Jump to content

გავერთიანდეთ სიღარიბის წინააღმდეგ


Recommended Posts

საქართველოში და არა მარტო საქართველოში არის სიღარიბის პრობლემა, რომელიც არა თუ მცირდება არამედ იზრდება და ამის გამო ადამიანები იძულებულნი არიან იცხოვრონ ქუჩაში.

არავინ იცის ზუსტი სტატისტიკა, რამდენი ოჯახია საქართველოში თავშესაფრის გარეშე.
თუმცა 1000 ობით ადამიანი არის საქართველოში , რომელსაც არ აქვს საკუთარი სახლი, ცხოვრობს ქუჩაში თუ სხვადასხვა თავშესაფარში და ფულის თხოვნით არსებობს.

ჩვენ გადავწყვიტეთ გავერთიანდეთ სიღარიბის წინააღმდეგ.

ჩვენ გვსურს გავხდეთ ის თაობა , რომელმაც პასუხისმგებლობა აიღო თავის თავზე რომ დადებითად შევცვალოთ ამ კუთხით არსებული რეალობა.
ყველა მოქალაქეს მოვუწოდებთ გააქტიურდნენ და ჩაერთონ ჩვენს პროექტში.

ჩვენი მიზანია თითოეული უსახლკარო ადამიანის ხმა და სახელი გახდეს ცნობილი. გავიგოთ მათი თითოეული პრობლემის შესახებ. რამ აიძულა ისინი ეცხოვრათ ქუჩაში.

პროექტის პირველი ეტაპი მოიცავს ინფორმაციის შეგროვებას უსახლკარო ადამიანებზე და მათ ცხოვერაბაზე. ამისათვის გადავწყვიტეთ შვხვდეთ ასეთ ადამიანებს და ვესაუბროთ, გამოვკითხოთ პრობლემების შესახებ. ასევე მოვახდინოთ ინფორმაციის ფოტო და ვიდეო ჩაწერა, ასევე დაიწეროს სტატიები.

ხარ აქტიური მოქალაქე? გაწუხებს შენს ქვეყანაში მცხოვრები უსახლკარო ადამიანების ბედი (რომლებსაც სამწუხაროდ სხვადასხვა მიზეზების გამო ქუჩაში უწევთ ცხოვრება და ფულის თხოვნით ირჩენენ თავს)

ჩაერთე ჩვენს პროექტში, გამოაგზავნე აპლიკაცია 17 თებერვლამდე:

https://docs.google.com/a/jci.cc/forms/d/1HByHY3vrhfMXIxt5b7ouNHmHxaOWkhNRZXtvZ2JvqT4/viewform

 

გადაიღე ვიდეო, ფოტო , დაწერე სტატია უსახლკარო ადამიანების ცხოვრებაზე. გაიგე მათ შესახებ და გააგებინე საზოგადოებას. (მასალის გამოგზავნის ბოლო ვადა არის 15 მარტი)

აქვე შეგიძლიათ იხილოთ ის კითხვები, რომლებზე დაყრდნობითაც უნდა მოიძიოთ ინფორმაცია(შექმნათ ვიდეო , ფოტო, სტატია) იმისთვის რომ მიიღოთ მონაწილეობა პროექტში.

https://docs.google.com/document/d/1GF2MtoEF1TEB1Now4sIb3A08hIdZ6cOHzUQAsnBWHLU/pub

 

რას მიიღებ პროექტში მონაწილეობით?

-თქვენ შეიტანთ თქვენს წვლილს საზოგადოებაში არსებული პრობლემის გამოვლენაში და შემდგომ აღმოფხვრაში.

-მოგეცემათ საშუალება მონაწილეობა მიიღოთ ჩვენი ორგანიზაციის მიერ გამართულ ფორუმზე, რომელშიც 500 მდე ადამიანი მიიღებს მონაწილეობას.(მათ შორის საერთშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, კერძო და სამთავრობო სექტორის წარმომაგენლებიც)

-თქვენს მიერ შექმნილი ვიდეო, ფოტო ან სტატია, გამოქვეყნდება ინტერნეტ სივრცეში.

-თქვენ გადმოგეცემათ JCI-ის საერთაშორისო დონის სერთიფიკატი , როგორც აქტიურ მოქალაქეს.


გავერთიანდეთ სიღარიბის წინააღმდეგ ! 

კითხვების არსებობის შემთხვევაში მოგვწერეთ :

[email protected]om

[email protected]

 

https://www.facebook.com/events/213839965485541/?notif_t=plan_user_invited

 

Link to comment
Share on other sites

აპლიკაციის გამოგზავნის ბოლო ვადამ გადაიწია 22 თებერვლამდე

Link to comment
Share on other sites

შენ ხარ წევრი? რატო გადაიწია არავის გამოუგზავნია? :D

კი ვარ წევრი.

რაც შეეხება აქტიურობას მე არ ვფლობ არანაირ ინფორმაციას, ხოლო როგორც ფბ-ზე წერენ: "აპლიკაციის გამოგზავნის ბოლო ვადამ გადაიწია 22 თებერვლამდე, რადგან დაინტერესება არის ახალგაზრდებში."

Link to comment
Share on other sites

1923034_722327627800350_28923909_n.jpg

 

ყველამ ვიცით, რომ დღეს საქართველოში უამრავი გაჭირვებულია. ვიცით და გვინახავს კიდეც დახმარების მოლოდინში მყოფი ადამიანები თუ ქუჩის კუთხეში, თუ მიწისქვეშა გადასასვლელებში, მეტროში, მაღაზიის წინ, დასასვენებელ პარკებში. ვხედავთ მათ და უკვე აღარ გვაკვირვებს მათი ამგვარი მდგომარეობა. თითქოს, ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, როცა გაჭირვებული ადამიანი ხელგამოწვდილი ელის შენგან დახმარებას. ზოგჯერ ვეხმარებით, ზოგჯერ ვსაყვედურობთ, ხშირად კი, ყურადღებას არ ვაქცევთ. ამ გაჭირვებულთა შორის, არიან ისეთებიც, რომელთაც სახლი არ აქვთ და ქუჩაში უწევთ ღამის გათენება. ვფიქრობ, დროა რაღაც შევცვალოთ. დავინახოთ ის, რასაც ძალით ვარიდებთ თვალს. დროა, მოვისმინოთ მათი ისტორიები და საკუთარი თავის გარდა, ვიზრუნოთ სხვებზეც, ჩვენს თანამოქალაქეებზე, რომლებსაც ბედის უკუღმართობით, თუ რაღაც შემთხვევის გამო, ქუჩაში მოუწიათ გამოსვლა და გაუსაძლის პირობებში ცხოვრება.

თუკი გაგივლიათ კოსტავას ქუჩაზე, მაშინ აუცილებლად შეამჩნევდით შუახნის მამაკაცს ძაღლთან ერთად. დილიდან საღამომდე გარეთ ზის და სხვების დახმარების იმედად ცხოვრობს. გვინდოდა, უფრო მეტი გაგვეგო მასზე. როცა მივესალმეთ, თბილად გაიღიმა და მოგვესალმა. ავუხსენით, რომ ერთ-ერთი ორგნიზაციიდან ვიყავით და გვსურდა მისი ისტორიის მოსმენა. თქვა, აქამდეც იყვნენ მოსული, ვიდეოც გადამიღეს, მაგრამ არავინ დამხმარებიაო. იმეორებდა, არ მაქვს დახმარების იმედიო, თუმცა პატარა ინტერვიუზე უარი მაინც არ გვითხრა.

 

უკვე ხუთი წელია ქუჩაში ცხოვრობს და დღიურად მიღბული შემწეობით გააქვს თავი. როგორც თვითონ ამბობს, მისი ერთადერთი და განუყრელი მეგობარი მისი ძაღლია. ჯერ კიდევ ლეკვი იყო, როცა მისი პატრონობა გადაწყვიტა და მას შემდეგ ბათურას უნაწილებს თავის ლუკმას. როცა ბათურაზე ეკითხებიან, იღიმის და სიყვარულით პასუხობს მასზე დასმულ კითხვებს. სახლი არ აქვს და ოჯახის წევრებიდან მხოლოდ შვილი დარჩა, რომელმაც მასთან ერთად ერთ ჭერქვეშ ცხოვრება არ ისურვა. მას შემდეგ, ქუჩაშია. გავიგეთ, რომ არც შვილი ეხმარება, არც პენსია აქვს და სოციალური დახმარებაც აგერ უკვე ხუთი წელია რაც შეუწყვიტეს. როცა წარსულ საქმიანობაზე გვიყვებოდა თქვა, რომ პროფესიით ელექტრიკოსი იყო და საავდმყოფოშიც უმუშავია. ახლა მხედველობის პრობლემა აქვს და ამბობს, რომ ოპერაციის გაკეთებაა საჭირო. ვკითხეთ რამე ისტორიის მოყოლა თუ სურდა თავის თავზე. გაეღიმა და თქვა, რომ მოსაყოლი საკმაოდ ბევრი ჰქონდა. ბავშვობიდან გაჭირვებაში ვცხოვორობ და ასეთი ცხოვრება ჩემთვის უცხო სულაც არ არისო. ერთი პატარა ისტორიაც მოგვიყვა თავის მეგობარზე. ისიც ღია ცის ქვეშ ათენებდა ღამეს, მაგრამ სიცივეს ვერ გაუძლო და გარდაიცვალაო. ამბობს, ძალიან ბევრჯერ მძინებია აქ, შუა ქუჩაში, როცა წასასვლელი არსად მქონდაო.

სანამ ხალხი ქუჩაში მოძრაობს, ის თავდახრილი ზის მიწისქვეშა გადასასვლელთან, გვერდით ერთგული მეგობარი უწევს და ელის ჩვეულ დახმარებას, რომლითაც დღე გააქვს და შიმშილს უძლებს. ნაწილს თვითონ ჭამს, ნაწილს ბათურას უნაწილებს. ვუთხარით, რომ კიდევ ერთხელ გვსურდა მასთან საუბარი და გვინდოდა დაგვეზუსტებინა, სად შეგვეძლო მისი ნახვა. მან გვიპასუხა, რომ ისევ აქ, რადგან წასასვლელი არსად ჰქონდა და დილიდან დაღამებამდე აქ იჯდა. ჩვენ კიდევ დავბრუნდებით მასთან უფრო ვრცელი ისტორიის მოსასმენად და ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ დავეხმაროთ ადამიანს, რომელიც ქუჩაში ცხოვრობს. გვსურს, რომ კვლავ დავუბრუნოთ მას იმედი და ცხოვრების ხალისი და გვჯერა, რომ ეს შესაძლებელია.
Link to comment
Share on other sites

  • Barca locked this topic

Archived

This topic is now archived and is closed to further replies.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.