Jump to content

Recommended Posts

ბიჭებო რაღაც პრობლემასავით გაიჩითა გუშინ

ახალთახალი კომპიუტერი ავაწყვე

1 კვირაა

ყველაფერი ჯიგრულად მუშაობდა არც ითიშებოდა და თავიდან არ ირთვებოდა მსგავსი არაფერი

აი გუშინ კი ვიყიდე ქულერი ქეისის

მოკლედ დავიწყე ამ ქულერის დაყენება, ყველაფერი ჩავხსენი და დენი არ შედიოდა (წესები დავიცავი)

დავაყენე ეს ქულერი და + უკან მხარეს ქეისის ე.წ cable management გავაკეთე სრულყოფილად, ამისთვის მომიწია, მაზერბორდიდან 24 პინიანი კაბელის გამოძრობაც

მოკლედ საკაიფოდ ვიმუშავე და მივალაგე ყველაფერი უკან მხარეს

კაროჩე ჩავრთე, ყველაფერი ჩვეულებრივ მუშაობდა, და მომენტში ჩართვიდან 10 წუთში მაქსიმუმ გაითიშა კომპიუტერი როცა უბრალოდ ინტერნეტში ვიყავი

და ხელახლა 2 წამში ისევ ჩაირთო (ეს არ იყო რეზეტის მსგავსი რამ, რეზეტის შემთხვევაში ქულერები არ ითიშება და ლედები ყველა ანათებს) ჩემ შემთხვევაში ჩაქრა ყველაფერი, ქულერებიც გაითიშა და ხელახლა 2 წამში ჩაირთო

მოკლედ გუშინ ეს ქნა 4-ჯერ...

გვიან დავშალე სისტემა, ვიდეო კარტა ამოვიღე, მაზერიდან პროცესორის 8 პინიანი კაბელი გამოვაძრე, მაზერის 24 პინიანი გამოვაძრე, ოპერატიულები ამოვიღე, 

ჰარდ დისკს სატა და დენის კაბელი შევუცვალე

მოკლედ ნახვეარი საათი ჩახსნილ მდგომარეობაში მქონდა, მერე ისევ ავაწყვე, გულდასმით და ჩავრთე, სისტემ რისთორისც გავაკეთე, მაინც დავიზღვიე თავის იმის მერე რამოდენიმე საათი ჩემმა ძმამ ითამაშა, ინტერნეტშიც ვიმუშავე

დღეს მეც ვითამაშე 1 საათი კრიზისი 3, მერე BF4 უბერავს ყველაფერი ჯიგრულად.

უბრალოდ მაინტერესებს რას უნდა გამოეწვია ეს გათიშვა და ხელახლა ჩართვა, იმას გამოვრიცხავ რო მყარად არ მქონდა კაბელები შეერთებული, მაგ მხრივ მაგარი ჩაღრმავება ვიცი და რამოდენიმეჯერ ვსინჯავ ხოლმე ყველაფერს ხო კარგად და მყარად არის შეერთებული...

კვების ბლოკის პრობლემა ხო გამოირიცხება? ყველა რესტარტი იყო დაუტვირთავ მდგომარებაში, ანუ დატვირთვა არ ქონდა კომპს... დღეს კიდე ასეთი ინტენსიური თამაშები ვითამაშე და კვება ძაან გრილადაა და ძაან ჩუმად მუშაობს, ხარისხიანი კვებაა.

რისი ბრალი იქნებოდა?

ხო დამავიწყდა რეზეტის კაბელი, ის წვრილი შესაერთებლები როა, ეგ საერთოდ ამოვაძრე და დავტოვე მარტო ჩართვის ღილაკი შეერთებული

აი მანდ ხო არ აძლევდა კონფლიქტს?

Link to comment
Share on other sites

შეიძლება ამოკლებდა სადმე კეისში და ახლიდან დაშლა და აწყობამ უშველა, ხდება ხოლმე ეგრე ხშირ შემთხვევაში

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

სხვა აზრი არც მე მაქვს, მგონი რო ამოკლებდა

ანუ ეგეთი რამე არცთუ იშვიათია ხო?

სხვები რას იტყვით

Link to comment
Share on other sites

სხვა აზრი არც მე მაქვს, მგონი რო ამოკლებდა

ანუ ეგეთი რამე არცთუ იშვიათია ხო?

სხვები რას იტყვით

როცა რაიმე ამოკლებს ხოლმე მაშინ იცის ასე 99 % შემთხვევაში, სხვა რა უნდა ყოფილიყო ვერ ხვდები.

Link to comment
Share on other sites

რამე რო დაზიანებულიყო დამოკლებით შანსი არაა ხო?

როგორც ჩანს ეგ კვების ბლოკის ერთ-ერთი დამცავი სისტემაა რომელიც რთავდა ხო კომპიუტერს დამოკლების მომენტში

ფაქტია კარგად მუშაობს ეხლა

Link to comment
Share on other sites


შეიძლება ამოკლებდა სადმე კეისში და ახლიდან დაშლა და აწყობამ უშველა, ხდება ხოლმე ეგრე ხშირ შემთხვევაში
+1

Xzibit


როგორც ჩანს ეგ კვების ბლოკის ერთ-ერთი დამცავი სისტემაა რომელიც რთავდა ხო კომპიუტერს დამოკლების მომენტში
კი, იცავს დაზიანებისგან ან დაწვისგან სისტემას
Link to comment
Share on other sites

როგორც ჩანს ამოკლებდა, მე მგონია რო უკან კაბელები ედებოდა მაზერს, უკან ხო ამოჭრილია სოკეტის ადგილი რო ბექპლეიტიანი ქულერის დაყენება შეძლო მაზერის მოუხსნელად

აი მაგ ადგილას ედებოდა როგორც ჩანს 1-2 კაბელი, მიუხედავად იმისა რო შეფუთულია ყველა კაბელი შეიძლება მაინც მოქმედებდა, რავიცი....

ისე როცა ამოკლებს, ეგ ხო ეგრევე უნდა ქნას და არა მაგალითად 10 წუთის მერე?

ანუ დამოკლების ადგილას ხო სულ შეხებაშია ის ნაწილი და რატო ეგრევე არ ამოკლებს ჩართვისას და ამოკლებს 10 წუთის მერე... :)

Link to comment
Share on other sites

ჩემთანაც ზუსტად ეგრე შვრება ხვალ ვშლი უეჭველი სისტემას. ზყუსტად მასე აკეთებს კარგად ახსნა ამ კაცმა რესეტის დროს ქულერები არ ქვრება ჩემთან კი ვრება... ვაფე 1 კვირა

დაშლილი მექნება. 

Link to comment
Share on other sites

ჩემთანაც ზუსტად ეგრე შვრება ხვალ ვშლი უეჭველი სისტემას. ზყუსტად მასე აკეთებს კარგად ახსნა ამ კაცმა რესეტის დროს ქულერები არ ქვრება ჩემთან კი ვრება... ვაფე 1 კვირა

დაშლილი მექნება. 

ვნახე შენი თემა, მეთქი გამოვეხმაურები მარა დახურული იყო
რამე ახალი თუ გაუგე გამიზიარე და ანალოგიურად მეც გაგიზიარებ
იმაშიც ემთხვევა ჩვენი პრობლემა, როცა არესტარტებს ქულერები ითიშება და ლედებიც, 2-3 წამში ისევ ხელახლა ირთვება.
აი რეზეტს რო დააჭერ ხო გიცდია, არც ქულერები ჩერდება და არც ლედები ქრება

 

ორივეს ერთნაირი პრობლემა გვაქვს, უფრო სწორად მე მქონდა და გამოსწორდა
იმედია აღარ აურევს
დღეს მთელი დღე მუშაობს უპრობლემოდ, როცა მინიმუმ 4 ჯერ უკვე უნდა იყოს გადარესტარტებული
 
დაშალე და ისე ამუშავე აბა, რაიმე ყუთზე დადე,  მაზერი, თუ მაზერის ყუთი შემონახული გაქვს მაგაზე დადე, 
და დააკვირდი აბა რას იზამს, ამოკლებს უეჭველი.
კარგი კეისი გაქვს? უკან კაბელები კარგად ინახება? თუ კი მანდ შეიძლება იყოს პრობლემა, მე ასე ვფიქრობ
უკან მაზერის ნაწილი ხო ჩანს, ბექპლეიტის ვარიანტში რო ქულერი მიუყენო პროცესორს ადვილად, აი მაგ ნაწილებში თუ ეხება კვების კაბელები შეიძლება ამოკლებდეს, როცა დახურავ კეისის უკანა მხარეს კაბელები შესაბამისად უფრო ეწებება დანარჩენ კორპუსს და შეიძლება ამოკლებს.
ასევე ყურადღება მიაქციე, რეზეტის და ჩართვის კაბელები რო უერთდება მაზერს, ქვემოთ წვრილი კაბელები, ეგენი გქონდეს ყველაფერი სწორად, მანდედან დამიწებაც ხდება და არასწორის შემთხვევაში მგონი რო შეიძლება მოკლეს ეგეც აძლევდეს.
მე ეხლაც არ ვიცი ჩემთან რა ახურებდა. :)
Link to comment
Share on other sites

ძმა დავშალე კაკრაზ ეხლა და ისევ გამოირთო და ახლიდან ჩაირთო... ჩემთანაც 3 დღე არ შვრებოდა და მერე ისევ დაიწყო მერე კიდე გაჩერდა 2 დღე კიდე დაიწყო ეხლა დავშალე მეგონა გადაქონდა მარა 

ისევ ქნა დაშლილზე... ისე კვებამ დენი დამარტყა ცოტა და რავიცი... აი დაშლილის სკრინიც

 

 

1966060_751446508222700_559080095_o.jpg

Link to comment
Share on other sites

zaqrinio, მაუსი კიდევ არ შეგიცვლია ან ის პროგრამა არ წაგიშლია?  :vis:  

ხომ ეწერა გასაგებად ევენთში რომ დრაივერი ქრაშავდა და მაგის გამო რესტარტებიც იყო :)   "დათვს ხედავდნენ და ნაკვალევს ეძებდნენო" ეგრე მოგდის მგონი უკვე :D :D

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

Gogla1990

 

წავშალე გოგლა ის პროგრამები მარა ისევ ქნა რა დათვი კაცო :D თან პროგრამულს სამწუხაროდ არ გავს რესკი გათიშვა. 

Link to comment
Share on other sites

zaqrinio,  მაუსიც გამოცვალე დროებით :D

თუ არ უშველის ოპერებს მიადექი :) 

Link to comment
Share on other sites

Gogla1990

 

ეხლა ერთი ოპერა ამოვიღე და ვნახავ ესე რას იზავს. თუ არ ქნა მერე მეორეს ჩავსვავ და ალბათ ის იზავს 

Link to comment
Share on other sites

ეხლა კიდე გამოირთო და ჩაირთო და ბიოსის პოსტ მესიჯიც ასეთი დამიწერა...

 

 

Power supply surges detected during the previos power on. Asus Anti-Surge was triggered to protect system from unstable power supply unit!

 

მერე კვებას ხელი დავადე და ცხელი იყო... არასწორად მქონდა დადებული გაგრილება მაგიდაზე იდო... ეხლა ამოვატრიალე ჰაერმა რო იმოძრაოს და შეილება მაგის ბრალია ეს რო დაწერა...

Link to comment
Share on other sites

ეხლა ვეძებდი ამ პრობლემას და სადღაც ეწერა რო ASUS Anti Surge გამორთეო და რა პონტია ეგ ?

 

http://www.bleepingcomputer.com/forums/t/503105/new-build-error-power-supply-surges-detected-during-the-previous-power-on/

 



http://www.tomshardware.co.uk/forum/343477-28-asus-power-supply-surge-detected

Link to comment
Share on other sites

ჩვენი პრობლემები მაინც განსხვავდება იმაში რო შენ კომპი გეჭედება, ჩართვისას მაზერის ლოგოზე იფრიზება და ხელახლა ირთვება

ჩემთან უბრალოდ თიშავდა როცა ვინდოუსში იყავი, ჭედვები არ ქონდა

Link to comment
Share on other sites

მე გავარკვიე ოპერატიულს ქონია დარხეული 1 ცალს...

Link to comment
Share on other sites

კარგი თუ გაიგე რაშიც იყო საქმე, ის ტეხავს რო ოპერატიული გადასაგდები გაგიხდა

ჩემთან უკვე 6 დღე გავიდა უბერავს ჯიგრულად, მე დავრწმუნდი რო ამოკლებდა, კაბელის გაწევამ უკნიდან რომელიც მაზერს ეხებოდა გამოასწორა პრობლემა.

Link to comment
Share on other sites

არა გადასაგდები არ გამხდომია და უკვე მოგვარდა ეგ საქმე ახლა კი ეს ოპერები მიყენია

 

TridentX 2400 Mhz

Link to comment
Share on other sites

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.