Jump to content

GeForce GTX 660 Ti Colorful-ის შესრულებით


Recommended Posts

ჩინური კომპანია Colorful-ს პროდუქცია ქვეყნის საზღვრებს გარეთ ნაკლებად ცნობილია, მაგრამ მათი ახალი ქმნილებისთვის გვერდის აქცევა ძნელია. iGame GTX 660 Ti WCG Edition შეიძლება ჩაითვალოს ტექნოლოგიაში ხელოვნების ნიმუშად. მე ვიტყოდი, რომ ის სამხატვრო ხელოვნების ნიმუშად უფრო ჩაითვლებოდა. მოდელი სპეციალურად World Cyber Games (WCG) ჩემპიონატისთვის არის შექმნილი რომელიც 29 ნოემბრიდან 2 დეკემბრამდე ტარდება ქალაქ კუნშანში, და ეს მოდელი შეზღუდული რაოდენობით გამოვა.

colorful_03.JPG

კომპანიამ ამ ვიდეო კარტაში გამოიყენა ცნობილი Shark Bionic გაგრილების სისგტემა, რომელსაც აქვს დამატებითი რადიატორები რომელთა მოხსნაც შეიძლება. ამ რადიატორების გამო ვიდეო კარტის სიგრძე მნიშვნელოვნად იზრდება, და ალბათ მისი მთავარი ფუნქცია კონკურენტების "დაშინებაა"

colorful_01.JPG

colorful_02.JPG

ალუმინის და სპილენძის "ხროვის" ქვეშ იმალება GK104 1344 CUDA ბირთვით და 192 ბიტიანი მეხსიერების სალტით. ვიდეო მეხსიერების მოცულობა 2GB-ია ხოლო მეხისერების და GPU სიხშირეები ჯერჯერობით უცნობია.

colorful_04.JPG

colorful_05.JPG

ვიდეო დაფას აქვს 4+2 ფაზიანი კვების სისტემა და კვებას იღებს ორი ცალი 6 პინიანი PCI-e შესაერთებლიდან. ვიდეო გამოსავლებს შორის ჩანს გადამრთველი რომელიც სავარაუდოდ ორ ბიოსს შორის სწრაფი გადართვისთვის არის საჭირო.

  • Upvote 5
Link to comment
Share on other sites

აუ მაგრა მომწონს ამ კარტის დიზაინი :baby: ფასი მიახლოებით რა იქნება არავინ არ იცის?

Link to comment
Share on other sites

აუ მაგრა მომწონს ამ კარტის დიზაინი :baby: ფასი მიახლოებით რა იქნება არავინ არ იცის?

ჯერ-ჯერობით უცნობია ფასი

Link to comment
Share on other sites

აუ მაგრა მომწონს ამ კარტის დიზაინი :baby: ფასი მიახლოებით რა იქნება არავინ არ იცის?

შენი ვიდეო მოხატე ეგრე :D

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.