Jump to content

NVIDIA-მ თანხმობა მისცა Hybrid PhysX-ს:


Recommended Posts

წინასიტყვაობისთვის გეტყვით, რომ მას შემდეგ, რაც GeForce ვიდეო დაფებმა ისწავლეს ფიზიკის გამოყენება და თამაშებსაც მიეცათ PhysX-თან თავსებადობა, ისინი გახდნენ პოპულარულები. საქმე იმაშია, რომ Radeon ვიდეო დაფების მრავალმა მომხმარებელმა დაიწყო მწვანე გიგანტის პროდუქტების შეძენა, რათა გამოიეყენებინა იგი ცალკე ფიზიკისთვის. ეს ადაფტერი კი შეიძლება ყოფილიყო მაგ. ძველი GeForce 8600 GT (და არა უმდაბლეს GeForce 8000 სერიაზე). ამ ტანდემით ხარობდნენ ადამიანები სანამ NVIDIA-მ არ გამოუშვა ForceWare 186 დრაივერი. ეს კი ითვალისწინებდა იმას,რომ თუ სისტემაში არ აღმოჩნდებოდა GeForce სერიის სახელით დარეგისტრირებული ვიდეო დაფა, მაშინ ავტომატურად PhysX ითიშებოდა.

მოცემული ვითარებიდან გამოსავალი დღეს უკვე არსებობს, ერთმა ადამიანმა სახელად GenL-მა გამოუშვა სპეციალური პაჩი, რომელიც გვერდს უვლის დრაივერების მხრიდან PhysX-ის დაბლოკვას და ქმნის Radeon (VGA) პლუს GeForce (PhysX) ტანდემს. და აი რესურსი NGOHQ.com იუწყება სასიამოვნო ამბავს. დრაივერებში ForceWare 257.15 Beta ასეთი ბლოკი აღარ არსებობს. სატესტო ლაბორატორია მეტყველებს ამაზე. დავიწყოთ.

3D-გრაფიკისთვის ჩვენ გამოვიყენებთ Radeon HD 5870-ს,

ხოლო ფიზიკისთვის GeForce 8800 GT.

nvnverjv6owvaqu5frc.jpg

ვაყენებთ დრაივერებს Catalyst 10.5 და ForceWare 257.15 Beta, ვრთავთ GPU-Z

უტილიტს და ვაკვირდებით:

6r64usuxydgv33hzxn1e.gif

PhysX-ის თავსებადობა არ არის, NVIDA Control Panel-ში კი აღნიშვნა არის.

utuw0rrsb7j0gu3nsbo3.gif

პრობლემა იმაშია, რომ ვიდეო დაფა GeForce 8800 GT აყენია სისტემაზე,

მაგრამ არ არის აქტიური. ამის გამოსწორება შესაძლებელია შემდეგი ხერხით.

კონტექსტური მენიუდან ვირჩევთ "ეკრანის გაფართოებას". შემდეგ "ეკრანის

მართვის" ფანჯარაში ვირჩევთ "ძებნას".

67kc9bhbkwc24u6hav4.gif

სისტემამ იპოვა GeForce 8800 GT.

9llqjbfnemahrkkn26h.gif

ვირჩევთ მონიტორის პიქტოგრამას და ვაკავშირებთ მასთან.

hujsexb27n5elrwqhwt8.gif

ვირჩევთ მონიტორის პირველ პიქტოგრამას და ვაყენებთ ეკრანის გაფართოებას.

mx3v6un8qvax2vdrywh2.gif

ვუშვებთ GPU-Z-ს და ვნახულობთ PhysX-ის აქტივაციის დასტურს.

r6jxxyken47nmsfsxg0.gif

ჩვენ დავრწმუნდით PhysX-ის გააქტიურებაში, ახლა კი FluidMark 1.2 და

3DMark Vantage (CPU)-ის დახმარებით ჩავატარებთ პატარა ტესტირებას,

რომელშიც შევამოწმებთ Radeon HD 5870 და GeForce GTX 480-ის ერთ

შრომისუნარიანობას. ასევე შევამოწმებთ Radeon HD 5870, GeForce GTX 480

და GeForce 8800 GT-ის გაერთიანებისას მიღებულ ძალას.

ufuofgfvzgw8dkcr0ux.jpg

chgrrilzczkf5dcbqe6d.jpg

ორი GeForce ვიდეო დაფის დაყენებისას მოგვეცა შესაძლებლობა, თუ

რომელს გამოვიყენებდით ფიზიკისთვის.

u7vxb0kutitku04mi.gif

სატესტო სტენდში შედიოდა ასევე MSI Eclipse დედა დაფა და პროცესორი

Core i7-930, აჩქარებული 4.2 გჰც სიხშირემდე. ოპერაციული სისტემა, კი

Windows 7 Home Premium 32-bit.

o9mxz03pioi4u7ecowhf.gif

pcz206kyw3lh3fuw2ea.gif

ყველაფერი ნორმალურად არის. ვიდეო დაფა GeForce GTX 480 ან

GeForce 8800 GT აჩქარებს ფიზიკის ეფექტებს. წარმადობაზე არანაირი

გავლენა არ მოუხდენია "ფიზიკურ SLI-ს".

ასე, რომ თუ პაჩის დახმარებით არ მოხდება Hybrid PhysX-ის ჩართვა,

მაშინ დააყენეთ ForceWare 257.15 Beta და ზემოდმოცემული ხერხის

საშუალებით და GeForce (არა უმდაბლეს GeForce 8000 სერიიდან) ვიდეო

დაფის დახმარებით აამუშავეთ ფიზიკა თამაშებში.

წყარო: 3DNews.ru

by Ber0

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.