Jump to content

Recommended Posts

კომპანია intel-მა 2007 წლის სექტემბერში IDF 2007 პირველად შეატყობინა საზოგადოებას ახალი უნივერსალური ინტერფეისის USB- USB 3.0 შექმნის შესახებ,რომლის მთავარი უპირატესობა მაღალი გამტარუნარიანობა იქნება.universal serial bus(უნივერსალური სერიული მატარებლი) მესამე თაობა საშუალებას მოგვცემს პერიფერიულ მოწყობილობებთან ინფორმაცია გავცვალოთ 4.8 გბ/წ სიჩქარით,მაშინ როდესაც დღევანდელი ტექნოლოგიაUSB 2.0 ამის გაკეთების საშუალებას მხოლოდ 480მბ/წ სიჩქარეზე გვთავაზობს.თითქოსდა არ არის საჭირო მსგავსი მაღალი გამტარობის არხი ინფორმაციის გადაცემისათვის,მაგრამ სინამდვილეში მოწყობილობების უმეტესობა,როგორებიცაა გარე პერიფერიული დევაისები,ქარდრიდერები,გარე ოპტიკური მოწყობილობები და ასევე ვიდეოს დასამუშავებელი აპარატები ითხოვენ გაცილებით სწრაფ ინტერფეისს ვიდრე USB 2.0-ია. სწორედ ამ კატეგორიის მოწყობილობებისათვის USB 3.0 Promoters Group-მა Intel, Microsoft, Hewlett-Packard, Texas Instruments, NEC და NXP Semiconductorsd ერთად დაიწყეს ახალ ინტერფეისზე მუშაობა.იგეგმება ამ ინტერფეისის საბოლოო ვარიანტის წარმოდგენა ამა წლის ივნისის ბოლოს,რის შემდეგაც დაიწყება მეორე ეტაპი,ინტერფეისის დახვეწა და მსოფლიო ბაზარზე გატანა.

82053.jpg

82054.jpg

82055.jpg

82056.jpg

USB3.0-ს მთავარი კოზირი,რა თქმა უნდა, მისი მაღალი გამტარუნარიანობაა.ის არამარტო საკუთარ წინამორბედზე უკეთესია,არამედ საგრძნობლად სწრაფია მის მთავარ კონკურენტზე- FireWire.ინტერფეისის საბოლოო ვერსიაც კი FireWire - S3200,რომელიც 2007 წლის ბოლოს წარმოადგინეს ინფორმაციის გაცვლის საშუალებას მხოლოდ 3.2გბ/წ სიჩქარეზე გვაძლევს.

რაც შეეხება USB 3.0-ს პერსპექტივებს,დადებითად უნდა აისახოს მის პოპულარობაზე USB 2.0-თან თავსებადობა,რომელიც უკვე ფართოდ გამოიყენება პერიფერიულ მოწყობილობებში,ახალი თაობის ტავსებადობა 2.0 თან მხოლოდ დაასწრაფებს გლობალურად ამ ახალ ინტერფეისზე გადასვლის პროცესს.

ამ პროცესის მეთვალყურეებს მაინც აქვთ გარკვეული ეჭვები USB 3.0-ის ნათელი მომავლის შესახებ,პირველ რიგში საჭიროა მიიღონ სერთიფიკატი ინტერფეისის შემქმნელებისაგან,კორპორაცია ინტელი.კონკურენტებისათვის,როგორიცაა მაგალითად Nvidia,იქნება საჭირო USB 3.0 ტექნოლოგიის მხარდაჭერის შექმნა,რამაც შეიძლება დროის დიდი დანაკარგი გამოიწვიოს.ამიტომ რეალურია ვიფიქროთ,ბაზარზე გამოჩნდება ორი ვერსია უნივერსალური მატარებლისა -ინტელისა მის პარტნიორებთან ერთად და მათი კონკურენტების.ასეთ შემთხვევაში სავსებით შესაძლებელია განმეორდეს USB 1.0-ის ისტორია,როდესაც ბაზარზე წარმოდგენილი იყო ორი კონტროლერი OHCI და UHCI,რაც მწარმოებლებს აიძულებდა ნაწილი შეემოწმებინათ ორ კონტროლერზე,ეს კი თავის მხრივ ზრდიდა ნაწილის წარმოების დანახარჯებს,შესაბამისად კი მის საბაზრო ფასს.

ეს USB 3.0-ის ერთადერთი მინუსია.ვიმედოვნოთ,რომ კორპორაცია ინტელი არ შეუშლის ხელს ახალი ინტერფეისის შემქნელებს სერთიფიკატის გაცემასთან დაკავშირებით,რაც პირდაპირ კავშირში იქნება ამ ტექნოლოგიის ბაზარზე გამოჩენის დროსთან...

სტატიის ავტორი:Александр Бакаткин,12.05.2008 [15:00]

თარგმნილია (ტერმინების ჩათვლით) ჩემ მიერ,ყველა ლექსიკონის თავზეც გავიარე :D ახლა მაინც დამიწერეთ +ები :D :D :D

©L1nux

  • Upvote 10
  • Downvote 1
Link to comment
Share on other sites

გადათარგმნე და დაგიწერ + :D რა გავიგო სიტყვას სიტყვაზე ვერ ვაბავ რუსულად :D

+1 :D

პ.ს თარგმნეთ ვინმემ რა

Link to comment
Share on other sites

+ გინდა შე ტრაკო?! თარგმნეეეეეე :punch::vikingi::D დააკვირდით ხოლმე პირვლ პოსტს იქ დავდებ ქართულ ვარიანტს .docx-ს

Link to comment
Share on other sites

ვთარგმნი...

თარგმნისას ბექზე დამეჭირა და წამეშალა პირველი აბზაცი :(((((((((

Link to comment
Share on other sites

TRANSLATED!!!

მოდერებს ვთხოვ სათაური დააედიტონ და "რუსულად,RU" მოხსნან",რადგან გადავთარგმნე რუსულად არავინ წაიკითხავდა :D

Link to comment
Share on other sites

ა + შენ ესეარ ჯობდა? :D პატარპატარა სიტყვებში ჩასასწორებელი გაქ ასოები :)

ჩქარა ვწერდი წამეშალა ერთხელ და გამომეპარა ალბათ :(

Link to comment
Share on other sites

ეს ინფო ძველი ხომ არ არის?

უკვე მაზერები გამოდის USB 3.0-ზე

თან დიდი ხანია :)

კი ძველია თარიღი მივუთითე,უბრალოდ თარგმნას რომ მოვრჩი მაშინ წავიკითხე სტატიის თარიღი :D :D :D:xelitavi: :xelitavi: :xelitavi:

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.