Jump to content

2 ვიდეოკარტა


Recommended Posts

სალამი ბიჭებო, მაინტერესებს 2 ვიდეოკარტა როგორ შეიძლება დაყენდეს და რა წარმადობას მომცემს , ჯერ არ მჭირდება რადგან 660 მაქვს და მყოფნის მარა მაინტერესებს მაინც და თუ შეგიძლიათ რო გამარკვიოთ... მადლობა წინასწარ ყველას

Link to comment
Share on other sites

geforce_7950_gx2_440x330.jpg ხიდის საშუალებით მგონი მეტის გადაბმაც შეიძლება არ ვიცი ზუსტად
Link to comment
Share on other sites

4 Way SLI/Crossfire იც შეიძლება დაყენდეს, მოყვებათ "ხიდები". ნუ მატებას დაახლოებით 90%ს მოგცემს 2 way SLI

Link to comment
Share on other sites

1) აუცილებლად უნდა გქონდეს ისეთი M/B (მაზერბორდი/დედადაფა) რომელსაც ექნება იმდენი ვიდეო კარტის სლოტი, რამდენიც SLI-ს სჭირდება: მინ: 2! Nvidia-ს ვიდეო კარტების გადაბმას ჰქვია SLI, ხოლო ATI-ს კარტებისას Crossfire... ვთქვით უკვე, რომ მინ, 2 სლოტიანი დედადაფა გვჭირდება (2 x PCI-e, ანუ 2 ცალი PCI-e-სის ვიდეოს სლოტი) შემდეგ გასათვალისწინებელია

2)PSU (კვების ბლოკი). გააჩნია შენ რა ვიდეო დაფის SLI/Crossfire - ს აკეთებ... GTX 570-ს მაგალითად 700 w -ზე დაბალი არცერთ შემთხვევაში არ უნდა მიუყენო, და ისიც აუცილებლად ნორმალური ფირმის უნდა იყოს 80+ მაგალითად. და საერთოდ რომელი ვიდეოს გადაბმასაც აკეთებ იმ ვიდეოს საიტზე შედი და ნახავ SPETIFICATIONS-ში როგორი კვება სჭირდება. არის ვიდეო დაფები, რომლებსაც სჭირდება 2x6 პინიანი გადამყვანი: ანუ 2 ცალი 6 პინიანი კაბელი (თანამედროვე დროში ასეა). ზოგს საერთოდაც 1 სჭირდება. ზოგს 1 ცალი 6 პინიანი და 1 ცალი 8იანი. 690-ს 2 ცალი 8 იანი სჭირდება. და ასე რომ უნდა იყიდო კვება რომელიც შენი დაფას დააკმაყოფილებს. მაგალითად არის ასეთი: OCZ 750w (2x6+2: რაც ნიშნავს იმას, რომ 2 ცალი 6 პინიანი კონეკტორი აქვს და ორ–ორი პინი მიბმული აქვს ანუ იდეაში 2 ცალი 8 პინიც გაქვს)

3) როგორც საიტებზე წერია და ჩემი მწირი გამოცდილებიდან ვიცი, SLI/Crossfire-ს დროს უნდა გქონდეს ოპერატიული მეხსიერება, უჯობესია 8 GB...

4) ახლა გადავიდეთ უშუალოდ ვიდეო დაფებზე... საერთოდ რეკომენდირებულია, რომ SLI/Crossfire-ს გაკეთების დროს გვქონდეს, ერთი და იგივე ფირმის, ერთი და იგივე მოდელი... ანუ თუ სიტყვაზე გვაქვს EVGA GTX 580, მეორეც უმჯობესია გვქონდეს იგივენაირი 580, რადგან მათი სიხშირეები/ბირთვები/Memory ემთხვევა... გჭირდება მათი SLI BRIDGE, ანუ ხიდი, რომლითაც უკვე ჩადგმულ ვიდეო დაფებს ერთმანეთზე გადააბამ... და ბოლოს. ეკრანზე შეერთება... შედი ვიდეო დაფის საიტზე (NVIDIA - ATI/AMD) და ნახე, თუ სად უნდა შეუერთო Display Adapter-ი ანუ "შტეკერი"...

5) და ბოლოს: დრაივერების დაყენება... უნდა დავაყენოთ უახლესი დრაივერი, რომელსაც ზ/ხსენებული საიტებიდან გადმოწერ და დააინსტალირებ...

ასევე არის 3-way SLI, 4-way და ასევე Crossfire-ბი...

პ.ს თუ რაიმე შემეშალა შემისწორეთ!

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

მადლობა ძმა, ასუსი მაქვს 660 თი აი, და ანუ მსგავსი რომ გადავაბა, 680 ის დონემდე ავაა? თუ ვერა?

Link to comment
Share on other sites

PAZA

660 TI ს ესელაი გასიამოვნებს ნამდვილად, იმიტომ რომ ვარდნები არ ექნება დიდი :) თუ ესელაის აკეთებ ძლიერი კარტის უნდა გააკეთო და ვფიქრობ მაგათი ესელაი ნამდვილად კაი იქნება.

თანაც ეგ ვიდეო არ მოიხმარს ბევრ დენს, და შენი კვება უეჭველი დაძრავს (შენი კვება მგონი 680 ებსაც დაძრავს ) რამდენ ვატიანია?

ხო იმ თამაშებში სადაც 2 ვიდეოკარტა გამოიყენება, 680ს გადაახტება :)

Link to comment
Share on other sites

630 W plus 80 აწერია კვებას

Link to comment
Share on other sites

აა, მე 1000 ვატიანი მეგონა, სიმართლე გითხრა არ ვიცი დაძრავს თუ არა :(

Link to comment
Share on other sites

Multicard%20batman.png

Multicard-Skyrim.png

21209_660SLI-3.jpg

3dMark2011_Performance_GT1-2_Benchmark.jpg

პ.ს ამ რევიუების კომპეტენტურობაში თავს ვერ დავდებ, მესამე ფოტომ მაგრად გამაკვირვა, 660 სლაიში 680-ს საგრძნობლად უსწრებს და ასეთი მატება გადაჭარბებულად მეჩვენება... აი ბოლო ფოტო მგონი უფრო რეალურია

Link to comment
Share on other sites

მადლობა ჯიგრებო ყურადღებისთვის, ანუ კვება რამდენიანი დამჭირდება ორივესთვის, 1000 ვატიანი გაქაჩაავს ორივეს?

Link to comment
Share on other sites

ზუსტად დაწერე მთლიანი სახელი კვების ბლოკის... სავარაუდოდ უნდა ჩაიდგას ესელაი. Тhermaltake-ის 630 80+ ვნახე (2х8 Pin) იანი იყო და ის მიიღებს ესელაის და შენი კვება არვიცი.. დაწერე მთლიანი სახელი

მადლობა ჯიგრებო ყურადღებისთვის, ანუ კვება რამდენიანი დამჭირდება ორივესთვის, 1000 ვატიანი გაქაჩაავს ორივეს?

1000 ვატიანს არ აქვს მნიშვნელობა.. შეიძლება 650–მაც თავისუფლად ამუშაოს 2–Way SLI... საყურადღებო ისაა თუ როგორი კვების ბლოკი გაქვს... ანუ ფირმა რა.. უხეშად რომ გითხრა, არსებობს "ნაგავი" კვებები და არსებობს Perfect კვებები

Link to comment
Share on other sites

thermaltake SMART 630 plus 80 W, es aweeria

Link to comment
Share on other sites

OpTiMeR

ხო მარა 630 ვატი ეყოფა გგონია?

PAZA

კვება 1000 ვატი ყელში ამოუვა მაგ კარტების ესელაის, ერთს გეტყვი მაგ კარტების ესელაი თამაშებში მაქს ფპს თი გაასწრებს რათქმაუნდა 680ს მაგრამ ვარდნები ექნება :) თუ გაქ ვარიანტი მიასუხარე ეგ 660 თI და მაგათი ორი ცალის ნაცვლად რამე ძლიერი დაითრიე :) 7970 (GHZ) ან 680 მგონი უნდა გასიამოვნოს თამაშებში უფრო

P.S არ ექნება კატასტროფული ვარდნა ნაღდად :)

P.S.S ეგ კვება მგონი არ ეყოფა, 1000 იანი ყელში ამოგიავა თუ გაქ საშვალება დაითრიე, თუ არადა რამე 850 იანიც ეყოფა

Link to comment
Share on other sites

660 თი აი მაქვს და სამომავლოდ მაინტერესებდა თორე ამ ეტაპზე ესეც მყოფნის)))

Link to comment
Share on other sites

fa2bc2021b6e.jpg

ეს არის შენი კვების ბლოკის სპეციფიკაცია... როგორც გითხარი გაქვს ორი ცალი 6 პინიანი ვიდეო დაფის კონექტორი, რომელსაც ორ-ორი პინი მიბმული აქვს და იდეაშია 8 პინები, რაც ყოველგვარ კითხვის ნიშანს ხსნის დაფის დაკმაყოფილებაში... და როცა ამპერები ვნახე ეწერა 65 ამპერიო, რამაც გამაკვირვა და სიმართლე გითხრა დამაბნია და ვერ გავიგე ამდენი ამპერი აქვს? ზემოთ წერია 45 ამპერი, ხაზგასმულში 65

OpTiMeR

ხო მარა 630 ვატი ეყოფა გგონია?

რატო არ ეყოფა? აბა სპეციფიკაციას შეხედე... 65 ამპერი თუ აქვს ყოჩაღ... 1) არ მოიხმარს 660 ზე ელექტროენერგიას 2) აქვს სრული პინების კომლექტაცია და არის 80 + და რიავიცი აბა... რატომ არ უინდა ეყოს ვერ გავიგე

მაგრამ არა.. მემგონი 45 ამპერი აქვს

Link to comment
Share on other sites

65 ვერ ექნება ამას

Link to comment
Share on other sites

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.