Jump to content

ყველაფერი ფეხბურთზე X


Recommended Posts

კიდე კარგი არ ვუყურე აკტოპე-დინამოს შეხვედრას, პაზორნათ დამარცხდენ 3-0, სამივე გოლი ბოლო 15 წუთში გაუშვიათ, უბრალოთ კლასი არ ეყოთ

Link to comment
Share on other sites

მე ვუყურე, საერთოდ უსახური თამაში იყო. ვის რა უნდოდა მოედანზე ვერ გაიგებდი. კონცეტრაცია 0. მეკარემ ხო საერთოდ რა...

დაახლოებით ასეთი შემართებით თამაშობდნენ: თუ გამოვა რამე გამოვა თუარადა ერთი მაგის დედაცმო#$%@#%#ო

ეს პირველრიგში საკუთარი გულშემატკივრის არ დაფასებაა.

ასე იცის ძალით გაჩემპიონებულმა გუნდმა.

მერე კიდე უკვირთ ხალხი სტადიონზე არ დადისო.

Link to comment
Share on other sites

ეგ უკლასობამ უფრო იცის ვიდრე რამე სხვამ, ნუ გრანდებსაც უვარდებათ ხოლმე ხანდახან თავში და მერე მარცხდებიან მაგრამ ეგ ძალზე მაღალ დონეზე, ჩვენ უბრალოთ კლასი არ გვეყო დაჟე მასეთ გუნდისთვის რომ გაგვეწია ძლიერი წინააღმდეგობა, თუ არ გაორმაგდება დაფინანსება შემდეგ წლებში ეგრე გაგრძელდება და არაფერი შეიცვლება დიდათ და მარადონები და პელეები შეიძლება არც არასოდეს გამოჩნდეს ჩვენთან

Link to comment
Share on other sites

საღოლ ჩიხურას, განსაკუთრებით პენალტების ასეთ კარგ შესრულებას არ ველოდი

Link to comment
Share on other sites

ბარსას თავდასხმას ხომ გააჩერებენ რა რეალის მცველები  :rofl:

გცემთ მაინც;დ

 

ერთი მესი გყავდათ და ეგეც დაავადმყოფეთ

მაგის ორსული კარგიც ჯეკ:ხ

Link to comment
Share on other sites

ვუყურე მეც მაუწყებელზე მეორე ტაიმიდან ჩიხურა-ბურსასპორის შეხვედრას, მაგარი მძიმე თამაში გამოვიდა, ბევრი მომენტები არ შექმნილა თუმცა მეორე შეხვედრაშიც უფრო ბურსა ფლობდა უპირატესობას, ბურსას რაღაც კარგი ლეგიონერები აღარა ყავს და მაგიტომაც გაუჭირდათ ბურთის შეგდება, ჩვენებმაც მაგარი იბრძოლეს, მაინც იყო კლასში სხვაობა და ძალზე ფრთხილათ თამაშობდენ ჩვენები დაცვაში, უფრო კონტრ ატაკებზე ცდილობდენ შეტევების განხორციელებას და რამდენიმე პოლუმომენტი შექმნეს კიდეც, დამატებით დროში ბურსას იგროკი გაუძევეს მეორე ყვითელი კარტოჩკის გამო და მაგის შემდეგ ცოტა უფრო გაბედულათ ათამაშდენ ატაკაში ჩვენები თუმცა მაინც ვერ შეძლეს რეალური საგოლე მომენტების შექმნა, მაგ კომპონენტში საკმაოთ ახლოს იყო ორივე გუნდი და დიდი უპირატესობა არცერთს არ ქონია გოლევოი მომენტების შექმნაში, პენლები კი ჩვენებმა გაცილებით სუფთათ შეასრულეს, ოთხივე პენალტი შეაგდეს ბურსამ კი მარტო ერთი ტოჩნი დარტყმული შეასრულა და გამოვარდა ასპარეზობიდან, მესამე საკვალიფიკაციო რაუნდში ეხლა აზერბაიჯანულ ნეფჩის ვხდებით, მაგათაც ყავთ საშვალო დონის ლეგიონერები, მეორე რაუნდში კი 2-0 დაამარცხეს სლობენიის კლუბი ვიეზდზე თუმცა სახლში 1-0 ქონდათ წაგებული, ზესტაფონს კი პაზორნათ გაუსხია 3-0 სლოვაკიაში, ასე რომ ქართული კლუბებიდან ჩიხურა დარჩა მარტო საკვალიფიკაციო რაუნდში, იყო დრო როცა ამხანაგურ შეხვედრაზეც კი უარს ამბობდა ლივერპული დინამო თბილისთან რომ არ გაპაზორებულიყვნენ წაგების შემდეგ იმდენათ ძლიერი სასტავი ყავდათ მაშინ ჩვენებს, ლაპარაკია 70 ბოლოზე 80 წლების დასაწყისზე, ეგ დინამო ითვლება მაინც მემგონი ისტორიაში ყველაზე ძლიერათ, თუმცა არც 60 წლებში იყო ნაკლები დონის გუნდი

Link to comment
Share on other sites

ჩიხურას გვერდზე შედით, მაგარი გასხმები დაიდო, თურქები და ქართველები აგინებენ ერთმანეთს სასტიკად :D

აღლევებს მეთქი ეს ფეხბურთი რო ვიძახი დამიჯერეთ

Link to comment
Share on other sites

თამაშის ბოლოს პენლების შემდეგ რაღაც შეხლა შემოხლა წავიდა ისე, შეიძლება მაგ ინციდენტის გაგრძელებას ქონდა ადგილი კაკრაზ, რა მოხდა ვერ გავიგე, უბრალოთ ნერვები ვერ მოთოკეს მემგონი

Link to comment
Share on other sites

ნერვები კიარა თურქების ტრიბუნასთან მივიდა და დამასკდით ღლეზეო. დასტოინი საქციელი იყო ძაან  :vis:

Link to comment
Share on other sites

fu*k ჩიხურა, Fu*k Georgia ამდაგვარი პლაკატებით დაგვხვდნენ თურქეთში ბურსას ფანები, ხოდა ამანაც სამაგიერო გადაუხადა. მე მაგრად მომეწონა მაინც :D :D შორტიც უნდა ჩაეწია და ისე ექნა  :crazy: მოკლედ ფეხბურთია რა, ჰოდა ემოციებიც ბევრი იყო... ძალიან მკაცრად ნუ განსჯით. მთავარია რომ გაცდნენ ბურსას, აწი რომც გამოვარდნენ ძალიან არ დამწყდება გული ;)

Link to comment
Share on other sites

რა ძალიან მკაცრად ნუ განსჯით , რა მოგეწონა მაგის საქციელში? როგორ შეიძლება ფეხბურთელმა მსგავსი რამე გააკეთოს? მაგიტო არ გვეშველება არაფერი პირველრიგში ეგეთი დამოკიდებულება როგვაქ ემოციები და ასე შემდეგ. როგორ გაუბედეს შეგინება არა? ნებისმიერი გუნდის ნებისმიერ ფეხბურთელს აგინებენ და ეგ შეგნებული თუ არ გაქ საერთოდ რა გინდა სპორტში და ფეხბურთში? გინებას თუ ვერ იტან მოედანზე წადი მაშინ და ბირჟაზე დადექი. გასაგებია არასასიამოვნოა მარა ამიტო ეგეთი რაღაც უნდა გააკეთო? იმიტო გქვია ფეხბურთელი და პროფესიონალი რო პირიქით მსგავსი საქციელით კიარა შენი კარგი თამაშით და წარმატებით უნდა დაუმტკიცო და არა შორტის ჩახდით და შუა თითის ჩვენებით

Link to comment
Share on other sites

ვიკენდზე რუსეთის სუპერკუბოკს ვუყურე HD-ში, ცეესკა და როსტოვი თამაშობდენ, პირველ ტაიმში საკმაოთ კარგათ ითამაშა როსტოვმა და ერთი გოლიც გაიტანა, 37 წუთზე მილიჩმა გახსნა ანგარიში, თუმცა მეორე ტაიმში უკვე გაცილებით უკეთესათ გამოიყურებოდა ცეესკა,თან როსტოვის იგროკებმა ნერვები ვერ მოთოკეს, ჯერ გაცკანი გააგდო სუდიამ მეორე ყვითელის გამო 61 წუთზე და მერე 62 კანგაც მიყვა, რა თქმა უნდა 9 კაცით უკვე მაგარი გაუჭირდა როსტოვს დაცვაში თამაში, თუმცა უკვე 56 წუთზე გაათანაბრა ანგარიში შვედმა ვერნბლუმმა, 74 წუთზე ტოშიჩმა დააწინაურა მოსკოველები და მესამე გოლი 80 წუთზე სეიდუ დუმბიამ შეაგდო რომელიც არ წაიყვანეს მსოფლიოზე, მეტი გოლები აღარ გასულა მაგ შეხვედრაში და 3-1 მოიგო ეგ თამაში ცეესკამ და უკვე მეექვსე სუპერკუბოკი აიღო 2002 წლიდან მოყოლებული, ისე წელს 18 კლუბი ითამაშებს უკვე რუსეთის პრემიერლიგაში და მოსკოვის ტორპედოც დაბრუნებულა, ჩვენთანაც 16 კლუბამდე ზრდიან ჩემპიონატს, თუმცა არ ვიცი უშველის თუ არა რამეს ჩვენ ფეღბურთს დამატებითი კლუბების დამატება ვიში დივიზიონში, კოპა ლიბერტადორესის ნახევარფინალების პირველი შეხვედრებიც ვნახე დღეს HD-ში, ეგ ტურნირი სულ დამავიწყდა, წინა მიდვიკზე ჩაუტარებიათ ეგ შეხვედრები სამშაბათს და ოთხშაბათს, ჯერ ნაციონალის და დეფენსორის თამაში ვნახე, რაღაც საერთოდ არ მომეწონა მაგ შეხვედრაში ურუგვაელების თამაში ,აბარონაშიც უჭირდათ და ატაკაშიც ვერაფერი აჩვენეს დიდათ, ნაციონალმა დამსახურებულათ გაიმარჯვა მაგ თამასში, პირველი გოლი 35 წუთზე გაიტანა მონტენეგრომ, მეორე ტაიმში კი ორუემ მეორე გოლიც შეაგდო 70 წუთზე, პარაგვაელები უფრო ახლოს იყვნენ მესამე გატანილ გოლთან ისე, ურუგვაელები კრუპნი წაგებას გადაურჩენ მაგ თამასში, მეკარემაც რამდენიმე მძიმე დარტყმული მოიგერია და ატვეტნი შეხვედრაშიც ცოტა შანსები რჩებათ ფინალში გასვლის, სან ლორენცო-ბოლივარის თამაშიც ვნახე, არგენტინელებმა მოშნათ ითამაშეს ატაკაში და მწარეთ დამარცხდენ ფაქტიურათ უშანსოთ ბოლივიელები, უკვე 6 წუთზე გახსნა ანგარიში ბრაზილიელმა ლეგიონერმა მატოშმა, 27 წუთზე კი მასმა მეორე გოლიც შეაგდო, ორივე გოლი შტრაფნოიების შემდეგ გავიდა თავით, მეორე ტაიმში უკვე 3-0 გახადა ანგარიში მერსიერმა 69 წუთზე, მერე გადავახვიე და დარჩენილი გოლებიც ვნახე, 73 წუთზე ბუფარინიმ ჭედა და მასმა 87 წუთზე დუბლი შეასრულა, ყველა გოლი საკმაოთ მაღალი დონის იყო ისე, 7 ტოჩნი დარყმულიდან 5 გოლი გაიტანეს არგენტინელებმა ისე და გავიდნენ უკვე ფინალში, ატვეტნი შეხვედრას აღარც გადმოვწერ ხვალე რომ ჩატარდება, დეფენსორსაც ცოტა შანსები აქვს დღეს, თუმცა მაგ შეხვედრას მაინც გადმოვწერ ხვალისთვის, ლიგა ჩემპიონებიც იქნება მესამე საკვალიფიკაციო რაუნდი თუმცა HD-ში მგონი არცერთ შეხვედრას არ ანახებენ რუსები, ზენიტი კვიპროსის გუნდს ხვდება ისე

Link to comment
Share on other sites

Eip Ococh ,

არანაირად ვეთანხმები მაგის საქციელს უნდა მოთოკო ნერვები და უნდა მისცე მაგალითი სხვებს როცა სპორტსმენი ხარ, მაგრამ ეგ ყველას არ გამოსდის და რამდენი მაგალითიც გინდა იმდენია სხვა ჩვენზე განვითარებულ ჩემპიონატებში. რაც შეეხება მაყურებლების გინებას მოდი ვაღიაროთ რომ არც ეგაა კარგი, მაგრამ ამდენ ხალხს ვერ მოთხოვ კულტურაზე ლაპარაკს. მე აქცენტი მქონდა არა გინებაზე, არამედ პლაკატების მოხატვაზე საქართველოს და ჩიხურას მისამართით. ეგ უკვე ემოციები აღარაა მეგობარო ;) გამიზნულად აკეთებ უკულტურობას.

სამაგიეროს გადახდა ცუდია და მეორე ლოყაც უნდა შეუშვიროო ნუ მეტყვი )) უბრალოდ ასეთი სიმკაცრე არაა საჭირო. არავის გახსენდებათ თურქი ფეხბურთელი გაგდების მერე რომ უბრახუნებს კედლებს ფეხს სანამ გასახდელამდე მივა. არც ეგაა სპორტული საქციელი, მანდაც ემოციებია და მეტი არაფერი.

Link to comment
Share on other sites

ერთეულებია ეგეთი შემთხვევები და საკადრისად სჯიან იმიტორო არანაირი გამართლება არაქვს. როცა ეგ არ გამოგდის ეგ უკვე პირადი პრობლემაა და კიდევ ერთხელ ვიმეორებ პროფესიონალი ფეხბურთელიიმიტო გქვია რო თამაშთან ერთად დისციპლინაც გქონდეს და ნერვების კონტროლის უნარი. სტადიონი ბირჟა არარი. მე ხალხის დამოკიდებულება მაოცებს (შენ არ გგულისხმობ), უფ რა კარგათ მოიქცა, უარესი უნდა ექნა! და მსგავს კომენტარებს ვინც აკეთებს, მაგიტოა რო წინ ვერ მივდივართ. ლამაზი და მოსაწონი არარი ნამდვილად მარა გულშემატკივარს ფეხბურთელი მსგავსი ჟესტით და ჟესტებით არ უნდა პასუხობდეს თორე ეგეთი რაღაცეების გამო იუთუბია ნათელი მაგალითი გულშემატკივრებს შორის შეხლა-შემოხლაც რო ყოფილა. მერე არც იმ თურქს არ ვამართლებ, მარა მაგის საქციელი ჩიხურას ფეხბურთელთან შედარებით არარი არაფერი

Link to comment
Share on other sites

ვთქვი უკვე და გავიმეორებ, სპორტსმენს უნდა შეეძლოს მაგალითის მიცემა სხვა დამწყებებისთვის და არ ვამართლებ არცერთი ფეხბურთელის საქციელს!

Link to comment
Share on other sites

დღეს კოპა ლიბერტადორესის ატვეტნი ნახევარფინალიც ვნახე დეფენსორ სპორტინგის და ნაციონალის შეხვედრა HD-ში, საკმაოთ მძიმე თამაში გამოვიდა, პირველ ტაიმში არ გასულა გოლები, მეორეში კი ერთადერთი გოლი ლუნამ შეაგდო 55 წუთზე და 1-0 მოიგო დეფენსორმა ეგ შეხვედრა რაც არ იყო საკმარისი ფინალში გასასვლელათ, უკვე მეორე წელი პადრიათ პარაგვაის კლუბი ითამაშებს მაგ ტურნირის ფინალში, სან ლორენცოს შეხვდება უეჭველი, პირველი შეხვედრა 6 აგვისტოს გაიმართებაო, სან ლორენსო იქნება მაგ პარაში მაინც ფავორიტი, საინტერესო რეზულტატები დაფიქსირდა ისე ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაცია რაუნდში http://www.uefa.com/uefachampionsleague/season=2015/matches/index.html ზენიტს ისევ წაუგია კვიპროსის კლუბთან 1-0, დნეპრმა 0-0 ითამაშა კოპენგაგენთან, კარაპახსაც მოუგია ზალსბურგისთვის 2-1, თუმცა ავსტრიელები რჩებია მაინც მაგ პარაში ფავორიტათ, ფეინოორდსაც წაგუია 2-1 თავის მოედანზე ბეშიკტაშთან, სელტიკიც მყრალათ დამარცხდა ლეგიასთან 4-1, ხო ხვალე ნეფჩი-ჩიხურას თამაში 19.00-ზე იწყება მაუწყებელზე და თუ არ მეძინა ვუყურებ მეორე ტაიმს მაინც

Link to comment
Share on other sites

უგოლო ფრე უთამაშია ჩიხურას აზერბაიჯანში და ბოლოს მგონი ისევ ჩხუბი წამოუწყიათ, ნეფჩიში ისე მთელი ინტერნაციონალია თავმოყრილი, ანუ კარგი შანსები რჩებათ ფლეიოფის ბოლო  რაუნდში საასპარეზოთ გრუპავოი ეტაპზე რომ გამოვიდნენ, თუმცა იქ მემგონი უფრო ძლიერი მეტოქე შეხვდებათ უკვე ვიდრე აქამდე, ისე არ მიყურებია მაგ თამაშისთვის და არ ვიცი თურქებზე კარგი გუნდია თუ არა ნეფჩი, მემგონი უფრო სუსტი შემადგენლობა ყავს მაინც

Link to comment
Share on other sites

სად ნახეს ერთმანეთი :D

 

Link to comment
Share on other sites

დაიწყო ამ ვიკენდზე რუსეთის პრემიერლიგაც, წელსაც ოსტრი ბრძოლა იქნება ალბათ ჩემპიონობაზე, ლოკომოტივის და კრასნოდარის შეხვედრას ვუყურე დღეს HD-ში, საკმაოთ მძიმე თამაში გამოვიდა, ვერცერთმა გუნმდა ვერ გახსნა ანგარიში თუმცა ორივეს ქონდა 1-2 საგოლე კარგი მომენტი, მეკარეებმაც კარგათ ითამაშეს, აბარონა უფრო კარგათ გამოიყურებოდა ისე ატაკაზე თან საკმაოთ ცხელოდა მოსკოვში

Link to comment
Share on other sites

რუსეთის პრემიერლიგის მიმოხილვას ვუყურე დღეს HD-ში, საინტერესოთ დაიწყო ჩემპიონატი, ძლივს ნორმალურ ფორმატში გაუშვეს მარტო მიმოხილვა ცალკე და არა 3 საათიანი ტოკ შოუ ბლომათ გარჩევებით, ეგეთ ვარიანტში უფრო კარგი საყურებელია

Link to comment
Share on other sites

ზენიტის და კვიპროსის აოლის თამაშს ვუყურე დღეს HD-ში, ამჯერათ ნტვ+ აჩვენა და აპსკეილი აღარ ყოფილა როგორც პირველ შეხვედრაში, საკმაოთ მძიმე შეხვედრა გამოვიდა, უკვე 27 წუთზე დანილზინიო გააძევა სუდიამ მეორე ყვითელის გამო, ვერ მოთოკა ნერვები და ფეხი მიარტყა დანის, თუმცა ეგრევე ვერ გამოიყენა ზენიტმა 1 კაციანი უპირატესობა, ძალიან უჭირდათ მომენტების შექმნა, ჰალკიც ვერაფერს შვებოდა დიდათ, 55 წუთზე გაათანაბრა ანგარიში რონდონმა, მაგის შემდეგ ქონდათ კიდე რამდენიმე მომენტი მაგრამ ვერაფრით ვერ შეაგდეს, მეორე გოლი კი უკვე 88 წუთზე გაიტანა დანიმ, ბოლოს პენალი დანიშნა სუდიამ და კერჟკაკოვმა ბოლო წუთზე მესამე გოლიც შეაგდო და 3-1 მოიგო ზენიტმა ჯამში ეგ დაპირისპირება, თუმცა ეხლა უფრო სერიოზულ მეტოქეს შეხვდებიან ბოლო საკვალიფიკაციო სტადიაზე, აგერაა სხვა რეზულტატებიც ვინ გავიდა და ვინ გავარდა http://www.uefa.com/uefachampionsleague/season=2015/matches/byround/index.html

Link to comment
Share on other sites

ეჰ იბრძოლეს ოღონდ მხოლოდ მეორე ტაიმში

პირველი ტაიმი ჩაუვარდათ

Link to comment
Share on other sites

Archived

This topic is now archived and is closed to further replies.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.