Jump to content

რომელ ტელევიზორს მირჩევთ?


Recommended Posts

ვაპირებ ტელევიზორის ყიდვას და რომელს უკეთესი გამოსახულება აქვს. თქვენ რომელს მირჩევთ და რატომ?

32-37 ინჩიანი ტელევიზორი მინდა და რომელს მირჩევთ?

LED ტელევიზორი ; თხევადკრისტალური თუ პლაზმური და რატომ?

Link to comment
Share on other sites

გიორგის მიწერე და გეტყვის,კარგად ერკვევა.

Link to comment
Share on other sites

დაწერე რამდენი გაქვს თანხა, ლედის აღება ჯობია მაინც მაგ ზომის ტელიკებიდან, ალბათ უფრო სამსუნგის

Link to comment
Share on other sites

პერსონალური გამოცდილებიდან გეტყვი რო 40"-ზე პატარა ტელევიზორიად არ წავა, თვითონ სერიებიდან მე Sony Bravia-ს პანელი მომეწონა ყველაზე მეტად, KDL-40EX430 მაქვს მე და ფანტასტიკური გამოსახულება აქვს, მაგრამ Software-ში აქვს პაწა პრობლემები და Bravia სერიაში უფრო ახალი ვარიანტები ნახე, მაგალითად EX5xx, EX6xx თუ გაწვდები

Link to comment
Share on other sites

LG ისე იპს-ზე უბერავს ძირითადათ და სამსუნგი S-PVA-ზე თუმცა არის გამონაკლისებიც, თუ უბრალო ტელევიზიისთვის გინდა არა HD, მაშინ 32 ინჩიანი 1366:667 დათრევა ჯობია, ისე არ უჭირს როგორც FULL-HD-ზე სდ კანალების ჩვენება, ბდ საყურებლათ 46-55 აღება ჯობია რა თქმა უნდა, ისე სამსუნგის 6000 სერიის 40 ინჩიანი FULL-HD ლედი სადღაც 1200 ლარამდე ჯდება მგონი სმარტტვ თუ არაა, აგერ ვნახე http://www.mymobile.ge/new/v2.php?product_id=3000816 LG ასეთი 42 ინჩიანი აქვს http://www.mymobile.ge/new/v2.php?product_id=3000754

Link to comment
Share on other sites

westsider

რა მნიშვნელობა აქვს თვითონ აწარმოებს თუ ვანიას ზავოდში უკვეთავენ, ფაქტია მაგ მარკით რაც გამოდის საკაიფო გამოსახულება აქვს, განსაკუთრებით ის მომეწონა რო პიქსელების ქვე-სტრუქტურა ისეა დალაგებული ვერტიკალური ხაზები ტვინს არ ბურღავენ

Link to comment
Share on other sites

ისე მგონი თითქმის ორჯერ ძვირი ჯდება იგივე პერფორმანსის სონი სამსუნგთან და LG შეფარდებაში, LG კარგი ფასები აქვს მაგრამ ცოტათი სამსუნგზე ძვირი, მაგრამ ეგ იმიტომ რომ LG მოდელები ძირითადათ იპს-ზე და სამსუნგი S-PVA-ზე და ეგ უფრო იაფია შედარებით, სონი მგონი იპს-ზეა და LG მატრიცას ხმარობს, მაგრამ ბრენდის გამო ორჯერ ძვირი ღირს თუმცა მეეჭვება ძალიან დიდი სხვაობა იყოს ხარისხში ან ჩვენებაში, ვერც ფუნქციონალურათ ჯობია და დიზაინით დიდათ LG-samsung-ებს, გაყიდვებში მგონი LG იყო პირველი მანამდე კი სამსუნგი, ეგ ორი ბრენდი ჯამში ძალიან კარგათ უბერავს ტელევიზორების ბაზარზე მსოფლიო მაშტაბით, საერთოდ სონი იმ დონეზე ვეღარ ფასობს როგორც ადრე ფასობდა ლსდ ტელევიზორებამდე, მაგრამ ხარისხით დღემდე ერთ-ერთი ლიდერია რა თქმა უნდა

Link to comment
Share on other sites

ვაპირებ ტელევიზორის ყიდვას და რომელს უკეთესი გამოსახულება აქვს. თქვენ რომელს მირჩევთ და რატომ?

32-37 ინჩიანი ტელევიზორი მინდა და რომელს მირჩევთ?

LED ტელევიზორი ; თხევადკრისტალური თუ პლაზმური და რატომ?

მაგ ზომის პლაზმა კაი ხანია არ არსებობს (ნუ წესიერ ბრენდებში). 42"-იდან ზევით არის პლაზმები. თხევადკრისტალური არ გინდა. იაფია, მაგრამ ლედ-ს ბევრად ჩამორჩება გამოსახულებით.

პლაზმა კარგია თუ ანალოგზე ხარ და ძირითადად თეფშიდან იღებ სიგნალს. მინუსები - დიდი ენერგომოხმარება, დაბალი გარჩევადობა (42-43"-იანების შემთხვევაში), შავი ფერი არ არსებობს - მუქი ნაცრისფერია . პლიუსები - მაგარი კონტრასტულობა(დინამიურზე), დიდი რესურსი (100კ საათიდან როგორც მახსოვს), ანალოგს და დაბალი გარჩევადობის სიგნალს საკაიფოდ აჩვენებს, იაფია ლედ-თან შედარებით, ეკრანის რეაქცია (ფეხბურთი, თამაშები, დინამიური ფილმები ბევრად უფრო სასიამოვნო საყურებელია პლაზმაზე).

ლედ - ეკონომიურია, მაღალი კონტრასტულობა, მკვეთრი ფერები (შავიც და თეთრიც ადამიანურად არის, პლაზმასთან შედარებით). მინუსი - უაზროდ ბანძი ხარისხი ანალოგი სიგნალის შემთხვევაში, ძვირია პლაზმასთან შედარებით.

თუ პირველ რიგში ტვ გინდა და თეფშზე ხარ - პლაზმა. თუ კომპს აერთებ, ციფრული ტვ გაქვს, იქსბოქსი ან პს3 გაქვს - ლედ.

თანხა დაწერე და მოდელებსაც გირჩევ .

Link to comment
Share on other sites

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.