Popular Post MaKaSaRa Posted November 20, 2013 Popular Post Share Posted November 20, 2013 მოგესალმებით! ალბათ გაგვჩენია სურვილი (ყოველშემთხვევაში მე) რომ ერთ დისკზე ჩაგვეწერა ორი სხვადასხვა ოპერაციული სისტემა. ვთქვათ გვინდა დავტესტოთ სხვა რომელიმე ახალი ოპერაციული სისტემა სრული შესაძლებლობებით (და არა ვირტუალურ მანქანაში)და არ გვინდა ახალი ფართიშენის შექმნა. ამის განხორციელება შესაძლებელია და ქვემოთ გიჩვენებთ. ჰო მართლა შესაძლებელია ახალ სისტემებზე მაგალითად win 7-ისა და win 8-ის მაგალითზე. სამწუხაროდ xp-ზე ეს გზა არ მუშაობს ან მე არ ვიცი უბრალოდ ამის გარკვევის სურვილი იმიტომ გამიჩნდა რომ ზოგიერთ ჩემს მეგობარს ვერ გადაეწყვიტა გადასულიყო თუ არა windows 7-დან windows 8-ზე და ეზარებოდათ გარისკვა, სისტემის წაშლა და ახალის დაყენება. ამ მეთოდით კი ზედმეტი თავისტკივილის გარეშე შევძლებთ ამის გაკეთებას. მოკლედ შევუდგეთ საქმეს. უნდა შევქმნათ VHD-ი. ამისათვის run-ში ჩავწეროთ diskmgmt.msc (ან ნებისმიერი მეთოდით გამოიძახეთ დისკმენეჯმენტი) შემდეგ გამოსულ ფანჯარაში ვაწვებით Action>Create VHD შემდეგ ვუთითებთ ვირტუალური დისკის სახელს, მისამართს და.ვირტუალური დისკის მოცულობას რაც რაღაც მიზეზების გამო არ უნდა იყოს 20გბ-ზე ნაკლები (ასე ამოვიკითხე ინტერნეტში ნაკლები მოცულობა არც მიცდია) ფანჯარაში გამოჩნდება ჩვენს მიერ ახლადშექმნილი 20გბ-იანი სიფრცე რომლის ინიციალიზაცია უნდა მოვახდინოთ. ჩვენს შემთხვევაში Disk 1-ზე მაუსის მარჯვენა ღილაკით კლიკი და შემდეგ Initialize Disk ამ ეტაპის გავლის შემდეგ ახლადშექმნილ მეხსიერების მოცულობაზე მარჯვენა კლიკით ვიძახებთ მენიუს სადაც ვაჭერთ New Simple Volume-რითაც "რეალურად" ვქმნით ახალ ინიციალიზებულ ფართიშენს. ამ პროცესის სიმარტივის გამო თითოეული ეტაპის სქრინს არ დავდებ (ალბათ ყველამ ვიცით როგორ ხდება ახალი დისკის შექმნა აუთვისებელი მეხსიერების მოცულობიდან) ჩემს შემთხვევაში ახალშექმნილ დისკს მიენიჭა ლოგიკური სახელი "I" და მე მეტი აღქმისთვის მივაწერე ასევე Windows 8 როგორც ვხედავთ დისკ მენეჯმენტშიც და Мy Computer-შიც ახალშექმნილი დისკი გამოჩნდა (რომელიც VHD-ის სახითაა შექმნილი და არა ფიზიკურად ვინჩესტერის დაყოფით) ახლა გამოვიძახოთ Windows Powershell და გავხსნათ ის ადმინისტრატორის უფლებით. Start Menu->All Programs->Accessories->Windows Powershell გამოსულ ფანჯარაში ვწერთ ბრძანებას “Set-ExecutionPolicy RemoteSigned” და enter შემდეგ გამოდის შეტყობინება რომელიც უნდა დავადასტუროთ Y-ის არჩევით და ასევე enter ამი შემდეგ არ ვხურავთ Windows PowerShell-ს და ვიქცევით შემდეგნაირად. ვიწერთ http://archive.msdn.microsoft.com/InstallWindowsImage/Release/ProjectReleases.aspx?ReleaseId=2662 http://allshares.ge/download.php?id=8F63F1BC88 ამ ფაილს და ვაგდებთ C დისკზე. შემდეგ ამ ფაილის პარამეტრებში შევდივართ და ქვედა მარჯვენა კუთხეში ვაწვებით ღილაკს unblock შემდეგ ეტაპზე გვჭირდება Windows 8-ის ISO ფაილი რომელიც უნდა დავამაუნთოთ ვირტუალური დრაივით. მე გამოვიყენე Virtual Clone Drive (სხვა შემთხვევაში რატომღაც ჩემთან შემდეგ ეტაპზე ვერ გადავედი ) შემდეგ ვუბრუნდებით Windows PowerShell-ის ფანჯარას და ვწერთ ბრძანებას “CD C:” . ამით შევდივართ ძირითად პართიშენზე (დისკ C-ზე) ~ შევდეგ ვწერთ ბრძანებას .Install-WindowsImage.ps1 –WIM J:SourcesInstall.wim –Apply –Index 1 –Destination I: და enter სადაც J არის იმ ვირტუალური დისკამძრავის სახელი რომელშიდაც დევს საინსტალაციო დისკი ხოლო I არის იმ ვირტუალური ლოგიკური დისკის სახელი რომელიც ჩვენ თავიდან შევქმენით სისტემის ჩასაწერად შემდეგ ვნახავთ შეტყობინებას რომ პროცესის დასამთავრებლად საჭიროა რაღაც დრო და რომ უნდა დაველოდოთ პროცესის დასრულების შემდეგ კი ვიღებთ შემდეგს მოკლედ პროცესი დასრულდა და ერთი ნაბიჯიღა დაგვრჩა ესაა გავხსნად command promt-ი ადმინისტრატორის უფლებით და ვწერთ ბრძანებას bcdboot.exe I:Windows სადაც ალბათ როგორც უკვე მიხვდით I არის ახალშექმნილი ვირტუალური ფართიშენის სახელი პროცესის წარმატებით დასრულების შემდეგ ვიღებთ შემდეგ შეტყობინებას (რომ ჩამტვირთავი ფაილები წარმატებით შეიქმნა) ახლა უკვე შეგვიძლია გადავტვირთოთ სისტემა და შედეგად მივიღებთ შემდეგ შეტყობინებას. windows 8-ის არჩევის შემდეგ აღმოვაჩენთ რომ ინსტალაციის პროცესი არის იმ ეტაპზე როცა უკვე ვიღცევთ სისტემის პარამეტრებს (იუზერის სახელს და ასე შემდეგ) ანუ გამოტოვებულია ის ეტაპი სადაც უნდა განვსაზღვროთ რომელ დისკზე ჩავწეროთ სისტემა. სულ ეს იყო. ჩემთან უპრობლემოდ დაყენდა ამ მეთოდით windows 7 32 bit-იანი და windows 8 64 bit-იანი ერთ ფიზიკურ ფართიშენზე. windows 7 რათქმაუნდა ვერ არიქვავს ფიზიკურ ფართიშენად ვირტუალურად შექმნილ დისკ შესაბამისად windows 7-ის my computer-ში ვერ დავინახავთ windows 8-ის ფართიშენს. windows 8- კი ორივეს ხედავს. სულ ეს იყო. ალბათ ბევრი შეცდომა დავუშვი წერის დროს მაგრამ გთხოვთ მომიტეოთ ) თუ ვინმეს დაეხმარება ეს ტუტორიალი ხომ კარგი თუ არადა თქვენ კარგად იყავით მთავარია ბავშვები იყვნონ ჯანმრთელნი ჯერ საკუთარი თავისთვის და მერე სრულიად www.overclockers.ge -თვის იწვალა და იჯახირა МаКаSaRa - მ 14 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
urekeli_l Posted November 20, 2013 Share Posted November 20, 2013 ბოლომდე არ წამიკითხავს მხოლოდ პირველი აბზაცი წავიკითხე და რა მაინტერესებს იგივე მეთოდით უბუნტუს ჩაწერა შეიძლება? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
MaKaSaRa Posted November 20, 2013 Author Share Posted November 20, 2013 არამგონია ეს მეთოდი გამოდგეს ლინუქსის შემთხვევაში მე არ მიცდია და არც რაიმე ინფორმაცია ამომიკითხავს მაგის შესახებ. ვფიქრობ მაინც შესაძლებელია ოღონდ არა ამ მეთოდით. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
urekeli_l Posted November 20, 2013 Share Posted November 20, 2013 არამგონია ეს მეთოდი გამოდგეს ლინუქსის შემთხვევაში მე არ მიცდია და არც რაიმე ინფორმაცია ამომიკითხავს მაგის შესახებ. ვფიქრობ მაინც შესაძლებელია ოღონდ არა ამ მეთოდით. სხვა მეთოდი მაქვს ინეტში ნანახი მარა მაგისთვის დისკი მჭირდება და პირდაპირ კომპიდან მაინტერესებდა როგორც აქ არის მეზარება ახლა ამდენი ჩალიჩი თორე ვცდიდი :/ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Shopen Posted November 20, 2013 Share Posted November 20, 2013 ბოლომდე არ წამიკითხავს მხოლოდ პირველი აბზაცი წავიკითხე და რა მაინტერესებს იგივე მეთოდით უბუნტუს ჩაწერა შეიძლება? ლინუქსზე არ არის საჭირო დამატებით არაფერი მოყვება თავისი უტილიტი wubi და იმითი გააკეთე რო მეორე OS-ად დააყენო კარგი თემაა მადლობა ავტორს ) თუკი რაღაც ვერ გააკეთეთ და მხოლოდ ერთი OS იტვირთება გამოიყენეთ EasyBCD მარტივი ინტერფეისი აქვს და გამოსადეგი პროგრამაა ბუთ სექტორსაც არედაქტირებს. დავწერ შემდეგ მაგ სოფტზე პატარა ინსტრუქციას Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
OpTiMeR Posted November 20, 2013 Share Posted November 20, 2013 ნამდვილად კარგი ნიუსია ამ დღეებში მინდოდა ამის გაკეთება და მადლობა Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
MaKaSaRa Posted November 21, 2013 Author Share Posted November 21, 2013 ისე შესაძლებელია თუ მარტო დატესტვისთვის გინდათ ჩამოაჭრათ C დისკზე ადგილი, ახალშექმნილ ფართიშენზე ჩაწეროთ სხვა ოპერაციული სისტემა. როცა აღარ გენდომებათ რომელიმე მათგანი უბრალოდ წაშლით იმის volume-ს და მიაბავთ ისევ დარჩენილ ძირითად დისკზე. მე ამ მეთოდს გამოვიყენებდი უბრალოდ დასატესტად. უფრო მარტივი გასაკეთბელია და თვითონ windows-დან კეთდება ყველაფერი ყოველგვარი დამატებითი პროგრამებისა და ბრძანებათა ველების გარეშე. (თუმცა ეს აღარ ნიშნავს იმას რომ ორივე ოპერაციული სისტემა ერთ დისკზე გექნებათ დაყენებული). თუ ვინმეს დააინტერესებს ეს გზა ამის პატარა ტუტორიალსაც დავდებ. ძალიან მარტივია. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
kakha77777 Posted November 21, 2013 Share Posted November 21, 2013 ისე შესაძლებელია თუ მარტო დატესტვისთვის გინდათ ჩამოაჭრათ C დისკზე ადგილი, ახალშექმნილ ფართიშენზე ჩაწეროთ სხვა ოპერაციული სისტემა. როცა აღარ გენდომებათ რომელიმე მათგანი უბრალოდ წაშლით იმის volume-ს და მიაბავთ ისევ დარჩენილ ძირითად დისკზე. მე ამ მეთოდს გამოვიყენებდი უბრალოდ დასატესტად. უფრო მარტივი გასაკეთბელია და თვითონ windows-დან კეთდება ყველაფერი ყოველგვარი დამატებითი პროგრამებისა და ბრძანებათა ველების გარეშე. (თუმცა ეს აღარ ნიშნავს იმას რომ ორივე ოპერაციული სისტემა ერთ დისკზე გექნებათ დაყენებული). თუ ვინმეს დააინტერესებს ეს გზა ამის პატარა ტუტორიალსაც დავდებ. ძალიან მარტივია. პრინციპში ასეც შეიძლება. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
OKUPANT Posted December 29, 2013 Share Posted December 29, 2013 windowindo povershelshi brdzanebis mere es amoagdo dzalvna finti ferit da ese unda iyos? ხოდა ბოლოს თუ აღარ გვინდა ეს ახალი დისკი მაგის წაშლის ინსტრუქციაც დადეთ თქვენს გახარებას გადმოსაწერი ლინკებც არ ნამუშევარა რა მინდოდა მეც რომ დავიწყე ამის კეთება კაროჩე როგორც გამაკეთებინეთ ისე წამაშლევინეთ ეს დისკი :D :D Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
urekeli_l Posted December 29, 2013 Share Posted December 29, 2013 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
MaKaSaRa Posted December 29, 2013 Author Share Posted December 29, 2013 გადმოსაწერი ლინკი პირდაპირ microsoft-ის რომელიცაა მუშაობს. ქართული წაშლილა. ენუ მაგის გადმოწერა პრობლემას არ წარმოადგენს. ზუსტად ისე თუ გააკეთე როგორც ახსნილია ვერ ვხდები პრობლემა რატო შეიქმნა. რამდენჯერმე ვცადე სხვადასხვა სისტემაზე და გამოვიდა მაგ მეთოდით. powershell-ი ადმინისტრატორის უფლებით გაუშვი? წაშლას რაც შეეხება უბრალოდ წაშალე ის შექმინილი დისკი დისკ მენეჯმენტიდან. ოპერაციული სისტემის ჩატვირთვის წინ არჩევანი თუ დარჩება მაინც მაგის გამორთვაც არაა პრობლემა. დაყოვნება გაუთიშე 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
OKUPANT Posted December 29, 2013 Share Posted December 29, 2013 MaKaSaRa , როგორ წავშალო? nev volume g romaa magas maus 2 da delete volume mivce? და ეგ სკრინი სად გადაუგე ეგეც მითხარი მეც რომ გავთიშო დიდად ვერ ვერკვევი ამ ყველაფერში Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
zaqrinio Posted December 29, 2013 Share Posted December 29, 2013 კარგი თემაა მადლობა ავტორს : ) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
OKUPANT Posted December 29, 2013 Share Posted December 29, 2013 ხო კიდდევ დავარესტარტე ეხლა და კომპიუტერიდნ ის შექმნილი დიკი გაქრა მაგრამ ც-ს მაინც აკლია 20 გბ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
OKUPANT Posted December 29, 2013 Share Posted December 29, 2013 aseve disk menegeridanac aris gamqrali ceze shevixede da iq failivitaa ragac windows8.vhd qvia (es davarqvi im fails). Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
MaKaSaRa Posted December 29, 2013 Author Share Posted December 29, 2013 aseve disk menegeridanac aris gamqrali ceze shevixede da iq failivitaa ragac windows8.vhd qvia (es davarqvi im fails). ჰო ეგ ფაილი წაშალე და ვსო. ეგ არის ვირტუალური დისკი რომელიც შექმენი. სხვა სისტემა უბრალოდ ფაილივით ხედავს და არა დისკად. 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
OKUPANT Posted December 29, 2013 Share Posted December 29, 2013 MaKaSaRa , gaixare Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
it19 Posted April 26, 2014 Share Posted April 26, 2014 windowindo povershelshi brdzanebis mere es amoagdo dzalvna finti ferit da ese unda iyos? ხოდა ბოლოს თუ აღარ გვინდა ეს ახალი დისკი მაგის წაშლის ინსტრუქციაც დადეთ თქვენს გახარებას გადმოსაწერი ლინკებც არ ნამუშევარა რა მინდოდა მეც რომ დავიწყე ამის კეთება კაროჩე როგორც გამაკეთებინეთ ისე წამაშლევინეთ ეს დისკი :D :D ჯერ ერთი powershell ადმინისტრატორის უფლებით უნდა გახსნა თუ არ იცი გეტყვი მერე მეორე იმ ფაილს რომელი ბრაუზერით იწერ გააჩნია ie ბლოკავს გუგლ ქრომით გადმოწერე და სანამ c დისკზე ჩააგდებ მანამდე უნდა შეხვიდე properties ში ანბლოკს უნდა მიცე და მერე ჩააგდო ც დისკზე მგონი თემის ავტორმაც უნდა მიუთითოს ეს Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.