Jump to content

ყველაფერი ფეხბურთზე X


Recommended Posts

დღეს ორ შეხვედრას და ორ მიმოხილვას ვუყურე კიდე 1080i-ში, ჯერ ევროს ატბორის  ხუთშაბათის თამაშების მიმოხილვას ვუყურე, რამდენიმე საინტერესო რეზულტატი დაფიქსირდა, მათ შორის ესპანეთის გასხმაც სლოვაკეთთან, ესპანეთის მიმოხილვაც ვნახე სანამ ფეღბურთებს გადმოწერდა, რეალმა ამოქაჩა უკვე, ატლეტიკო კი პირიქით ბუქსაობს, ბარსამაც კარგათ დაიწყო ჩემპიონატი, ბულგარია ხორვატიის თამაშიც ვნახე, საკმაოთ მძიმე თამაში გამოვიდა მინიმალური აპასნი მომენტებით, ერთადერთი გოლი ბოდუროვმა თავის კარებში გაიტანა 36 წუთზე, ისე ხორვატია უფრო ახლოს იყო მეორე გატანილ გოლთან, თითქმის არაფერი უჩვენებიათ ბულგარელებს ატაკაში, თურქეთი-ჩეხიის თამაშიც ვნახე, ჩეხებმა მეორე თამაშიც მოიგეს, ცოტათი გაუმართლათ მაგრამ თურქებმაც სუსტი თამაში აჩვენეს დაცვაში, უკვე 8 წუთზე გახსნა ანგარიში ბულუტმა, მაგრამ ჩეხებმა საკმაოთ მალე მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება, 16 წუთზე სივოკმა გაიტანა თავით, მეორე ტაიმში ჩეხები უფრო კარგათ გამოიყურებოდნენ და მეორე გოლიც შეაგდეს, 58 წუთზე დოჩკალმა გაიტანა, ქონდათ თურქებს 1-2 პოლუმომენტი და პენალტიც არ დანიშნა სუდიამ პირველ ტაიმში ტურანი რომ წააქციეს, თუმცა როცა უნდა გაეძლიერებინათ თამაში ვერაფერი აჩვენეს დიდათ ატაკაში და მეორე თამაშიც წააგეს უკვე, ჩეხებმა კი კარგათ დაიწყეს ატბორი, დღეს შოტლანდია-საქართველოს თამაშიც უნდა დაიდოს და გადმოვწერ მოგვიანებით, პოლონეთი-გერმანიია კიდე, ბრაზილიას 2-0 დაუმარცხებია ამხანაგურ შეხვედრაში არგენტინა

Link to comment
Share on other sites

გუშინ და დღეს კიდე 2 შეხვედრა და 3 მიმოხილვა ვნახე 1080i-ში, გუშინ ინგლისის ბოლო ტურის მიმოხილვას ვუყურე, ნელ-ნელა ამოქაჩა მემგონი უნაიტედმა, ყველაზე კარგ ფორმაში სეზონის სტარტზე ჩელსი იმყოფება მაინც, ევროს შესარჩევი მატჩების აჩერედნოი მიმოხილვაც ვნახე პარასკევის თამაშების, საინტერესო რეზულტატები დაფიქსირდა, დღეს ჯერ შოტლანდია-საქართველოს თამაში ვნახე, ისევ უმწეო თამაში აჩვენეს ჩვენებმა ატაკაში, დაცვაშიც უშვებდენ სულელურ შეცდომებს, ერთადერთი გოლი მეკარის თოხლის შემდეგ გავუშვით, 28 წუთზე ლორია ცუდათ გამოვიდა და ხუბუტიამ თავის კარებში შეაგდო ბურთი რიკოშეტის შემდეგ, შოტლანდიელებს კიდე ქონდათ რამდენიმე მომენტი ჩვენ კიდე ფაქტიურათ ერთი საგოლე მომენტი არ შეგვიქმნია მთელი თამაშის მანძილზე, რამდენიმე პოლუპადხოდი გვქონდა მარტო, ეგეთი თამაშით ჩვენ გრუპაში გიბრალტარის გარდა ვერავის გავუსწრებთ, შოტლანდიაც გვაჯობებს და ირლანდიაც უფრო ძლიერია ჩვენზე, პოლონეთი-გერმანიის თამაშიც ვნახე, საღო პოლონეთს ისე, პირველათ შეძლო 20 თამასში გერმანიის დამარცხება, გერმანელებს რამდენიმე ასნავნოი იგროკი აკლდათ ტრამვის გამო თუმცა მაგის გარეშეც შექმნეს საკმაო მომენტები მაგ შეხვედრაში, ანგარიში მილიკმა გახსნა 51 წუთზე, მაგის შემდეგ გერმანელებსაც ქონდათ კარგი საგოლე მომენტები და სანამ მეორე გოლს გაუშვებდენ პადოლსკიმ შტანგას გაარტყა, 88 წუთზე კი მილამ შეაგდო კარგი კონტრ ატაკის შემდეგ, ეგ გოლი ლევანდოვკის დამსახურებაა, დაცვაში ისევ პრობლემები ქონდათ ისე გერმანელებს, პოლონეთს ძალიან არ შეუწუხებიათ გერმანიის ზაშიტა მაგრამ კონტრ ატაკებზე პრობლემები შეუქმნეს გერმანიის დაცვას და საკმაოთ დამსახურებულათაც მოიგეს ეგ მძიმე შეხვედრა, თან გერმანელებმა ბევრი მომენტები გამაზეს და ბოლოს დაისაჯნენ კიდეც, შოტლანდიელებთანაც ძლივს მოიგეს ისე გერმანელებმა, შაბათის თამაშების მიმოხილვაც ვნახე, ილსანდია, ჩეხია და სლოვაკია გამოიყურება კარგათ და ავსტრიელებიც მომწონს, რუსებს მოლდოვეთთან ნიჩია უთამაშიათ, ისლანდია-ჰოლანდიის შეხვედრა დაიდო ეხლახან და გავუშვი გადმოსაწერათ, ბელგია-ბოსნიის თამაშსაც გადმოვწერ თუ დაიდება დღეს, გიბრალტარი-საქართველოს თამაშს არა მგონია ვუყურო, მოგებით კი მოვიგებთ მაგრამ შეიძლება გიბრალტარის გარდა ვერავინ დავამარცხოთ მაგ გრუპაში თბილისშიც კი

Link to comment
Share on other sites

დღეს კიდე ორ შეხვედრას და ერთ მიმოხილვას ვუყურე 1080i-ში, ჯერ ისლანდია-ჰოლანდიის თამაში ვნახე, საღო ისლანდიელებს ისე, კი დაჩაგრეს ჰოლანდიის ნაკრები, აბარონაში იდეალურათ ითამაშეს და ატაკაშიც ბევრი რამე გამოსდიოდათ, ანგარიში უკვე 10 წუთზე გახსნა სიგურდსონმა პენალტიდან რომელიც იყო, 42 წუთზე კი სიგურდსონმა დუბლი შეასრულა, მაგარი კი ჭედა ისე რამდენიმე რიკოშეტის შემდეგ, ჰოლანდიელებს ბევრი მომენტები არ შეუქმნიათ და რაც შექმნეს გამაზეს სუყველა, რობენის გარდა არავინ არ აქტიურობდა დიდათ ატაკაში, ბოსნიის და ბელგიის თამაშიც ვნახე, საკმაოთ დაძაბული შეხვედრა გამოვიდა, პირველ ტაიმში ბოსნიელები კარგათ თამაშობდენ და გახსნეს კიდეც ანგარიში, 28 წუთზე ჯეკომ გაიტანა, თუმცა მეორე ტაიმში უკვე ბელგიელები ჯობდენ აშკარათ და ნაინგოლანმა გაათანაბრა ანგარიში 51 წუთზე, მერეც ბელგია აკონტროლებდა თამაშს მაგრამ მეტი გოლები აღარ გასულა და 1-1 დამთავრდა ეგ შეხვედრა, კვირის შეხვედრების მიმოხილვაც ვნახე, საინტერესო რეზულტატები ფიქსირდება ისე, ზოგიერთ გუნდს მაგარი უჭირს და რამდენიმე მოულოდნელი შედეგიც დაფიქსირდა, დანია-პორტუგალიის შეხვედრაც გადმოვწერე და ხვალე ჩავუჯდები, გერმანია-ირლანდია არ დადებულა ჯერ 1080i-ში, მაგ შეხვედრის ყურებაც მინდოდა, ჩვენებს მოუგიათ პორტუგალიაში 3-0 გიბრალტართან, მაგრამ მაგათ გარდა შეიძლება ვერავინ დავამარცხოთ, კიდე 1-2 ნიჩია თუ ვითამაშეთ თბილისში ეგ იქნება ალბათ მაქსიმუმი მაგ გრუპაში

Link to comment
Share on other sites

ხო ისეთ დღეში ვართ გიბრალტართან მოგებაც სანატრელი გვაქვს , სრულიად შესაცვლელია ყველა და ყველაფერი 

Link to comment
Share on other sites

ატაკა მკვდარია იმენა, ერთი ნორმალური ფორვარდი არ გვყავს ბურთის გატანა რომ შეეძლოს

Link to comment
Share on other sites

გოლის გატანას ვინ ჩივის პასს ვერ აკეთებენ და ბავშვური შეცდომები მოსდით ტექნიკურ თამაშში.

Link to comment
Share on other sites

უფორვარდოთაც რომ ეთამაშათ ნორმალურათ  მაშინ კარგი ნახევარდაცვა იქნებოდა საჭირო და არც ეგ გაგვაჩნია ამ ეტაპზე სამწუხაროთ, მაღალი დონის მსოფლიო კლასის იგროკები ფაქტიურათ არა გვყავს, სომხეთის ნაკრებს ყავს ჩვენ არა, დღეს ორ შეხვედრას და ერთ მიმოხილვას კიდე ვუყურე 1080i-ში, ამჯერათ სამშაბათის ორ შეხვედრას ვუყურე, ჯერ გერმანია-ირლანდიის თამაში ვნახე, საღო ირლანდიელებს, გერმანია რაღაც მაგარს ბუქსაობს სტარტოვი იგრებში მაგრამ ერთი გოლი მაინც შეაგდეს მეორე ტაიმში, 71 წუთზე კროსმა შეაგდო შორი დარტყმულიდან, თუმცა ირლანდიელებმა ბოლომდე იბრძოლეს და მაინც მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება ბოლო დამატებულ წუთზე ისევ თოხლა ზაშიტაში გერმანიამ და ოშიმ შეაგდო, არ მეგონა ნამდვილათ რომ 3 ტურის შემდეგ ჩვენ 3 ქულა გვექნებოდა და გერმანიას 4 მარტო, შოტლანდლიაც 1 ქულით გვისწრებს, თუმცა პოლონეთი თუ არ დავამარცხეთ თბილისში მაინც 5 ადგილზე გავალთ მაგ გრუპაში, დანია პორტუგალიის თამაშიც ვნახე, ეგეც საკმაოთ დაძაბული თამაში გამოვიდა, მანდაც ბოლო დამატებულ წუთზე გადაწყდა თამაშის ბედი, რონალდომ შეაგდო და შეიძლება კლუჩევოი მოგება მოუტანა პორტუგალიას, მაგ გრუპაში ვინ ჩარჩება და ვინ მოხვდება სამეულში ჯერ არავინ არ იცის, თუმცა ალბათ სომხებს და ალბანელებს ცოტა უფრო ნაკლები შანსი აქვთ ვიდრე დარჩენილ სამ გუნდს, სერბია-ალბანეთის თამაშიც ჩაიშალა ალბანელი ბალელშიკების გამო და ალბათ ტეხნიკურ წაგებას ჩაუწერენ ალბანეთს, ორშაბათის თამაშების მიმოხილვაც ვნახე, ბერძნები და თურქები ძალიან ცუდ დღეში არიან სტარტზე, ეგრე თუ გააგრძელეს მესამე ადგილზეც ვერ გავლენ თავიანთ ჯგუფებში

Link to comment
Share on other sites

არადა შეიძლება თამაში შოტლანდიასთან და პოლონეთთანაც კი მაგრამ ესეთი თამაშით ფრის შანსიც ცოტაა 

Link to comment
Share on other sites

ერთი კაცი არ ითხოვდა გიბრალტართან ზურგს უკან პასს. ერთი არ შერბენილა ორ კაცს შუა და ერთს არ გაუკეთებია პასი. რას აკეთებდა ფლეიმეიქერი, ჰავბეკებიდან არცერთი არ აკეთებდა პადაჩას. ოქრიაშვილმა ერთ-ერთი ცუდი თამაში აჩვენა, ჭანტურია უფრო აქტიურობდა მარჯვენა ფლანგიდან და გოლიც მოჰყვა მის პასს, ეგეც ზურგს უკან პასის შემდეგ, მაგრამ მაგის მერე 1 გააკეთეს კიდე და ისიც გელაშვილმა მეხანძრე მეკარეს გაარტყა. ბურთს დაცვაში იჭერენ, როცა მოწინააღმდეგის საჯარიმოსთან უნდა გააკეთონ ეს. გიბრალტართანაც თუ ვერ გაქაჩავ, პოლონეთთან და გერმანიასთან ლაპარაკიც ხო ზედმეტია. კანკავა ნამდვილი კაპიტანია, ეტყობა კიდევაც მონდომებული რომაა და პერფრომანსსაც აჩვენებს, კარგადაა დარაზგონებული :D

Link to comment
Share on other sites

მიშელ პლატინი ახალმა იდეებმა "შეაწუხა"
პირველი: თეთრი ბარათი და 10-წუთიანი გაძევება (რაგბის სინ-ბინის მსგავსი) იმ მოთამაშეს, რომელიც მსაჯს გაუთავებლად ეკამათება.
და მეორე: 5 შეცვლის უფლება თითოეულ გუნდს მატჩის მსვლელობისას.

 

ამაზეა ნათქვამი ბერდება და

-------------------------------------------------------------------------------


"სარაგოსა" შესაძლოა ბანკროტი გახდეს, რადგან ესპანეთის საგადასახადო სამსახურმა მას დაუყოვნებლივ მოსთხოვა ვალების დაბრუნება. საუბარია 25.7 მილიონ ევროზე.

Link to comment
Share on other sites

დღეს ორ შეხვედრას და ერთ მიმოხილვას კიდე ვუყურე 1080i-ში, ჯერ შემორჩენილი ევროს შესარჩევის სამშაბათის შეხვედრების მიმოხილვა ვნახე, ისე მგონი თურქებსაც და ბერძენბსაც მაგარი ეკითხებათ სტარტზე, რანიერიმ მთლათ დაუშალა თამაში ბერძნებს მგონი, გერმანელებიც ბუქსაობენ სტარტზე, ნუ ჩვენ მაინც ყველაზე ცუდ ვარიანტში 6 ქულას მოვაგროვებთ მაგ გრუპაში რაც მარტო 5 ადგილის ტოლფასი იქნება, ამ ეტაპზე მართლა უმწეოთ გამოვიყურებით და არ მიკვირს რომ ასეულშიც ვეღარ ვხდებით ფიფას რეიტინგში, სიტი-ტოტენჰემის თამაშიც ვნახე გუშინდელი, ხოშიანი თამაში გამოვიდა ბლომათ აპასნი მომენტებით, თუმცა დაცვამ ნამეტარი ბევრი შეცდომები დაუშვა, აგუერომ პირველი პოკერი შეასრულა პრემიერლიგაში წელს, ისე მაგ თამასში 4 პენალტი დანიშნა სუდიამ და მარტო 2 გატანა შეძლეს, უკვე 13 წუთზე აგირომ გახსნა ანგარიში, თუმცა ტოტენჰემმა მალე შეძლო ანგარიშის გათანაბრება, ერიკსენმა გაიტანა 15 წუთზე, 20 წუთზე სუდიამ პირველი პენალტი დანშინა რომელიც აგუერომ გაიტანა, 32 წუთზე ისევ პენალტი დაინიშნა შპორების კარებში მაგრამ ამჯერათ აგუერომ ვერ შეძლო გატანა, მეორე ტაიმში სანამ ლონდონელები კაცნაკლულები დარჩებოდნენ კიდე ერთი პენალტი დანიშნა სუდიამ, ამჯერათ სიტის კარებში სოლდადო რომ წააქციეს, თუმცა ვერ შეძლო სოლდადომ ანგარიშის გათანაბრება, მერე კი ფაციო გააძევეს და პენალტი დანიშნა ისევ სუდიამ 68 წუთზე და ისევ აგირომ დაარყა მესამე პენალტიც და გაიტანა ამჯერათ, 75 წუთზე კი უკვე პოკერიც შეასრულა და 4-1 მოიგო ეგ შეხვედრა სიტიმ, წელს მემგონი სიტი და ჩელსი გაითამაშებენ მარტო ჩემპიონობას, ვნახოთ ბოქსინგ დეიზე თუ შეიცვლება რამე ახალ წელს რომ 4-5 ტურია 2 კვირის მანძილზე, ცეესკა-კუბანის თამაშიც ვნახე, მაგ თამასში კუბანმა პირველათ წააგო წელს ჩემპიონატში თუმცა გამანადგურებელი ანგარიშით, ანგარიში უკვე 14 წუთზე მუსამ გახსნა, 18 წუთზე კი ერემენკომ მეორე გოლიც გაიტანა, მეორე ტაიმში 70 წუთზე მესამე გოლიც შეაგდო ცეესკამ, არმაშმა გაიტანა, მერე კი მთლათ დაანება თამაშს თავი კუბანის დაცვამ და სასტიკათ დაისაჯნენ, 71 წუთზე მუსამ დულბი შეასრულა, მერე კი ზამენაზე გამოსულმა დუმბიამაც დუბლი შეასრულა 86 და 90 წუთზე და 6-0 მოიგო ეგ შეხვედრა ცეესკამ, თუმცა სიტისთან მაინც გაუჭირდებათ თამაში, კრასნოდარი-ზენიტის და მილანი-ვერონას შეხვედრებიც გადმოვწერე და ხვალე ჩავუჯდები, მერე კი უკვე ლიგა იწყება სამშაბათს

Link to comment
Share on other sites

დღეს დილით ორ შეხვედრას და ერთ მიმოხილვას კიდე ვუყურე 1080i, ჯერ კრასნოდარის და ზენიტის შეხვედრა ვნახე, საკმაოთ საინტერესო თამაში გამოვიდა ბლომათ საგოლე მომენტებით, პირველ ტაიმში კარგათ დაიწყეს კრასნოდარის იგროკებმა, 7 წუთზე სიგურდსონმა გახსნა ანგარიში, ისლანდიელი იგროკი კრასნოდარშიც კარგათ უბერავს დაჟე, 21 წუთზე არის პრახოდის შემდეგ მამაევმა გაიტანა კარგი გოლი, თუმცა მერე მოეშვნენ დაცვაში 38 წუთზე ერთი გოლი გაქვითა ხავი გარსიამ, 60 წუთზე კი ხალკმა ჭედა და გათანაბრდა ანგარიში, 72 წუთზე მემგონი სულ ტყვილათ გააძევა სუდიამ გარაი და ბოლო 25 წუთი კაცნაკლული თამაშობდა ზენიტი მაგრამ მეტი გოლები აღარ გასულა მაგ შეხვედრაში და ინარჩუნებს ჯერ კიდევ ლიდერობას ზენიტო, თუმცა 2 ქულით აგებს უკვე მარტო ცეესკა, ვერონა-მილანის თამაშიც ვნახე, არ უთამაშია ცუდათ მილანს თუმცა ვერონამ პირველი გოლი აჩუქა ფაქტიურათ და მერეც არ თამაშობდა კარგათ დაცვაში, 21 წუთზე მარკეს პინტომ ავტოგოლი შეაგდო თავის კარებში, ეგრე კარგათ ტორესი ვერ დაარტყამდა ლოლ ყველაზე კარგ ვარიანტში, 27 წუთზე მეორე გოლიც გაიტანეს, ჰონდამ შეაგდო, 56 წუთზე კი ჰონდამ დუბლი შეასრულა ელშარავის პასის შემდეგ, ერთი გოლი მაინც გაუშვეს ბოლოს, ლოპესმა შეაგდო 87 წუთზე, აბიატიმაც რამდენიმე მძიმე დარტყმული მოიგერია, ანუ მილანის დაცვა ისევ უშვებდა შეცდომებს, მაგრამ ატაკაში არ უთამაშიათ ცუდათ, გერმანიის მიმოხილვაც ვნახე, დიმატეო შალკეს ტრენერათ დაუნიშნიათ და მოიგო პირველი თამაში ბუნდერსლიგაში, დორტმუნდს კი ძვრება სული, დღეს ლიგა იწყება და გადმოვწერ ხვალისთვის ერთ შეხვედრას, ტენისსაც უნდა ვუყურო ფინალურ იტოგოვი ტურნირს სინგაპურში რომ ტარდება ქალების ჩემპიონატი

Link to comment
Share on other sites

აქ ერთი ჩვენიანი რომას აქტიური ფანია ხომ, რომელიღაც არ მახსოვს :3

Link to comment
Share on other sites

Archived

This topic is now archived and is closed to further replies.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.