Popular Post მიშო Posted January 28, 2013 Popular Post Posted January 28, 2013 S.M.A.R.T. (self monitoring, analysis and reporting technology) – არის მყარი დისკის მდგომარეობის თვითშეფასებისა და დიაგნოსტიკის ტექნოლოგია, რომელიც ასევე განსაზღვრავს HDD-ს "გარდაცვალების" მიახლოებით თარიღს. წაკითხვისას S.M.A.R.T. შემდეგი ტიპის ცხრილს "აშენებს": Attribute * Spin Up Time ID 3 Threshold 63 Value 236 Worst 235 Raw 000000001199h Type PR SP Attribute - ატრიბუტის(განსაზღვრება, დამახასიათებელი ნიშანი) სახელი. ID - ატრიბუტის ნომერი. Value - ატრიბუტის მნიშვნელობა.(რაც მეტი, მით უკეთესი) Threshold - ე.წ. კრიტიკული დონე. ატრიბუტის საწყისი მნიშვნელობა.(თუ ეს ციფრი Value-ზე ნაკლებია, მოემზადეთ უსიამოვნებებისთვის) Raw - ატრიბუტის ამჟამინდელი 16-ნაკადიანი მნიშვნელობა.(რაც ნაკლებია მით უკეთესი) Type - ატრიბუტის ტიპი(PR - Performance-related, ER - Error rate, EC - Events count, SP - Self-preserve). SMART-ის პარამეტრის მნიშვნელობები: Raw Read Error Rate - გვიჩვენებს შემნახველის აპარატურული ნაწილისგან გამოწვეული შეცდომების გამოჩენის სიხშირეს დისკის ზედაპირიდან ინფორმაციის წაკითხვისას Spin Up Time - შპინდელის ბრუნვის დრო. საშუალო დროა 0 RPM-დან სამუშაო სიჩქარემდე.სავარაუდოდ raw value ველში დრო მოცემულია მილიწამებში/წამებში. Reallocated Sector Count - ხელახლა დანიშნული სექტორების რიცხვი.როცა მყარი დისკი აწყდება შეცდომას წაკითხვა/ჩაწერა/დადასტურებისას, ის ცდილობს მონაცემების გადატანას სარეზერვო სექტორში(spare area) და წარმატების შემთხვევაში სექტორს აღნიშნავს როგორც "გადანიშნულს". ასევე ამ პროცესს უწოდებენ remapping-ს და გადანიშნულ სექტორს remap-ს. ამის დამსახურებით თანამედროვე მყარ დისკებზე ზედაპირის შემოწმებისას ძალიან იშვიათად ჩანან ე.წ. "bad block"-ები. თუმცა რემაპების დიდი რაოდენობის შემთხვევაში ზედაპირის გრაფიკული შემოწმებისას გამოჩნდება "ჩავარდნები" - წაკითხვის სიჩქარის სწრაფი ვარდნა(10%-დან ზევით). raw value ველი შეიცავს გადანიშნული სექტორების სრულ რაოდენობას. Throughput Performance - დისკის საშუალო წარმადობა. მისი value-ს მნიშვნელობის შემციდრება მიანიშნებს შემნახველში არსებულ პრობლემაზე. Start/Stop Count - შპინდელის გაშვება/გაჩერებების რაოდენობა. raw value ველი ინახავს დისკის ჩართვა/გამორთვების სრულ რიცხვს. Read Channel Margin - წაკითხვის სარეზერვო არხი. ამ ატრიბუტის მნიშვნელობა არაა დასაბუთებული და თანამედროვე HDD-ებში არ გამოიყენება. Seek Error Rate - მთბ-ს(მაგნიტური "თავუკების"(ისრების) ბლოკი) მდებარეობით გამოწვეული შეცდომების რიცხვი. მექანიკური სისტემის პოზიცირების შეფერხების შემთხვევაში, სერვო-ს(HDD-ზე განთავსებული ავტომატური ხელსაწყო რომელიც ფუნქციონალური შეცდომის შემთხვევაში უარყოფით იმპულსებს გზავნის პრობლემის მოსაგვარებლად) დაზიანებისას, დისკის ძლიერი თერმული გაფართოებისას და ა.შ. ჩნდება პოზიცირების(განლაგების) პრობლემები(საუბარია დისკის ფიზიკურ პრობლემებზე).რაც უფრო მეტია მათი რიცხვი, მით უფრო ცუდ მდგომარეობაშია მყარი დისკის ზედაპირი. Seek Time Performance - მთბ-ს განლაგების ოპერაციების საშუალო წარმადობა.ეს პარამეტრი გვიჩვენებს მთბ-ს პოზიცირების სიჩქარეს გარკვეულ სექტორში. მისი მნიშვნელობის შემცირება მიუთითებს მუშაობის მექანიზმის დესტაბილიზაციაზე. Power-On Hours - ჩართულ მდგომარეობაში ყოფნის ხანგძლივობა(წუთებში, წამებში). ამ ატრიბუტის მნიშვნელობის(value) შემცირება კრიტიკულ დონემდე(threshold) მიუთითებს დისკის რესურსის ამოწურვას(MTBF - Mean Time Between Failures). თუმცა პრაქტიკაში, ზოგჯერ ამ მაჩვენებლის 0-ს ქვევით ჩამოსვლაც კი არ მიუთითებს შემნახველის რესურსის ამოწურვას და დისკს კიდევ დიდ ხანს შეუძლია ნორმალურად ფუნქციონირება. Spin Retry Count - შპინდელის ჩართვის მცდელობების განმეორებათა რაოდენობა. აფიქსირებს შპინდელის ჩართვის მცდელობების განმეორებათა რაოდენობას, იმ პირობით, პირველი მცდელობა წარუმატე. ამ მაჩვენებლის შემცირება მიუთითებს გადაცემის მექანიზმის გაუმართაობაზე. Recalibration Retries - კალიბრაციის(მაგნიტური "თავუკის" პირველ ჩამტვირთველ ხალიჩაზე დაბრუნება, თუ თვითონ ვერ დგება "თავის ადგილას".) მცდელობათა რაოდენობა. აფიქსირებს კალიბრაციის მცდელობათა და "თავუკების" ნულოვან ხალიჩაზე დაბრუნების რაოდენობას, იმ პირობით, თუ პირველი მცდელობა კრახით დამთავრდა. Device Power Cycle Count - მყარი დისკის ჩართვა/გამორთვის სრული ციკლის რაოდენობა. Soft Read Error Rate - დისკიდან ინფორმაციის წაკითხვისას გამოჩენილი პროგრამული შეცდომების სიხშირე. აფიქსირებს მხოლოდ პროგრამულ შეცდომებს და არა აპარატურულს. Reported UNC Errors - შეცდომები, რომელთა აღდგენაც ვერ მოხერხდა პრობლემის აპარატურული საშუალებით გადაჭრის მცდელობისას. Load/Unload cycle count - მთბ-ს სპეციალურ პარკირების ზონაში/სამუშაო მდგომარეობაში მოყვანის ციკლების რაოდენობა. Drive Temperature - ტემპერატურა. აღინიშნება ცელსიუსებში. Reallocation Event Count - გადანიშვნის(remapping) ოპერაციების რიცხვი. ამ ატრიბუტის raw value ველი გვიჩვენებს "ჩავარდნილი" სექტორების სარეზერვო არეში გადანიშვნის მცდელობათა რაოდენობას. იგულისხმება როგორც დასრულებული, ასევე წარუმატებელი ოპერაციები Current Pending Sector Count - არასტაბილური სექტორების ამჟამინდელი რაოდენობა. ამ ატრიბუტის raw value ველი გვიჩვენებს იმ სექტორების რაოდენობას რომლებიც სარეზერვო არეში გადანიშვნის პრეტენდენტები არიან. თუ რომელიმე მათგანი რემაპინგის ოპერაციას წარმატებით დაასრულებს, მაშინ ის ამოვარდება ამ რიცხვიდან.თუ სექტორის კითხვა შეცდომებით გაგრძელდება, მაშინ შემნახველი ეცდება მონაცემთა აღდგენას და მათ სარეზერვო არეში გადატანას, ხოლო თავად სექტორი გადანიშნულად ჩაითვლება. გამუდმებული არანულოვანი მნიშვნელობა ამ ატრიბუტისა მიუთითებს მყარი დისკის ზედაპირის დაბალ ხარისხზე. Uncorrectable Sector Count - არაკორექტირებულ შეცდომათა რაოდენობა. ატრიბუტი გვიჩვენებს იმ შეცდომათა რიცხვს, რომლებიც სექტორის წაკითხვა/ჩაწერის დროს წარმოიშვა და ვერ მოხერხდა მათი კორექტირება. ამ ატრიბუტის raw value ველი მიუთითებს შემნახველის ზედაპირის აშკარა დეფექტებზე და/ან სამუშაო მექანიზმის გაუმართაობაზე. UltraDMA CRC Error Count - UltraDMA რეჟიმში(HDD-სა და RAM-ს შორის ინფორმაციის გაცვლის ტექნოლოგია) CRC(cyclic redundancy check - ციკლური ნამატის კოდი - შემნახველებსა და ქსელში შეცდომების აღმომჩენი კოდი) ერორების საერთო რაოდენობა. raw value ველი შეიცავს რაოდენობას იმ შეცდომებისა, რომლებიც წამოიშვა UltraDMA-ს საშუალებით ინფორმაციის ტრანსპორტირებისას. (ავტორის შენიშვნა: SMART-ს ჟურნალების შესწავლით მიღებული პრაქტიკა და გამოცდილება გვაჩვენებს: CRC-ს შეცდომების დიდი უმეტესობა წარმოიშვება PCI-ს ძლიერ მომატებული სიხშირის(33.6 MHz-ის ზევით), ძალზედ დაკლაკნილი კაბელების და ოპერაციული სისტემის დრაივერების გამო, რომლებიც არ "ითვალისწინებენ" მონაცემთა მიღემა/გაცემის მოთხოვნებს UltraDMA რეჟიმში. Write Error Rate (Multi Zone Error Rate)- მონაცემთა ჩაწერისას წარმოქმნილი შეცდომების სიხშირე. რაც მეტია მაჩვენებელი raw value ველში მით უარესია მყარი დისკის ზედაპირის მდგომარეობა. Disk Shift - დისკის პაკეტის ღერძის გადახრა შპინდელის მიმართ. საზომი ერთეული უცნობია. გადახრას იწვევს ძლიერი დარტყმა, მიღებული შემნახველის დავარდნით ან რაიმე სხვა მიზეზით. G-Sense Error Rate - დარტყმით მიღებული შეცდომების გამოჩენის სიხშირე. Loaded Hours - მთბ-ს დატვირთვა, გამოწვეული HDD-ს საერთო სამუშაო საათების რაოდენობით. ითვლება მხოლოდ ის პერიოდი როდესაც თავუკები სამუშაო რეჟიმში იმყოფებოდნენ. Load/Unload Retry Count - მთბ-ს დატვირთვა, მრავალი ჩაწერა/წაკითხვა/პოზიცირების და ა.შ. ოპერაციით გამოწვეული. ითვლება მხოლოდ ის პერიოდი როდესაც თავუკები სამუშაო რეჟიმში იმყოფებოდნენ. Load Friction - მთბ-ს ფირფიტების დატვირთვა, გამოწვეული შემნახველის მექანიკური ნაწილების შერყევით. ითვლება მხოლოდ ის პერიოდი როდესაც თავუკები სამუშაო რეჟიმში იმყოფებოდნენ. Load/Unload Cycle Count - მთბ-ს ფირფიტებზე არსებული დატვირთვის ციკლების საერთო რაოდენობა. ითვლება მხოლოდ ის პერიოდი როდესაც თავუკები სამუშაო რეჟიმში იმყოფებოდნენ. Load-in Time - მთბ-ს ფირფიტების დატვირთვის რეჟიმში ყოფნის საერთო დრო. სავარაუდოდ აჩვენებს იმ დროს რომელშიც შემნახველი იმყოფებოდა დატვირთვის ქვეშ, იმ პირობით, რომ თავუკები სამუშაო მდგომარეობაში იმყოფებოდნენ(პარკირების ზონის მიღმა) Torque Amplification Count - ფირფიტების სიჩქარის ვარირების კომპენსაციის მცდელობათა რაოდენობა. Power-Off Retract Count - შემნახველის ენერგიის წყაროს ჩართვა/გამორთვის ფიქსირებული რაოდენობა. GMR Head Amplitude - GMR-თავების(GMR - Giant Magneto Resistance - გიგანტური მაგნიტური წინაღობა(?)) რხევის ამპლიტუდა მუშა მდგომარეობაში. SMART-ის ჟურნალის მაგალითი SMART-ის წასაკითხი პროგრამები: SpeedFan SMARTUDM - HDD S.M.A.R.T. Viewer MHDD Виктория თუ რამე ვერ გაიგეთ მკითხეთ. ვეცდები გაგარკვიოთ. P.S. ხვალ გამოცდა მაქ და საგანი თუ შემეტენა S.M.A.R.T.-ს დააბრალეთ 14 Quote
L1nux Posted January 28, 2013 Posted January 28, 2013 გჯ ბრო ,საჭირო სტატიაა,იშვიათად მიწევს სმარტის კითხვა,მარა მაინც გამოსადეგი თემაა :) Quote
uba Posted February 5, 2013 Posted February 5, 2013 ერთი კითხვა მაქვს. შეიძლება თუ არა ლეპტოპის ვინჩესტერი გამოვიყენო როგორც გარე ვინჩესტერად? Quote
სოსო Posted February 5, 2013 Posted February 5, 2013 ერთი კითხვა მაქვს. შეიძლება თუ არა ლეპტოპის ვინჩესტერი გამოვიყენო როგორც გარე ვინჩესტერად? გარე ვინჩესტერს მუღამი ის აქვს რომ ან ცალკე უერთდება დენის წყარო ლეპტოპის HDD-ს დენის წყარო კვების ბლოკიდან ეძლევა ანუ კვების მიწოდება იქნება პრობლემა 1 1 Quote
symponic Posted February 9, 2013 Posted February 9, 2013 ერთი კითხვა მაქვს. შეიძლება თუ არა ლეპტოპის ვინჩესტერი გამოვიყენო როგორც გარე ვინჩესტერად? კი შეგიძლია გამოიყენო გარე ვინჩესტერად HDD Case-ის გამოყენებით Quote
uba Posted February 13, 2013 Posted February 13, 2013 symponic ხო აი ზუსტად ესეთი რამ მაინტერესებდა. დიდი მადლობა. ესეთი გადამყვანი აქ თბილისში თუ იშოვება? Quote
Archili1997 Posted January 8, 2023 Posted January 8, 2023 დღეს შევამოწმე seagate-ს 4 tb იანი hdd , სმარტი რომ ვნახე hd disk sentinel-ით დამიწერა უცნობია მყარის დისკის მდგომარეობაო ანალოგიურად დამიწერა hd tune pro-მაც ნუ ეს კაი , მაგრამ მოცულობა დამიწერა,რომ არისო 128 gb იანიო ეს ვერ გავიგე რატომ დამიწერა, შეიძლება, რომ ასეთი ტიპის დაზიანებაც ქონდეს ჰარდ დრაივს, რომ ამხელა gb დაეკარგოს ? ბიოსშიც ვნახე და იქ 138 გბ ეწერა, გქონიათ ვინმეს ასეთი შემთხვევა ? ცალკე დაფორმატება და სისტემის დაყენება ზედ აღარ მიცდია და ისე შემოწმება. Quote
George Posted January 8, 2023 Posted January 8, 2023 რამე ცალკე პროგრამა გადმოწერე და შეიხედე რა ხდება პარტიშენებში, ანუ არის თუ არა დაუფორმატებელი სივრცე და თუ არის ცადე პარტიშენის შექმნა, შეიძლება განულება მთლიანი HDD და მერე ხელახლა დაყოფა პარტიშენებათ, თუ რამე მცირე პრობლემა იყო გასწორდება, თუ სერიოზული არც ეგ უშველის, ჯერ ნურაფერს ნუ გაანულებ ცადე გარკვეული სივრცე თუა დარჩენილი პარტიშენის შექმნა, ან უკვე შექმნილ პარტიშენს რომ მიუერთო ეგ თავისუფალი ადგილი, რამე ნორმა პროგრამა გინდა მაგისთვის, ვინდოუსის პარტიშენით ვერ გააკეთებ მაგას, მაგრამ სივრცეს მანდაც აჩვენებს: computer management და მანდ disk management, მანდ შედი და დასკრინე რა ხდება პარტიშენებში და რა როგორაა დაყოფილი, გამოჩნდება მანდ რაც ხდება დაახლოებით, 4TB HDD ზოგიერთ ძველ მაზერებზე შეიძლება პრობლემები ქონდეს 4TB არ გამოჩნდეს შეიძლება, ხანდახან ბოლო ბიოსზე გადაფლეშვა შველის მაგ პრობლემას, ხანდახან ვერც დაფიქსავ, ახალ მაზერებზე ეგ პრობლემა არა აქვს უკვე, თუნდაც ჩემნაირზეც კი, ანუ 2013 და ზევით არ გაატრაკებს, მაგრამ მაგაზე ძველი მაზერი თუა 4ტბ ვერ ხედავდა ხშირათ ეგეთი, ბიოსშიც არ ჩანდა სწორათ მგონი 1 Quote
Archili1997 Posted January 8, 2023 Posted January 8, 2023 გასაგებია ძალიან დიდი მადლობა. disk management შიც შევედი და unallocated space ეწერა ანუ შესაქმნელი, 128 gb ს მიჩვენებდა მანდაც, ესე აღიქვა ახლა ამოღებული მაქვს, დრო რომ მექნება კიდევ ვნახავ უფრო კარგად Quote
George Posted January 28, 2023 Posted January 28, 2023 აი სოფტის დონეზე თუ აქვს მცირე დაზიანებები HDD ან უბრალოთ სმარტმა შეცდომა ამოაგდო pending sector თუნდაც ასე იფიქსება: მაგ ბელორუსული პროგრამის ბოლო ვერსია ესაა რომელიც ვინდოუს 10-ზეც მუშაობს და ვინდოუს 11-ზეც მგონი: https://www.majorgeeks.com/mg/get/victoria_for_windows,1.html ანუ ჯერ ასკანირებს მთლიანათ თუ ყვითელი სექტორები ან მითუმეტეს რამე უარესი ამოაგდო (თუმცა ყვითლებს უფრო დაფიქსავს ეგ უტილიტა ვიდრე ლურჯს ან წითელ სექტორებს, ეგენი დიდი ალბათობით უკვე აღარ დაიფიქსება და დაზიანება ხარდის დონეზე აქვს HDD) სკანირების შემდეგ remap და მოგვიანებით refresh გატარებაა კიდე საჭირო, მაგრამ მარტო მაშინ უნდა ეგ ორი თუ პირველი სკანირების შემდეგ orange სექტორები იპოვა მინიმუმ, მწვანე არაა აპასნი, მცირე დაგვიანება აქვს მაგრამ არაფერია ჯერ სანერვიულო, ადმინის უფლებებით ვუშვებთ, მაგალითისთვის აი ასე გამოიყურება სტანდარტული სკანირება ჩემთან: ხო Erase ეგ zerofill ფაქტიურათ ოღონდ მარტო დაზიანებულ სექტორებს შლის, მაგის გატარებას არავის ვურჩევდი, შეიძლება ჩაწერილი ფაილებიც დააზიანოს, მაგას ისევ სრული ფორმატირება ჯობია და მერე გატარება zerofill უკვე სუფთა HDD-ზე, ხანდახან ეგეც ფიქსავს pending sector შეცდომებს, მაგრამ ხშირათ თვითონ HDD შეცდომით აფიქსირებს ერორებს ან თუნდაც HD tune, როგორც ვიდეოში ახსენეს ფიქსავს მარტო სოფტის დონეზე HDD შეცდომებს, აი შუქი თუ გამოირთო და რაღაცა დაზიანდა შეიძლება მაგან გაასწოროს და გაქრეს ეგ შეცდომა სმარტიდან, ხარდის დონეზე თუ აქვს უკვე დაზიანება არაფერი ეშველება ეგეთზე, მანდ თუ სადმე ერთ ადგილას ახურებს, უბრალოთ მაგ ადგილს ტოვებენ HDD-ზე დაფორმატების გარეშე დანარჩენზე კი რამდენიმე პარტიშენს ქმნიან და მუშაობს ხოლმე ხშირათ კიდე კარგა ხანი ეგრე, თუმცა ეგეც დროებითი ფიქსია მარტო, გააჩნია რა დონეზე აქვს გაბერვები უკვე და რამდენათ ძველი HDD, მე მაქვს ეგრე გაკეთებული ძველ samsung F3 სპინპოინტზე 1TB და კიდე ცოცხალია რამდენიმე წლის შემდეგაც, ოღონდ დიდათ აღარც ვიყენებ, მარტო ფილმები მაქვს შენახული, თუმცა HDD მუშაა ხსნის ფაილებს და შეგიძლია წაშლა და ხელახლა რამის ჩაგდება, არ გაუბერია იმის შემდეგ, 2 დედ სექტორი აქვს ჩემზე მარტო ოღონდ თუ 3 სულ და ყველა ერთ მონაკვეთშია 10გბ ზომა მაქვს ჩამოჭრილი სადღაც, დაახლოებით 1.5 საათი ჭირდება სისტემა-HDD სისწრაფის მიხედვით 1TB HDD სკანირებას მაგ უტილიტით, 4tb ან 2ტბ ბევრათ მეტი დრო დაჭირდება უკვე, ისე erase შემთხვევაში მაინც ადმინის უფლებებით უნდა გაუშვა და ჯერ HDD უნდა გაქრეს ვინდოუსიდან, მანდ არის სეტინგებში ეგ ოპცია, ისე ვერაფერს ვერ წაშლის write რეჟიმიც ჭირდება მაგ ოპერაციისთვის, ხო მაგ სოფტით თუ ვერ იპოვე დაზიანებული მონაკვეთები საერთოდ, ესე იგი ლოჟნი შეცდომაა და შეგიძლია დაიგნორება, როგორც წესი სწორათ აფიქსირებს ეგ უტილიტა, 1 შეცდომაც რომ იჯდეს უნდა იპოვოს მაგ სკანირების შემდეგ, ჩემთან გუშინ ერთი ბედ ბლოკი იპოვა და მგონი შუქი რომ წავიდა მერე გაუბერა, ანუ სოფტის დონეზე ქონდეს შეიძლება შეცდომა ან ვაბშე შეგიძლია დააიგნორო ეხლა გავიგებ მაგას, მგონი ლოჟნი შეცდომაა უბრალოთ, ადრეც მქონდა ეგ, ნუ მწვანე შეიძლება სტაფილოსფერში გადავიდეს მცირე პერიოდით უკვე და მაგის შემდეგ სმარტში pending error დააფიქსირებს, დენის გათიშვის შემდეგ შეიძლება ეგ დაფიქსირდეს თავისუფლათ, რამდენიმე მს საკმარისია მაგისთვის, ანუ ცოტა უფრო სერიოზული დაყოვნება ფაილის წაკითხვის დროს, აგერ დაჟე თავისი საიტი აქვს მაგ სოფტს რუსულ ენაზე https://hdd.by/victoria/ ერთი ბედ ბლოკი იპოვა სულ ბოლოშია, მაგიტომ ხშირათ არ ჩანს, მარტო აჩვენებს როცა ბოლომდე ავსებ HDD მაშინ, ისე არ დააფიქსირებს ჩაწერილ ფაილებზე მაგას, ეგ კარგია, შვაში როცაა უფრო პრობლემურია და ახურებს ფაილებზე, იგივე ვიდეოებზე გაშვების დროს გაატრაკებს და შეიძლება გათიშოს კიდეც ვიდეო ყურების დროს, სამსუნგზე აკეთებდა ეგრე, იქ 3 ბლოკი იყო თან დაზიანებული, აქ ერთია მარტო სულ ბოლოში HDD, 5-6% თავისუფალი ადგილის თემაა ანუ 10% ქვემოთ აქვს დაზიანება, უკვე მთელი HDD როცა შევსებულია მანდ გაატრაკებს უფრო 14:30:02 : Block start at 1881896960 (964 GB) Read error: UNCR "Data error (cyclic redundancy check)" აი ეგ იპოვა 964გბ-ზე სულ კი 1TB ზომისაა, ანუ ბოლოში აქვს 1 შეცდომა მარტო ლოლ მგონი დაფიქსა აღარა აქვს მეტი შეცდომა მაგ მონაკვეთში HDtune 24 შეცდომის მაგივრათ 3 ჩამოვიდა, 3 ეგ ნიშნავს რომ იყო შეცდომები და დაფიქსა ვითომ და განულდა სტატისტიკა, თუ აღარ მოემატა ესე იგი გასწორდა ვადევნებ თვალს, ეგ დაჟე როგორც ჩანს ბედ ბლოკია სოფტის დონეზე, სამსუნგზე ვერ ასწორებდა ვცადე ეგრე დაფიქსვა, იქ მარტო უნდა ამოგეჭრა, როგორც კი ასკანირებდი დაფიქსვის შემდეგ ისევ ჩნდებოდა ერორი, აქ აღარ გამოჩენილა, თან ამას ქონდა 964გბ-ზე, ეგ ბოლოშია HDD, ანუ სიტყვაზე სანამ არ შეავსებ HDD 964gb-მდე თვითონ ფაილებზე არაფერს ამოგიგდებს და უპრობლემოთ იმუშავებს, თუ რამეა კიდე ავიღებ ერთ 2TB HDD ტოშიბები კარგია ნამდვილათ და იაფი ჯდება, ფაილების შესანახათ მშვენიერი ვარიანტია თუ ამ ძველმა მაგარი გაბერვები დაიწყო, თუმცა არაფერი ეტყობა დიდათ, orange სექტორიც არ ქონია, არა აღარაა მეტი კიდე ერთხელ გავატარე, ხვალე კიდე ერთხელ გავუშვებ პოლნი სკანზე მაინც შეიძლება მოგვიანებით გაუბეროს და მაგიტომ, მეეჭვება, დენის გათიშვებმა იცის ეგეთი pending sector ვეღარ ასწორებს HDD ავტომატურათ მაგას და აგდებს შეცდომას სმარტში მაგის შემდეგ, თუმცა მაგ უტილიტით იფიქსება აი ესეთი პონტია, მეტს აღარ მიყრის მაგ მონაკვეთზე არაფერს, სულ კი მართლა 24 მინი ბლოკზე გააკეთა remap 964გბ-ზე იყო შეცდომა კაკრაზ, erase ეგ არაა, სოფტის დონეზე შეეცადა დაზიანებული სექტორი დაეფიქსა და როგორც ჩანს გამოუვიდა, ხო თვითონ კომანდ პრომპტიდან ამ კამანდამ არ უშველა chkdsk /r /f X (სადაც X შენი HDD პარტიშენის ასოა რაზეც გინდა შემოწმება) და ისევ შეცდომას მიგდებდა 24 ცალს hdtune-ში, ეხლა 3 აგდებს, ეგრეა როცა ნულდება, ანუ მთლიანათ არ გაქრება 3 ნიშნავს განულებას ერთხელ მაინც თუ დაფიქსირდა შეცდომა ეგრე დარჩება რომ დაფიქსავ 3-ზე სულ, არ უნდა მოემატოს ოღონდ, ანუ ეგ ერორი შეგიძლია უკვე დააიგნორო 3 თუ გაჩვენებს pending sector-ში, რომ შეხვალ რეალურათ 0-ია ანუ როგორც თავიდან იყო დეფოლტზე სანამ შეცდომას ამოაგდებდა, აი სმარტი მაგ უტილიტის დატესტილი კაკრაზ: ანუ მანდ ჩანს რომ pending სექტორები გაქრა, 214 ერორი რომაა ეგ კაბელის გამო მოუვიდა, არ იჯდა კარგათ ადრე კაბელი და მაგის მოცილება რთულია უფრო, მგონი zerofill უნდა და შეიძლება მერე დაფორმატების შემდეგ და 2 საათიანი zerofill პროცედურის განულდეს ეგეც, მანდ არაფერია სანერვიულო, მთავარია ეგ არ გაეზარდოს, თუ იზრდება შეიძლება სატა კაბელი უბერავს უკვე სერიოზულათ და ჯობია გამოუცვალო, უბრალოთ ამ ფორუმზე მსგავსი ტიპის პრობლემები ბევრს ქონია და აი ეგრე შეიძლება დაფიქსვა თუ მცირე დაზიანება აქვს მარტო სოფტის დონეზე, იცის შუქის გათიშვებმა ეგეთი რაღაცეები, ხარდის დონეზე ეგ პროგრამა არაფერს გამოასწორებს, რომც დაფიქსოს დროებით რამე ისევ მოშნათ გაუბერავს ცოტა ხნის შემდეგ, მაგრამ თვითონ პროგრამით შეგიძლია დატესტვა HDD რა ფორმაშია და რამდენათ შუსტრათ მუშაობს ყველაფერი, ანუ მცირე შეცდომების გარდა ტესტავს HDD ფორმასაც მაგ უტილიტით, აქაც შეცდომას მიგდებდა სანამ დაფიქსავდა მაგითი და მასე აღმოვაჩინე რომ ბედ ბლოკი ქონდა HDD-ზე: ანუ მაგას ამოგიგდებს დასკანირების დროს ან როცა ფაილს ჩაწერ მაგ სექტორზე, ანუ თითქმის გაავსებ HDD, რახან 964გბ უნდა გაცდეს და მანდ აქვს უკვე ეგ ბედ ბლოკი, არ მაქვს ეგ HDD რამდენიმე პარტიშენათ დაყოფილი, 23 იანვარს ამოუგდია პირველათ და გუშინ შევამჩნიე შუქის ჩაქრობის შემდეგ ისევე, ეგ ბოლო კაკრაზ სკანირების შემდეგ დამიფიქსირა 1 საათის უკან, სულ 24 ერორი იყო მაგ სექტორში და remap გაუკეთა ვიქტორიამ, მეტს აღარაფერს მიგდებს მანდ რომ დავასკანირე და არც ევენტ ვივერში, ხო თუ დაზიანდა ვინდოუსის ფაილები მაგას კიდე უშველის Dism /Online /Cleanup-Image /RestoreHealth და sfc /scannow კომანდის გატარება კომაპნდ პრომტიდან ადმინის უფლებებით 1 Quote
George Posted January 31, 2023 Posted January 31, 2023 მოკლეთ მეტი ერორები აღარ ამოუგდია, ზოგადათ იცის ეგეთი ტიპის შეცდომები ხანდახან მუშა HDD-ზეც, დენის წასვლის შემდეგ შეიძლება დაზიანდეს რამდენიმე სექტორი, ეგ კი 1TB+ მოდელებს საკმარისზე ბევრი აქვს, მარტო სკანირებას ანდომებს 1.5 საათი თან მაგ უტილიტით სწრაფათ ასკანირებს უფრო ვიდრე system prompt-ის კამანდით თუნდაც, რახან ატრაკებდა კიდე დავაკვირდები Quote
George Posted March 26, 2023 Posted March 26, 2023 HDD average life span misses 3-year mark in study of 2,007 defective drives [Updated] https://arstechnica.com/gadgets/2023/03/hdds-arent-as-durable-as-they-used-to-be-study-of-2007-damaged-drives-suggests/?utm_source=twitter&utm_social-type=owned&utm_medium=social&utm_brand=ars Quote
George Posted March 6, 2024 Posted March 6, 2024 ხო ვიქტორიამ ისევ მიშველა ლოლ, ოღონდ რომ გაასწორო დაზიანებული პარტიშენი მაგისთვის MBR off უნდა დააყენო სკანირებამდე, მერე გაუშვა სკანირება remap-ით ეგრევე თუ იპოვა რამე შეეცდება ეგრევე დაფიქსვას, მაგის შემდეგ კიდე ერთხელ ეგ ადგილი refresh გავუშვათ უნდა, erase არ მოუნიშნოთ ეგ აფუჭებს ფაილებს, მაგის შემდეგ ისევ ვამოწმებთ დაზიანებულ სექტორს, მაგ ყველაფერს ლოგ ფაილში ზუსტათ აფიქსირებს სად უნდა ეძებო და მოუნიშნო სეთინგებში ხელმეორეთ კიდე 2 საათი რომ არ დაგჭირდეს დასკანირება, მაგრამ საოცრება ისაა რომ დღეს ჩემი ძველი სამსუნგის F3 დავტესტე შეცდომებზე, ერთი დაზიანებული სექტორი ქონდა და აღარ იპოვა აღარაფერი ამჯერათ, ეხლა გადავიტან მაშინ სხვაგან მაგ 250გბ და მერე ამოვაცლი მაგ ფორმატს და მივამატებ მეორე დიდ 650გბ და ისევ დავტესტავ ლოლ HDtune გრძელ ტესტზე 5-ზე აფიქსირებს მაგ ჰარდის გაბერვებს და შეცდომებს, ხო მანამდე 10გბ ამოვაცალე საერთოდ სადაც რამდენიმე დაზიანებულ მონაკვეთს აფიქსირებდა და პარტიშენი ორ ნაწილათ გავყავი დარჩენილი ადგილის 1ტბ ძველ HDD-ზე, ეხლა მივაერთებ ყველაფერს, მაინც არ ვხმარობ აქტიურათ მაგ ძველ HDD, მაგრამ მაინტერესებს რანაირათ გასწორდა დაზიანებული სექტორი, თან დატესტა ის 10გბ რა თქმა უნდა 1ტბ მთლიანათ დაასკანირა პარტიშენებიანათ, 10გბ გამქრალი მქონდა პარტიშენის გარეშე დატოვებული + ორი პარტიშენი ფაილებით სავსე, ეხლა გავაერთიანებ მთლიანათ და ერთ დიდ პარტიშენზე დავტესტავ, მაგარი საინტერესოა მართლა უშველა თუ არა, ისე სკანირებას ისეთივე სისწრაფით აკეთებს HDtune და ვიქტორია როგორც ერთი პარტიშენიდან მეორეში ჭირდება ფაილებს გადატანა, დიდი სხვაობა არაა, თუმცა ცოტა უფრო მაღალ აბაროტებზე მუშაობს სკანირების დროს რახან ანტივირუსი არ უშლის ხელს რომელიც ფაილებს ამოწმებს ხოლმე ხშირათ როცა გადაგაქვს, ანუ 1ტბ HDD დასკანირებას სადღაც 2 საათი ჭირდება, ნუ 1ტბ სსდ გაცილებით მალე დაასკანირებს სატა3-აც კი, აღარაფერს ვიძახი მ2 gen4-5 ssd-ზე, ისე ორ პარტიშენს დაჟე სისტემური პარტიშენიც რომ არ იყოს ვერ გააერთიანებ ერთ HDD-ზე, თუ ჯერ ერთ-ერთი პარტიშენი არ წაშალე და მაგ წაშლილი პარტიშენის თავისუფალი ადგილი უნდა მიაერთო (წაშლილზე ყველა ფაილი იშლება) მეორე ფაილიან პარტიშენს და ისევ 931გბ უნდა დაბრუნდეს 1ტბ HDD ზომა მაგის შემდეგ, მერე შეგიძლია უკან გადაიტანო წაშლილი პარტიშენის ფაილები, მაგის გაკეთება მინდა ეხლა კაკრაზ, ჯერ ფაილები გადამაქვს ტოშიბას 1ტბ, კაკრაზ მქონდა 215გბ თავისუფალი, აი რაც დავწერე უკვე გავაკეთე კიდეც, მარტო გადატანა დამრჩა გადმოტანილი 210გბ და ეგაა: ადრე 5 პარტიშენი მქონდა ეხლა 3 დამრჩა, ეხლა გადავიტან და მერე დავტესტავ HDtune გრძელ სკანზე, მანდ აფიქსირებს ეგრევე შეცდომებს, გავატარე HDtune 2 საათი და 18 წუთი მოანდომა მთლიან სკანირებას, აი ზედა სკრინზე როგორცაა მაგ ვიდში გავატარე სკანირება უკვე, ანუ არაფერი არაა არც დაბლოკილი არც ამოცლილი, მეორე hdd კარგი 227გბ მაქვს უკვე Tqavisufali ფეღბურთებიც რომ მივაშალე დღეს და ეგ 200გბ+, მოკლეთ არა აქვს დაზიანებული სექტორები რატომღაც, სხვა პორტზე და კაბელზე ვერ დაინახა თუ რამ დაფიქსა ეგ სექტორი არ ვიცი, შეიძლება ფაილი რომ ჩავიწერო მერე გამოხტეს, ეგრე არა უკვე ჩაწერილზე, მაგრამ იდეაში მაინც უნდა დაეფიქსირებინა თუ დაზიანებულია, ანუ შეიძლება ჩაწერილი არაფერია მაგ მონაკვეთში, მაგრამ სკანირების დროს უნდა ამოეგდო შეცდომა მაგ დაზიანებულ ტოჩკაში და არ ამომიგდო არაფერი, არც ვიქტორიაში არც hdtune Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.