westsider Posted November 2, 2010 Share Posted November 2, 2010 ავტორი - LEON ATI FirePro Vs Nvidia Quadro FX ჩვენს ვებ გვერდზე უკვე ტრადიციადაა ქცეული სხვადასხვა სიმძლავრისა თუ დიზაინის ვიდეოდაფების შედარება. ძირითადად საოფისე და გეიმერულ გრაფიკულ ამაჩქარებლებს ადარებენ, რომლებსაც დღეს ბაზრის უდიდესი ნაწილი უკავიათ. რაც მე მახსოვს, აქ პროფესიონალური გრაფიკისთვის განკუთვნილი ვიდეოდაფები არ შეუდარებიათ. რასაკვირველია ქვემოთმოყვანილი სტატია ნაკლებად იქნება საინტერესო უმეტესობისთვის, მაგრამ ნამდვილად ვიცი, რომ დაინტერესებული ხალხიც გამოიძებნება. შედარება ტარდება შემდეგი პრინციპით: ATI Vs Nvidia. ATI-ს მხარეს წარმოდგენილი იქნება სერია FirePro-დან 5 გრაფიკული ამაჩქარებელი, ხოლო Nvidia-ს მხრიდან კი 6 ერთეული Quadro FX. მე პირადად ATI-ს ფანი და Nvidia-ს მომხმარებელი გახლავართ, შესაბამისად ვიქნები მაქსიმალურად ნეიტრალური ვიდეოდაფათა შესაძლებლობების შეფასებაში. წითელ კუთხეში წარმოდგენილი არიან კომპანია ATI-ს შემდეგი ვიდეოდაფები: 1. ATI FirePro V3700 2. ATI FirePro V3750 3. ATI FirePro V5700 4. ATI FireGL V7700 (ცნობისათვის: FirePro და FireGL ერთი და იგივეა) 5. ATI FirePro V8700 მწვანე კუთხეში Nvidia-ს წარმოადგენენ: 1. Nvidia Quadro FX 380 2. Nvidia Quadro FX 580 3. Nvidia Quadro FX 1800 4. Nvidia Quadro FX 3800 5. Nvidia Quadro FX 4800 6. Nvidia Quadro FX 5800 -------------------------------------------------------------------------------------- როგორც ხედავთ, თქვენს წინაშეა ყველა ის ვიდეოდაფა, რომელიც ტესტირებაში მიიღებს მონაწილეობას. სამწუხაროდ ტესტირება 2009 წლის ზაფხულში ჩატარდა და ამის გამო მონაწილეობას ვერ იღებს ATI-ს ფლაგმანი FirePro V8800. იგი ხომ 2010 წლის აპრილში გამოვიდა. ამ ცხრილში მოცემულია მათი ტექნიკური მახასიათებლები, რაც გვიადვილებს მათ შედარებას: ტესტირებისთვის გამოყენებული ჰარდი ნამდვილად საუცხოოა. თქვენის ნებართვით მოგაწვდით მასზე ინფორმაციას. CPU: Intel Core i7-975 XE (Bloomfield, 3.33 GHz, 6.4 GHz QPI, 4 x 256 KB L2, 8 MB L3); Mainboard: Gigabyte GA-EX58-UD5 (LGA1366, Intel X58 Express); Memory: Mushkin 998679 6GB XP3-12800 (3 x 2 GB, DDR3-1600 SDRAM, 8-8-8-24). HDD: Western Digital Raptor WD1500AHFD; PSU: SilverStone SST-ST85ZF (850 W); -------------------------------------------------------------------------------------- პროგრამული მხარე: OS: Microsoft Windows Vista x64 SP2; Intel Chipset Software Installation Utility 9.1.0.1007; ATI FirePro Catalyst 8.603 Driver; NVIDIA Quadro Driver Release 185.85; NVIDIA 3ds Max Performance Driver 11.00.08; NVIDIA AutoCAD Performance Driver 17.2.0. -------------------------------------------------------------------------------------- ყველა ტესტი გატარდა 1920x1200 გაფართოებაზე და Vsync გამორთული გახლდათ. -------------------------------------------------------------------------------------- SPECviewperf 10 როგორც ხედავთ, FirePro-მ დაჯაბნა Quadro FX რამდენიმე დისციპლინაში, მაგრამ წააგო ასევე რამდენიმე ტესტი. ზოგადად SPECviewperf წაუსინტეტიკურებს და მხოლოდ სიმულაციას ახდენს რეალური პროგრამებისა, ასე რომ ერთი ხელისმოსმით ვერ გადაწყდება საუკეთესოს ვინაობა. საინტერესოა თუ როგორ შედეგებს აჩვენებენ ვიდეოდაფები FSAA-ის ჩართვის შემდეგ: SPECviewperf ბენჩმარკი გვაწვდის საკმაოდ სასარგებლო ინფორმაციას ვიდეოდაფების წარმადობაზე OpenGL გარემოში, მაგრამ მისი მეშვეობით ვერაფერს ვიგებთ თუ რა შეუძლიათ გრაფიკულ ამაჩქარებლებს DirectX-ში. შემდეგი ტესტირებისთვის გამოიყენეს ალბათ ყველასათვის კარგად ცნობილი პროგრამა 3ds max 2009, რომლის გარემოშიც საფუძვლიანად იქნა გატესტილი თითოეული მოწყობილობა. აქ როგორც ხედავთ Nvidia-ს გრაფიკული ადაპტერები იმარჯვებენ. AutoCAD 2009 პროგრამა არქიტექტორებისთვის (თუმცა მეც მაქვს დაინსტალირებული და ვერთობი ხოლმე). გატესტილია ყველანაირად ყველა ვიდეოდაფა. Nvidia Quadro FX სერიის ვიდეოდაფები იმარჯვებენ Hidden და Conceptual რენდერინგში გამომდინარე სოფტის უკეთესი ოპტიმიზაციიდან, სამაგიეროდ ATI FirePro სერიის წარმომადგენლები Wireframe და Realistic რენდერინგში აჩვენებენ თავიანთი ფასის ექვივალენტურ წარმადობას. შემდეგი ტესტირება: Maya 2009 აქ ერთი შეხედვით ყველაფერი ნორმალურადაა, გარდა იმისა, რომ Quadro FX 4800-მა აჯობა მის უფროს მოდელს Quadro FX 5800-ს. მწარმოებლების მიხედვით შედეგები თითქმის თანაბარია. ტესტირება Solidworks 2007-ში აქ უნდა ითქვას, რომ Nvidia-ს დრაივერები ოფიციალურად არ უჭერს მხარს ამ პროგრამას, თუმცა GPU-ს არქიტექტურა კარგად მოერგო ამ ტიპის გამოთვლებს და შედეგი სახეზეა. Lightwave 9.6 ამ პროგრამაში ორივე მწარმოებლის გრაფიკული ამაჩქარებლები თანაბრად კარგად გრძნობენ თავს. Cinebench R10 ATI FirePro-ს ახალი მოდელები ამარცხებენ Nvidia Quadro FX-ის უძლიერეს წარმომადგენლებს. ----------------------------------------------------------------------------------------- ამით ამოვწურეთ პროფესიონალური გრაფიკის სეგმენტი და დროა გადავიდეთ ჩვენი საზოგადოებისთვის ალბათ ყველაზე საინტერესო ნაწილზე. ტესტირება ტარდება 3DMark Vantage-ში. სრულ შედეგში თითქმის თანაბარი მაჩვენებლებია დაფიქსირებული, მაშინ როცა GPU-ს ქულების ნაწილში Nvidia Quadro FX5800-მა "თავზე გადაახია" ყველაფერი როგორც თანამოძმეებს, ისე კონკურენტებს. მას სამწუხაროდ კონკურენციას არ უწევდა ATI firePro V8800, რომელიც სავარაუდოდ არაფერს დაუთმობდა "მწვანეების" ფლაგმანს. მაგრამ ასევე უნდა ითქვას, რომ არაფრით არ შეიძლება ვიმსჯელოთ ამათუიმ ვიდეოდაფის სიძლიერეზე 3DMark Vantage-ის ტესტების შედეგებზე დაყრდნობით, რადგან ამ ტიპის გრაფიკული ამაჩქარებლები არაა გათვლილი მსგავსი გამოთვლების წარმოებაზე. ვიდეოდაფები შეადარეს ენერგომოხმარების კუთხითაც და ეს შედეგები მიიღეს: დასკვნის სახით შეიძლება მხოლოდ ფასების მოყვანა. Nvidia Quadro FX5800 - $2,999 Nvidia Quadro FX4800 - $1,699 ATI FireGL V7700 - $189 ATI FirePro V8700 - $874 ახალი ATI FirePro V8800 - $1,247 (newegg.com) ------------------------------------------------------------------------------ ამით მიმოხილვა დასრულებულია, გმადლობთ ყურადღებისთვის. p.s. ძალიან მინდოდა, რომ წარმომედგინა ორივე ბანაკის ფლაგმანების Quadro FX5800-ის და FirePro V8800-ის შედარებითი ტესტები, მაგრამ სამწუხაროდ ვერ მოვიპოვე ვერანაირი ინფორმაცია. 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.