Jump to content

Kingmax უხილავი რადიატორებით 2400MHz-მდე


Recommended Posts

კომპანია Kingmax-მა უკვე კარგა ხანია გაყიდვაში გაუშვა თავისი DDR3 ოპერტიული მეხსიერებები "უხილავი" გაგრილების სისტემით. სპეციალური ნანოტექნოლოგიით დამზადებული რადიატორები იმდენად თხელია, რომ შეუიარაღებელი თვალით არ ჩანს. აქამდე ასეთი მოდულების მაქსიამალური სიხშირე 2200 MHz იყო, რომლებიც ცხელდებოდნენ მხოლო 38-40 გრადუსამდე ცელსიუსით (შესადარებლად გაგრილების გარეშე მოდულები 40-45 გრადუსამდე ცხელდებიან).

როგორც ჩანს 2200 MHz სიხშირე "უხილავი" (თავიდან უხილავი რადიატორები საერთოდ უხილავი იყო თუმცა მოგვიანებით კომპანიამ მათ ცისფერი ტონი მისცა) რადიატორების სრული შესაძლებლობების გამოსავლენად არ იყო საკმარისი და კომპანია Kingmax-მა გამოუშვა ახალი სერიის მოდულები Nano Gaming RAM, რომლებიც მუშაობენ 2400 MHz სიხშირეზე. ხოლო რადიატორების საშუალებით მათი ტემპერატურა 10%-ით მცირდება.

kingmax_01.jpg

მეხსიერების მოდულები მუშაობენ DDR3-2400 რეჟიმში 9-11-9-27 ტაიმინგებით და სამუშაო ძაბვით 1.65 ვოლტი. მოდულებს აქვთ Intel XMP რეჟიმის მხარდაჭერაც. ამ მოდულების დამზადებისას არ გამოიყენება ტყვია, ხოლო გაყალბებისგან თავის დასაცავად მოდულებს მოყვებათ სპეციალური მიკროსქემა, რომელიც ადასტურებს მოდულების ორიგინალურ წარმოშობას. მოდულები ორ არხიანი კიტის სახით იყიდება და თითოს მოცულობა 2GB-ია, გარანტია სამუდამოა.

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

უხილავი გაგრილება კი კარგია მაგრამ ფასი როგორია? და მაგას დამატებით ხილული გაგრილებაც რომ დაუმატონ უფრო არ გაგრილდება ოპერატიული?

ისე ძვირი იქნება ალბათ ჯერესერთი ახალი ტექნოლოგიაა მერე მეორე ამხელა სიხშირეზე მუშაობს თან სამუდამო გარანტია აქვს და გაყალბების საწინააღმდეგო მიკროსქემებიც დაუყენებიათ

Link to comment
Share on other sites

დაამრგვალონ უხილავი გაგრილება და დალშე რაც უნდა ის უქნიათ... ნუ უხილავია მაგრამ იგრძნობენ :D

მე მომწონს მაგარ "ნავაროჩენ" რადიატორებში გამოწყობილი ოპერები და თქვენი არ ვიცი :D

Link to comment
Share on other sites

  • 1 year later...

Kingmax Value DDR3-2200 MHz 4 GB Memory Modules http://guru3d.com/news/kingmax-value-ddr32200-mhz-4-gb-memory-modules-/

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.