X-treme user Posted January 30, 2011 Share Posted January 30, 2011 გაგრილების სისტემების და პროდუქტების ცნობილმა მწარმოებელმა Scythe Corporation-მა, რამოდენიმე დღის წინ, დააანონსა თავისი Universal Retention Kit-ის მესამე, განახლებული ვერსია, რომელიც რამდენადმე გაუმჯობესებულია და თავსებადია AMD 754, 939, AM2, AM2+, AM3, 940-თან და Intel Socket T / LGA775, LGA1156 LGA1366 და უახლეს LGA1155 სოკეტებთან. Universal Retention Kit 3 ამჯერადაც დაფუძნებულია ბექპლეიტის სამაგრ სისტემაზე და უზრუნველყოფს საიმედო კონტაქტს, დიდ და მძიმე ქულერებთანაც კი. Universal Retention Kit 3 დამზადებულია მტკიცე ფოლადისაგან და აქედან გამომდინარე, აქვს საკმარისი სიმძლავრე High-End CPU-Cooler-ებისათვის. Intel-ის არქიტექტურისათვის შესაძლებელია, რომ ეს კიტი გადაკეთდეს ე.წ. 'pushpin' სამაგრად, რომელიც კვლავაც გვაძლევს საჭირო სტაბილურობას. ხოლო იმისათვის, რომ გაგვიადვილდეს მათი მონტაჟის პროცესი, კომპლექტში ასევე მოთავსებულია მოსახერხებელი Push-Pin-ების საძრობი ინსტრუმენტი. აღნიშნული პროდუქტის (მოდელის ნომერი SCURK-3000) ღირებულებაა 9.95 ევრო (დღგ-ს გარეშე), ხოლო მისი მახასიათებლები კი შემდეგნაირია: Model Name and Model No.: Universal Retention Kit 3 (SCURK-3000)Compatible Sockets:Intel: Socket T / LGA775, LGA1155, LGA1156, LGA1366AMD: Socket 754, 939, AM2, AM2+, AM3, 940Accessory: Universal Backplate (Metal), Retention Bracket (Metal), Wrench, Mounting Screws, Manual (multilingual), Push-Pin Removal ToolDimensions: 3.62 x 5.71 x 1.42 inch / 92 x 145x 36 mm TechPowerUP! 3 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
westsider Posted January 30, 2011 Share Posted January 30, 2011 მშვენიერია მონტაჟის სისტემა ბევრს ნიშნავს ძალიან აგერ IFX-14 დან სილვერ ეროუმდე თერმალრაითმა რეალურად მხოლოდ მონტაჟის კიტის ხარჯზე მოახერხა თითქმის 10 გრადუსიანი გაუმჯობესება ისე საშინლად პრესავს ქულერს ეს მაუნტინგ კიტი რომ ამხელა სხვაობას იძლევა ძველ თერმალრაითებს საზიზღარი სამაგრი ქონდა ქულერი დაჟე ტრიალებდა როცა ეყენა ახლა ქვასავითაა და სკაიტეს ეს კიტიც სავარაუდოდ გააუმჯობესებს წარმადობას Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.