Jump to content

Recommended Posts

xperiap-06.jpge5f4e49d-2d15-4100-b9db-92
მოკლედ მინდა ერთი წესიერი თემა მივუძღვნა ამ შესანიშნავ სმარტფონს, რომელიც ნამდვილად იმსახურებს მოწონებას, ეს არის პრემიუმ კლასის სმარტფონი, რომელიც წარმოდგენილია ალუმინის კორპუსში, კორპუსის ქვედა ბოლოში აქვს გამჭირვალე ზოლი, რომელზეც მოთავსებულია სენსორული ღილაკები, რაც მას დახვეწილს და ორიგინალურს ხდის, ის დაჯილდოებულია სხვადასხვა ნომინაციაში, მაგალითად:

Testsiegel-englisch.jpg

და

GREEN-SMART-PHONE-Sony-Xperia-P.png

ეკრანის გაფართოება წარმოადგენს 540 x 960 რომელიც საკმარისია 4 ინჩიანი ეკრანისთვის, ეკრანის გადმოსცემს არაჩვეულებრივ ფერებს რაც Sony WhiteMagic და Sony Mobile BRAVIA Engine ტექნოლოგიის დამსახურებაა

WMcompLCD1.jpg

სმარტფონში მოთავსებულია 8 მილიონი პიქსელის მქონე კამერა F2.4 ლინზით,Sony’s Exmor™ R  CMOS კამერის სენსორით, 8 დიგითალ ზუმით,1080p@30fps ვიდეოს ჩაწერის შესაძლებლობა და ლედ განათებით, მისი კამერის ხარის ნამდვილად იმსახურებს მოწონებას , ფოტო გადაღების ტესტი 2013111202396Pq7W7_n.jpg

ვიდეო გადაღების ტესტი


, მთავარი კამერის გარდა მას გააჩნია წინა კამერა ვიდეოს ზარებისთვის xperia-p-silver-top-android-smartphone-9 მისი ზომებია: 122 მილიმეტრი სიგრძეში, 59.5 სიგანეში და 10.5 სისქეში, რაც საკმად კარგი ზომებია და ძალიან კომპაქტურია ხელში ჭერის დროს, მისი ეკრანის დაცულია ნაკაწრებისგან და უძლებს დარტყმას,მისი წონა შეადგენს 120 გრამს. პროცესორად გამოყენებულია კომპანია ერიქსონის მიერ დამზადებული ორ ბირთვიანი NovaThor U850 1 GHz Cortex-A9 პროცესორი, ვიდეო კარტა Mali-400,ოპერატიული მეხსიერება შეადგენს 1 გიგაბაიტს, შესანახი მეხსიერება შეადგენს 16 გიგაბაიტს, ბატარეა 1305 მილიამპერია, რაც სრულიად საკმარისია ამ მონაცემების სმარტფონისთვის, ლოდინის რეჟიმში მისი ბატარეა ძლებს 475 საათს, საუბრის რეჟიმში  6 საათს, მუსიკის მოსმენის რეჟიმში 80 საათს, ვიდეოს ყურების რეჟიმში 4.5 საათს, ინტერნეტში 4 საათს. მას აქვს USB  და HDMI კაბელის შემაერთებელი პორტები, რომლითაც მარტივად შეგიძლიათ მიუერთოდ კომპიუტერს ან ტელევიზორს და გაუშვათ სმარტფონში მოთავსებული ფალები, მას აგრეთვე აქვს ინოვაციური ტექნოლოგია NFC რომელის კომპანიებმა სონმა და ნოკიამ 2002 წელს დააპატენტეს და მართლაც რომ ინოვაცია შექმნეს, აბრევიატურა NFC იშიფრება როგორც Near Field Communication და ქართულ თარგმანში "ახლო ველის კომუნიკაციას" ნიშნავს. ეს არის მცირე რადიუსის მაღალხარისხოვანი უსადენო კავშირი, რომელიც ერთმანეთისგან 10 სანტიმეტრით დაშორებულ მოწყობილობებს შორის მონაცემთა დაცულ გაცვლას ანხორციელებს. მომხმარებლებს შეუძლიათ გადასცენ მონაცემები ორ ობიექტს შორის, საჭიროა მხოლოდ მიუახლოვონ ისინი ერთმანეთს. საყოველთაოდ ცნობილი Bluetooth-ისგან განსხვავებით, NFC - სწორედ მცირე მანძილზე მუშაობისთვის არის შექმნილი.
NFC - ტექნოლოგია სწრაფად ვითარდება და უპირველეს ყოვლია განკუთვნილია მობილური მოწყობილობებისთვის. ის წარმოადგენს RFID (ინგლ.: Radio Frequency Identification - რადიოსიხშირული იდენტიფიკაცია) ტექნოლოგიის გაგრძელებასა და განვითარებას. მოქმედების პრინციპით NFC წააგავს Bluetooth-სა და RFID-ს, მაგრამ მათგან განსხვავებით ფლობს მთელ რიგ კონკურენტუნარიან უპირატესობებს, კერძოდ - სისწრაფესა და უსაფრთხოების მაღალ დონეს. გარდა ამისა, ფუნქციონალური შესაძლებლობებიც მას უფრო მეტი აქვს ვიდრე RFID-ს,NFC-ის გამოყენების მრავალფეროვნება უბრალოდ განცვიფრებს. ეს არის საბანკო ოპერაციები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ლოიალობის პროგრამები, შესრულების დროისა და კონტროლის სისტემები, იდენტიფიკაციის სისტემები, ნებართვის კონტროლი, ინტერაქტიური ინფოსტენდები და სმარტ-პოსტერები და კიდევ მრავალი სხვა რამ... გარდა ამისა, NFC-ს გააჩნია უზარმაზარი პერსპეტქივები გამოყენებულ იქნას ახალ პროდუქტებსა და მომსახურეობებში.

მარტივად შეგიძლიათ ამ ტექნოლოგიით აღნიშნულ სმარტფონზე მიაბათ ლინზები რომელის სონიმ დააპატენტა სმარტფონებისთვის და საუკეთესო პროფესიონალური კამერების სიაშიც მოხვდა

Nokia-Lumia-1020-CES-Award-2014.jpg

გადაიღოთ 20 მპ ფოტოები ან მაღალი რეზოლუციის ვიდეოები  კარლ ზეის ოპტიკით, სონის ლინზებით,სენსორის 1 ინჩამდე გაზრდით, 20x ოპტიკური ზუმით და სხვა ინოვაციებით

Sony-Lens-Cameras.jpg

აღნიშნულ სმარტფონს მოყვება ნაოშნიკები, სატენის, იუესბი კაბელი და სმართთაგები

gsmarena_020.jpg

smarttags-nt2.png

პრომოები

http://www.youtube.com/watch?v=1FJ9OkShYJM
http://www.youtube.com/watch?v=zyIsHrPfsYo

  • Upvote 3
Link to comment
Share on other sites

შეასწორე.

სურათები არეაულად ზის.

აბზაცების პონტში დაყავი

Link to comment
Share on other sites

მადლობა ავტორს  :thumbsup:

 

P.S. ტექნიკური მახასიათებლები და ცოტა უფრო დეტალური ინფორმაცია ურიგო არ იქნებოდა ;)

Link to comment
Share on other sites

ყველა სმარტფონს თავისი თემა უნდა?

გახსენით ერთი თემა Sony-და იყოს იქ

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

ეს თემა იმიტომ გავხსენი რომ იმსახურებს ეს სმარტფონი, ერთადერტი სმარტფონია დღეს ბაზარზე რომლის მონაცემები დასაკმაყოფილებელია, დიზაინი პრემიუმ კლასის, ინფოცაირი ტექნოლოგიები და დაბალი ფასით გამოირჩევა, დროს არააქვს მნიშვნელობა როდის გამოვიდა, სმარტფონი არის განსხვავებული და ორიგინალური დიზაინით

Link to comment
Share on other sites

დროს არააქვს მნიშვნელობა როდის გამოვიდა

ჩემთვის დიდი ნიშვნელობა აქვს, თითქმის 2 წლის წინაა გამოსული და ჩემთვის უკვე ძაან მოძველებული და მობეზრებული დიზაინი აქ, თუმცა არი ხალხი ვინც პირიქით მიჩვევა იცის და გამოცვლა ენანებათ ხოლმე, მე  რამოდენიმე თვეში მზიზღდება, წელს ნამეტანი მომივიდა 1 წლის განმავლობაში 7 ტელეფონი გამოვიცვალე, მარა ძირითადად 6 თვემდე  ვიჩერებ ხოლმე, ძველმანებზე გართულება მაქ, 2014 წლის საშუალო მოდელი მირჩევნია 2012 წლის ფლაგმანს

Link to comment
Share on other sites

david_888, მასე მდიდარი არ ვარ წელიწადში 7 სმარტფონი გამოვიცვალო, პირიქით, ერთი მოდელი შეიძლება 3 წელი მქონდეს, ისე კი 2014 წლის საშუალო სმარტი ნამდვილად აჯობებს 2012 წლის ფლაგმანს, თუმცა რჩება რაღაც კრიტერიუმები

Link to comment
Share on other sites

ეს თემა იმიტომ გავხსენი რომ იმსახურებს ეს სმარტფონი, ერთადერტი სმარტფონია დღეს ბაზარზე რომლის მონაცემები დასაკმაყოფილებელია, დიზაინი პრემიუმ კლასის, ინფოცაირი ტექნოლოგიები და დაბალი ფასით გამოირჩევა, დროს არააქვს მნიშვნელობა როდის გამოვიდა, სმარტფონი არის განსხვავებული და ორიგინალური დიზაინით

დღეს უკვე ბაზარზე ნაკლებად არის ეს სმარტი

პრემიუმ კლასის არაფერი არ აქვს 

ინოვაციური?

Link to comment
Share on other sites


მასე მდიდარი არ ვარ

მდიდარი არც მე არ ვარ, მაგარ ზარალში მიდიხარ მაღაზიაში თუ გაქ ნაყიდი, მაგრამ ფორუმზე თუ იყიდი 6 თვის მერე თითქმის იგივე ფასში გაყიდი და სხვას დაითრევ

Link to comment
Share on other sites

Shopen, აბა შენ გალაქსი ს4 და გაბერილი მონაცემები გგონია პრემიუმ კლასი?

david_888, შენი აზრით რატომ გიწევს სმარტფონების ცვლა? იმიტომ რომ არ გაკმაყოფილებს საბოლოოდ ხომ? ხოდა ამის მონაცემები ჩემთის სრულიად საკმარისია, თუმცა ზ1ს-ზე ვფიქრობ, საწყისი ფასი 590 დოლარი სასახელდა ჩინეთში, ვნახოთროგორ განვიტარდება შემდეგში ფასების კლება, 400 მაინც რა.................

Link to comment
Share on other sites


შენი აზრით რატომ გიწევს სმარტფონების ცვლა? იმიტომ რომ არ გაკმაყოფილებს

დავწერე რატომაც ვცვლი, მბეზრდება, ჩემთვის ყოვლად წარმოუდგენელია 2 წელი ერთი ტელეფონით სიარული, არაა აუცილებელი უკეთესი ვიყიდო, მთავარია გამოვცვალო

Link to comment
Share on other sites

Shopen, აბა შენ გალაქსი ს4 და გაბერილი მონაცემები გგონია პრემიუმ კლასი?

david_888, შენი აზრით რატომ გიწევს სმარტფონების ცვლა? იმიტომ რომ არ გაკმაყოფილებს საბოლოოდ ხომ? ხოდა ამის მონაცემები ჩემთის სრულიად საკმარისია, თუმცა ზ1ს-ზე ვფიქრობ, საწყისი ფასი 590 დოლარი სასახელდა ჩინეთში, ვნახოთროგორ განვიტარდება შემდეგში ფასების კლება, 400 მაინც რა.................

სმარტოფნის ხსენებისას გალაქსი რატო უნდა ახსენო პირველი?

motorola/LG 

 

 

დავწერე რატომაც ვცვლი, მბეზრდება, ჩემთვის ყოვლად წარმოუდგენელია 2 წელი ერთი ტელეფონით სიარული, არაა აუცილებელი უკეთესი ვიყიდო, მთავარია გამოვცვალო

+1

ცოტა არ იყოს მეც მბეზრდება უკვე ჩემი სმარტი უბრალოდ თხელია და ეგ მომწონს+ ფულიც არ მაქვს ეხლა ;დ

Link to comment
Share on other sites

ეგრე შეიძლება დღეს ვიყიდო და მომბეზრდეს, არ მიყვარს წარამარა გამოცვლა ნივთების

Link to comment
Share on other sites

ეგრე შეიძლება დღეს ვიყიდო და მომბეზრდეს, არ მიყვარს წარამარა გამოცვლა ნივთების

ხოო, კაცია და გინება, მე ყველაფერი მბეზრდება, ტელეფონიც მანქანაც და სამსახურიც

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.