Jump to content

AF-S NIKKOR 18-55mm შეკეთება


Recommended Posts

რამოდენიმე დღის წინ შევიძინე Nikon D3100. ჩემი პირველი სარკული აპარატი. ამ საქმეში ახალბედა ვარ. შეიძლება ითქვას ასეთი ტიპის აპარატის ხელში დაჭერიდან 15 წუთში უკვე შევიძინე. აქამდე არანაირი გამოცდილება არ მქონია. თეორიული ცოდნით შეიარაღებულმა მრავალი ნიუანსი შეუმოწმე აპარატს (მეორად ედიშენია :) ) მაგრამ ერთი დეტალი გამომრჩა და უკვე სახლში მიტანისას აღმოვაჩინე. 

კერძოდ: სტოკ ლინზას 18-55 ს ფოკუსისლინზა ერყეოდა. დამეთანხმებით, რომ პრობლემა საკმაოდ დიდია. გარკვეული მიზეზების გამო აპარატი არ მივაბრუნე და გადავწყვიტე ლინზის დაშლა. დამეხმარა აი ეს ვიდეო:

 

 

 

345927e35aca.jpg

 

ახლა კი ეტაპობრივად აღვწერ რა დაზიანება აღმოვაჩინე და რა გავაკეთე:

 

 

იმისათვის რომ მივიდეთ ფოკუსის ლინზამდე არ გვჭირდება ობიექტივის ბოლომდე დაშლა.

 

საჭიროა შემოვხსნათ 1. რეზინის ხელის მოსაკიდებელი, 2. სამაგრი ლენტი (აწყობისას უბრალო სკოჩი და მისი ჯანი)

1. 

d77e8ef1f354.jpg

 

 

2. 

 

f9c368ceb9a1.jpg

 

 

შემდეგი მოქმედება უკვე არის უშუალოდ ფოკუსის ლინზის მოხსნა. ეს პროცესები ვიდეოში კარგად არის ახსნილი, ერთადერთი რამაც შეიძლება შეგაფერხოთ არის შემდეგი მომენტი: ვიდეოში ფოკუსის ლინზა ძლიან მარტივად, დატრიალებით იხსნება და ბოლომდე არ ჩანს ავტორის მოქმედება. პირდაპირ დატრიალებით ლინზა არ მოიხსნება, საჭიროა ორი, ლინზის დამჭერი პლატმასის კბილის ოდნა გამოწევა და შემდეგ უკვე ლინზა იხსნება.

 

ამ ყველაფრის შემდეგ ლინზაში წავაწყდი შემდეგ პრობლემას:

 

7e9587d684c2.jpg

 

 

სამი ფიქსატორიდან მხოლოდ ერთზე იყო პლასტმასის შაიბა, დანარჩენებზე იყო გატეხილი და შიგვე ეყარა

 

56bdb7a614d0.jpg

 

 

(შავი ფერის შაიბები არის ორიგინალი)

 

საჭირო გახდა შაიბის გაჩარხვა, რომლის ზომებია: 4მმ გარე დიამეტრი, 2,8მმ შიგა დიამეტრი და 2მმ სიმაღლე.

დეტალები გავჩარხეთ კაპრონისაგან (გამოდგება ნებისმიერი პლასტმასის მასალა რომელიც არ არის მყიფე)

თუ არ გვაქვს შესაბამისი დანადგარები შეგვიძლია ხელითაც გავაკეთოთ ასეთი შაიბა მაგრამ საკმაოდ ნერვების მომშლელი პროცესი იქნება, ან შეგვიძლია შეუკვეთოთ Ebay ზე.

 

b346186379c2.jpg

 

 

სურათზე ნაჩვენები დეტალი გასუფთავდა ნაწიბურებისა და მტვრისგან და ჩაისვა ფოკუსის ლინზის ფიქსატორში

 

1e2d79e27740.jpg

 

 

პრობლემა მოგვარდა

 

თუ ვინმეს ასეთი პრობლემა გექნებათ ნუ გადააგდებთ ლინზას :)

 

რადგან ჯერ ახალბედა ვარ და გამოუცდელი ხარისხის ცვალებადობას ობიექტივს ვერ ვატყობ, გთხოვთ შემიფასოთ რა უარყოფითი შედეგები მოყვებოდა ჩემს უხეშ ჩარევას ობიექტივში (თუმცა ვეცადე სახლის პირობებში დამეცვა სისუფთავე) და როგორ გამოვასწორო. 

  • Upvote 2
Link to comment
Share on other sites

სააღოლ! :)

მშვენივრად მოგიფიქრებია მთლიანად რომ არ დაშალე ლინზა, შესაძლოა აწყობისას მეტი პრობლემა გაგჩენოდა ვიდრე დაშლისას და რაიმე დეტალი დაგეზიანებინა, ტუნდაც ხრახნის ლინზაში ჩავარდნისას მცირე ნაკაწრი გასჩენოდა მინას და შემდეგ ფოტოზე ასახულიყო, თუ ზომაზე გაჩარხე და ავტო ფოკუსისას თავისუფლად მოძრაობს ობიექტივი ყველაფერი რიგზეა სანერვიულოც აღარაფერია, ხო მართლა გილოცავ შენაძენს მშვიდობაში ;)

Link to comment
Share on other sites

მადლობა გაიხარე :) ავტო ფოკუსიც მშვენივრად მუშაობს, ფოკუსის ლინზა ცოტა დავმტვერე მაგრამ არ გავწმინფე, სპეციალური საწმებდები გამოვწერე და ბარემ დაველოდები სანამ ჩამოვა.

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

  • 1 month later...

ყოჩაღ შენ, კარგად მოგიფიქრებია. ისე მე რასაც ვაკვირდები ძალიან ხშირია კიტ ლინზების ეგ პრობლემა, მით უმეტეს, 18–55–ებში. ძალიან უხარისხო რამეა.

Link to comment
Share on other sites

  • 3 weeks later...

მას შემდეგ ლინზა გავწმინდე სპეციალური საწმენდებით და მშვენივრად მუშაობს :) http://500px.com/GiorgiSanikidze აი შედეგებიც :)

  • Upvote 2
Link to comment
Share on other sites

  • Barca locked this topic
Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...