სოსო Posted November 2, 2012 Share Posted November 2, 2012 CPU-World საიტზე გამოჩნდა Intel-ის მომავალი 22 ნანომეტრული LGA2011 სოკეტის პროცესორების მონაცემები. Ivy Bridge-E პროცესორების მონაცემების პროგნოზირება ადვლია Sandy Bridge-E ძირითად მონაცემებზე დაყრდნობით. განსხვავებით 10 და 12 ბირთვიანი Xeon პროცესორებისგან ახალ Core i7-49xx სერიის პროცესორებს ექნებათ მაქსიმუმ 6 x86 არქიტექტურის გამომთვლელი ბირთვი, 15 MB-მდე მესამე დონის ქეში, DDR3 მეტი მოცულობის მხარდაჭერა (8GB თითო არხზე) ამასთან ოფიციალურად გვექნება მაქსიმუმ DDR3-1866 მხარდაჭერა და PCI Express 3.0 მხარდაჭერა. უკვე არსებულ ინსტრუქციების კრებულს ემატება Float 16 ბრძანებები. რა თქმა უნდა კვლავ გვექნება Hyper-Threading და ასევე Turbo Boost-ის საშუალებით Ivy Bridge-E პროცესორებზე იქნება რამდენიმე ასეული მეგაჰერციანი მატება. TDP საკითხი ბოლომდე გარკვეული არ არის რადგან უკვე გამოსული აქვს 150 W. ახალი პროცესორების ანონსის სავარაუდო დრო 2013 წლის მესამე კვარტალია. 9 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მიშო Posted November 2, 2012 Share Posted November 2, 2012 ფასი ექნება ერთობ საყვარელი. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
სოსო Posted November 2, 2012 Author Share Posted November 2, 2012 ტოპ ვერსიას 1000 დოლარზე მეტი არ ექნება ფასი შუალედური ვერსია 500-600 და პატარა "ძმა" იქნება 3700K ფასის ოღონდ ბანძი :D Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted November 2, 2012 Share Posted November 2, 2012 Intel Core i7-3970X http://www.guru3d.com/news_story/intel_core_i7_3970x.html 1167$ ეღირებაო Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Barca Posted November 2, 2012 Share Posted November 2, 2012 Sandy Bridge-E მეგონა 22 ნმ იყო , მგონი ამით დასრულდება 32 ნმ ტოპ პროცების წარმოება Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.