Jump to content

შოპინგი ონლაინში


Recommended Posts

მოკლედ ძალიან ბევრი თქვენგანი სარგებლობს ალბათ ონლაინ მაღაზიებით, მათ შორის მეც. ფორუმზე ვერ ვნახე შესაბამისი თემა სადაც მოცემული იქნებოდა სხვადასხვა შოპინგ საიტები + გამოწერის ინსტრუქცია.

დღეს გავიგე taobao.com -ისა და wholesale-dress.net -ის სესახებ. ჩინური საიტებია. ძალიან კარგი ფასები. იბეიდან ხშირად გამომიწერია ჩინური ტანსაცმელი და არასდროს ვყოფილვარ  უკმაყოფილო. როგორც მითხრეს ტაობაო ამარაგებს ყველა მაღაზიას მსოფლიო მასშტაბით. რაც შეეხება wholesale-dress -ს უპრობლემოდ შეიძლება გამოწერა პეიპალის ან პირდაპირ ვიზა ბარათის საშუალებით. დღეს გამოვწერე უკვე ნივთი და დაველოდები როგორი (ან საერთოდ თუ) ჩამოვა. რაც შეეხება ტაობაოს, ამ საიტიდან პირდაპირ ვერ გამოწერთ, რადგან მგონი მხოლოდ ჩინურ ბარათებს იღებს, + ჩინური ტელეფონის ვერიფიკაციის გარეშე რეგისტრაციაც შეუძლებელია. ამიტომ არსებობენ სააგენტოები რომლელთა საშუალებითაც არის შესაძლებელი ტაობაოდან გამოწერა. ერთერთ რომელიც ვიცი არის bhiner.com   ამ საიტზე ჩააკოპირებთ ტაობაოს რომელიმე ნივთის ლინკს და ამის საშუალებით გამოწერთ უპრობლემოდ. 
ტაობაოს რაც შეეხება, საიტი ჩინურადაა, ამიტომ შეგიძლიათ გამოყენოთ google chrome + translate  to ... კონტექსტური მენიუდან. 
ახლა ვიწერ ტაობაოდანაც. როცა ჩამოვა დავწერ იმასაც როგორი იქნება. 
გადამზიდ კომპანიად შეგიძლიათ გამოიყენოთ track.ge
თუ ვინმე უკვე სარგებლობთ ამ საიტებით დაწერეთ რივიუ, ან რაც იცით, რაც შეიძლება დამეხმაროს მეც და სხვასაც გამოწერისას. 
 

Link to comment
Share on other sites

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.