Jump to content

ახალი ვიდეო ბარათი Inno3D GeForce GTX 780 HerculeZ 3000 ქულერით


Recommended Posts

ინტერნეტ რესურსმა Expreview-მა მიიღო ერთი ეგზემლიარი კომპანია InnoVISION Multimedia Limited (Inno3D)-ს ახალი ვიდეო ბარათის GeForce GTX 780-ის რომელიც გამოირჩევა ორიგინალური დიზაინით და შედის კომპანიის საფირომო ხაზში iChiLL Series-ში.

Inno3D_iChiLL_GeForce_GTX_780_HerculeZ_3

პირველად აღსანიშნავია ახალი მოდელის ქულერი რომელიც კომპანიის საფირმო ხაზში შედის ეს არის HerculeZ 3000, მის გაგრილების სისტემაში ასევე შედის ხუთი სპილენძის სითუბრი მილი, ორ სექციად დაყოფილი ალუმინის პლასტინები და სამი დიდი ვენტილიატორი.

Inno3D_iChiLL_GeForce_GTX_780_HerculeZ_3

ვიდეო ამაჩქარებელის "გული" არის 28 ნანომეტრიანი GK110 ჩიპი 2304 CUDA ბირთვით Kepler არქიტექუტრაზე დაფუძნებული. ბორტზე აქვს 3072Mb GDDR5 მეხსიერება 384-ბიტიანი ინტერფეისით და 6008MHz ტაქტიკური სიხშირით. გრაფიკული ბირთვის ქარხნული სიხშირეა 863MHz  და შესაძლებელია დინამიური ზრდა 902MHz-მდე NVIDIA GPU Boost 2.0-ის დახმარებით.

 ვიდეო ბარათს აქვს DirectX 11.1-ის მხარდაჭერა, ასევე NVIDIA-ს საფირმო ტექნოლოგიების:NVIDIA PhysX, NVIDIA CUDA, NVIDIA SLI და NVIDIA 3D Vision Surround.

დამატებითი კვებისთვის უზრუნველყოფისთვის საჭიროა 8-პინიანი და 6-პინიანი კონექტორები.

უკანა პანელზე განთავსებული აქვს HDMI, DisplayPort და DVI პორტები.

 ბარათის ფასი და თარიღი გამოსვლის ჯერ-ჯერობით უცნობია.

  • Upvote 6
Link to comment
Share on other sites

მაგარია ვიზუალურად

მომწონს დიდი ზომის და გამორჩეული დიზაინის ვიდეო ბარათები

მაგის აღება მარტო იმიტო ღირს რო გამორჩეული დიზაინი აქვს

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

მომწონს ინნოს კარგეტბი  :) მტვერი რო გაიჭედოს ვერ გაასუფთავებ ^_^

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.