Jump to content

Intel-ის ახალი X58 Extreme სერიის დაფები


Recommended Posts

პირველ რიგში ყველას გილოცავთ ახალ წელს, დაესწარით მრავალს.. :eh: არ ვიცი, ვინ რამდენად ხართ ნიუსის კითხვის ხასიათზე, მაგრამ მაპატიეთ, მაინც უნდა გამოვაქვეყნო.

Intel-ის Desktop Board განყოფილება გამოსაშვებად ამზადებს ორ ახალ სისტემურ პლატას high-end სოკეტ LGA1366-ზე, რომლებიც მოხვდებიან Extreme სერიის ხაზში. კომპანიის ასეთი ტიპის პროდუქტი - DX58SO 'SmackOver'-ი ჯერ კიდევ 2008 წლის ნოემბრის თვეში ვიხილეთ, როდესაც მაღაზიების დახლებზე პირველად გამოჩნდა Core i7 პროცესორები. თავისებურებათა თვალსაზრისით, ახალი დედაპლატები განახლებული სახის არიან და იყენებენ Rev. 13 X58-ის უახლეს ჩრდილოეთ ხიდს, მყარ კონდენსატორებს, აქვთ LGA1366-ის CPU-ების, USB 3.0-ისა და SATA 6-ის მხარდაჭერა. ეს ორი ნაწარმი წარმოდგენილია DX58SO2 'SmackOver II'-ისა და მისი 'lite' ვარიანტ - DX58OG-ის სახით.

88043df13bec.jpg

DX58SO2 იყენებს ციფრულ PWM CPU კვების წრედს, northbridge-ის თავზე განლაგებულ სპორტულ ლურჯი ფერის ჰითსინკ კლასტერს, VRM ადგილს და სამხრეთ ხიდს - northbridge-ისა და VRM-ის შორის სითბოს გამოყოფით. მას გააჩნია ექვსი შიდა SATA 3 გბიტ/წმ, ორ SATA 6 გბიტ/წმ და ორ eSATA 3 გბიტ/წმ პორტებს, ასევე ორ ორ USB 3.0 გამოსასვლელს, 8-არხიან HD აუდიოსა და გაფართოვების სლოტებს, რომელიც შედგება სამი PCI-Express 2.0 x16 (x16/x16/NC ან x16/x8/x8), ორი PCI-E x1 და ერთი PCI-ისაგან.

a5120eb98a6f.jpg

DX58OG იყენებს იმავე PCB-ს, როგორსაც DX58SO, იმისგან განსხვავებით, რომ ბევრი თავისებურების ოდენობა შემცირებულია. CPU VRM-ს აქვს უფრო ცოტა ფაზები, მიუხედავად იმისა, რომ USB 3.0 და SATA 6 გბიტ/წმ პორტები ხელშეუხებელი დარჩა, გაქრა eSATA გასასვლელები და 8-იანი HD აუდიო CODEC-ის ნაცვლად, ვხედავთ 6-იანს, გარდა ამისა, მესამე PCI-Express x16 სლოტი დაყვანილია x1-მდე. ორივე პროდუქტი შედგება ახალი თავისებურებებისგან, რომლებსაც Intel-ი წარმოადგენს უახლეს Extreme სერიის პლატებთან ერთად, მაგალითად BIOS Vault ტექნოლოგია, რომელიც გვეხმარება BIOS-ის აღდგენაში, Back-to-BIOS ღილაკი და უფრო ეფექტური ინტერ-ფაზური დატვირთვის დასაბალანსებელ მექანიზმი. ახალი Desktop დაფები წესით სულ მალე უნდა გამოჩნდეს, დიდი ალბათობით ეს იანვრის დასაწყისში მოხდება.

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

ნიუსის კითხვის რა მოგახსენო,გილოცავ ახალ წელს მრავალს დაესწარი

Link to comment
Share on other sites

კარგი ნიუსია :thumbsup:

მაგრამ არ მესმის უბრალოდ ინტელის მაზერები რატომ ღირს ძალიან ძვირი? თან არც ისეთი მონაცემები არ აქვთ

Link to comment
Share on other sites

ვაა ესეიგი ინტელი ჯერჯერობით არ აპირებს X58 ის მივიწყებას, კაია მომწონს :)

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.