Jump to content

პრეფერანსი


Recommended Posts

თუ არის კიდე სასტავი ვითამაშოთ ხოლმე და ისწავლი :)

მეც არ ვიცი პროფის დონეზე

Link to comment
Share on other sites

სწავლა მინდა

+1

Link to comment
Share on other sites

არც გაგიგიათ ტო :D

ჯოკერის სასტავი ხართ უმეტესობაა?? :))

Link to comment
Share on other sites

ძალიან მაგარი თამაშია, ჯოკრის დედაც :დ

Link to comment
Share on other sites

G1ORG1 ,

ხო მაგარი ინტერესნი თამაშია :))

კარგად იციი??

ვითამაშოთ ხოლმე კიდე გაიჩითება მცოდნე კამანდა ალბათ..

პლიუს ვისაც თამაშის სწავლა უნდა გაიჩითოს ხოლმე და ერთად ვისწავლოთ უკეთესად თამაში :) 

Link to comment
Share on other sites

კარგათ ვიცითქო ვერ ვიტყვი, ხან იმხელა გორაზე ავდიოდი ევერესტი წერტილი ჩანდა :D საკმაოთ ტვინის გასამოძრავებელი თამაშია. 5 წელი მიანც იქნება რაც არ მითამაშია, წერა არ ვიცი :D სად თამაშობ, საიტია რამე? მიზერის წაღება მევასებოდა ყველაზე მაგრათ, კარტს რომ გადმოშლი   ეგ არის კაიფი. მაგარი თამაშია მოკლეთ. ხან 4-5 საათი გვითამაშია ერთი ხელი.

Link to comment
Share on other sites

ვითამაშოთ ხოლმე კიდე გაიჩითება მცოდნე კამანდა ალბათ..

პლიუს ვისაც თამაშის სწავლა უნდა გაიჩითოს ხოლმე და ერთად ვისწავლოთ უკეთესად თამაში :)

რამდენი კაცია საჭირო?

Link to comment
Share on other sites

G1ORG1 ,

,  

:D ხო მაგარია

მეც ეგრე ვარ კაი ხანია არ მითამაშია:)) ძირითადად ვთამაშობდი ხოლმე gambler.ru-ზე..სოფტს იწერ და თამაშობ ჩვეულებრივად..ხოდა თუ მსურველები იქნებიან საღამოობით თავისუფალ დროს პარატა პარტიები მოვცხოთ ხოლმე გაგვისწორდება თან ფორმაში ვიქნებით :D

თამაშისთვის საჭიროა მინიმუმ სამი კაცი.ოთხიც თამშობს მეტი არა.

თუ ვინმე სასწავლად გაიჩითება კარგი იქნება თუ სამკაციანის შემთხვევაში 2 მცოდნე იქნება და 4 კაციანის შემთხვევაში 3..უფრო გაგვიადვილდება თამაში და იმ კაცსაც წესიერად ავუხსნით სამივე/ორივე... :))

რავი მემგონი გაგვისწორდება რაა :D

Link to comment
Share on other sites

კარგი იქნება, უბრალოთ კომპთან გადაბმულათ 2-3 საათი ვერ დავჯდები და ტეხავს , თამაშში ხელს შეგიშლით.

Link to comment
Share on other sites

G1ORG1

არ არის საჭირო მაგდენი ხანი :))) ყოველშემთხვევაში დასაწყისისთვის მაინც :))

ჩვენზეა ეგ დამოკიდებული სადამდეც გვინდა იქამდე ვითამაშოთ :)

Link to comment
Share on other sites

დადეთ ონლაინ თამაშის ლინკი გუგლში ვერ ვიპოვე

Link to comment
Share on other sites

maxoooooo,

http://www.gambler.ru/

 

ჩამოტვირთე სოFტი და დარეგისტრირდი :))

რეგისტრაცია ძალიან მარტივია არც მეილი უნდა და არაფერი სახელი და პაროლი მარტო..

პრეფერანსის გარდა სხვა თამაშებიც არის.. საკმაოდ ცნობილი გვერდია :)

Link to comment
Share on other sites

კარგია :)) მზად ხარ ანუ ხოო უკვე ერთ კაცსაც დაველოდოთ ან ორს და ვითამაშოთ..

მერე დავთქვატ ხოლმე დრო და საღაამოობით მოვცხოთ ხოლმე სასტავმა...

 

მანამდე მოდი მოკლედ $#^#(|დები თეორიული აგიხსნასავით :))

თამაშის დროს სამკაციანი იქნება თუ ოთხიანი თამაშობს ერთი ადამიანი და დანარჩენები ცდილობენ არ შეასრულებინონ მოთამაშეს თავისი მისია :D (ანუ მოთამაშე თუ იტყვის 6-ს არ წააღებინონ 6 ან თუ იტყვის მიზერს შეტენონ 1 მაინც და ა.შ :))

 

ზოგადად თამაშში ქულები იწერება სამ რაღაცაში ესენია:"გორა","თამაში" და "ვისტი"

გორაში ქულები იწერება მაშინ როცა იტყვი სიტყვაზე 6-ს და ვერ წაიღებ..ანუ წაიღებ 5,4 რაც უფრო ცოტას წაიღებ მით მეტი ქულა დაგეწერება გორაში ან სიტყვაზე იტყვი მიზერს(ანუ არცერთი არ უნდა წაიღო) და წაიღებ 1-ს 2,3 აქაც რაც უფრო მეტს წაიღებ მით უარესი..საბოლოოდ გამოვიდა რომ გორაში ქულები ძააალიან ცუდია :D

 

შესაბამისად თამაშში იწერება ქულები მაშინ როცა იტყვი 6 და წაიღებ 6-ს,იტყვი მიზერს და არ წაიღებ არცერთს და ა.შ..ეს კარგია :))

ვისტი ეწერებათ იმათ რომლებიც ცდილობენ "გააფუჭონ მოთამაშე" აქაც კარგია ქულები :))

 

თამაშისთვის საჭიროა 32 ბანქო შვიდიანიდან-ტუზამდე(4 ფერი)

რიგდება 10-10 კარტი.2 არის ე.წ "პრიკუპი"

სამი მოთამაშის შემთხვევაში ყოველ დარიგებაზე სამივე თამაშობს და პრიკუპი ცალკე იდება 2(კარტი) და

4 მოთამაშის შემთხვევაში ყოველ დარიგებაზე 1 კაცი რჩება თამაშგარე,პრიკუპისტი :D

 

დარიგების შემდეგ იწყება ე.წ "ვაჭრობა".  ვაჭრობა თამაშისთვის ანუ რომელი ითამაშებს...ვაჭრობას იგებს ის ვისაც მეტის წაყვანის შანსიაქ.ვაჭრობის მოგებასთან ერთად მოთამაშე იღებს პრიკუპს რაც ზემოთ ვახსენეთ და უხდება 12 კარტი (10 ძირითადი 2 პრიკუპი)ამის შემდეგ მოთამაშე 2 თავისთვის უსარგებლო კარტს "აგდებს" ანუ გამოვიდა რო პრიკუპის კარტში ცვლის..არც პრიკუპი და არც ჩაგდებული კარტი არ უნდა დაინახოს არცერთმა მოთამაშემ..

ვაჭრობა მიმდინარეობს შემდეგნაირად...

pref_table.png

როგორც ხედავთ მინიმუმი სათქმელი არის 6 მერე 7,8,9,10 და მიზერი...

ყველა არის ცალცალკე 6 ყვავი,6ჯვარი და ა.შ

ანუ როცა იძახი 6 ჯვარი შენ უნდა წაიღო 6 და კოზირი არის ჟვარი.. მარტივია ასევე შესაძლებელი კოზირის გარეშე თუ იტყვი 6 BK-ს(ბეზ კოზირა :D )შესაბამისად ვისტიორებმაც(ან ვისტიორმა)უნდა წაიღოს შესაბამისი რაოდენობის კარტი ანუ თუ მოთამაშე იტყვის 6-ს ვისტიორმა უნდა წაიღოს 4 თუ იტყვის 7 ვისტიორმა უნდა წაიღოს 2 და ა.შ..თუ მოთამაშემ თქვა 7 და დანარჩენ რომელიმე მოთამაშეს არ შეუძლია 2-ის წაღება მაშინ შეუძლია თქვას "პასი"..იმიტომ, რომ თუ იტყვის ვისტს და ვერ წაიღებს შესაბამის რაოდენობას, ქულა დაეწერება გორაში.. მგონი არც ისე ძნელია...

შემდეგ..

მაგალითად მე და კიდე ერთ მოთამაშეს შეგვიძლია 6 ავიღოთ და ჩვენს შორის მიდის ვაჭრობა..თუ მე ვიტყვი 6 ყვავს და ის იტყვის 6 ჯვარს ის მე მომიგებს ვაჭრობას მაგრამ არ შეეძლება კოზირი თქვას ყვავი,შესაბამისად შეუძლია თქვას ჯვარი აგური ან გული რომელიც უნდა :)) მემგონი გასაგებია :))

 

შემდეგ:

სიტყვაზე არცერთ მოთამაშეს არ აქვს "კარგი კარტი" ანუ არ შეუძლია 6-ის წაღება..ამ შემთხვევაში ყველა იძახის პასს და ხდება ე.წ "რასპასი" ამ შემთხვევაში უნდა ვეცადოთ და კარგი იქნება რომ არ წავიღოთ არცერთი.წაღების შემთხვევაში ქულა დაგვეწერება გორაში :)) რაც ძალიან ცუდია :D

რასპასის მოხდომის შემთხვევაში მინიმალური "სათქმელი" ხდება 7-ი.ანუ 6-სს ვეღარ ვიტყვით.. 

7-ის თქმის და წაღების შემთხვევაში რასპასი იხსნება და თამაში გრძელდება ჩვეულებრივად.. ანუ 6-ის თქმა შეგვიძლია მერე.. მანამდე სანამ ისევ რასპასი არ მოხდება... რასპასში თამაში არის განსაკუთრებით საინტერესო... :D

 

ჯერჯერობით სულ ეს არის მეტი არ მაგონდება მნიშვნელოვანი არაფერი..თუ რაღაცა გამახსენდება დავამატებ ხოლმე ან ვინც იცის კიდე იმან დაამატოს თუ რამეგამომრჩა :))

ერთი წაკითხვით ცოტა ძნელი მოგეჩვენებათ :D მაგრამ თამაშის დროს არც თუ ისე ძნელია მთავარია კარტი აკონტროლოთ და გქონდეთ კარგი მეხსიერება..ანუ რა კარტია გასული და რა კარტია თამაშში რომ იმის მიხედვით იმოქმედოთ..

თუ რამე კითხვები გექნებათ $#^#(|დები გიპასუხოთ.... :))

 

 

პ.ს წერა როგორ ხდება არ მკითხოთ კიდე ვერ ვისწავლე :D ცოტა ტვინის ბურღვაა :D

 

 

აუ რამდენი ვწერე :D

Link to comment
Share on other sites

რაღაცები ვერ გავიგე:

 

1) ვაჭრობის თემა, როცა ორივეს ვთქვათ 6_ის კარტი გვყავს, ცოტა დეტალურად დაწერე თუ შეგიძლია, რის მიხედვით იგებს და რომელი

2) რასპასს ისევ რასპასი თუ მოყვა მინიმალური წასაღები ისევ იმატებს? 7,8...

3) თამაშის მოგება როგორ ხდება/სანამდე მიდის თამაში საერთოდ

 

პრიკუპის დვიჟენიამ კინგი გამახსენა ))

Link to comment
Share on other sites

kashmir,

 

1) ანუ 6 ყვავს 6 ჯვარი უგებს ორივეს 6 აგური და სამივეს 6 გული მიყოლებით რაა როგორც ფოტოზეა :))

იგივეა 7,8,9,10 -იი შემთხვევაშიც.. 6-რო 7 უგებს მემგონი მიხვდით აღარ დავიწყებ ზედმეტ ახსნებს :))

2)არა.. ზოგადად 7 ხსნის რასპას რამდენჯერაც არ უნდა განმეორდეს :)) მაღლა არ იწევს :))

3) თამაშის მოგება ხდება ქულების დაჯამებით ოღონდ ვერ გეტყვი როგორ არ ვიცი :))..თუ იმ პროგრამაში ვითამაშებთ ის თვითონ ითვლის ყველაფერს და პრობლემა არ შეგვექმნება მაგაზე...

ეხლა რაც შეეხება თამაშის დამთავრებას.. სიტყვაზე თამაში არის 20 მდე და ვთამაშობთ 3 კაცი.. ამ შემთხვევაში თამაში გამოდის 60-მდე. ანუ სამივე მოთამაშემ "თამაშის გრაფაში" უნდა შეავსოს 20 ქულა...

მაგალითად როცა ხდება რასპასი მაშინ თამაშის გრაფაში ქულები არ იწერება. ან როცა იტყვი 6 და ვერ წაიღებ 6-სს მაგ შემთავევაშიც არ იწერება ქულები... ამიტომ რაც უფრო ბევრჯერ მოახერხებს მოთამაშე(მეც,შენც,და მესამეც) თამაშს და წაიღებს იმდენს რამდენიც ნათქვამი აქვს, უფრო მალე დამთავრდება თამაში :)) ანუ სანამ სამივე მოთამაშის "თამაშის გრაფა" არ შეივსება 20-მდე(პირობითად) იქამდე გაგრძელდება თამაში

 

 

პრიკუპის დვიჟენიამ კინგი გამახსენა ))

კარგად იცი კინგიი?? :)) ეგეც ძაან მაგარი თამაშია ოღონდ არ პრეფერანსზე ცუდად ვიცი :)) წესებიც არ ვიცი ბოლომდე არადა მარტივიაო წესები :))

ეგეც არის იმ პროგრამაში...

Link to comment
Share on other sites

kashmir,

კარგად იცი კინგიი?? :)) ეგეც ძაან მაგარი თამაშია ოღონდ არ პრეფერანსზე ცუდად ვიცი :)) წესებიც არ ვიცი ბოლომდე არადა მარტივიაო წესები :))

ეგეც არის იმ პროგრამაში...

კარგად ვიცითქო ვერ გეტყვი, ვთამაშობთ ხოლმე მეგობრები ლუდის თანხლებით )) ისე კაი ხანია აღარ გვითამაშია, ადრე უფრო გვეცალა. ნ თ დ ს.

 

თავისუფალ დროს ჩავუჯდეთ ხოლმე, ბევრისგან გამიგია, რომ ძალიან საინტერესო თამაშია.

 

ე ს :

http://www.fpclub.ru/games/pref/prefrules.php

რომ გადავხედე მივხვდი რომ ჯერ ძალიან ბევრი მაკლია თამაშის გაგებამდე :D

Link to comment
Share on other sites

Archived

This topic is now archived and is closed to further replies.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.