Jump to content

როგორ ავაწყო ქეისი კარგი გაგრილებით ?


Recommended Posts

სალამი ფორუმელებს, ამ საქმეში ჩემი გამოცდილება ნოლს უდრის ამიტომაც მცოდნეებს ვთხოვ დამეხმაროთ, მოკლედ რაშია საქმე, შევიძინე ეს დედაპლატა:

http://www.asus.com/Motherboards/Intel_Socket_1155/P8Z77V_LX/#specifications,

პროცესორი i5-3570k და ეს ქულერი:

http://www.newegg.com/Product/Product.aspx?Item=N82E16835203006&Tpk=BXRTS2011LC,

კვება კი ეს :

http://www.ocztechnology.com/ocz-750w-fatal1ty-series-power-supply.html

ამას საკმაოდ ძლიერი ვიდეო ბარათიც მივაყოლე, რომელიც სრულ დატვირთვაზე საკმაოდ მაღალი ტემპერატურით გამოირჩევა, ამიტომაც გაგრილების სისტემა ქეისში მინდა კარგი მქონდეს, ეს გამოწვეულია აგრეთვე იმით რომ ადგილი სადაც ქეისი უნდა დადგეს ჩემი პირადი მაგიდაა სადაც ქეისის ჩასადგმელი სპეციალური ბოქსია, უბედურება ისაა რომ ეს ბოქსი ოთხივე მხრიდან თითქმის მიჯრით იქნება მიდებული ქეისს და ჰაერის მოძრაობისთვის საკმაოდ მცირე ადგილი რჩება, ღია იქნება ფრონტალური თავისთავად და უკანა სივრცე, მცირე ნასვრეტები აქვს ამ ბოქსს მარცხენა მხარეს სადაც შეიძლება ჰაერმა უმნიშვნელოდ იმოძრაოს, ამ ყველაფრის დაძლევისთვის შევარჩიე ქეისი რომელიც ბევრი ქულერის დაყენების საშუალებას იძლევა და თან ოპტიმალურია იმ ზომისთვის რისი საშუალებასაც მაგიდის სივრცე მაძლევს (სხვა უფრო დიდი ზომის უბრალოდ არ შეეტევა :( )

http://www.coolermaster.ru/product.php?category_id=19&product_id=6824 (თან შემიფასეთ ცუდია-კარგია)

ვინაიდან ამ ქეისს ქულერების ის რაოდენობა არ მოსდევს რაც მე მჭირდება გადავწყვიტე შევიძინო ერთი ცალი ეს ფრონტალური მხარისთვის:

http://www.amazon.com/Cooler-Master-140mm-Computer-R4-L4S-10AB-GP/dp/B001QZ6TBM/ref=wl_it_dp_o_pC_nS_nC?ie=UTF8&colid=1YQ62CMUGCGOV&coliid=IRU5FKCR2C1MB

და ოთხი ცალი ეს:

http://www.amazon.com/Cooler-Master-SickleFlow-Computer-R4-L2R-20AC-GP/dp/B0026ZPFCK/ref=wl_it_dp_o_pC_nS_nC?ie=UTF8&colid=1YQ62CMUGCGOV&coliid=IA9MGY26LLEL

ორი გვერდიდან მარცხენა მხარეს როგორც ჰაერის შემტანი (ფრონტალურ ფანთან ერთად) და ორიც ზევით როგორც გამწოვი, უკანა ფანის ადგილს პროცესორის წყლის გაგრილების რადიატორს და მის ფანს მიაქვს ასე რომ ფანის ის ადგილის სათვალავიდან ამოვარდა.

ახლა კი ჩაინიკური კითხვა: ამდენი ფანის დაყენების საშუალებას მომცემენ ის კომპონენტები რაც ჩამოვთვალე? და კიდევ ერთი, არ გაგეცინოთ მაგრამ მაზერს რომ ვათვალიერებდი ფანის ამდენი შესაერთები არ ქონდა და ვერ გამირკვევია ეს ფანები რომ აქვთ ხოლმე ამ ხალხს თავიანთ ქეისებში შეტენილი, მაზერზეა ხოლმე შეერთებული თუ პირდაპირ კვებაზეა დამჯდარი, ახლა ხომ ხვდებით რა დონის მცოდნე ვარ :) ასე რომ თქვენი დახმარების იმედი მაქვს

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

გილოცავ მშვენიერი შენაძენია, ფენები სწორათ გაქვს განაწილებული, გვერდიდან შემწოვები, წინიდან თუ უყენდება ეგეც შემწოვი და უკან და ზემოდან გამწოვები.

კვებაზე შეართე ყველა ფენი რაც არ დაეტევა დედაპლატაზე, ყველას მასე აქვს, მათ შორის მეც.

Link to comment
Share on other sites

  • 3 weeks later...

გაიხარე მეტი კითხვა არ მაქვს, მოდერს ვთხოვ დახუროს თემა

Link to comment
Share on other sites

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.