Popular Post სოსო Posted June 7, 2014 Popular Post Share Posted June 7, 2014 რა თქმა უნდა Computex-ის ერთ-ერთი დიდი თემა წელს DDR4 იყო, Crucial აპირებს DDR4 ოპერატიულის გამოშვებას Ballistix Elite სერიის სახელით რომელთა ტაქტური სიხშირეც 2666MHz და 3000MHz დაიწყება, მოდულები იქნება თავდაპირველად 4GB ან 8GB ზომით ხოლო კიტები 32GB-მდე (4x8GB). ჯერჯერობით უცნობია ტაიმინგები თუმცა არსებული ცნობებით თავდაპირველი მოდელებისთვის ის დაიწყება CL15-დან, ასევე უცნობია სავარაუდო ფასი თუმცა გამოსვლის თარიღს აგვისტოში უნდა ველოდოთ. ერთ-ერთი ძირითადი ცვლილება DDR4-ში არის ის რომ მისი სამუშაო ძაბვა იქნება 1.2V მაშინ როცა DDR3-ისთვის ეს სტანდარტი 1.5V-ია. რაც საბოლოოდ მოითხოვს ნაკლებ ძაბვას და გვპირდება ელემენტის მეტ სამუშაო საათებს მობილურ სეგმენტში, ლეპტოპებში. იმის გათვალისწინებით რომ DDR3 ოპერატიულები უკვე არსებობს 1.35V სამუშაო ძაბვით, ანალოგიურად შესაძლოა მომავალში ვიხილოთ 1.2V ნაკლებ ძაბვაზე მომუშავე DDR4 ოეპრებიც. ასევე DDR4 შემთხვევაში გვექნება ბევრად მაღალი სიხშირეები, რადგან უკვე პირველი მოდელები იმუშავებენ 3000MHz სიხშირეზე, Crucial-ის განცხადებით მათ შეძლეს 3200MHz სიხშირემდე ოპერების აჩქარება, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია და სავარაუდოდ ტაქტური სიხშირე მომდევნო მოდელებში კიდევ უფრო მაღალი უნდა იყოს. როგორც გითხარით Crucial დასაწყისისთვის აპირებს მაქსიმუმ 8GB მოდულების გამოშვებას თუმცა მათ (ანუ Micron-ს) უკვე აქვს სერვერებისთვის განკუთვნილი 4 არხიანი კიტები რომლებშიც თითო ოპერატიული 32GB მოცულობით არის, თუმცა ტაქტური სიხშირე მხოლოდ 2133MHz-ია. 12 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Grichika Posted June 8, 2014 Share Posted June 8, 2014 ცუდია ჩემში ვერ ჩავსვავ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
სოსო Posted June 8, 2014 Author Share Posted June 8, 2014 ცუდია ჩემში ვერ ჩავსვავ ჯერ მაგას ვერავინ ჩასვავს Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Grichika Posted June 8, 2014 Share Posted June 8, 2014 სოსო, Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.