Opteron Posted June 8, 2014 Share Posted June 8, 2014 რამოდენიმე დღის წინ შევიძინე Nikon D3100. ჩემი პირველი სარკული აპარატი. ამ საქმეში ახალბედა ვარ. შეიძლება ითქვას ასეთი ტიპის აპარატის ხელში დაჭერიდან 15 წუთში უკვე შევიძინე. აქამდე არანაირი გამოცდილება არ მქონია. თეორიული ცოდნით შეიარაღებულმა მრავალი ნიუანსი შეუმოწმე აპარატს (მეორად ედიშენია ) მაგრამ ერთი დეტალი გამომრჩა და უკვე სახლში მიტანისას აღმოვაჩინე. კერძოდ: სტოკ ლინზას 18-55 ს ფოკუსისლინზა ერყეოდა. დამეთანხმებით, რომ პრობლემა საკმაოდ დიდია. გარკვეული მიზეზების გამო აპარატი არ მივაბრუნე და გადავწყვიტე ლინზის დაშლა. დამეხმარა აი ეს ვიდეო: ახლა კი ეტაპობრივად აღვწერ რა დაზიანება აღმოვაჩინე და რა გავაკეთე: იმისათვის რომ მივიდეთ ფოკუსის ლინზამდე არ გვჭირდება ობიექტივის ბოლომდე დაშლა. საჭიროა შემოვხსნათ 1. რეზინის ხელის მოსაკიდებელი, 2. სამაგრი ლენტი (აწყობისას უბრალო სკოჩი და მისი ჯანი) 1. 2. შემდეგი მოქმედება უკვე არის უშუალოდ ფოკუსის ლინზის მოხსნა. ეს პროცესები ვიდეოში კარგად არის ახსნილი, ერთადერთი რამაც შეიძლება შეგაფერხოთ არის შემდეგი მომენტი: ვიდეოში ფოკუსის ლინზა ძლიან მარტივად, დატრიალებით იხსნება და ბოლომდე არ ჩანს ავტორის მოქმედება. პირდაპირ დატრიალებით ლინზა არ მოიხსნება, საჭიროა ორი, ლინზის დამჭერი პლატმასის კბილის ოდნა გამოწევა და შემდეგ უკვე ლინზა იხსნება. ამ ყველაფრის შემდეგ ლინზაში წავაწყდი შემდეგ პრობლემას: სამი ფიქსატორიდან მხოლოდ ერთზე იყო პლასტმასის შაიბა, დანარჩენებზე იყო გატეხილი და შიგვე ეყარა (შავი ფერის შაიბები არის ორიგინალი) საჭირო გახდა შაიბის გაჩარხვა, რომლის ზომებია: 4მმ გარე დიამეტრი, 2,8მმ შიგა დიამეტრი და 2მმ სიმაღლე. დეტალები გავჩარხეთ კაპრონისაგან (გამოდგება ნებისმიერი პლასტმასის მასალა რომელიც არ არის მყიფე) თუ არ გვაქვს შესაბამისი დანადგარები შეგვიძლია ხელითაც გავაკეთოთ ასეთი შაიბა მაგრამ საკმაოდ ნერვების მომშლელი პროცესი იქნება, ან შეგვიძლია შეუკვეთოთ Ebay ზე. სურათზე ნაჩვენები დეტალი გასუფთავდა ნაწიბურებისა და მტვრისგან და ჩაისვა ფოკუსის ლინზის ფიქსატორში პრობლემა მოგვარდა თუ ვინმეს ასეთი პრობლემა გექნებათ ნუ გადააგდებთ ლინზას რადგან ჯერ ახალბედა ვარ და გამოუცდელი ხარისხის ცვალებადობას ობიექტივს ვერ ვატყობ, გთხოვთ შემიფასოთ რა უარყოფითი შედეგები მოყვებოდა ჩემს უხეშ ჩარევას ობიექტივში (თუმცა ვეცადე სახლის პირობებში დამეცვა სისუფთავე) და როგორ გამოვასწორო. 2 Link to comment Share on other sites More sharing options...
xosito Posted June 8, 2014 Share Posted June 8, 2014 სააღოლ! მშვენივრად მოგიფიქრებია მთლიანად რომ არ დაშალე ლინზა, შესაძლოა აწყობისას მეტი პრობლემა გაგჩენოდა ვიდრე დაშლისას და რაიმე დეტალი დაგეზიანებინა, ტუნდაც ხრახნის ლინზაში ჩავარდნისას მცირე ნაკაწრი გასჩენოდა მინას და შემდეგ ფოტოზე ასახულიყო, თუ ზომაზე გაჩარხე და ავტო ფოკუსისას თავისუფლად მოძრაობს ობიექტივი ყველაფერი რიგზეა სანერვიულოც აღარაფერია, ხო მართლა გილოცავ შენაძენს მშვიდობაში Link to comment Share on other sites More sharing options...
Opteron Posted June 8, 2014 Author Share Posted June 8, 2014 მადლობა გაიხარე ავტო ფოკუსიც მშვენივრად მუშაობს, ფოკუსის ლინზა ცოტა დავმტვერე მაგრამ არ გავწმინფე, სპეციალური საწმებდები გამოვწერე და ბარემ დაველოდები სანამ ჩამოვა. 1 Link to comment Share on other sites More sharing options...
Mendes Posted July 25, 2014 Share Posted July 25, 2014 ყოჩაღ შენ, კარგად მოგიფიქრებია. ისე მე რასაც ვაკვირდები ძალიან ხშირია კიტ ლინზების ეგ პრობლემა, მით უმეტეს, 18–55–ებში. ძალიან უხარისხო რამეა. Link to comment Share on other sites More sharing options...
Opteron Posted August 10, 2014 Author Share Posted August 10, 2014 მას შემდეგ ლინზა გავწმინდე სპეციალური საწმენდებით და მშვენივრად მუშაობს http://500px.com/GiorgiSanikidze აი შედეგებიც 2 Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts