Jump to content

Recommended Posts

სალამი ყველას,

 

ძაან უცნაური შემთხვევაა და არ ვიცი რას დავაბრალო.

 

მოკლედ, ძმაკაცი მირეკავს ამ დილით და მეუნება გუშინ ძაბვა დავარდა რამდენჯერმე და კომპი გამოირთოო, რო ჩავრთე ინტერნეტი აღარ მოდისო. Network Center წესრიგშია, აიპებიც ჩავუწერე, ვინდიც გადავუყენე და ლანის დრაივერიც განვუახლე, მაგრამ არ უშველა (ყვითელი ძახილის ნიშანი ახატია, ინტერნეტი რომ ითიშება ხოლმე, ისე).

 

რისი ბრალი შეიძლება იყოს, ვითომ ქსელის კარტა დაიწვა? ხო ეს უზრუნველყოფს Internet connection-ს? როგორ უნდა შევამოწმო, მუშაობს თუ არა? მგონი ცალკე ნაწილი არ აქვს (ინტეგრირებულია სავარაუდოდ, იმიტომ რომ ვერ იპოვა ასეთი ნაწილი მაზერზე).

 

თქვენი ვარაუდი? რისი ბრალი შეიძლება იყოს და როგორ დავტესტო, თუ ქსელის კარტა (ან რისი ბრალიც შეიძლება იყოს) რომ მუშაა?

 

მადლობა.

Link to comment
Share on other sites

როუტერი დაარესტარტე, ან საერთოდ პროვაიდერთან დარეკვა ცადეთ?

Link to comment
Share on other sites

როუტერი დაარესტარტე, ან საერთოდ პროვაიდერთან დარეკვა ცადეთ?

 

დავარესტარტეთ, პროვაიდერთან დარეკვას აზრი არ აქვს, იმიტომ რომ ნოუთბუქზე ჩვეულებრივად მიდის ინტერნეტი იგივე კაბელით, ანუ პრობლემა თვითონ კომპშია. პროგრამული მხარე გამოვრიცხე (დრაივერიც შევცვალე და ა.შ) და ტექნიკურ მხარეს ვაბრალებ ეხლა, არ ვიცი ბოლომდე ...

Link to comment
Share on other sites

შესაბამისი დრაივერი თუ დაუყენე ??  სხვა ვერსია ხო არ ჩაწერე შემთხვევით ??

 

არა, დრაივერი სწორად მაქვს დაყენებული (უდრაივეროდაც იყო ინტერნეტი, მარა მაინც დავეყენე)

Link to comment
Share on other sites

Spy

 

ქსელის კარტის ამბავია ეგენი თუ გამორიცხე აბა სხვა რაღა იქნება... ინტერნეტის დრაივერი წაშალეთ სხვა ქსელის კარტა ჩააყენეთ და შესაბამისი დრაივერი დააყენეთ ვინმეს ექნება 

რამე ქსელის კარტა დროებით გათხოვონ რომ სცადოთ ყველაზე კარგი ვარიანტი ალბათ ეგ იქნება. 

 

ეს ყველაფერი მაშინ სცადე თუ რათქმაუნდა სისტემა 100% ით გამორიცხე.

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

ქსელის კარტა იქნება დამწვარი, მეც დამემართა მასე ძახილის ნიშანი დაეხატა ძაბვის დავარდნის მერე, პროვაიდერმა მოგეწოდება ინტერნეტიო და ეგრევე ქსელის კარტას დავაბრალე. არ აქვს ჩალიჩს აზრი, დამატებიტი კარტა უნდა ჩასვა ;)

Link to comment
Share on other sites

ქსელის კარტა გადაიყვანე 10 მეგაბიტზე და ნახე რას იზავს. ხშირ შემთხვევაში როცა ქსელის კარტას ერხევა აუტოზე ვერ იღებს ხოლმე აიპებს და 10 მეგაბიტზე გადაყვანა შველის.
ალბათ აიპების ხელით გაწერაც სინჯე ხო ?

Link to comment
Share on other sites

იქნება ვირუსების ბრალია ?

გადააყენე ვინდოზავრი ისე, რომ დისკები სრულად დააფორმატო და დააყენე ანტივირუსი, სანამ პროგრამებს ჩაწერ.

მე მქონდა ასეთი პრობლემა და ასე მოვაგვარე.

Link to comment
Share on other sites

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.