Shopen Posted October 6, 2013 Share Posted October 6, 2013 მოკლედ ამ თემაში განვიხილოთ, გავუზიაროთ ცოდნა და ვურჩიოთ ინფორმაციის მატარებლის ერთ-ერტი ტიპზე SSD-ზე, ვინც არ იცით იხილეთ სტატია SSD FAQ(ავტორი ჯამბო) თემის 1) რა არის SSD(SOLID STATE DRIVE)? ეს არის ახალი თაობის მყარი დისკები, იგი მეხსიერების შენახვისათვის იყენებს მეხსიერების ჩიპებს (როგორც წესი DDR RAM ან FLASH MEMORY) მონაცემების ჩაწერა/წაკითხვისათვის. SSD-ებს ბევრად ნაკლები წვდომის დრო (access time) აქვთ ვიდრე HDD-ებს. მაგალითად Texas Memory System-ის RAM solid state disk-ს გააჩნიათ 15 მიკროწამით წვდომის დრო, რაც 250-ჯერ სწრაფია ჩვეულებრივ HDD-სთან შედარებით. 2)რა განსხვავებაა SSD-სა და USB FLASH DRIVE (ეგრეთწოდებული "ფლეშკა")-ს შორის?!SSD-ებს გააჩნიათ სპეციალური პროცესორი ECC(შეცდომების გასწორების კოდი)-ს მხარდაჭერით მონაცემების დაზიანების რისკის შესამცირებლად. თქვენი მონაცემები უფრო მეტად დაცულია,საიმდოობა გაზრდილია თითოეულ უჯრედში სწორი განაწილების შედეგად (კონკრეტული ადგილი კონკრეტულ მიკროსქემაში Fლეშზე)ეს ფუნქციები "ფლეშკას" არ გააჩნია 3)რა პლიუსები და მინუსები აქვს მას?დავიწყოთ რაღათქმა უნდა პლიუსებით :ა) SSD-ები არ გამოცემენ ხმასბ) არ აქვს მოძრავი ნაწილები და შესაბამისად მასზე ცუდად არ მოქმედებს არც რყევა და არც დავარდნა (ანუ არის დარტყმაგამძლე,რათქმა უნდა გარკვეულ დონემდე)გ) ისინი ჩვეულებრივ მყარი დისკისაგან განსხვავებით (HDD) გამოიყენებენ ნაკლებ ენერგიას რაც შესაბამისად გულისხმობს იმას რომ ისინი ნაკლებ სითბოს გამოყოფენ, შესაბამისად არ სჭირდება დამატებითი ფენები გაგრილებისათვის და ასევე ეს ყველაფერი მოქმედებს ენერგომოხმარებაზედ) ძებნის დროს გაცილებით ნაკლებია HDD-სთან შედარებითე) არის გაცილებით მსუბუქი და ზომებშიც მცირე რაღათქმა უნდა ისევ და ისევ HDD-სთან შედარებით ( ) გადავიდეთ მინუსებზე: ა) SSD-ს გააჩნია განსაზღვრული რაოდენობის წაკითხვა/ჩაწერის ციკლი. როდესაც ციკლების რაოდენობა მიაღწევს ზღვარს , ის იწყებს ცუდად მუშაობას ბ) ფასი თითოეულ GB-ზე HDD-სთან შედარებით გაცილებით მაღალია (თუმცა ამ ბოლო დროს მაინც იგრძნობა ფასის ვარდნა ჩვენდა სასიხარულოდ )4) რას ნიშნავს SLC და MCL და რა განსხვავებაა მათ შორის ? SSD მოწყობილობებში გამოიყენება სხვადასხვა სახის მეხსიერება , SLC (single level cell- ერთი დონის საკნები (უჯრები)) და MLC (მრავალდონიანი უჯრედები)SLC-ს თითოეულ უჯრედში 1 ბიტი გააჩნია, ხოლო MLC-ს 2 ბიტი. MLC ტექნოლოგიით დამზადებული SSD-ები შედარებით იაფი ჯდება მაგრამ ამავდროულად შემცირებულია პერფორნამსი(ასე უფრო გასაგები იქნება ) და გაზრდილია ენერგომოხმარება , აგრეთვე ისინი ნაკლებად საიმედონი არაინ და არ გამოიყენება HIGH-END მოხმარებისთვის (ალბათ ნაგულისხმებია მაგალითად სერვერებისთვის)SLC-თი დამზადებული SSD-ების სიცოცხლის ხანგრძლივობა შეადგეს 100 წელიწადს, მაშინ როდესაც MLC-სი მხოლოდ და მხოლო 5 წელია (თუმცა ეს მაინც მეტია ვიდრე HDD-სი)დღესდღეისობით MLC ტიპის მეხსიერებები უფრო ხშირად გამოიყენება5) რა ტემპერატურას უძლებს SSD მოწყობილობები? მათ შეუძლიათ იმუშაონ -5-დან +75 გრადუსის დიაპაზონში, მათი შენახვა კი შესაძლებელია -55-დან +95 გრადუსის დიაპაზონში (რათქმა უნდა სავალდებულოა ისინი დაცული იყვნენ კონდესატისაგან) 6) შესაძლებელია თუ არა SSD-ებს ქონდეთ BAD sector-ები (დაზიანებული სექტორები) მსგავსად HDD-სი?შესაძლებელია. SSD-ების შემთხვევაში მათ BAD block-ებს უწოდებენ. თუ ასეთი ბლოკები არსებობს ინფორმაცია რომელიც ინახება მათში ავტომატურად გადადის დაუზიანებელ ბლოკებში , რაც უზრუნველყოფ მონაცემების მთლიანად შენახვას.არსებობს აგრეთვე დამალული "spare block" (სათადარიგო ბლოკები) რომლის საშუალებითაც SSD-ს მოცულობა არ იკლებს.7) რა არის აუცილებელი ასეთი ტიპის მოწყობილობის შეძენისას?ყველაზე მთავარი რაზეც ყურადღება უნდა გაამახვილოთ :ა) I/O ოპერაცია წამში. აქ მოქმედებს მარტივი წესი: რაც მეტია მით უკეთესია . ამ მაჩვენებელს შეუძლია არც თუ მცირე რამ გვითხრას პერფორმანსზე .მაგალითისთვის: ინტელის x25-E გააჩნია 35000 I/O ოპერაცია წამში კითხვის შემთხვევაში და 3300 ჩაწერის , რაც ძალიან კარგი მაჩვენებელიაბ) სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ჩაწერა/წაკითხვის სიჩქარე. იგი მოცემულია მეგაბაიტების რაოდენობით წამში. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ რომ კარგ მონაცემად წაკითხვისათვის ითვლება მინიმუმ 150 მეგაბაიტი/წამში , ხოლო ჩაწერისათვის 80+ . საუკუთესო მოდელებს ამ მოწყობილობისა რომელიც დღეს არსებობს ბაზარზე გააჩნიათ დაახლოებით 250მბ/წმ წაკითხვა და 200მბ/წმ ჩაწერა (რათქმა უნდა ნაგულისხმები არაა SSD-ები რომლებიც რაიდშია...)______________კრიტიკას არ ვართ, ისედაც თვალები მტკივა უკვე მერე დავამატებ კიდე რაღაცეებს By mischaia88SSD კონტროლერი ხშირად მესმის ხოლმე SSD-ს მთელი მუღამი ისაა, რომ კონტროლერი აქვსო. ჰოდა გადავწყვიტე გამერკვია რა არის ეს კონტროლერი და რას აკეთებს.უკვე კარგად იცით რას წარმოადგენს DRAM ტიპის მეხსიერება. ის საკმაოდ სწრაფი გახლავთ. მათზე ჩაწერა-წაშლა ნანოწამებში ხდება, ფაქტობრივად CPU-ს ტაქტთან შეწყობით. უპირატესობა HDD-სთან შედარებით შთამბეჭდავია. HDD-ს ხომ ფიზიკური დრაივი აქვს, დისკები, მაგნიტური წამკითქველი, მოკლედ მექანიკური ნაწილები, რომლებიც მოძრაობენ, ამას კი დრო სჭირდება...აი, მაგალითად ყველაზე სწრაფი HDD 7 მილიწამს ხარჯავს დისკიდან ინფორმაციის წაკითხვაში მაშინ, როცა CPU-ს ამ დროში ასი ათასი ოპერაციის ჩატარება შეუძლია...სხვაგვარად რომ ვთქვათ, HDD CPU-სთვის მეტისმეტად ნელია. აქაა DRAM-ის მთავარი პლიუსი - სისწრაფე, მაგრამ DRAM-ს აქვს უარყოფითი მხარეც - თუკი მასში შენახულ ინფორმაციას პერიოდულად არ გაუკეთდება განახლება (refresh), იგი იკარგება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, როდესაც DRAM მოწყობილობას გამორთავთ, ნებისმიერი ინფორმაცია, რაც მასში ინახება, დაიკარგება. NAND ფლეშ მეხსიერება "ოქროს შუალედია", ის სწრაფიცაა და არც მონაცემებს "აორთქლებს". ეს მეხსიერება შედგება სპეციალური ტრანზისტორ MOSFET-ისგან (MOSFET - metal–oxide–semiconductor field-effect transistor), მასში მუხტის გატარების შემდეგ აღარაა საჭირო refresh-ი - ინფორმაცია აღარ იკარგება. ერთი MOSFET-ი მხოლოდ ერთ ბაიტ ინფორმაციას "აკავებს", ასე რომ NAND ჩიპებს მწკრივებად განლაგებული მილიონობით მოსფეტი აქვთ, რომლებიც შემდეგ ჯგუფებადაა დაყოფილი. ამ ჯგუფებს page (პეიჯი რა). თანამედროვე page 4KB ზომისაა. მოსფეტში ინფორმაციის ჩაწერა მარტივია, მაგრამ ინფორმაციის წაშლისას ერთი მოსფეტის გასუფთავება შეუძლებელია, სუფთავდება მოსფეტების მთელი ბლოკები. NAND ჩიპის ბლოკი ძირითადად 128 პეიჯისგან შედგება (ანუ 512KB). ანუ თუკი მე მინდა ამ ბლოკში ერთი page-ს წაშლა (4KB), ამისათვის დანარჩენი 127 page-ც უნდა წავშალო (508KB). ხშირი წაშლა-ჩაწერა კი ჩიპისთვის საზიანოა, 10000 ციკლის შემდეგ იგი უკვე შეცდომებს უშვებს.ჰოდა ზუსტად იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ ერთსადაიმავე ბლოკში ხშირი წაშლა-ჩაწერა და ნაადრევად არ გამოვიყვანოთ იგი მწყობრიდან, საჭიროა კონტროლერი. კონტროლერი არის მოწყობილობა, რომელიც ყველა ბლოკზე თანაბრად ანაწილებს ჩაწერის და წაშლის ციკლებს, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, კონტროლერის წყალობით ჩვენ არ გაგვიფუჭდება მთელი მეხსიერების რომელიმე ნაწილი 2 დღეში, არამედ გაგვიფუჭდება მთელი მეხსიერება, ოღონდ, მაგალითად 2 წელიწადში .გარეგნულად იგი ჩვეულებრივი ჩიპია, სურათზე - ზედა მარცხენაკონტროლერი იმახსოვრებს, რომელი ბლოკია წაშლილი, რომელი - ჩაწერილი, რომელი ცარიელი და რომელი - წასაშლელი (ასეთად მიიჩნევა ბლოკი, რომელშიც ყველაზე მეტი "ნაგავია"). ყველაფერი ეს აადვილებს ძებნასაც და ასწრაფებს SSD-ს მუშაობას, მაგრამ საკუთარ მეხსიერებაში ქექვისთვის კონტროლერს რათქმაუნდა გარკვეული დრო ეხარჯება. დრო, რომელსაც ლატენტურობა ეწოდება და უკვე კარგად იცით რას ნიშნავს . ქვემოთა სურათზე თქვენ ხედავთ ზოგიერთი SSD-ს კონტროლერის საშუალო ლატენტურობას მილიწამებშიროგორც ხედავთ საშუალო ლატენტურობა საკმაოდ დაბალია, მაგრამ იმის ცოდნაც საჭიროა, რომ მაქსიმალური ლატენტურობა დაახლოებით 350-ჯერ მეტია, აი ასე:კონტროლერს შეუძლია ინფორმაცია დაყოს და სხვადასხვა ბლოკებში ერთდროულად ჩაწეროს ან წაშალოს. დაახლოებით ისე, როგორც სურათზეა. შედეგი - უფრო მეტი სისწრაფე. SSD იგებს.ყველაზე პატარა ინფორმაცია, რისი დაყოფაც საჭირო არაა, 4KB სიდიდისაა.ხოლო თუკი გვაქვს ცარიელი ბლოკები, ინფორმაცია იყოფა თანაბარ ნაწილებად და ისე იწერება ბლოკებში (რომ ისინი რიგრიგობით არ გაფუჭდეს, ამაზე ზევით ვილაპარაკე).ფაილის წაშლისას კი ხდება შემდეგი:ან თუკი ფაილი უფრო მცირე ზომისაა:იმედია ცოტა მაინც გაერკვიეთ იმაში, თუ რა არის SSD-ს მეხსიერების კონტროლერი და რამხელა მნიშვნელობა აქვს მას SSD-ს სიცოცხლის გახანგრძლოვებისთვის. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. თქვენი მონა-მორჩილი, მიხეილ რ. SSD-ს ოპტიმიზაცია(ავტორი მიშა) თემის პირველ რიგში, გავერკვეთ კონტროლერებში, რადგან მყარ მატარებელში საქმის 50 პროცენტი სწორედ კონტროლერებზეა დამოკიდებული (დანარჩენი 50 - ჩიპებზე). დღესდღეობით ბაზარზე რამდენიმე სახის კონტროლერია გავრცელებული.Intel X25-M. კომპანია Intel-ის მიერ წარმოებულ მყარ მატარებლებს ამავა სახელწოდების კონტროლერი აქვთ (ასე ვთვლი, რადგან სხვაგვარი ინფორმაცია ვერსაც ვიპოვე). X25-M ბაზრის "მეინსტრიმ" კატეგორიას იჭერს. დღესდღეობით უკვე იყიდება "მეორე თაობის" X25-ები, რომლებსაც Windows 7-ში "TRIM"-ის მხარდაჭერა აქვთ (TRIM - ბრძანება, რომლის დახმარებითაც OS "გრძნობს", თუ რომელი ბლოკებია გამოყენებისთვის გამოუსადეგარი და მათ "შლის" სისტემიდან). ეს რათქმაუნდა კარგია, მაგრამ სამწუხაროდ Intel-ის მეორე თაობის SSD-ები მხოლოდ 80/160GB ტევადობისაა და შესაბამისად 280/530$ ღირს.Indilinx Barefoot. კონტროლერების ყველაზე დიდი მწარმოებელი ალბათ კომპანია Indilinx-ია. დღესდღეობით იგი სამი მოდელის კონტროლერს ამზადებს. ერთ-ერთი მათგანაი Indilinx Barefoot. ეს ოთხარხიანი კონტროლერია, რომელსაც TRIM ფუნქცია მიკროპროგრამულ (firmware) დონეზე აქვს ჩანერგილი, ანუ რა SSD-საც უნდა ჩაუდგათ Barefoot, ყველას ექნება Trim. გარდა ამისა მიკროპროგრამა მუდმივად უმჯობესდება და მისი განახლება ძლიერ წააგავს დედადაფის BIOS-ის დაფლეშვას. ასე რომ "უცხო" არაფერი გელით. ამ კონტროლერებით ძირითადად OCZ-ს წარმოების მყარი მატარებლებია აღჭურვილი.Indilinx Barefoot ECO - ეს კონტროლერი G.Skill-ის "საკუთრებაა", რადგან მის გარდა დღეისთვის არავინ იყენებს ECO-ს. "ეკოს" და "უეკოოს" შორის სხვაობა ის გახლავთ, რომ "ეკოს" აქვს 40nm-ზე ნაკლები ტექპროცესის მქონე ჩიპების მხარდაჭერა (34nm მაგალითად). ეს ჩიპები დასამზადებლად იაფია, ასე რომ თეორიულად ECO სჯობს Barefoot-ს.Indilinx Jetstream. ინდილინქსის მესამე კონტროლერი სულ მალე ჩაეშვება წარმოებაში და ექნება SATA 6G-ს მხარდაჭერა . მეტი ინფორმაცია არ არის ცნობილი და მგონი არც მეტი ცვლილება იქნება ახალ კონტროლერში. SandForce 1200 / 1500. სენდფორსი კონტროლერების ორ მოდელს უშვებს. 1200 რვაარხიანი გახლავთ, ხოლო 1500 - 16-არხიანი. იგი საოცრად სწრაფია, მაგრამ ძვირიც. ხუმრობა ხომარაა თექვსმეტი არხი... კონტროლერებს ჯერ-ჯერობით მხოლოდ SATA 3G-ს მხარდაჭერა აქვთ, მაგრამ ესეც სავსებით საკმარისია.Marvell. "ყოვლისმომცველი" კომპანია, რომელსაც ფეხი აქვს ჩადგმული "ARM" პროცესორების, ქსელის ადაპტერების, უკაბელო ქსელის მოწყობილობების და სხვა მრავალი ჩიპის წარმოებაში, მყარი მატარებლის კონტროლერებსაც აწარმოებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მის ახალ მოდელს SATA 6G-ს მხარდაჭერა აქვს. სწორედ ამ კონტროლერით არის აღჭურვილი Crucial RealSSD C300. კონტროლერების გაცნობას მოვრჩით, ამიტომ ახლა პროგრამულ მხარეს მივხედოთ. ---------------------------------------------------Intel Rapid Storage Technology ორი თვის წინ Intel-მა გამოუშვა ახალი დრაივერი, რომლის დახმარებითაც TRIM ფუნქციით სარგებლობა საუთბრიჯის გავლითაც შეიძლება და სხვათაშორის, RAID-შიც მოქმედებს ეს TRIM . ახლა მავანი იტყვის "რაღა დროს საუთბრიჯია, ან Intel-ს რა ხელი აქვს სხვა კონტროლერების დრაივერებთანო", მაგრამ თურმე კარგი დროსია საუთბრიჯი და ინტელს სწორედ რომ მიუწვდება ხელი ამ ყველაფერზე. დრაივერს "Rapid Storage Technology 9.6" ჰქვია და თი ვინიცობაა დაგჭირდეთ,მისი გადმოწერა აქედან შეგიძლიათ. ეს დრაივერი იმითიცაა კარგი, რომ ყველა SATA კონტროლერს ერგება. SSD Tweak Utility ეს მარტივი პროგრამაა, რომელიც თავსებადია Windows 2000/XP/Vista/7-ის როგორც 32, ასევე 64-ბიტიან ვერსიებთან. მისი საშუალებით შეგიძლიათ დატვიკოთ: • Windows Indexing Service • System Restore • Windows Defrag • Use Large System Cache • NTFS Memory Usage • Disable 8.3 Filenames • Disable Date Stamping • Disable Boot Tracing • Windows Prefetcher • Windows Vista Superfetch გადმოსაწერო ბმული აქ არის განთავსებული. როგორც ხედავთ, პროგრამას აქვს როგორც ავტოტვიკინგის, ასევე "გაუმჯობესებული ტვიკინგის" შესაძლებლობა. ამ უკანასკნელ შემთხვევაში ყველაფრის თქვენით გაკეთება მოგიწევთ. ჯერ-ჯერობით "გაუმჯობესებული ტვიკინგის" მენიუ არც ისე სავსეა, მაგრამ დროთა განმავლობაში, პროგრამის ახალ ვერსიებთან ერთად, ისიც შეივსება. მენიუ საშუალებას გაძლევთ ერთი დაწკაპუნებით ჩართოთ ან გამორთოთ ესა თუ ის ფუნქცია. Windows 7 God Mode ეს საკმაოდ საინტერესო რამ გახლავთ. უბრალოდ ქმნით ახალ საქაღალდეს, აკოპირებთ ამ ტექსტს:GodMode.{ED7BA470-8E54-465E-825C-99712043E01C} არქმევთ ახალ საქაღალდეს ამ სახელს და იგი ჩვეულებრივი საქაღალდიდან ფუნქციების მოსაწესრიგებელ ღილაკად იქცევა. ახლავე შეგიძლიათ სცადოთ ჩაწერის ქეშირების ჩართვა სურათზე ნაჩვენებია SSD-ს "properties" მენიუ, რომელიც Device Manager-იდანაა "ამოყვანილი". მასში აღნიშნული სანიშნების ჩართვა აასწრაფებს თქვენს მყარ მატარებელს. ინდექსირების გათიშვა ეს კი ჩვეულებრივი "C", "D" ან "ჭ" დრაივის "properties" მენიუა, სადაც სულ ქვემოთ განთავსებულია ინდექსირების სანიშნი. ჩართული ინდექსირება ძებნას ასწრაფებს, მაგრამ რადგან SSD-ებს ისედაც საკმაოდ სწრაფი წვდომის დრო აქვთ, ინდექსირება შეგიძლიათ გამორთოთ. დეფრაგმენტაციის გათიშვა უბრალო ვინჩესტერებს დეფრაგმენტაცია ფაილების მოსაწესრიგებლად სჭირდებათ, თუმცა SSD-ები ფაილებს ჩაწერისას თავადვე აწესრიგებენ, ასე რომ მათთვის დეფრაგმენტაცია უაზრო და არასასურველიც კია (რადგან ზედმეტი ჩაწერა/წაკითხვის ციკლს ასრულებს). როგორც წესი, Windows 7 თავადვე უთიშავს SSD-ებს დეფრაგმენტაციას, მაგრამ კარგი იქნება, თუკი გადაამოწმებთ ნაღდად გათიშულია თუ არა.სისტემის აღდგენის გათიშვა სისტემის აღდგენის ფუნქციის გათიშვა საშუალებას მოგცემთ აასწრაფოთ ინფორმაციის მატარებელი და გაათავისუფლოთ მასზე ადგილი, მაგრამ ამასთანავე, თუკი სისტემა მოიშლება, ყველა მნიშვნელოვან ფაილს დაკარგავთ (იმედია ასეთ ფაილებს C დისკზე არ შეინახავთ ).სუპერფეჩის გათიშვა სუპერფეჩი, უფრო სწორად, სუპერფეტჩი არის ფუნქცია, რომელიც ხშირად გამოყენებადი ფაილების ქეშირებას ახდენს, რათა მათი სწრაფი გამოძახება შესძლოთ. SSD-ების რეაგირების დროის სიმცირის გამო სუპერფეტჩი შეგიძლიათ გათიშოთ. გათიშვის მენიუ Services-ში შეგიძლიათ ნახოთ (Computer - manage - services - superfetch).პრეფეტჩის გათიშვა პრეფეტჩი არის ფუნქცია, რომელიც პროგრამის ფაილებს RAM-ში ინახავს. Windows 7-ის "სისწრაფე" დიდად არის პრეფეტჩის დამსახურება და ბევრმა მომხმარებელმა ეს ამბავი არც კი იცის. რათქმაუნდა პრეფეტჩი ოპერატიული მეხსიერების გამოყენებას ზრდის. მისი გათიშვა ხდება რეგისტრის (რეესტრის) რედაქტორიდან, ანუ regedit.exe-დან. მისი ჩართვის შემდეგ უნდა მოძებნოთ:HKEY_LOCAL_MACHINESYSTEMCurrentControlSetControlSession ManagerMemory ManagementPrefetchParameters იპოვოთ "enable prefetcher", დაკლიკოთ მარჯვნივ და აირჩიოთ "modify", შემდეგ კი რიცხვი "3" შეცვალოთ რიცხვ "0"-ით და დააჭიროთ "ok"-ს. იმისათვის, რომ ცვლილებები ძალაში შევიდეს, საჭიროა კომპიუტერის გადატვირთვა.---------------------------------------------------აი, სულ ეს არის, რაზეც მინდოდა თქვენი ყურადღების გამახვილება... გონიერი მომხმარებელი ამ მეთოდებიდან რამდენიმეს არამხოლოდ SSD-ს, არამედ HDD-ს ოპტიმიზაციისთვისაც გამოიყენებს... სხვა საქმეა, რამდენად ააჩქარებს ეს ყველაფერი თქვენს მყარ დისკს... წარმატებას გისურვებთ და გმადლობთ ყურადღებისთვის. Best SSDs For The Money: August 2013 ( tomshardware.com ) რამდენი SSD-ს ბენჩმარკი( წყარო ) საუკეთესო SSD ფასის მიხედვით (hardware-revolution.com-ის დაყრდნობით) განახლებულია 4 ოქტომბერს,2013წ Link $75-მდე ADATA USA Premier Pro 64GB $100 Samsung 840 EVO 120GB $130 Samsung 840 Pro 128GB $180 Samsung 840 EVO 250GB $225 Samsung 840 Pro 256GB Samsung SSD 840 EVO Review: 120GB, 250GB, 500GB, 750GB & 1TB Models Tested 5 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
OpTiMeR Posted October 6, 2013 Share Posted October 6, 2013 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Shopen Posted November 13, 2013 Author Share Posted November 13, 2013 http://www.3dnews.ru/778203 Dark L3 SSD ფასები იქნება 60Gb> 50 ევრო, 120Gb> 75ევრო, 240Gb>150 ევრო პ.ს ეს თემა აპინეთ HDD-ზეც გავხსნი სგავს თემას Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Shopen Posted December 24, 2013 Author Share Posted December 24, 2013 Объявлены расценки на SSD-накопители Kingmax SME32/35 Xvalue Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Shopen Posted January 10, 2014 Author Share Posted January 10, 2014 Plextor Announces M6 Series of Solid-State Storage Solutions at CES 2014 OCZ Showcases Vertex 460 Solid State Drive at CES 2014 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
სოსო Posted January 10, 2014 Share Posted January 10, 2014 ანანდტეჩის სტატია ცოტა სსდ-ს ტექნოლოგიაც არის განხილული Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Xzibit Posted February 18, 2014 Share Posted February 18, 2014 ბიჭებო რა მინდა გკითხოთ ე.ი მაქვს OCZ 128GB Vertex 4 რომელსაც ვიყენებდი მაკზე, შესაბამისად ჩაწერილია მაკოესი ეხლა ეს სსდ ამოღებული მაქვს და ელოდება მომავალ პერსონალურ კომპიუტერს, რო ჩავწერო ვინდოუს 8 როგორ მოვიქცე, როცა ჩავაყენებ ამ სსდ-ს ახალ სისტემაში, ვინდოუსის ინსტალირებისას მივცე ქუიქ ფორმატი? საკმაოდ დიდი დილემის ქვეშ მოვყევი, ტვინი ამერია ზოგი რას წერს უცხოურ ფორუმებზე ზოგი რას როგორ იქნება სწორი მოქმედება ჩემი მხრიდან, რას მირჩევთ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Gogla1990 Posted February 19, 2014 Share Posted February 19, 2014 Xzibit, და პრობლემას რაში ხედავ? წაშლი დისკს, შექმნი ახლიდან(ფორმატი თავისთავად) და დააყენებ სისტემას 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Xzibit Posted February 19, 2014 Share Posted February 19, 2014 Xzibit, და პრობლემას რაში ხედავ? წაშლი დისკს, შექმნი ახლიდან(ფორმატი თავისთავად) და დააყენებ სისტემას უცხოურ ფორუმებზე ვნახე რო არ არის კარგი პირდაპირ ფორმატიო, უნდა გამოიყენო შესაბამისი პროგრამაო რო უსაფრთხო ირეისი გაუკეთოო ანუ არასწორად ვგებულობ? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Gogla1990 Posted February 19, 2014 Share Posted February 19, 2014 Xzibit, ვინდოუსი თვითონვე ართმევს მაგ საქმეს იდიალურად თავს (თუ რათქმაუნდა რაიმე დაზიანება არაა) და ყველაზე უსაფრთხოცაა, დამატებითი პროგრამები საჭიროა მაშინ როდესაც დისკს პრობლემა ექმნება ან ვირუსი ეჭრება და ამ დროს ვინდოუსი ვერ ან არ ყენდება Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Power_VANO Posted March 28, 2016 Share Posted March 28, 2016 Samsung-ი M.2 SSD-ებს ანახლებს, წლის მეორე ნახევარში SM961 და PM961 გამოვლენ. 3000-3200 მბ/წმ ექნებათ წაკითხვის სიჩქარე მალე PCI-Express x4 აღარ ეყოფა SSD-ებს ლოლ მოგვიწევს x8 სლოტის შეჭმა. http://www.anandtech.com/show/10168/samsung-shows-off-sm961-and-pm961-ssds-oem-drives-get-a-boost Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Gobro Posted May 19, 2016 Share Posted May 19, 2016 Crucial MX300 SSDs with 3d-nand http://www.guru3d.com/news-story/crucial-mx300-ssds-with-3d-nand.html Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
gogli325 Posted June 7, 2016 Share Posted June 7, 2016 bichebo maqvs eseti problema maqvs kingston 120 gb SSD 6gb da dedaplatas aqvs sata 3gb mokled sashualo sickqares write read 170 amde dzlivs qachavs arada 450 aqvs da arsebobs saqartveloshi magazia sadac PCI adapters davitrevs anu sata 6gb shesaerteblit??????? tu rame icit? eseti minda Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
KIBORG Posted June 7, 2016 Share Posted June 7, 2016 29 minutes ago, gogli325 said: bichebo maqvs eseti problema maqvs kingston 120 gb SSD 6gb da dedaplatas aqvs sata 3gb mokled sashualo sickqares write read 170 amde dzlivs qachavs arada 450 aqvs da arsebobs saqartveloshi magazia sadac PCI adapters davitrevs anu sata 6gb shesaerteblit??????? tu rame icit? eseti minda ეს რა კარგი რაღაც ვნახე,ზუსტად ის არის ჩემს მაზერს რაც ჭირდება Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
KIBORG Posted June 7, 2016 Share Posted June 7, 2016 http://www.sybausa.com/productInfo.php?iid=1195¤tPage=1 ამის დრაივერები მგონი არარი ვინ10-ზე და იმუშავებს 7-ის დრაივერებით? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
gogli325 Posted June 18, 2016 Share Posted June 18, 2016 ishove??? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
david_888 Posted June 19, 2016 Share Posted June 19, 2016 On 6/7/2016 at 7:57 PM, gogli325 said: bichebo maqvs eseti problema maqvs kingston 120 gb SSD 6gb da dedaplatas aqvs sata 3gb mokled sashualo sickqares write read 170 amde dzlivs qachavs arada 450 aqvs da arsebobs saqartveloshi magazia sadac PCI adapters davitrevs anu sata 6gb shesaerteblit??????? tu rame icit? eseti minda ნაგავია ეგ კინგსტონი და არაფერი არ უშველის, სატა 7-ზეც რო დააერთო იგივე სიჩქარე ექნება, სატა 2 რო ალიმიტებდეს 170 კი არ იქნებოდა არმერდ 300 რამეთუ მაგდენი აქვს გამტარობა სატა 2-ს Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
gogli325 Posted June 19, 2016 Share Posted June 19, 2016 1150 socketze shevaerte da 450 480 avida 120 kingston v300 versiaa es , rogorc vivi amas 2 versiaaq yleoba da kargi Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
KIBORG Posted June 21, 2016 Share Posted June 21, 2016 SYBA SD-PEX40049 Flex-2-port SATA III 6Gbps PCIe Card SATA-3 2 ports to Desktop ეს დავაყენე ჩემს მაზერზე და მშვენივრად ამუშავდა,200 კითხვიდან 400-მდე ავიდა,საკმარისია რაც არის Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
KIBORG Posted June 21, 2016 Share Posted June 21, 2016 ეს crystal disk mark რამდენ გიგაბაიტს წერს თურმე სსდ-ზე,გავგიჟდი,5-6 ჯერ გავატარე და 40გიგამდე მოემატა ჩაწერა,მეტს აღარ გავატარებ,ვსიო Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Power_VANO Posted July 7, 2016 Share Posted July 7, 2016 Samsung_მა პირველი UFS 1.0 სპეციფიკაციის კარტების პრეზენტაცია გააკეთა. UFS 1.0 სპეცის კარტები დებენ SATA სსდ-ების დონის წარმადობას მიკროსდ-ს ზომაში http://www.anandtech.com/show/10475/samsung-rolls-out-its-first-ufs-cards-ssd-performance-in-card-formfactor 2 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Power_VANO Posted July 8, 2016 Share Posted July 8, 2016 4 TB-იანი Samsung 850 EVO გამოდის როგორც ჩანს http://www.tomshardware.com/news/samsung-850-evo-4tb-ssd,32220.html ადორამაზეც დაიდო: http://www.adorama.com/ssgmz75e4tb.html?gclid=CjwKEAjw-_e7BRDs97mdpJzXwh0SJABSdUH0ZIlcZyooiIbPZiWHQIpgSj9jJSpE_Y1aVwMoW49sSxoC2Svw_wcB 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Gobro Posted July 8, 2016 Share Posted July 8, 2016 11 minutes ago, Power_VANO said: 4 TB-იანი Samsung 850 EVO გამოდის როგორც ჩანს http://www.tomshardware.com/news/samsung-850-evo-4tb-ssd,32220.html ადორამაზეც დაიდო: http://www.adorama.com/ssgmz75e4tb.html?gclid=CjwKEAjw-_e7BRDs97mdpJzXwh0SJABSdUH0ZIlcZyooiIbPZiWHQIpgSj9jJSpE_Y1aVwMoW49sSxoC2Svw_wcB კაი ინფოა, მაგრამ კაი მოყოლაც ეღირება Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted July 9, 2016 Share Posted July 9, 2016 ხო ნამეტარი ძვირია ჯერ ეგეთი მოცულობის სსდ-ი და საერთოდ არ ამართლებს ფასი წამრადობით დიდი მოცულობის ფაილების შესანახათ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Power_VANO Posted July 10, 2016 Share Posted July 10, 2016 ჰო, ჯერჯერობით ისიც საკმარისია, რომ ტექნოპროცესი დახვეწეს იმ დონეზე, რომ მაგ ზომის სსდ-ები სამომხმარებლო ბაზარზე იყიდება უკვე. ფასის დაწევა უკვე დროის და კონკურენციის ამბავია. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.