეორე ფართიშენი - MSR, ხოლო მესამე - დანარჩენი HDD.

ეს ყველაფერი იმისთვის გაკეთდა, რომ თქვენ დაინახოთ, UEFI ალბათ მალე მოიკიდებს ბაზარზე ფეხს, ალბათ ოდესმე ამოიღებს ხმარებიდან BIOS-ს და როდესაც ეს მოხდება, ან გამოვა UEFI 2TB-ზე დიდი ფართიშენების მხარდაჭერით, ან მოგიწევთ ზემოთ აღწერილი სქემით HDD-ს დაყოფა.

თუ ყველამ ყველაფერი გაიგო, მადლობა ღმერთს!

გმადლობთ ყურადღებისთვის :)

  • Upvote 6
Link to comment
Share on other sites

  • 2 weeks later...
  • 9 months later...

ყველაფერი გასაგებია, მაგრამ პრაქტიკაში მქონდა ერთი ესეთი შემთხვევა...

ახლობელმა იყიდა MSI big bang x-power დედაპლატა

MSI+Big+Bang+X58+XPower+review.jpg

ავიღეთ 2 x 1.5TB HDD, მაგრამ Raid 0 (stripe)_ში 3TB ბუთეიბლი არ გვიჩვენა, შესაბამისად არც სისტემა დაყენდა და იძულებულები ვიყავით 2 x 1TB HDD_ზე გადაგვეცვალა და საბოლოო ჯამში 2TB აღიქვა ჩამტვირთველად.სავარაუდოდ UEFI ან EFI იყო გააქტიურებული BIOS_ში და აქედან გამომდინარე იყო პრობლემა? ეხლა user manual_ში ვნახავ საერთოდ აქვს თუ არა ეგ პუნქტი... 2TB_ზე მეტი მოცულობის Raid-0, გაქვთ ვინმეს გაკეთებული სტანდარტულ BIOS_ში და დაიბუთა ჩვეულებრივად?

Link to comment
Share on other sites

  • 1 month later...

ახალი ინფო კიდე UEFI-ზე http://www.3dnews.ru/offsyanka/618151

Link to comment
Share on other sites

  • 2 years later...

აუ ხო ისე რა უნდა გკითხოთ ტვინი წაიღო მაგ guide partition teiblma და მოგვარება არ მოსულა მასტერ ბუთ რეკორდი რომ ჩტვირთოს და არა ეგ GPT :( windows 7-ზე ლიცენზიაზე მაქ პრობლემა და მაგიტომ? მოგვარება არ არსებობს ისე რომ არაფერი ჭამეშალოს??

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.