Jump to content

Recommended Posts

4016cd917344.jpg

გამოშვების წელი: 2013

ჟანრი: Off-Road სიმულატორი

შემქმნელი: oovee

გამომცემელი: oovee

პლატფორმა: PC

ვერსია: Demo

გამომცემლობის ტიპი: ლიცენზია

ინტერფეისის ენა: რუსული, ინგლისური

გახმოვანების ენა: არ აქვს/არ არის საჭირო

წამალი: არ საჭიროებს

სისტემური მოთხოვნები:

OS: Windows XP or Higher

Processor: 2.4GHz или выше

Memory:от 1GB

DirectX®: Version 9.0c

ცვლილებების სია:

  • გამოშვებულია დეველოპერულ რეჟიმში
  • დამზადებულია მარტივი საინსტალაციო/შეტანილია ცვლილებები წასაშლელ სისტემაში
  • განახლებულია სატვირთო მანქანის არჩევის სისტემა
  • მოყვება დოკუმენტაცია და ხელსაწყოები იმისათვის, რომ თამაშში შეიტანოთ ცვლილებები
  • დამატებულია მოძრაობის ბუნდოვანი ეფექტი (motion blur effect)
  • დამატებულია სატვირთო - Kraz
  • ამ ვერსიაში შესულია თამაშის მცირე გაუმჯობესება

გადმოწერეთ demo ვერსია: Download the Tech Demo

Oovee™ Game Studio-ს მიერ წარმოებული Spintires არის Intel®-ის დაჯილდოებაში გამარჯვებული თამაში off-road-ის შემთხვევაში, რომელიც შეიქმნა იმისთვის, რომ მოთამაშებს გაუუმჯობესოს მართვის ხელოვნება და გამძლეობა.

მათ მოუწევთ მართონ დიდი (off-road) ტიპის სატვირთო მანქანები, რითიც მოუწევთ სარისკო ადგილებში გადაადგილება, მხოლოდ რუკის და კომპასის გამოყენებით.

გარემოს დამახასიათებელი დეფორმაციის სისტემის და ინტერაქტიული გარემოცვის დახმარებით, Spintires-ი არასდროს არ არის ერთნაირი. თამაშის ძრავის დეფორმაციის სისტემა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენ საათს თამაშობთ თქვენ.

კონცეფცია - კომპანიის მოდელი (საგანი ექვემდებარება შეცვლას):

სახიფათო off-road-ის თავგადასავლები იწყება რუსეთში, დაახლოებით 1980-90 წლებში. თქვენ ხართ აღჭურვილი საბჭოური სატვირთო მანქანით და ამ ტრანსპორტისთვის დამახასიათებელი პრიმიტიული იარაღებით, რაც საჭიროა გადაადგილებისთვის. თამაშში მოთამაშის ძირითადი მიზანი არის ხის მორების შეგროვება და შემდეგ მათი მიტანა უღრანი ტყიდან დანიშნულ ადგილამდე. თქვენს მიერ მიტანილ მასალას კი გემების ასაშენებლად გამოიყენებენ უცხოეთში.

თავდაპირველად, თქვენ უნდა დატვირთოთ მანქანა მორებით, რისთვისაც უნდა გამოიყენოთ გადამზიდი კრანი (claw crane). ტვირთის გადადგილების დროს თქვენ უნდა გამოიყენოთ რუქა და კომპასი. გახსოვდეთ, რომ ამ ობიექტების მაქსიმალურად უსაფრთხოდ გადატანაა საჭირო, რადგან თქვენი დავალება წარმატებით დაასრულოთ.

კურსის და მოძრაობის დაგეგმვისათვის გამოიყენეთ ნიშნები, რადგან არ დაკარგოთ თქვენი ძვირადღირებული ტვირთი, რომელიც გაუვალ გზებში გადადგილების დროს თანდათან ისვრება და ამავდროულად ხარჯავს თქვენი საწვავის მარაგს. შესაბამისად, ტვირტის გადატანა უნდა დაგეგმოთ ისეთნაირად, რომ გზაში შეგეძლოთ გაჩერება საწვავის ავზის შესავსებად, თუ რატქმაუნდა ამის საჭიროებაა არსებობს.

იყავით ყურადღებით დამალულ ყუთებთან, რომლებიც ტყის გარშემოა მიმოფანტული. რადგან ეს ყუთები არის რადიო აქტიური, თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი მრიცხველი (Geiger-counter) რომ შეძლოთ მათი უფრო ადვილად აღმოჩენა. თითო ყუთი შეიცავს აღჭურვილობას, რომელიც განკუთვნილია სატვირთო მანქანებისთვის, რომელთა გამოყენებაც აუცილებელი არ არის სახელოსნოებში.

თუ თქვენ ჩაატარეთ ოპერაცია წარმატებით, მაშინ დაჯილდოვდებით ‘skill points’-ებით.

‘Skill points’-ში იგულისხმება შემდეგი მოვლენები:

  • ტვირთების წარმატებულად მიტანა (რაც უფრო მეტია მათი რაოდენობა, მით უკეთესია)
  • ტვირთის დაზიანება (რაც უფრო ნაკლებია მით უკეთესია)
  • საწვავის გამოყენება (რაც უფრო ნაკლებია მით უკეთესია).

დამატებით ‘Bonus skill points’-ში იგულისხმება:

საიდუმლო ყუთების აღმოჩენა (რაც უფრო მეტი მით უკეთესი)

დაფარული ტერიტორია (რაც უფრო დიდი მოცულობის მით კეთესი)

‘Skill points’ შეიძლება გამოყენებული იყოს სატვირთო აღჭურვილობების შესაძენად სახელოსნოში, რაც დაგეხმარებათ თქვენ სამომავლო ტვირთების გადაზიდვაში. ეს აღჭურვილობა შეიცავს რამოდენიმე ნაწილს, მაგრამ ქვემოთ მოცემული სია არ არის ლიმიტირებული:

  • დამატებითი განათება
  • ტურბო ჩარჯერი
  • ძრავის ჰაერის ფილტრი
  • ზედმეტი ტვირთის წაღების შესაძლებლობა + ტრეილერები
  • სიგნალი
  • ჯალამბარი
  • საბურავების დეფლექციის სისტემა
  • ახალი სატვირთოები

ჩვენ ვფიქრობთ, რომ Spintires განსხვავდება სხვა თამაშებისგან იმიტომ, რომ ის გვთავაზობს განმეორებითი თამაშის საშუალებას. თამაშის ჩართა თავისფულად შეიძლება დაბალი კონფიგურაცისს PC-ზე.

Spintires-ის განვითარების დროს, თამაშის შემქმნელები ყოველთვის ითვალისწინებენ პოტენციურ მომხმარებლებს. მათი აზრების გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ Spintires-ის თამაში შესაძლებელი იქნება ყველა PC კონფიგურაციაზე, რომელიც უზრუნველყოფს თამაშის გრაფიკის მაქსიმალურად მაღალ ხარისხს. რამოდენიმე კორექტირების შემდეგ, თამაშის ჩართვა შესაძლებელი იქნება მობილურ ტელეფონებზეც.

მარტივად განოსაყენებელია სხვა განხილვებიც. მიგვაჩნია, რომ ეს არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი რამ; ჩვენ ვიმედოვნებთ მენიუს გამოსახულების შენახვას და შეფერხებების შესწავლას, ასევე მაუსის გადაჭარბებულად დიდი ხმის მინიმუმამდე დაყვანას.

თუ გადაწყვიტეთ რომ ითამაშებთ რამოდენიმეჯერ, მაშინ თითო თამაშის დროს თქვენ მიიღებთ განსხვავებულ გამოცდილებას. ეს იმიტომ რომ თითო ქმედებას გააჩნია საკუთარი ფიზიკური თვისება, რომელთანაც თქვენ შეგიძლიათ შეხვიდეთ კონტაქტში ან გაწყვიტოთ ის. როცა დაამატებთ განსხვავებულ სატვირთო აღჭურვილობას თქვენს სატვირთო მანქანას, ეს რათქმაუნდა მსუბუქ ცვლილებას გამოიწვევს ამ ქმედებებში, რადგან თითოეულ აღჭურვილობას გააჩნია საკუთარი დადებითი და უარყოფითი მხარეები.

თუ თქვენ მართავთ აგრესიულად, მაშინ უნდა გაითვალისწინოთ, რომ ამან შეიძლება თქვენს ტრანსპორტზე ცუდი შედეგი მოახდინოს. ის შეიძლება სადმე გაიჭედოს, ან ამობრუნდეს. Stop, think, and proceed - ეს არის ჩვენი თამაშის დევიზი.

Spintires იყენებს სათამაშო ძრავს ე. წ. ‘VeeEngine’-ს. ‘VeeEngine’ შექმნილია მიწის სპეციფიკის გათვალისწინებით, სპეციალურად Spintires-ვის და სწორედ ამიტომ ორინეტირებულია და ოპტიმიზებულად მორგებულია თამაშის ამ ჟანრზე.

‘VeeEngine’-ის ძრავი აღჭურვილია უნიკალური და მოქნილი VEHICLE/MUD/WATER (ტრანსპორტის, ტალახის, წ%$&# - ერთმანეთთან) ურთიერთქმედების მოდელით, რომელიც არის ძალიან სწრაფი.

ტალახში ურთიერთქმედების მოდელი მიღწეულია გადაწყვეტილების მიხედვით, რომელიც ეყრდნობა vertex-texture-fetch-ის ტექნოლოგიის მაღალი გაფართოების heightmap-ს. ის არის მუდმივად დეფორმირებადი იმ შემთხვევაში, როდესაც მასზე ზემოქმედებას ახდენს ნებისმიერი სხეული.

თამაშის ძრავი დაწერილია C++ და იყენებს ‘DirectX 9’ ტექნოლოგიას და 'Havok Physics Engine'-ს. თამაშის სტრუქტურა შედგება XML და LUA სკრიპტებისგან, რომელიც საშუალებას აძლევს დეველოპერებს შექმნან მარტივი შემადგენლობა. ეს პროგრამირების ენა ასევე იძლევა ‘modding’-ის საშუალებას, რადგან მოთამაშეებმა შეძლონ საკუთარი მოდიფიკაციების გაკეთება.

თამაშის ოფიციალური ვებ გვერდი: http://spintires.com/

სურათები:

3ef4ce594451.jpg

1fa1f4a935a6.jpg

4ea2c9c41fd2.jpg

1614fddd043f.jpg

67292548be0b.jpg

გირჩევთ გადმოწეროთ თამაშის ბოლო ვერსია Tech Demo ოფიციალური საიტიდან, რომელიც მოცემულია ზემოთ. mod-ების გადმოსაწერი ოფიციალური ფორუმი (გადმოსაწერად რეგისტრაცია აუცილებელია): ST Tech Demo Mods

აუცილებლად გაეცანით: FAQ

თამაშის save ფაილები ინახება ამ ფოლდერში: C:UsersuserAppDataRoaming

თუ მას ვერ პოულობთ გახსენით Start-ი, შემდეგ აკრიფეთ %appdata% და დააჭირეთ Enter-ს.

თამაშის ძველი DEMO ვერსია (ინფორმაციის სანახავად გახსენით სპოილერი)

Spoiler

Spin_Tires_2.jpg

გამარჯობათ. ვაგრძელებ საუბარს სიმულატორებზე და მინდა კიდევ ერთ კარგ თამაშს დავუთმო ეს თემა.

დასახელება: Spin Tires

გამოშვების წელი: 2011

ჟანრი: სიმულატორი

შემქმნელი: Kopavel

გამომცემელი: Kopavel

ენა: English

წამალი: არ საჭიროებს

თამაშოს აღწერა: კარგი გრაფიკის მქონე სიმულატორი, შეიცავის ყველა იმ თვისებას ზომის მიუხედავათ რაც შეილება ქონდეს თანამედროვე თამაშს. Spin Tires გამოირჩევა თავისი გასაოცარი ფიზიკით.

მინიმალური სისტემური მოთხოვნილებები:

ოპერაციული სისტემა: Windows XP SP2, Windows XP SP3 Vista. /7

პროცესორი: Dual Core Processor 2.01 GHz

ოპერატიული მეხსიერება: 512 MB

ვიდეო დაფა: GeForce 6800, GeForce 9800, ATI Radeon HD4850

თამაშის გადმოსაწერი ლინკი : OLDER DEMO INTEL LEVELUP 2011

გვერდი Facebook - ზე: Spin Tires

ჯგუფი Facebook - ზე: Spin Tires Group

  • Upvote 7
Link to post
Share on other sites
  • Replies 339
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

გამოშვების წელი: 2013 ჟანრი: Off-Road სიმულატორი შემქმნელი: oovee გამომცემელი: oovee პლატფორმა: PC ვერსია: Demo გამომცემლობის ტიპი: ლიცენზია ინტერფეისის ენა: რუსული,

გამოშვების წელი: 2013 ჟანრი: Off-Road სიმულატორი შემქმნელი: oovee გამომცემელი: oovee პლატფორმა: PC ვერსია: Demo გამომცემლობის ტიპი: ლიცენზია ინტერფეისის ენა: რუსული, ინგლისური გახმოვანების ენა: არ აქვ

დღეს დაიდო კიდევ ერთი სიახლე, სადაც ნაჩვენებია, თუ როგორ იწერენ დეველოპერები ძრავის ხმებს: Topic of audio  

Posted Images

ლოლ მაგარ ვეშებს აძრობ

სხვა ტექნიკა როგორ ჩავყარო ?

Link to post
Share on other sites

თამაშის დროს სიჩქარის კოლობს მიქრობს და რისი ბრალია ?

Link to post
Share on other sites

L3onidas

სხვა ტექნიკა როგორ ჩავყარო ?

მე პირადად არაფერი არ ჩამიყრია. youtube.com - ზე დევს ბევრი ვიდეო და მოდების გადმოსაწერი ლინკიც მოყვება ხოლმე ზოგიერთს.

www.rigsofrods.com

http://untaka.ru/world-of-cars/spin-tires-2012-mods.html

თამაშის დროს სიჩქარის კოლობს მიქრობს და რისი ბრალია ?

არ მქონია ეგეთი შემთხვევა. სეთინგებში ხო არ შეცვალე რამე ? Default - ზე დააყენე და ნახე მერე.

Link to post
Share on other sites

მივხვდი გვერდზე რაგაც სპიდომეტრის ზემოტ რომაა ეგ არ უნდა გადახურდეს :D

მაგრამ მნიუდან რომ გამოხვამ მაინც ამუსჰავდება :D

Link to post
Share on other sites

ტვირთს რომ მიიტან სულ ტალახსი რატო ვარდებაა? :))

Link to post
Share on other sites

ვიცი ეს იგრა, მგონი 2 წელია სრული ვერსიის გამოსვლას ვეოდები :drug:

Link to post
Share on other sites

ლოლ მაგარი ღადაობაა ტატრას მოდი ჩავაგდე :D

ტოიოტამ არ იმუშავა იქრაშება :D

Link to post
Share on other sites

facebook.com - ზე Spin Tires - ის ჯგუფი : http://www.facebook....24594817645086/

საინტერესო სტატია თამაშზე : Анимирование физики внедорожных автомобилей (Spin Tires)

დავამატებ რამოდენიმე თამაშის და მოდების გადმოსაწერ ლინკებს :

Spin Tires Level Up (2012/PC/Eng)

Spin Tires (23.03.2012)

Spin Tires

Spin Tires 2012: Моды

http://agrar-mods-2011.ucoz.ua/

  • Upvote 1
Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...

ეს მაგარი რამეა, მე შემიძლია ნორმალურად თამაში?

ვიწერ უკვე :D

Link to post
Share on other sites

გარკვეული მიზეზების გამო არ დამიწერია ნორმალური აღწერა თემის გახსნისას. ამიტომ ეხლა მივამატებ.

Game Overview

Intel Level Up 2011 Entry (March 2012) beta demo is now available to download. Feel free to try it for yourself and provide any feedback you may have to spintires[at]oovee.co.uk. If you have any previous versions installed we recommend that you remove them first before installing this demo.

** FULL GAME COMING SOON **

Never stuck for a challenge, the Intel® award winning game brought to you by Oovee Game Studios.

You’ll never be stuck for a gaming challenge with Spin Tires – the off-road driving experience that puts you at the wheel of a range of heavy-duty vehicles over tough, all-terrain landscapes.

Utilizing the Havok Physic Engine, driving from start to finish will never be the same again. Dodge the falling obstacles, scramble across the deformable terrain and tackle the elements as you try to reach your goal without loosing your precious cargo or running out of fuel.

features

Deformable terrain

Interactive foilage

Interactive water simulation.

A collection of heavy-duty vehicles with life-like physics and dynamic chassis parts that wil react to any situation.

Toggle head lights

ხშირად დასმულ შეკითხვებზე პასუხს ნახავთ აქ : http://oovee.blogspot.co.uk/

ყველაზე აქტუალური შეკითხვა. როდის გამოვა თამაშის სრული ვერსია ? Clear up some confusion

ასვე ცნობილი გახდა, რომ თამაშს დაემატება დღის განმავლობაში სიარული : It was not a rumor, it's true, there will be day time in Spintires !

Link to post
Share on other sites
  • 4 months later...

[media=]

ცნობილი გახდა, რომ დეველოპერები მუშაობენ თამაშის ახალ Demo ვერსიაზე.

9117f9f0c192.jpg

Link to post
Share on other sites

[media=]

ცნობილი გახდა, რომ დეველოპერები მუშაობენ თამაშის ახალ Demo ვერსიაზე.

9117f9f0c192.jpg

მაგარი დეველოპერებია რიან ძაან :დ

2 წელია ერთ დემოზე მუშაობენ :~

Link to post
Share on other sites

lomsa

მაგარი დეველოპერებია რიან ძაან :დ

2 წელია ერთ დემოზე მუშაობენ :~

ყველა სიმულატორი ესეა. ყველა თუ არა უმეტესობა. NFS - ივით ვერ გამოვა ყოველ წელს ახალი ვერსია.

Link to post
Share on other sites

lomsa

ყველა სიმულატორი ესეა. ყველა თუ არა უმეტესობა. NFS - ივით ვერ გამოვა ყოველ წელს ახალი ვერსია.

ნუ გასაგებია დიდი დრო უნდა სიმულატორის გაკეთებას მარა 2 წელი პირველი დემოდან მეორემდე ცოტა დიდი დრო ხოარაა?

ალბათ პატარა კომპანიაა

Link to post
Share on other sites

lomsa

ეგრე თუ უყურებ მაშინ rFactor - საც არ ყოლია ნორმალური დეველოპერები, 2 - 3 წლის წინ დაანონსეს თამაშის მეორე ნაწილს გამოსვლა და დღემდე დემოებს უშვებენ. თუმცა ფაქტია რომ ლოდინი ღირდა და თავის ჟანრში თითქმის უკონკურენტოა :)

Link to post
Share on other sites

lomsa

ეგრე თუ უყურებ მაშინ rFactor - საც არ ყოლია ნორმალური დეველოპერები, 2 - 3 წლის წინ დაანონსეს თამაშის მეორე ნაწილს გამოსვლა და დღემდე დემოებს უშვებენ. თუმცა ფაქტია რომ ლოდინი ღირდა და თავის ჟანრში თითქმის უკონკურენტოა :)

ჰო , არ ვიცოდი ეგ მეორე თუ ადრე დაუანონსებიათ,

პირველიც შედევრია :) ბევრ ნფს - ს მირჩევნია!

Link to post
Share on other sites

აუ მეც მაგარი ვიკაიფე ამ თამშზე მაგრა გამისწორდა :)

Link to post
Share on other sites
  • 1 month later...

SPiNTiRES - Developers Log #01

 

 

 

მონაცემები:

 

9ea6482ef9f3.jpg

 

12f8c886d421.jpg

Link to post
Share on other sites

SPiNTiRES - Developers Log #02

 

Link to post
Share on other sites

როგორც იქნა დაადგა საშველი ახალ დემოს. დეველოპერების პოსტი  :)

 

To all off-road truckers; we are pleased to announce that this week we will be launching our new demo. What's the first thing you will do when you get it?

 

e4a78a028b65.png

 

Stay tuned !  B)

Link to post
Share on other sites

ვავა ძალიან კარგი. თუ თვალს ადევნებ ლინკიც დააგდე აქ  ოკ ?

Link to post
Share on other sites

L3onidas

 

 

ვავა ძალიან კარგი. თუ თვალს ადევნებ ლინკიც დააგდე აქ ოკ ?

 

კი, როცა გამოვა თამაში დავპოსტავ.

  • Upvote 1
Link to post
Share on other sites

და სრული არაო?

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.




×
×
  • Create New...